საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდულ ანგარიშთან“ დაკავშირებით (№07-2/154; 30.05.2022)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-9347/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-06-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 87
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა: 1.) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; 2.) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; 3.) კულტურის კომიტეტი; 4.) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; 5.) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2022 წლის 20 ივნისი, 14:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი (07-2/154; 30.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N87 2022 წლის 20 ივნისი, 14:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის“ პროექტი. (№07-2/154; 30.05.2022) მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე; 2022 წლის 20 ივნისის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი შატაკიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე. კომიტეტმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან ერთობლივ სხდომაზე განიხილა: საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის პროექტი. წარმოდგენილი ანგარიშის პროექტი კომიტეტებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააცნო. ანგარიშის მიზანს გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტისთვის საქართველოში „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით“ გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. მომხსენებლის განმარტებით აღნიშნული პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-2 პერიოდული ანგარიშის მიმართ, 2 დეკადის წინ 2002 წელს, კომიტეტის მიერ გაიცა 22 შეთავაზება და რეკომენდაცია. წარმოდგენილი ანგარიშის პროექტის შინაარსს სწორედ აღნიშნული შეთავაზებებისა და რეკომენდაციების აბსოლუტურ უმრავლესობაზე პასუხი წარმოადგენს, რომელიც ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების ჩართულობით მომზადდა. მომხსენებელმა წარმოადგინა ინფორმაცია და დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული პროგრესის შესახებ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულებით. წარმოდგენილ ანგარიშთან მიმართებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა, დასვეს შეკითხვები. კომიტეტის მხრიდან ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ დოკუმენტი, ფაქტობრივად სრულფასოვანია და მასში ზედმიწევნით ასახულია ყველა ის რეფორმა, რომელიც ქვეყანაში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულებით გატარდა. ამასთან, პროგრესის უწყვეტობის მიზნით, საკითხების კრიტიკული შეფასების შედეგად, აუცილებელი გახდება შემდგომი რეფორმების განხორციელება საქართველოს მიმართ გაეროს შესაბამისი კომიტეტის მომავალი რეკომენდაციების კვალობაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტი და, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე - 8, წინააღმდეგი - 0, დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის პროექტი. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია