საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 14-18 ივნისს შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-8953/22
20-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2022 წლის 14-18 ივნისს შვეიცარიის კონფედერაციაში, ქ. ჟენევაში ჩემი სამუშაო
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი „3“ ფურცელი.
პატვისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამუშაო ვიზიტის ანგარიში
შვეიცარიის კონფედერაციაში ( ქ. ჟენევა)
2022 წლის 14-18 ივნისი
2022 წლის 14-18 ივნისს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაცაში,
ქ. ჟენევაში.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა ჩაატარა მნიშვნელოვანი შეხვედრები:
1. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა
პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) საგარეო ურთიერთობათა და წევრი
პარლამენტების მიმართულების დირექტორთან, ელჩთან, ანდა ფილიპთან და
ორგანიზაციის პროგრამების დირექტორთან, კარენ ჯაბრთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და პარლამენტაშორისი კავშირის
თანამშრომლობის
საკითხები
და
სამომავლო
გეგმები
სხვადასხვა
მიმართულებით, მათ შორის, კულტურის, განათლების და ტექნოლოგიების
სფეროებში. პარლამენტთაშორისი კავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ
ორგანიზაცია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს და შემდგომი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და
ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
2. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ
დირექტორთან, დარენ ტანგთან, ორგანიზაციის გენერალური დირექტორის
მოადგილესთან, ჰასან კლეიბთან და განვითარებული და გარდამავალი
ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორთან, ჰაბიპ ასანთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობის ის მიმართულებები, როგორიცაა
საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებების დაცვა, ასევე, ორგანიზაციის
მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები საავტორო უფლებების დაცვის
გაუმჯობესების თვალსაზრისით.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა ორგანიზაციაში
არსებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ინტელექტუალური
საკუთრების
მსოფლიო
ორგანიზაციის
გენერალურმა
დირექტორმა
დადებითად შეაფასა საქართველოსთან არსებული ორმხრივი თანამშრომლობა
და გამოცდილების გაზიარების კუთხით ექსპერტული მხარდაჭერის
მზადყოფნა გამოთქვა.
3. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა
საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (WFIMC)
წარმომადგენელთან, სარა ბეტრისეისთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და WFIMC-ს შორის სამომავლო
თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ელისო
ბოლქვაძემ სარა ბეტრისეის კულტურის კომიტეტის პრიორიტეტები გააცნო.
საერთაშორისო
მუსიკალური
კონკურსების
მსოფლიო
ფედერაციის
წარმომადგენელმა დიდი დაინტერესება გამოთქვა საქართველოსთან
ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით და მადლობა გადაუხადა
ქართულ მხარეს შეხვედრისათვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
ალექსნადრე მაისურაძე.
4. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა
გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის
რეგიონული ოფისის მრჩეველთან ბავშვთა დაცვის საკითხებში, აარონ
გრინბერგთან და მრჩეველთან განათლების საკითხებში, ალბერტო
ბიანკოლისთან.
შეხვედრისას ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა UNICEF-ის ექსპერტული
გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე სკოლამდელი განათლების
სფეროში საპილოტე პროექტების განხორციელების თვალსაზრისით და ხაზი
გაუსვა
ხელოვნების
გავლენას
ბავშვთა
განათლებაზე.
UNICEF-ის
წარმომადგენლებმა
დადებითად
შეაფასეს
საპილოტე
პროექტების
განხორციელების
იდეა
და
მზადყოფნა
გამოთქვეს
ექსპერტული
დახმარებისთვის.
5. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა
ევროპული სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების და
კომუნიკაციების დირექტორთან, ვანესა ო’კონორთან და ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ხელმძღვანელთან, რადკა
ბეჩევასთან.
შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციასა და საქართველოს შორის არსებული
თანამშრომლობის დინამიკა და EBU-ს ფარგლებში არსებული ინსტრუმენტები
ქართული კულტურის, კერძოდ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის
თვალსაზრისით. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება
გაამახვილა იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც ქართული კულტურის
პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. შეხვედრის დასასრულს, მხარეები
ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების
განსაზღვრაზე შეთანხმდნენ.
6. კულტურის
კომიტეტის
თავმჯდომარე,
ელისო
ბოლქვაძე
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) წარმომადგენლებს
შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში
არსებული ინსტრუმენტები კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის
მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა
ციფრული ტექნოლოგიების როლზე ქართული კულტურის პოპულარიზაციის
თვალსაზრისით, რომლის თაობაზეც ორგანიზაციის წარმომადგენლების
მხრიდან აღინიშნა, რომ მსგავსი პლატფორმის განხორციელება საინტერესოა
ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნებისთვისაც.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქალთა როლის გაძლიერების შესახებ
საპარლამენტო საქმიანობაში. ITU-ს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს
გენდერული კომპონენტის გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და
საქართველოსა
და
ტელეკომუნიკაციების
საერთაშორისო
კავშირის
ურთიერთობებში საპარლამენტო მიმართულების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.