საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დასკვნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით (№1-5232/22; 29.04.2022)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-9261/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-23
ბიუროს ნომერი 165 (შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-9261/22 23-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ 2021 წლის წლიურ ანგარიშზე“ (N 1-5232/22; 29.04.2022) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 6 ივნისის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის წლიური ანგარიში“. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სააგენტომ 2021 წელს, ხუთი მოკვლევის საქმე და ერთი ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მათივე ცნობით, მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ერთი ანგარიში, ასევე, სამ კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, საანგარიშო პერიოდში გაცემული იქნა ჯამში 14 რეკომენდაცია, მათ შორის 13 ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაჯანსაღების მიმართულებით, რომლებსაც სრულად იზიარებს კომიტეტი. გასული წლის განმავლობაში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, უფრო გააქტიურდა თანამშრომლობა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან და შესაბამისად, გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა. გასულ წელს დასრულდა 5 მოკვლევა, საიდანაც სამი საქმე ეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს. ორ მათგანში დარღვევა დადგინდა: პირველი – მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედ ორ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა. მეორე – კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის სფეროში მოქმედ კომპანიას დაევალა სარეკლამო პოლიტიკის წარმოება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკის გარეშე. მესამე – ორი ტურისტული კომპანიის დავაში დარღვევა არ დაფიქსირდა. 2021 წელს, წარმოებული მოკვლევებიდან, მეოთხე საქმე შეეხებოდა კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედების გამოვლენას, რომლებიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას. საქმისწარმოება მიმდინარეობდა 7 კომპანიის მიმართ. ოთხი კომპანიის შემთხვევაში ფაქტი დადასტურდა და შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. მეხუთე საქმე შეეხებოდა სახელმწიფო უწყების მხრიდან გამოცხადებულ ტენდერში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაცია. სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ორი საქმის მოკვლევის პროცესი. ერთი სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტის გამოვლენაზე. მეორე – სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენაზე. ასევე, მიმდინარე რეჟიმშია სამი საქმის განხილვა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად: სემეკთან – ჰიდროელექტროსადგურისთვის წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიასთან – სატელევიზიო არხების ტრანსლირების საფასურთან დაკავშირებით და ეროვნულ ბანკთან – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის მიზნით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს დაასრულა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი. წარმოდგენილი იქნა ბაზრის ფაქტორივი მონაცემები და შეფასებები. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაიცა: პირველი რიგის – 11 და მეორე რიგის 2, სულ 13 რეკომენდაცია. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყანაში ბაზრის სტრუქტურის, ასევე საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება. მისასალმებელია, რომ სააგენტო 2018 წლიდან ახორციელებს საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარკვეული პერიოდულობით, შუალედურ შეფასებებს/ანგარიშებს საჯაროდ წარადგენს. კომიტეტის სხდომაზე, აღინიშნა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგი და ანალიზი. 2022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერება, დემპინგის პრევენციის მიმართულებით ბიზნეს კომპანიებთან აქტიური მუშაობა, პარლამენტის მიერ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ მისი აღსრულებისთვის უწყების მომზადება იქნება. ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით კომიტეტმა დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი