საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცხოველთა ომბუდსმენის შემოღებასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილი
ნომერი
#1-7652/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041224772029 17.06.2022 საქართველოს პარლამენტი ია სირანაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს სათაური: საკანონმდებლო წინადადება შინაარსი: საკანონმდებლო წინადადება ეხება ცხოველთა ომბუდსმენის შექმნას დოკუმენტები: 1 ) საკანონმდებლო წინადადება.pdf; პატივისცემით, ია სირანაშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: საქართველოს პარლამენტს მოქ: ია სირანაშვილი პ/ნ: მის: ტელ: მოქ:თამილა ლომიშვილი პ/ნ: მის: ტელ: საკანონმდებლო წინადადება ქართველი ერი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ჰუმანური და შემწყნარებელი იყო. თანამედროვე მსოფლიოში, ქვეყნის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი გარემოს, ცხოველთა დაცვის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ცხოველთა დაცვის არაერთ კონვენციასა და აქტებზე აქვს ხელი მოწერილი, მდგომარეობა საგანგაშო და კატასტროფულია. სახელმწიფოს არ გააჩნია ცხოველების პოლიტიკის მიმართ სწორო პოლიტიკა და არ აქვს განსაზღვრული ჰუმანური სტრატეგია. ამაზე მეტყველებს, ბოლო წლების განმავლობაში, ოფიციალური თუ არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სოციალური ქსელის საშუალებით, ყოველდღიურად ათობით გავრცელებული ინფორმაციები, რომელმაც დაგვაყენა ფაქტის წინაშე -- საქართველოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გამოვლინდა ცხოველების მიმართ ჩადენილი არაადამიანური სასტიკი ქმედებები: 1. არის ფაქტები ძალადობის, აგრესიულობის, ჩაგვრა-წამების, რაც ტანჯვასა და ტკივილს აყენებს მიუსაფარ ქუჩის ცხოველებს. 2. არის ფაქტები, როდესაც მოძალადე დემონსტრაციულად ხალხის თვალწინ უსწორდება ქუჩის ძაღლებს, სიძულვილის გამოხატულებით, წიხლებით, მუშტებით, უხეში საგნებით, ცივი იარაღით, ქვების სროლით ხდება მათი ჩაქოლვა და მოკვლა. 3. არის ფაქტები, როდესაც ცხოველთ მოძულეები პროვოცირებას უკეთებენ, აღიზიანებენ, იწვევენ და ამწარებენ ცხოველებს, რომ შემდგომ მოხდეს შესაბამისი სამსახურის გამოძახება, მისი საცხოვრისი ტერიტორიიდან განეიტრალება და უარესი, ევთანაზიაც კი. 4. არის ფაქტები, როცა გაურკვეველ ვითარებაში იკარგებიან ქუჩის ცხოველები. არსებობს ვარაუდი, რომ ღამით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ,,წმინდავს" ქალაქებს ძაღლებისგან და შემდეგ ხდება მათი ევთანაზია. 5. არის ფაქტები, როდესაც სრულიად უწყინარ ძაღლებს დააბრალეს ბავშვის დაკბენა და სინამდვილეში მსგავსი რამ არ მომხდარა. 6. არის ფაქტები, როდესაც მოხუც ან ხეიბარ ძაღლებს, ლეკვებს და ფისოებს სახლიდან აგდებენ და ტრასებზე ტოვებენ. ასეთ შემთხვევებში მათი სიცოცხლე იქვე მთავრდება ან ავტოშემთხვევის გაჭყლეტვით, ან სიცივით, ან ავადმყოფობით, ან შიმშილით მთავრდება. 7. არის ფაქტები, ავტოშემთხვევის დროს, მძღოლების უმრავლესობას დაზიანებულ ცხოველს პირველადი დახმარებას არ აღმოუჩენს, ან ვეტკლინიკას მიმართოს ცხოველის გადასარჩენად. ასე გასრესილს და მომაკვდავს ტოვებენ და ამ მდგომარეობაში მიგდებულს კიდევ რამდენიმე მანქანა ჭყლეტს. 8. არის შემთხვევები (აზარტული გართობა), როდესაც ძაღლებს საგანგებოდ ზრდიან, წვრთნიან და გეშავენ სხვა ძაღლთან სასიკვდილო ბრძოლებისთვის, აგლეჯინებენ და ახოცინებენ ერთმანეთს. 9. არის ფაქტები, რომ მსგავსი სისასტიკით გამოირჩევიან არა მარტო ზრდასრული, არამედ არასრულწლოვნებიც ხეზე ჩამოკიდებულ კატას ან ძაღლს ცოცხლად ატყავებენ, წყალში ახრჩობენ, ცოცხლად აგდებენ მდუღარეში, აჭრიან ფეხებს, ყურებს, კუდს, თხრიან თვალებს , ასახიჩრებენ, ცოცხლად მარხავენ და მათი ტანჯვით სიამოვნებას იღებენ. მსგავს ქმედებებზე მშობლის და სკოლის პასუხისმგებლობა, თითქმის ნულია. 10. არის ფაქტები, ცხოველთა მონიტორინგის თავშესაფარში ცხოველების არასათანადო პირობებში ყოფის, რასაც ბევრი ცხოველი შეეწირა. 11. არის ფაქტები, სადაც სამართალდამცავი ორგანოები გულგრილად და უდიერად რეაგირებენ ცხოველის მიმართ ჩაგვრის დანაშაულზე. 12. არის ფაქტები, როდესაც ცხოველთმოძულეები თავს ესხმიან ცხოველთმოყვარულებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ტერორი, დისკრიმინაცია და ასე შემდეგ. რეპუტაციის შელახვა, ცილის წამება.13. არის ფაქტები საჯარო პირების მხრიდან ცხოველთა წინააღმდეგ სიციალურ ქსელში სიძულვილის ენით დაწერილი სტატუსების. 14. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, დაკისრებულ ვალდებულებას რომ ვერ ასრულებენ, სახეზეა, საქართველოში ნახევარ მილიონამდე მიუსაფარი ძარლია. ვერ უზრუნველყოფენ კულტურის დანერგვას, ცნობიერების ამაღლებას, ჰუმანიზმის გაღვივებას, შემწყნარებლობისა და სიყვარულს, მიზეზი, თურმე რესურსების სიმწირეა (?! . ), ამასობაში ათასობით ცხოველია სახელმწიფოს მსხვერპლი, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც დაიცავს ცხოველსა და მის დამცველებს. აქდეან გამომდინარე, საჭიროებამ მოითხოვა, ცჩმოყალიბდეს დამოუკუდებელი ინსტიტუტი,რომელუც იქნება გარანტი ცხოველთა და მათ დამცველთა მიმართ, აგრეთვე ცხოველთა მონიტორინგს გაუწევს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარში მყოფ ცხოველებს, რომლებიც აგრეთვე არიან დიდი საფრთხის წინაშე რადგან უამრავი ინფორმაციაა რომ უკონტროლოდ ხდება ცხოველების ევთანაზია მოკვდინება,რასაც ფაქტიურად არცერთი უწყება არ აკონტროლებს, ასევე, ცხოვეელთა ჩაგვრის ნებისმიერ შესულ ინფორმაციაზე მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას. საქართველოში არ არსებობს ცხოველთა საკეთილდღეოდ სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, არ არსებობს მკაცრი სანქციები დამნაშავეთა მიმართ, არ არსებობს მონიტორინგი ცხოველების დაცვის მიმართულებით, რომელიც მეტნაკლებად შეაჩერებს ძალადობას ცხოველებზე. არ არსებობს ცხოველის დაცვის პრევენცია. ზედაპურულად არის განსაზღვრული სანქციები, რომელიც ფაქტობრივად დამნაშავის წახალისებას უფრო ემსახურება. ეს არის კიდევ ერთი მასტიმულირებელი მოძალადის, დაუსჯელობის, წახალისებისა და ამის შედეგია ცხოველების წამების ასობით ფაქტი.ამ გლიბალური პრობლემებიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, შეიქმნას ცხოველთა „ომბუდსმენის ინსტიტუტი“. „ცხოველთა ომბუდსმენი იქნება ცხოველთა მიმართ დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც იქნება გარანტი და პრევენცია ცხოველების უფლებებისა და ცხოველთამოყვარულთა უფლებების დაცვაში, გარემოს დაცვაში. ცხოველთა ომბუდსმენი, ცხოველთამოძულეთა მიერ ცხოველის წინაშე ჩადენილ დამნაშავეს გაასაჩივრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაუწევს ზედამხედველობას. ცხოველთა ომბუდსმენი ინფორმაციის საფუძველზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაუწევს ცხოველთა მონიტორინგსა და სხვა თავშესაფრებში მყოფ ცხოველთა ყოფას. ცხოველთა ომბუდსმენს ექნება ცხელი ხაზი. მოგახსენებთ რომ პირველი ისტორიული პრეცედენტი მოხდა საქართველოს სასამართლო ისტორიაში სადაც ძაღლი სახელად „რიჟა“ რომელიც განწირული იყო უკონტროლო სახელმწიფო სისტემისგან მოსაკლავად სასამართლო დავით გადავარჩინეთ, ძაღლი რიჟა და გადარჩა რადგან ყავდა პატრონი და მიუხედავად ამისა მოგვიწია სასამართლოში დავა 2 წელი რომ ცხოველთა მონიტორინგს არ მოეკლა უკანონოდ, მაგრამ არის უამრავი მიუსაფარი ძაღლი რომელზეც კონტროლს არავინ არ უწევს თუ სად მიდის ელემენტარული ცხოველებისთვის სახელმწიფოდან გამოყოფილი ბიუჯეტი სადაც როგორც ინფორმაციას ვფლობთ 4 მილიონამდეა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ადმინისტრაციაზე იხარჯება ძირითადად და მხოლოდ ძალიან მცირე დაახლოებით 10 პროცენტი ხმარდება მიუსაფარ ცხოველებს, ამ და სხვა უამრავი მიზეზების გამო საჭიროა სახელმწიფოში არსებობდეს ცხოველთა ომბუდსმენი , რომელიც გააკონტროლებს დარღვეული უფლებებს მიუსაფარ და არა მარტო მიუსაფარ ცხოველებზე და მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ უწყებას რომელსაც ხელემწიფება მათი დაცვა კონტროლი და მოვლა პატრონობა . პატივისცემით: ია სირანაშვილი თამილა ლომიშვილი