საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 20 ივნისის სხდომის გადაწყვეტილება „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ (ჯგუფის შემადგენლობა: მაია ბითაძე, დავით სონღულაშვილი, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, თეონა აქუბარდია)

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-9248/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-06-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 17

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 20 ივნისი, 13:30 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/150; 18.05.2022) (II მოსმენა); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის დირექტორი - რევაზ ბაბილუა; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/218; 08.06.2022) (დაჩქარებული წესით) მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ეკა სეფაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, გ. ესაკია; 3. თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ დაწყების საკითხის განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, კულტურის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან ერთად განსახილველი საკითხი 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (07-2/154; 30.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N17 ქ. თბილისი 20 ივნისი, 2022 წელი სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, გელა სამხარაული, ანი წითლიძე (სულხან სიბაშვილის უფლებამონაცვლე), ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე (სულ 13 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ეკა სეფაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. 1 დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/150; 18.05.2022). (II მოსმენისთვის) მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/218; 08.06.2022). (დაჩქარებული წესით) მომხსენებელი: ეკა სეფაშვილი 3. თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ დაწყების საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (№07-2/154; 30.05.2022). მომხსენებელი: ხათუნა თოთლაძე მოისმინეს: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებელმა მეორე მოსმენისთვის წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ კანონპროეტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართვლოს საზღვაო კოდექსში მე-11 მუხლს ემატება მე-5 ნაწილი - „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი 2 განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად “. კანონპროექტი გახდება საკანონმდებლო საფუძველი შემდგომში სანავიგაციოჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის განხორციელების წესების, საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირებისათვის, რომლითაც დეტალურად იქნება განსაზღვრული სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის რეგულირების სფერო, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფასთან. პირველი მოსმენისთვის გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებულია. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის წევრის - ეკა სეფაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილ კანონპროექტში ცვლილების შესაბამისად, საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს ექნება მონაწილეობის უფლება, რაც საქართველოს კანონმდებლობით ამ ეტაპზე არ აქვს. კერძოდ, სახელმწიფო ორგანოებს ანდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 3 სახელმწიფოს ყველა შემთხვევაში აქვს მონაწილეობის უფლება. თითოეული კერძო შემთხვევა განიხილება ცალკე, საქართველოს მთავრობის მიერ და იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება რა დოზით და რა პირობებით მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობას. აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი მოხსენება თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ დაწყების საკითხის განხილვა. მომხსენებლის ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად იგეგმება თემატური მოკვლევის დაწყება „საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე“, რომელიც განხორციელდება ვესტმინტერის დემოკრატიული ფონდის მხარდაჭერით და მისი მიზანია საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების და არსებული პრობლემების გამოვლენა საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინებით. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე. 4 მოისმინეს: 4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ხათუნა თოთლაძის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პროექტი, მომზადებულია პაქტის მე-16 მუხლის საფუძველზე. ანგარიშის მიზანია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს (შემდგომში - „კომიტეტი“) მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ პაქტით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ანგარიშის მომზადების მთელ პროცესს კოორდინაციას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კომპეტენტური უწყების, აგრეთვე სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით. ანგარიშის პროექტი მომზადდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის მხარდაჭერით. ანგარიშის პროექტი წარდგენილ და განხილულ იქნა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშის პროექტი საპარლამენტო განხილვის პროცესში გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების ასახვის შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს, ითარგმნება ინგლისურ ენაზე და მიეწოდება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტს. ანგარიშის პროექტში ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა ძირითადი ღონისძიება. მიმოხილულია 2017-2018 წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც განმარტა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. მიმოხილულია ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. სამოქმედო გეგმების ეფექტიანად შესრულების ზედამხედველობის მიზნით, 2014 წელს შეიქმნა ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. 2016 წლის შემდეგ გაიზარდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან და გაეროს ადამიანის უფლებების სახელშეკრულებო ორგანოების რეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებით. ანგარიშის პროექტში ცალკე თავი ეთმობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, სადაც დღითიდღე უარესდება მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის, 5 ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების, მზარდი მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და სხვა უკანონო ნაბიჯების შედეგად უხეშად ილახება ადამიანის უფლებები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლების ხელყოფა, რაც დასტურდება 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფით. ყველა ამ მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით საოკუპაციო რეჟიმები ინტენსიურად ახორციელებენ გადასასვლელების დაკეტვას. სისტემატიური ხასიათი აქვს საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, კერძოდ, 2016 წლიდან სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულია 324, ხოლო ცხინვალში - 573 ადამიანი, მათ შორის ქალები, მოხუცები, ბავშვები, ექიმები და სასულიერო პირები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას. მეტიც, 2019 წლის 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს EUMM-ის დამკვირვებლები, რომლებიც ახორციელებდნენ პატრულირებას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. აღნიშნული ასახულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, აღნიშნულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განხორციელებას და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას აკისრებს პასუხისმგებლობას ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მის ფარგლებში მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს. ხსენებული საკითხები მუდმივად აქტიურად დგას ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ასახულია 6 როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ არაერთ დოკუმენტში. ანგარიშის პროექტში აღწერილია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად საქართველომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის დონის ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. ანგარიშის პროექტში ასახულია დევნილთა ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, დეტალურადაა აღწერილი შრომის უფლების რეალიზების მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო/ინსტიტუციური რეფორმები, რომელთა მიზანი იყო შრომის უფლებების დაცვა, ღირსეული შრომის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, მოწყვლადი და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობა, შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა. ანგარიშის პროექტში დეტალურად არის განხილული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს - მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის და საპენსიო სისტემას. 2018 წელს დამტკიცდა კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელმაც არსებითად შეცვალა საპენსიო სისტემა. ანგარიშის პროექტის თანახმად, კომპლექსური რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა ქალთა უფლების დაცვა, ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის მარეგულირებელი ჩარჩო, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია და რეაგირების მექანიზმები. ანგარიშის პროექტში დეტალურად არის განხილული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე აშშ-ს 2016 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ დაიკავა მოწინავე პოზიცია ე. წ. პირველ კალათაში და ანალოგიური ადგილი შეინარჩუნა 2017, 2018, 2017, 2020 და 2021 წლებშიც. ანგარიშის პროექტში ვრცლად არის განხილული ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი რეფორმა. კერძოდ, • 2019 წელს პარლამენტმა მიიღო „ბავშვის უფლებათა კოდექსი“; • ბავშვის უფლებათა დაცვის ერთიანი პოლიტიკის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით 2016 წელს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა 7 გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია; • 2020 წლიდან პარლამენტში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭო; • ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ასევე სხვა შესაბამისი რეფორმები. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველო შეუერთდა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებით ოქმს „შეტყობინების პროცედურების შესახებ“ . ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ანგარიშის პროექტში მიმოხილულია 2013 წლიდან მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისები. კერძოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა. განხილულია დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. ეროვნული ვაქცინაციის კალენდრის შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს 13 დაავადების პრევენციას. 2022 წლიდან ქვეყანაში დაბალფასიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მუდმივ რეჟიმში იზრდება მათი იმპორტი. ანგარიშის პროექტში დეტალურად არის აღწერილი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები. კერძოდ, • მოქმედი სწავლის დაფინანსების სისტემა; • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2017-2021 წლების ერთიანი სტრატეგიის დამტკიცება; • განათლების ხელმისაწვდომობის და ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროგრამები; • ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოში 2005 წლიდან. • მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, 2021 წლიდან მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედება; • განათლების თითოეული საფეხურის ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის; • პანდემია და დისტანციური სწავლების სისტემა; • საქართველოში უმაღლესი განათლების 3 საფეხურიანი სისტემა; • ავტორიზაცია/აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები; • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის მოქმედებს უმაღლესი განათლების მიღების საშეღავათო პოლიტიკის ინსტრუმენტი - ე. წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“; • საქართველო ბოლონიის პროცესი და სხვა. ანგარიშის პროექტში განხილულია კულტურის სფეროში განხორციელებული სხვადასხვა რეფორმები. კერძოდ, • 2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც შემუშავდა საზოგადოების დიდი ჩართულობით; 8 • • • 2019 წლიდან, „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, დაინერგა კულტურის სფეროს დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც გულისხმობს თემატური და დარგობრივი მიმართულებებით კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობების ხელშეწყობას კონკურსების გზით; კონფლიქტით დაზარალებული/გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობის მიზნით, ხორციელდება პროექტები გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში; ფართო საზოგადოებისათვის, კულტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვა. ანგარიშის პროექტში საკითხებსაც. კერძოდ, • • • • ყურადღება ეთმობა აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან სიღარიბის დაძლევა; სათანადო კვების უფლება; საცხოვრისის უფლება; სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიები და სხვა. აზრი გამოთქვეს: მიხეილ სარჯველაძემ, ეკა სეფაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ნატო ჩხეიძემ, რამინა ბერაძემ, ვლადიმერ კახაძემ, გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა და დადებითად შეაფასა წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში“-ს პროექტი. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 9