საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 15 ივნისამდე პერიოდში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9348/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-24
ბიუროს ნომერი 166

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-9348/22 24-06-2022 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, გიგზავნით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 15 ივნისამდე პერიოდში. დანართი: 6 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ინფორმაცია
დანართი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე (2022 წლის 1 თებერვლიდან - 2022 წლის 15 ივნისამდე პერიოდში) 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 15 ივნისამდე პერიოდში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს 40 სხდომიდან, დავალებები(სულ 29), რომელთა შესახებაც წარმოდგენილია ინფორმაცია, განისაზღვრა ბიუროს 6 სხდომაზე, მათ შორის 27 დავალება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებიდან და კომიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: 25 დავალება შესრულებულია, 4 დავალების შესრულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 21 თებერვლის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N124/18/19/20  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებების (N1-1905/22; 17.02.2022; N1-1901/22; 17.02.2022 (N1-1906/22; 17.02.2022) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება:  საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (№1958-IIს);  საქართველოს კანონზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (№3213-რს);  საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/110; 22.12.2021). დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2022 წლის 15 მარტის სხდომაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნები მოქალაქე ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტები გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია Page |2 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 28 თებერვლის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N125/12  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა: საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (N1-2091/22; 22.02.2022) შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება:  „მეწარმეთა შესახებ“ (№875-Vრს-Xმპ) საქართველოს კანონზე დავალებების შესრულების მდგომარეობა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკითხი განიხილა 2022 წლის 15 მარტის სხდომაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის ლობისტებად რეგისტრაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის ლობისტებად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე და გადაწყვეტილების პროექტი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავალება შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 7 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N128/27/29/30  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო: - ნიტრილის ტიპის ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანების შესაძენად; - 106 ერთეული ცეცხლმაქრის გადამუხტვისათვის საჭირო ცეცხლსაქრობი ნივთიერებების (თანმდევი გადამუხტვის მომსახურებით) შესყიდვის შესაძენად; - საოფისე ავეჯის (მაგიდა ერთი ტუმბოთი-20 ცალი, ტუმბო საკეტით -20 ცალი, 50 ცალი საოფისე რბილი სკამი) შესყიდვის მიზნით შპს „ვმგ“-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია  ოქმი N128/32  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტისათვის საჭირო სხვადასხვა შესყიდვების შესაძენად: Page |3 – Canon-ის პრინტერებისათვის სახარჯი მასალის (კარტრიჯები) სახელმწიფო შესყიდვა; – Samsung-ის პრინტერებისათვის სახარჯი მასალის (კარტრიჯები) სახელმწიფო შესყიდვა; – ფანჯრებისა და ვიტრაჟების მომსახურებების წმენდის სფეროში სპეციალური ტექნიკისა და მოწყობილობების საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვა. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია ოქმი N128/34/35/37  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად 2530 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მოწვეული სპეციალისტების სახელფასო ფონდის, 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 4400 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის;  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ერთი მოწვეული სპეციალისტის სახელფასო ფონდის, 2022 წლის 15 მაისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 1980 ლარის ოდენობით განსაზღვრისათვის; დავალების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 22 მარტის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N134/6  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება:  დოკუმენტების მართვის პროგრამული პაკეტებისა (1 წლიანი ლიცენზიით) და კომპიუტერული აქსესუარების მარაგის შესაძენად: დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალება შესრულებულია Page |4 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 16 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N150/21/23/27  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება:  საქართველოს პარლამენტის სასახლის სარდაფის სართულში არსებული ავტოფარეხის ავტომატური მართვის რულონური კარის შესაძენად;  საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სათათბირო ოთახსა და მის წინ მდებარე ფოიეში თემატური სივრცის მოწყობისათვის საჭირო ავეჯის შესაძენად;  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო სხვადასხვა შესყიდვების შესაძენად: - ორმხრივი სამკერდე დროშების; - საწმენდი და საპრიალებელი პროდუქციის; - ჩარჩოები და მოცულობითი ასოები (საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სათათბირო ოთახსა და მის წინ მდებარე ფოიეში თემატური სივრცის მოწყობისათვის) დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია, გარდა - საწმენდი და საპრიალებელი პროდუქციის შესყიდვის შეძენა; მიმდინარეობს მუშაობა  ოქმი N150/28  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო სხვადასხვა შესყიდვების შესაძენად: - საქართველოს პარლამენტის სასახლის ნორმალური ექსპლოატაციისათვის საჭირო საქონლის (საკეტების, გასაღებების და ანჯამების); - პირადი ჰიგიენის საშუალებების; - მარაგის შევსების მიზნით, საჩუქრების; - თბილისში მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანებისათვის 2022 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესტან დაკავსირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გადასაცემი სასაჩუქრე ვაუჩერისა (სასურსათო პროდუქტების) და ტკბილეულის ნაკრების. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია Page |5  ოქმი N150/29/30  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო სხვადასხვა შესყიდვების შესაძენად: – ვებ კონფერენციებისა და ონლაინ შეხვედრების სისტემის 25 ერთეული ლიცენზიის (3 წლის ვადით) – მარიამისეული ქართლის ცხოვრების, ტბელ-აბუსერიძის კრებულის, ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსნის, წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის, ავალიშვილისეული ვეფხისტყაოსნის, ვახუშტის გეოგრაფიის, დედა ენის, სიტყვის კონის, ივერიისა და საქართველოს მოამბის მულაჟების (განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სათათბირო ოთახისა და მის წინ მდებარე ფოიეს თემატური მოწყობის მიზნით); – სხვადასხვა ზომის ნარჩენების ერთჯერადი ტომრების; – საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის მხარდაჭერის მომსახურების. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: დავალებები შესრულებულია, გარდა – სხვადასხვა ზომის ნარჩენების ერთჯერადი ტომრების შესყიდვის შეძენა; მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 30 მაისის ბიუროს გადაწყვეტილებით  ოქმი N155/7  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება  საქართველოს პარლამენტის აპარატისათვის საჭირო სხვადასხვა შესყიდვების შესაძენად: – საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის რეგისტრირებული მომხმარებლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვიზუალურად დამუშავებული ინფორმაციის (ინფოგრაფიკები), პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებლად, პრეზენტაციების მოსამზადებელი ერთწლიანი ლიცენზიის; – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებისა და საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღების ორგანიზების ფარგლებში, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დრესტან დაკავშირებით გასამართი ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი შესყიდვების. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: შესრულებულია 1 დავალება Page |6 მიმდინარეობს მუშაობა: – საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის რეგისტრირებული მომხმარებლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვიზუალურად დამუშავებული ინფორმაციის (ინფოგრაფიკები), პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებლად, პრეზენტაციების მოსამზადებელი ერთწლიანი ლიცენზიის შესყიდვის შეძენაზე  ოქმი N155/9  საქართველოს პარლამენტის აპარატს დაევალა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო პროცედურების განხორციელება;  საქართველოს პარლამენტის სასახლის “C” კორპუსის მარჯვენა ფლიგელის გაძლიერების სამუშაოების (I ეტაპი) შესაძენად. დავალებების შესრულების მდგომარეობა: საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად: მიმდინარეობს მუშაობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფი