საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 30 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასვლით სამუშაო შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიშთან დაკავშირებით

რეკომენდაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-9013/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-21
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-9013/22 20-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგეხსენებათ, რომ მ.წ. 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტი - II-ის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩაატარა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრა. სხდომაზე მოსმენილ იქნა ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ანგარიში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წარმოადგინეს. მოსმენის ფარგლებში განხილულ იქნა ის მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ენერგეტიკის სექტორი (ბაზრის ლიბერალიზაცია, ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა, ენერგოეფექტურობა და სხვა). კომიტეტის სხდომაზე, აგრეთვე მოსმენილ იქნა ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს წევრებისა და ექსპერტების მოსაზრებები. გამოთქმული მოსაზრებების შედეგად, კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები: 1. 2. 3. 4. მიუხედავად ენერგეტიკული გაერთიანების სხვა წევრებთან შედარებით საქართველოს პროგრესისა ვალდებულებების შესრულების კუთხით, დღემდე გამოწვევად რჩება დადგენილი ვადების დაცვა. სათანადო ექსპერტული მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების შედეგად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია მეტი მზაობა და ძალისხმევის გაწევა (მათ შორის, ინსტიტუციური და ფინანსური). ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკულ გაერთიანების წევრ ქვეყნებთან გეოგრაფიული საზღვარი, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული დაკავშირების კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების მნიშვნელობა. ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, საქართველოს, უჩნდება პოტენციალი შეიძინოს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს და განახორციელებს ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, მისი როლის და რესურსის გათვალისწინებით, თანამშრომლობის გაღრმავება და კომუნიკაციის ინტენსივობის გაზრდა. ენერგეტიკული გაერთიანების ოქმით გათვალისწინებული განმარტებებისა და გამონაკლისების შეძლებისდაგვარად გამოყენება, ისევე როგორც, ეფექტური ადაპტაციის მიზნით, ნაკლებად კომპლექსური ღონისძიებების გზით და რეალისტურ ვადებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,საქართველოს პროგრესის შეფასებისას ყოველთვის იქნება გათვალისწინებული სხვა წევრი ქვეყნების პროგრესი სექტორების მიხედვით, შესაბამისად მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციების ტრანსპოზიცია ოპერატიულად განხორციელდეს და თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 5. რაც მთავარია დაცული იყოს დადგენილი ვადები, რაც ხაზს უსვამს არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების ხარისხის გაზრდას. ვინაიდან უახლოეს პერიოდში განსაკუთრებული შეფასების საგანი ახალი ელექტროენერგეტიკული მოდელის დროულად გაშვება, ტრანსპორტირების ოპერატორების სერტიფიცირება და გაზის სექტორში განაწილების ოპერატორების განცალკევება იქნება, მნიშვნელოვანია ამ პროცესის მსვლელობისას ოპტიმალურად განხორციელდეს პროცესში მონაწილე მხარეების ინტერესების დაცვა, რაც საბოლოო მიზნისკენ უმტკივნეულო და ნაკლები დანაკარგებით სვლას გულისხმობს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი