საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 20 ივნისის სხდომის გადაწყვეტილება „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ (ჯგუფის შემადგენლობა: მაია ბითაძე (მთავარი მომხსენებელი), დავით სონღულაშვილი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, თეონა აქუბარდია)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-9012/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-06-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 46

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 20 ივნისი, 12:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ დაწყების საკითხის განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე; 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (072/114; 10.01.2022) II მოსმენა (წამყვანი); მომხსენებელი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (07-2/145; 11.05.2022) I მოსმენა (წამყვანი); მომხსენებელი: სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს’’ თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N46 2022 წლის 20 ივნისი, 12:00 საათი ი. ჭავჭავაძის სახ. დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე კომიტეტის წევრები: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლე -ირაკლი ზარქუა, დავით კირკიტაძის ადგილმონაცვლე -გიორგი გოდაბრელიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი ხახუბია. აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი სალომე ქურასბედიანი, მთავარი სპეციალისტები: დენის სალუქვაძე და ნანა გოგიტიძე, წამყვანი სპეციალისტები: ელისო შანავა, ფიქრია რობაქიძე (სხდომის მდივანი),მანანა მოსიძე, უფროსი სპეციალისტი ხათუნა მუკბანიანი, მოწვეული სპეციალისტები: ანა სისორდია და ნათია შამათავა. მოწვეული სტუმრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე - თომა დეკანოიძე. დღის წესრიგი: 1. თემატური მოკვლევის „საქართველოში გამოწვევები“ დაწყების საკითხის განხილვა. დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/114; 10.01.2022) II მოსმენა; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (072/145; 11.05.2022) I მოსმენა; მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და გამოწვევების თემატური მოკვლევის თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტს წარუდგინა მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა: 1. მაია ბითაძე (მთავარი მომხსენებელი) - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარე; 2. დავით სონღულაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარე; 3. ხატია წილოსანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 4. ეკა სეფაშვილი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 5. გიორგი ცაგარეიშვილი - აგრარულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი; 6. თეონა აქუბარდია - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის წევრი. გადაწყვიტეს: 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, დაწყებულ იქნეს თემატური მოკვლევა თემაზე „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“. 2. თემატური მოკვლევის ჯგუფი დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი შემადგენლობით. II საკითხი მოისმინეს: დავით გაბაიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახლის ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა, მისი ანალიზი და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება. ასევე აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, კულტურული და ისტორიული თავისებურებებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად მაჭახლის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას ან მის მიერ უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. კითხვა დასვა: ხატია წილოსანმა: სახელწოდებასთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ კანონპროექტის სახელწოდება იქნებოდა „მაჭახელას დაცული ლანდშაფტი“ ნაცვლად „მაჭახლის დცული ლანდშაფტისა“. უპასუხა: დავით გაბაიძემ - კანონპროექტის სახელი შეიცვლება მე-3 მოსმენით განხილვისას. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/114; 10.01.2022) პარლამენტის პლენალურ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანა. III საკითხი მოისმინეს: თომა დეკანოიძემ აღინიშნა, რომ ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14797 ჰექტარ ფართობს აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება. ტერიტორია მდიდარია მრავალფეროვანი ფართოფოთლოვანი ფლორითა და წითელი ნუსხით დაცული ფაუნის წარმომადგენლებით. სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რადგანაც, აღკვეთილის სტატუსიდან გამომდინარე, მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსით. აღნიშნა, რომ კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული თარიღი განისაზღვრა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის აღსრულებისთვის გათვალისწინებულია კვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის შექმნა, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში გათვალისწინებული იქნება აღჭურვილობის შეძენა და ინფრასტრუქტურის მოწყობა. კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანა. სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივნები ფიქრია რობაქიძე