საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (№07-2/110; 22.12.2021) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-8952/22
20-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 20 ივნისს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მოგვმართა
თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტების: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/110; 22.12.2021) განხილვის ვადის
გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე,
გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 2 თვით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-8942/22
20-06-2022
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
ბატონო დავით,
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2021
წლის
27
დეკემბრის
№110/8
გადაწყვეტილებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს
განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (№07-2/110; 22.12.2021).
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადად
განსაზღვრული იყო 2022 წლის 24 ივნისამდე. მომხსენებლის თხოვნით, მითითებულ
ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ ახერხებს და აქედან გამომდინარე გთხოვთ
უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 2 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოზარ სუბარი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge