საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მარინე დამენიას მიერ წარმოდგენილ „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ (№1-6903/22; 06.06.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-9032/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-06-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 28

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
2022 წლის 20 ივნისი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (07-2/154; 30.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე; 2. საქართველოს მოქალაქე მარინე დამენიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის და სხვა საშუალებების შესახებ“ „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების განხილვა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე; 3. კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დაზუსტება; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე.
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N28 2022 წლის 20 ივნისი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (07-2/154; 30.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე; 2. საქართველოს მოქალაქე მარინე დამენიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის და სხვა საშუალებების შესახებ“ „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების განხილვა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე; 3. კულტურის კომიტეტთან შემადგენლობის დაზუსტება; არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე. სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე; სხდომის მდივანი: ანა მეყანწიშვილი - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, რამინა ბერაძე (ადგილმონაცვლე) - გივი ჭიჭინაძე, დავით მათიკაშვილი, ხათუნა კვიციანი, გრიგოლ ვაშაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, როსტომ ჩხეიძე, ბექა ოდიშარია. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: მასმედიის წარმომადგენლები და აპარატის თანამშრომლები. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. 1. მოიხსმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი, რომელიც წარმოადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. მომხსენებლის განმარტებით, ანგარიშის მიზანია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდოს. ხათუნა თოთლაძის განცხადებით, დოკუმენტში ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა ძირითადი ღონისძიება. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშში ასახულ როგორც ჯანმრთელობის დაცვის განხორციელებულ ასევე, განათლებისა რეფორმებზე. მთავრობის და კულტურის მიმართულებით წარმომადგენლის განმარტებით, საპარლამენტო განხილვების შემდეგ, ანგარიშის პროექტს საბოლოო სახე მიეცემა, ითარგმნება ინგლისურ ენაზე და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს მიეწოდება. ანგარიშის პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ გამოთქვა მოსაზრება/რეკომენდაცია, რომ ანგარიშში აისახოს „კულტურის კოდექსის“ პროექტის შესახებ ინფორმაცია, რომლის შემუშავებაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სახელოვნებო სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფის მიზნით დაიწყო. კოდექსი დაარეგულირებს კულტურის ყველა სფეროს, რომელიც ამჟამად სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით წესრიგდება და რეგულირების მიღმაა დარჩენილი - შესაბამისად, ელისო ბოლქვაძემ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ინფორმაციის ანგარიშში ასახვა. კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭირა. 2. მოიხსმინეს: საქართველოს მოქალაქე მარინე დამენიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის და სხვა საშუალებების შესახებ“ „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების, რომელიც წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსია „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილებები და შეიქმნას მედია მუზეუმი, ასევე, მედია მუზეუმს გადაეცეს დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარები. მომხსენებლის თქმით, წარმოდენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სამ სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანას. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქმედი ნორმატიული აქტების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ ავტორის მიერ წამოჭრილი საკითხები უკვე დარეგულირებულია საკანონმდებლო დონეზე და არ საჭიროებს დამატებით ცვლილებებს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო. 3. მოისმინეს: კულტურის კომიტეტთან შემადგენლობის დაზუსტება. არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა დააზუსტა. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან: საბჭოს მდივანი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანი; წევრები: იურისტი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე; მოქანდაკე გია ჯაფარიძე, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, მსახიობი ნიკა წულუკიძე; ჟურნალისტი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი; ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი; დიპლომატი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე; დიპლომატი თამარ ბერუჩაშვილი; სახალხო არტისტი, მომღერალი, პროფესორი თეიმურაზ გუგუშვილი; მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის ქალაქ თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი გია ქორქაძე; კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გოგა შავერზაშვილი; იურისტი კახა ყიფიანი; პუბლიცისტი დემიკო ლოლაძე; მხატვარი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი გეგეჭკორი; მწერალი, დრამატურგი კოტე ჯანდიერი; ხელოვნებათმცოდნე გია მარსაგიშვილი; პოეტი გურამ ოდიშარია, მხატვარი თეიმურაზ გოცაძე, მომღერალი ბადრო მაისურაძე; პოეტი ვახტანგ ღლონტი; თეატრალური მოღვაწე ლევან როხვაძე; და მსახიობი ვანო იანტბელიძე. საბჭოს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა კულტურის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას. სხდომის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სხდომის მდივანი ანა მეყანწიშვილი