გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022 წლის 20 ივნისის სხდომის გადაწყვეტილება - „ქალებისა და გოგოებისათვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: ხათუნა კვიციანი, ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, რამინა ბერაძე, ანა ბუჩუკური; ჯგუფის მთავარი მომხსენებელი ხათუნა კვიციანი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-23
ბიუროს ნომერი 165 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
წერილი
2-9217/22
22-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალებისა და
გოგოებისათვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი)
ხელმისაწვდომობის შესახებ“ დაწყების შესახებ. საკითხის შემსწავლელი თემატური
მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტის წევრები: ხათუნა კვიციანი,
ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, რამინა ბერაძე,
ანა ბუჩუკური. ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ხათუნა კვიციანი.
პატივისცემით,
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო
საბჭოს თავმჯდომარე
ნინო წილოსანი