საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის (ზაალ სარაჯიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-5372/22; 03.05.2022); ბ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი წინადადება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-5420/22; 04.05.2022).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8931/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-8931/22 20-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები: − საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის (ზაალ სარაჯიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-5372/22; 03.05.2022) (განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 23 ივნისი); − საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-5420/22; 04.05.2022) (განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 23 ივნისი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge