საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 7 ივნისის №1641-VIIIმს-Xმპ დადგენილების „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ მე-2 პუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-22
ბიუროს ნომერი 163
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-9102/22
21-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს
პარლამენტის
2022
წლის
7
ივნისის
N1641-VIIIმს-Xმპ
დადგენილების „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების
გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე
აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების
შესახებ“ მე-2 პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საკონკურსო
კომისიის დებულებას.
დანართი: 10 ფურცელზე
პატივისცემით,
საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების
გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი
აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის)
შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2022 წლის ---- ---------------------- # ---- /----გადაწყვეტილებით
საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების
გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი
აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო
კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების
გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული
ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისია (შემდგომში საკონკურსო კომისია) არის საქართველოს პარლამენტის დროებითი ორგანო,
რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 7 ივნისის
N1641-VIIIმს-Xმპ დადგენილების საფუძველზე.
2.
საკონკურსო
კომისია
თავის
საქმიანობაში
ხელმძღვანელობს
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით,
სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
თავი II
საკონკურსო კომისიის მიზანი, ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 2
1.
საკონკურსო
კომისიის
მიზანია,
საქართველოს
პარლამენტის
სახელით გამოაცხადოს კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის 20222023
წლების
დამოუკიდებელი
ანგარიშგების
გარე
აუდიტორული
აუდიტის
ფირმის
განმახორციელებელი
(გარე
აუდიტორის)
გამოსავლენად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეარჩიოს კონკურსის
მონაწილეთაგან ის აუდიტორული ფირმა, რომელიც კომისიას ყველაზე
უკეთეს პირობებს შესთავაზებს, და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.
2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია:
ა) საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს კონკურსი;
ბ) მიიღოს კონკურსის მონაწილეთა განაცხადები და დოკუმენტები;
გ)
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
შეიმუშაოს
საკონკურსო
პირობები, მოთხოვნები და წესები;
დ) საჭიროების შემთხვევაში კონკურსის თითოეულ მონაწილესთან
გამართოს მოლაპარაკებები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება საუკეთესო საკონკურსო
წინადადების
გამოვლენის თაობაზე;
ვ) შეიმუშაოს განაცხადის ფორმა კონკურსის მონაწილეთათვის;
ზ) შეიმუშაოს საკონკურსო წინადადებების ტექნიკური და ფინანსური
ნაწილების შეფასების კრიტერიუმები და განსაზღვროს მათი თანაფარდობა
საბოლოო შეფასებისათვის;
2
თ) განახორციელოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
3.
საკონკურსო
რომლებიც
ამ
კომისიის
დებულებით
მუშაობის
არ
არის
პროცედურულ
განსაზღვრული,
საკითხებს,
საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წყვეტს კომისია.
თავი III
საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
მუხლი 3
1. საკონკურსო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2.
საკონკურსო
კომისიის
თავმჯდომარე
კომისიის
წევრთაგან
წარუდგენს კომისიას კომისიის მდივნის კანდიდატურას. საკონკურსო
კომისია ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს კომისიის მდივანს.
3.
საკონკურსო
კომისიის
სხდომაზე
გადაწყვეტილება
მიიღება
სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა ყოველთვის
ღიაა, გარდა საკონკურსო კომისიის მიერ
ფარული კენჭისყრის გამართვის
შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა. ფარული კენჭისყრის გამართვის
შესახებ კომისიას მიმართავს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება ამ საკითხზე
მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს საკონკურსო კომისიის სხდომას;
ბ) კოორდინაციას უწევს საკონკურსო კომისიის საქმიანობას;
გ) ხელს აწერს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებებს და სხდომათა
ოქმებს;
3
დ)
პარლამენტის
ბიუროს
წარუდგენს
საკონკურსო
კომისიის
დებულების პროექტს;
ე) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
5. საკონკურსო კომისიის მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საკონკურსო კომისიის სხდომების ჩატარებას;
ბ) განაგებს საკონკურსო კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს
კომისიის სხდომათა ოქმებს;
გ)
საკონკურსო
უფლებამოსილების
კომისიის
თავმჯდომარის
განხორციელების
მიერ
შეუძლებლობის
თავისი
შემთხვევაში
დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
დ)
ახორციელებს
ამ
დებულებით
მისთვის
მინიჭებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
6. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს საკონკურსო კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და
მოსაზრებები;
გ) ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია საკითხის განხილვისას და
განაცხადოს ამის თაობაზე;
დ) დადგენილი წესით გაეცნოს საკონკურსო კომისიის მასალებს.
მუხლი 4
4
1. საკონკურსო კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს
თავად კომისია. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია,
საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
2. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე
წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში
გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
4. თუ საკონკურსო კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს,
რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოებაა, იგი ვალდებულია
დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით
დადგენილი წესები.
5. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას
ახორციელებს
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო
კომიტეტის აპარატი.
6. ინფორმაცია საკონკურსო კომისიის სხდომის შესახებ ქვეყნდება
პარლამენტის ვებ–გვერდზე.
თავი IV
კონკურსის ორგანიზება
მუხლი 5.
1. საკონკურსო კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა
5 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს აუდიტორული ფირმების
კონკურსის ფორმით შერჩევის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.
2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
5
ა) კონკურსის დასახელებას;
ბ) კონკურსის პირობებს;
გ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის
ჩატარების ვადას;
დ)
განაცხადების
მიღების
ადგილს,
მისამართს,
საკონტაქტო
ტელეფონს;
ე)
ყველა
სხვა
ინფორმაციას,
რომელსაც
საკონკურსო
კომისია
მიზანშეწონილად მიიჩნევს.
3. კონკურსის მონაწილეთა განაცხადების მიღებას, თარიღისა და
დროის აღნიშვნით ახორციელებს საკონკურსო კომისიის მდივანი.
4. კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ხდება ტექნიკური და ფინანსური
წინადადების საფუძველზე. კონკურსში გამარჯვებულს ავლენს საკონკურსო
კომისია.
5. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკონკურსო
კომისია თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
თავი V
კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 6
1. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ტექნიკური და ფინანსური
წინადადებები, რომლებიც იქნება მათი შერჩევის საფუძველი.
2. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი წინადადება უნდა იყოს იმ ენაზე,
რომელიც მითითებული იქნება საკონკურსო კომისიის განცხადებაში;
6
3. ტექნიკური წინადადება უნდა შეიცავდეს:
ა) კონკურსანტის მონაცემებს და გამოცდილებას, რომელშიც უნდა
შედიოდეს კონკურსანტის ორგანიზაციის აღწერა და ბოლო გამოცდილების
მონახაზი
მსგავსი
დაკავშირებით,
აუდიტორული
აუდიტორული
მომსახურების
მომსახურების
განხორციელებასთან
განსახორციელებლად
რეკომენდირებული პერსონალის შემადგენლობას, მოკლე ბიოგრაფიას,
გამოცდილებას, შესასრულებელი სამუშაოს ხანგრძლივობას;
ბ) შემოთავაზებული მეთოდოლოგიის დეტალურ აღწერას და სამუშაო
გეგმას,
რომლებიც
საჭიროა
აუდიტორული
მომსახურების
განსახორციელებლად;
გ) აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელ ჯგუფში სამუშაოს
განაწილებას სპეციალობის მიხედვით, სამუშაოს აღწერილობას, რომლებიც
მიეცემა ჯგუფის თითოეულ წევრს;
დ) სამუშაოს გრაფიკს;
ე) ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვა ქვეყნებში მსგავსი აუდიტორული
მომსახურების
განხორციელების
თაობაზე
ინფორმაციას,
აუდიტის
დაწყებისა და დასრულების ვადებს.
4. ტექნიკური წინადადება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ფინანსურ
ინფორმაციას.
5. ფინანსური წინადადება უნდა შეიცავდეს აუდიტორული მომსახურების
ფასის
შესახებ
წინადადებას,
რომელიც
უნდა
მოიცავდეს
კანონით
დადგენილ გადასახადებსაც. ფიქსირებული თანხა მოცემული უნდა იყოს
ეროვნულ ვალუტაში.
თავი VI
7
წინადადებების წარდგენა, მიღება , განხილვა, შეფასება
მუხლი 7
1. აუდიტორის შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის მონაწილე
საკონკურსო
კომისიას
წარუდგენს
საკონკურსო
კომისიის
მიერ
დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებულ განაცხადს, რომელშიც უნდა
აისახოს
პრეტენდენტის
თანხმობა
გამოცხადებულ
კონკურსში
მონაწილეობაზე.
2. ტექნიკური და ფინანსური წინადადებები საკონკურსო კომისიას
წარედგინება დედნის სახით და ყველა გვერდზე ხელს უნდა აწერდეს
უფლებამოსილი წარმომადგენელი.
3. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების ორიგინალები, მათი ასლები
მოთავსებული
უნდა
იქნეს
ცალ-ცალკე,
დალუქულ
კონვერტში,
რომელზედაც გარკვევით იქნება აღნიშნული: “ტექნიკური წინადადება”,
“ფინანსური წინადადება”. ფინანსურ წინადადებაზე ასევე აღნიშნული უნდა
იყოს “არ გახსნათ ტექნიკურ წინადადებასთან ერთად”. ორივე კონვერტი
მოთავსებული უნდა იქნეს ერთ (ძირითად) კონვერტში და უნდა იყოს
დალუქული. კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს მისამართი, სადაც უნდა
იქნეს წარდგენილი წინადადებები.
4. ყველა წინადადება, რომელიც მიღებულია მათი წარდგენის ვადის
ამოწურვის
შემდეგ,
ამ
წინადადებათა
წარმდგენს
დაუბრუნდება
გაუხსნელად.
5. ტექნიკური წინადადება უნდა გაიხსნას წინადადებათა წარდგენის
ვადის
ამოწურვის
შემდეგ.
საკონკურსო
კომისიის
მიერ
ფინანსური
წინადადება გაუხსნელი რჩება და ინახება კომისიის მდივანთან, სანამ ყველა
წარდგენილი ტექნიკური წინადადება არ იქნება გახსნილი.
8
მუხლი 8
1.
კონკურსში
გამარჯვებულად
ცხადდება
მონაწილე,
რომლის
წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და კრიტერიუმებს და
კომისიას შესთავაზებს უკეთეს პირობებს.
2. საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილ დღეს და საათზე საკონკურსო
კომისია ხსნის კონვერტებს შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა
საჭირო დოკუმენტის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა.
თუ მონაწილის წინადადებები არ უპასუხებს კონკურსის პირობებს იგი არ
დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება კომისიის ოქმში.
3. საკონკურსო კომისია იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი
დასწრების გარეშე, რის შედეგადაც იღებს გადაწყვეტილებას.
4.
საკონკურსო
კომისია
გადაწყვეტილებას
კონკურსში
საუკეთესო
წინადადების (წინადადებების) გამოვლენის შესახებ აცხადებს ტექნიკური
წინადადების კონვერტის გახსნიდან არა უმეტეს 14 სამუშაო დღის
განმავლობაში.
5. თუ რამდენიმე კონკურსანტის მიერ შემოთავაზებული წინადადება
მიიღებს თანაბარ ქულებს და ფასი და სხვა პირობებიც მისაღებია
საკონკურსო
კომისიისათვის,
საკონკურსო
რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით
კომისია
უფლებამოსილია
(წინადადების ხელსაყრელობის
გათვალისწინებით) დაადგინოს საუკეთესო წინადადება და შემდგომში
აწარმოოს
კონკურსანტებთან
დადგენილი
რიგითობის
მიხედვით
ინდივიდუალურად
აფასებს
მოლაპარაკებები.
6.
საკონკურსო
წინადადებებს,
იმის
კომისიის
მიხედვით,
წევრი
თუ
რამდენად
უპასუხებენ
ისინი
9
საკონკურსო მოთხოვნებს ქულათა სისტემის გამოყენებით (რომელსაც
ადგენს
კომისია).
თითოეულ
წინადადებას,
რომელიც
უპასუხებს
მოთხოვნებს, მიეცემა ტექნიკური ქულა.
7. ტექნიკური წინადადებების შეფასების შემდეგ საკონკურსო კომისიამ
უნდა შეატყობინოს აუდიტორულ ფირმებს ფინანსური წინადადებების
გახსნის
თარიღი.
შეტყობინება
შეიძლება
გაიგზავნოს
დაზღვეული
წერილით ტელეგრაფით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.
8. ფინანსური წინადადება უნდა გაიხსნას საჯაროდ, აუდიტორული
ფირმებისა
და
იმ
წარმომადგენელთა
თანდასწრებით
რომლებიც
მოისურვებენ დასწრებას.
9. საკონკურსო კომისია ადგენს, არის თუ არა ფინანსური წინადადება
სრულყოფილი. ფინანსური წინადადების შეფასება ხორციელდება კომისიის
მიერ დადგენილი ქულათა სისტემის მიხედვით.
10. იმ აუდიტორულ ფირმას რომელიც ტექნიკური და ფინანსური
წინადადებების შეფასებით მოიპოვებს ყველაზე მაღალ ქულას, კომისია
გამოაცხადებს გამარჯვებულად და წარუდგენს პარლამენტს.
თავი VII
დასკვნითი დებულება
მუხლი 9
კონკურსში გამარჯვებული აუდიტორული ფირმის გამოვლენისა და
პარლამენტისათვის წარდგენის შემდეგ კომისია წყვეტს მუშაობას
10