საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჯაფარიძე, ვახტანგ ბარამაშვილი, ნინო თოიძე, ელისაბედ უგულავა, მარიამ მდინარაძე) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9028/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-21
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-9028/22 20-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჯაფარიძის, ვახტანგ ბარამაშვილის, ნინო თოიძის, ელისაბედ უგულავასა და მარიამ მდინარაძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2022 წლის 20 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელზე ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. სულ წარმოდგენილი 29 967 ამომრჩევლის ხელმოწერიდან (2 019 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც არ შეიცავდა მითითებულ მონაცემებს სრულყოფილად შეადგინა 3 356 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც არ შეიცავს 127-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გარდა ამისა, წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 6 ფურცელი არ იყო დადასტურებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ყოველ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. შესაბამისად, შემოწმებისას დადგინდა რომ 90 ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის დადასტურებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც 127-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული. ამასთანავე, ამომრჩეველთა ხელმოწერების შემოწმებისას დადგინდა, რომ არასრულწლოვან პირთა მიერ განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 118 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია ამომრჩევლისთვის ყოველივე იმ საქართველოს პირის მიერ, რომელიც კონსტიტუციით ზემოაღნიშნულიდან არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გამომდინარე, რიგ შემთხვევებში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 3 564 ხელმოწერა, თუმცა წარმოდგენილი ხელმოწერებიდან ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (26 403 ხელმოწერა) აღემატება 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას. ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული განხორციელების უფლებას. დანართი: კანონპროექტი „ 18 “ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი საკანონმდებლო ინიციატივის