„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-07-18
ბიუროს ნომერი 167
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) სამხედრო მუზეუმი- ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმი სადაც
დაცულია
საქართველოს
თავდაცვის
ძალების
და
ქვეყნის
სამხედრო
წარსულის
ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო
ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სამხედრო.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი, 2022
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმი თავისი საქმიანობის
მიმართულებით შეიძლება იყოს: ისტორიული, საბუნებისმეტყველო, მემორიალური,
ხელოვნების და ლიტერატურული. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების
უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ამ ტიპის მუზეუმების
გარდა, შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომელთაც მნიშვნელოვანი
ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ. ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან
მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და
შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს
მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და
ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი
აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს, მუზეუმის ახალი ტიპის,
სამხედრო მუზეუმის შექმნის შესაძლებლობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამუზეუმო საქმიანობის
სამართლებრივ ურთიერთობებს და მუზეუმის საქმიანობის შესაბამისად განსაზღვრავს
მუზეუმის ტიპებს. შესაბამისად, ახალი ტიპის მუზეუმის შექმნის სამართლებრივი
საფუძველი აღნიშნული კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, რაც საჭიროებს „მუზეუმების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემდგომ შესაძლებელი იქნება სამხედრო ტიპის
მუზეუმის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მე-4 მუხლის ემატება „ვ1“ ქვეპუნქტი, სამხედრო
მუზეუმის განმარტება. კერძოდ: „სამხედრო მუზეუმი-ღია სივრცეში ან/და დახურულ
შენობაში განთავსებული მუზეუმი სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და
ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი
მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური
3
საშუალებები“. ამასთანავე, მე-8 მუხლის ჩამონათვალს, რომლითაც განსაზღვრულია
მუზეუმის ტიპები, ემატება სამხედრო მუზეუმი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან, რადგან 2022-2024 წლების
საშუალოვადიან საბიუჯეტო პერიოდში ვერ განხორციელდება საჭირო ფინანსური
სახსრების გამოყოფა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს
სახელმწიფო ბიუჯეტი.
სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისათვის
საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება „ბ.გ“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი ინფორმაციის
გათვალისწინებით შეადგენს 23 753 112 ლარს, მუზეუმის დახურული სივრცის
მშენებლობისთვის განკუთვნილი ხარჯი ლარებში დათვლილია ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი 2021 წლის 30 ივლისის მდგომარეობით არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის
შესაბამისად. გასათვალისწინებელია პროექტის განხორციელების მომენტში არსებული
ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც თავის მხრივ ზეგავლენას მოახდენს საბიუჯეტო
ხარჯებზე.
მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი შესაძლებელია გადანაწილდეს 4 საბიუჯეტო
წელზე.
2025 წელს პროექტირებისთვის გამოიყოს 249 576 ლარი, ხოლო, კოლექციების მოძიებისთვის
და შეძენისთვის 187 182 ლარი;
2026 წელს მშენებლობის პირველი ფაზის დასაწყებად გამოიყოს 4 211 595 ლარი, ხოლო,
კოლექციების მოძიებისთვის და შეძენისთვის 280 773 ლარი;
4
2027 წელს მშენებლობის მეორე ფაზისთვის გამოიყოს 5 615 460 ლარი, ხოლო, კოლექციების
მოძიებისთვის და შეძენისთვის 467 955 ლარი, გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის
მომზადებისთვის 93 591 ლარი, გამოფენის დიზაინის შემუშავებისთვის 93 591 ლარი,
საგამოფენო და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 311 970 ლარი;
2028 წელს მშენებლობის ბოლო ფაზისთვის გამოიყოს 4 211 595 ლარი, კოლექციების
საგამოფენოდ მომზადებისთვის 62 394 ლარი, აღჭურვისთვის 4 679 550 ლარი, საგამოფენო
და საოფისე სივრცეების მოწყობა-აღჭურვისთვის 1 247 880 ლარი, ღია სივრცის მოსაწყობად 2
040 000 ლარი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმის შენახვისთვის საჭირო ხარჯები
ყოველწლიურად სავარაუდოდ შეადგენს - 782.500 ლარს (მუზეუმის შენახვისათვის საჭირო
ხარჯებს 398 500 ლარს დამატებული მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება -384
000 ლარი).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი
გავლენას
მოახდენს
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე.
ვინაიდან
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნა,
საშემოსავლო ნაწილზე ზეგავლენა განისაზღვრება მუზეუმში დასაქმებული პირებისთვის
დარიცხული შრომის ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის სახით. ამასთანავე,
ვინაიდან აღნიშნული მუზეუმი დაფუძნდება სსიპ-ის სახით, აღნიშნული სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც მოახდენს გავლენას სსიპ-იდან გადახდილი შესაბამისი
გადასახადების კუთხით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზრდის
მიმართულებით. ახალი მუზეუმის დაფუძნება მოიცავს მშენებლობისთვის გასაწევ ხარჯებს
და ყოველწლიურად, მუზეუმის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს.
მუზეუმის აშენებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მსგავსი
ტიპის მუზეუმის ასაშენებლად საჭირო იქნება დაახლოებით 2000-2500 კვ.მ. შენობის
გათვალისწინება.
ცხრილებში მოცემულია მუზეუმის დაფუძნებისთვის საჭირო მშენებლობისა და
ყოველწლიური ხარჯების ოდენობა.
ცხრილი N1 მუზეუმისთვის საჭირო შენობის ფართი.
დასახელება/ფუნქცია
კვ.მ.
მუდმივმქომედი საგამოფენო სივრცე
1000-1200
5
დროებითი საგამოფენო სივრცე
200-300
ფონდსაცავი
100-150
საგანმანათლებლო ცენტრი/ოთახები
150
მედიათეკა
100
აუდიტორია
100-150
საოფისე ფართი
400
კაფე დამხმარე სივრცეებით
200
დასუფთავების, საწყობის, აღჭურვა-დანადგარებისა და სხვა დამხმარე
90-120
ფართები
ცხრილი N2 მუზეუმის აშენებისა და
აღჭურვის სავარაუდო ხარჯები.
#
მომსახურება
USD
1
პროექტირება (შენობის
არქიტექტურული და საინჟინრო
ქსელები, ინფრასტრუქტურა,
საგამოფენო, საზოგადოებრივი და
საოფისე სივრცეების დაგეგმვა)
80000
2
მშენებლობა (შენობისა და დამხმარე
ინფრასტრუქტურის მოწყობის:
სამშენებლო, სარემონტო და სხვა
სამუშაოები)
4500000
3
აღჭურვა (საგამოფენო, საზოგადოებრივი
და სამუშაო სივრცეების ტექნიკური
აღჭურვილობა; საგამოფენო ავეჯისა და
ინვენტარის ხარჯები)
1500000
4
კოლექციების
ხარჯები
300000
5
კოლექციების საგამოფენოდ მომზადების
ხარჯები
20000
6
გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის
მომზადების ხარჯები
30000
7
გამოფენის დიზაინის (საგამოფენო
ავეჯის, ინვენტარის, განათების
პროექტის) შემუშავება;
30000
მოძიებისა
და
შეძენის
6
8
საგამოფენო და საოფისე სივრცეების
მოწყობა-აღჭურვა (ინვენტარი,
კომპიუტერული-საოფისე ტექნიკა,
გამოფენის თანმხლები ნაბეჭდი
პროდუქციის ხარჯები და ა.შ.)
500000
9
სულ
6960000
#
1
2
3
4
5
6
7
8
10
11
ცხრილი N3 მუზეუმის შენახვისათვის
საჭირო ხარჯები.
მომსახურება
ელექტრო ენერგიის ხარჯი
ბუნებრივი აირის ხარჯი
წყლის ხარჯი
დასუფთავების მოსაკრებელი
ინტერნეტ მომსახურების ხარჯი
სატელეკომუნიკაციო ხარჯი
დალაგება-დასუფთავების ხარჯი
შენობა-ნაგებობების მოვლა შენახვის
ხარჯი
მიმდინარე ოფისის ხარჯები
სულ
ლარი
200000
100000
6000
300
4200
800
9600
76800
800
398500
7
ცხრილი N4 მუზეუმის საშტატო ნუსხა
№
შტატით
გათვალისწინებული
თანამდებობების
დასახელება
რაოდენობა
სულ
27
თანამდებო
ბრივი
სარგო
თვეში ერთ
ერთეულზე
თანამდებობრივი სარგო თვეში
სულ
მ.შ
საბიუჯ
ეტო
სახსრე
ბი
მ.შ
საკუთარი
სახსრები
სულ
თანამდებობ
-რივი სარგო
წელიწადში
32,000.0
32,000.0
0.0
384,000.0
1
დირექტორი
1
2000
2,000.0
2,000.0
24,000.0
2
დირექტორის მოადგილე
2
1800
3,600.0
3,600.0
43,200.0
3
ადმინისტრაციის უფროსი
1
1500
1,500.0
1,500.0
18,000.0
4
რეფერენტი
2
1000
2,000.0
2,000.0
24,000.0
5
მენეჯერი
2
800
1,600.0
1,600.0
19,200.0
6
იურისტი
1
1000
1,000.0
1,000.0
12,000.0
7
შესყიდვების
სპეციალისტი
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
8
ფინანსური მენეჯერი
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
9
ბუღალტერი
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
10
უფროსი სპეციალიტი
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
11
კოლექციების მენეჯერი
1
1500
1,500.0
1,500.0
18,000.0
12
ფონდის მცველი
1
1300
1,300.0
1,300.0
15,600.0
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
1
1000
1,000.0
1,000.0
12,000.0
2
1000
2,000.0
2,000.0
24,000.0
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
1
1300
1,300.0
1,300.0
15,600.0
13
14
15
16
17
18
დროებითი გამოფენების
მენეჯერი
საგანმანათლებლო
პროგრამების მენეჯერი
საგანმანათლებლო
პროგრამების პედაგოგი
გიდი პედაგოგი
შიდა უსაფრთხოების
ოფიცერი
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი
19
ტექნიკური მენეჯერი
1
1200
1,200.0
1,200.0
14,400.0
20
ტექნიკური სპეციალისტი
2
1000
2,000.0
2,000.0
24,000.0
21
ტექნიკური ასისტენტი
2
800
1,600.0
1,600.0
19,200.0
სულ
წლიური
შრომის
ანაზღაურ
ება
384,000.0
384,000.0
სამხედრო მუზეუმი შესაძლებელის განთავსდეს, როგორც შენობაში, ასევე ღია სივრცეში.
შეიარაღებისა და ტექნიკის საგამოფენო მოედნის ღია სივრცეში მოწყობის საორიენტაციო
ღირებულება შეადგენს:
ბეტონის ფართი-7000 კვ.მ.
სულ-420 000 ლარი;
ასფალტის ფართი-12000 კვ.მ.
სულ-360 000 ლარი;
გამწვანების ფართი-3500 კვმ
სულ -200 000 ლარი;
შენობის ფართი-400 კვმ
სულ-460 000 ლარი;
განათება, დრენაჟი, შემოღობვა, ავეჯი სულ-600 000 ლარი;
ჯამი-2 040 000 ლარი (ორი მილიონ ორმოცი ათასი ლარი)
8
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის და მისი შენობაში
და ღია სივრცეში განთავსებისათვის საჭირო იქნება გასაწევი ხარჯი რომლის სავარაუდო
ღირებულება ზემოაღნიშნული მაგალითის და 2021 წლის 30 ივლისისთვის არსებული
ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით შეადგენს 23 753 112 ლარს, მუზეუმის
აშენების შემდეგ შენახვისთვის საჭირო ხარჯები ყოველწლიურად შეადგენს- 398500 ლარს,
ხოლო მუზეუმის თანამშრომელთა ანაზღაურება -384 000 ლარს. აღნიშნული ხარჯები არის
სავარაუდო ხარჯები და მშენებლობის პროცესში მხედველობაში აუცილებლად უნდა იქნას
მიღებული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება, რადგან ყოველივე ეს ზეგავლენას
მოახდენს საბიუჯეტო ხარჯებზე.
გასათვალისწინებელი, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული სამხედრო მუზეუმი
დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, რომელსაც უფლება ექნება
აწარმოოს კანონით აუკრძალავი ყველა საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს
მუზეუმის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები
მოხმარდება სამხედრო მუზეუმის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა
და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას.
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო მუზეუმის
დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: სახელმწიფო ბიუჯეტი, სპეციალურად შექმნილი
ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებისა და პროგრამების გრანტები,
შემოწირულობები, უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული
სახსრები. მუზეუმის შემოსავალი იქნება სამხედრო მუზეუმის მიერ ბილეთების, სასუვენირო
და ნაბეჭდი პროდუქციის, სამუზეუმო კაფეს და მაღაზიების რეალიზაციის შედეგად
მიღებული შემოსავალი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა
შემოსავლები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მუზეუმის აშენებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმებული პირების
სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 27 პირს, რომელთა ყოველწლიურ შრომით
ანაზღაურებაზე სავარაუდოდ დაიხარჯება 384 000 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
9
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახადელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
სახის
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
10
დ.ბ)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
გაანალიზებული იქნა ეროვნული სამხედრო-ისტორიული (ომის) მუზეუმები და მათი
ნორმატიული ბაზა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო მუზეუმების ტრადიცია საუკუნეზე მეტ დროს
ითვლის, დღეისათვის აშშ-ში 57 სამხედრო (სახმელეთო ძალების) და 48 ეროვნული
გვარდიის მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 597 000 სამხედრო ექსპონატია
გამოფენილი. აღნიშნული მუზეუმების 90%-ის საერთო ხელმძღვანელობას/მართვას (Army
Museum Enterprise (AME) აშშ-ს არმიის სამხედრო ისტორიის ცენტრი (U.S. Army Center of
Military History (CMH) უზრუნველყოფს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სამხედრო
(სახმელეთო ჯარების) მუზეუმებისგან განცალკევებით ფუნქციონირებენ აშშ-ს საზღვაო
ძალების (10), საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების მუზეუმები.
აშშ-ს არმიის დირექტივის 2016-39 - ის (Army Directive 2016-39) თანახმად სამხედრო
მუზეუმები, იმ ათვისებული ფონდების სუბიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც
პერმანენტულ საფუძველზე საქმიანობენ, იყენებენ შესაბამისად მომზადებულ პერსონალს,
ფლობენ, მართავენ და გამოფენენ ისტორიულ ნივთებს, ხელოვნების ნიმუშებს,
არტეფაქტებს და სხვა ისტორიულ მასალებს, ასევე, რეგულარულად მასპინძლობენ
სამხედრო მოსამსახურეებს და სხვა სტუმრებს მათი ცნობიერებისა და განათლების
ამაღლების მიზნით.
ლატვია
ლატვიის ომის მუზეუმი ფუნქციონირებს, ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
#891 დადგენილების საფუძველზე (By-law of the Latvian War Museum #891), რომლის
თანახმად ლატვიის ომის მუზეუმი ლატვიის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ
დაქვემდებარებაში იმყოფება. ასევე, ამავე დადგენილებით განსაზღვრულია ლატვიის ომის
მუზეუმის მიზანი, ფუნქციები, ვალდებულებები და უფლებამოსილებები.
11
ომის მუზეუმის ფუნქციონირების მიზანია: ლატვიის სამხედრო და პოლიტიკურ
ისტორიასთან დაკავშირებული ინტელექტუალური და მატერიალური მტკიცებულებების
შეგროვების, დაცვის, შესწავლის და გამოფენის ხელშეწყობის გზით, ლატვიის
საზოგადოების განათლება და განვითარება (I. General Provisions (2)).
3. დადგენილების თანახმად ომის მუზეუმის ფუნქციებია:
3.1. მუზეუმის კოლექციის (როგორც ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილი)ს
შენარჩუნება და განვითარება;
3.2. მუზეუმში დაცულ მატერიალურ ფასეულობებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა;
3.3. სამხედრო და პოლიტიკური ისტორიის კვლევა;
3.4. საზოგადოებისთვის სამეცნიერო საგანმანათლებლო სამუშაოს შესრულება;
3.5. ეროვნული თავდაცვის სფეროს პოპულარიზაცია.
4. ომის მუზეუმის ვალდებულებებში შედის:
4.1. მუზეუმის კოლექციის დამატება, რეგისტრაცია, დაცვა და გამოყენება, აგრეთვე მისი
შენარჩუნება და რესტავრაცია კანონითა და რეგლამენტებით დადგენილი პროცედურების
შესაბამისად;
4.2. სამუზეუმო კოლექციის ინფორმაციული სისტემის შექმნა და შენარჩუნება;
4.3. სამხედრო ისტორიისა და მუზეუმთა შორისი თანამშრომლობის სფეროში სახელმწიფო
და საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელება;
4.4. ექსპოზიციებისა და გამოფენების განვითარება, მოწყობა და შენარჩუნება, მათზე
საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
4.5. მუზეუმის კვლევებსა და კოლექციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება;
4.6. ინფორმაციული და სამეცნიერო პუბლიკაციების შემუშავება, მომზადება და გამოცემა;
4.7. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ექსკურსიების მომზადება და ჩატარება,
კონსულტაციების გაწევა, ლექციების კითხვა, საზოგადოებრივი ღონისძიებების
ორგანიზება;
4.8. მუზეუმის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და
განვითარება;
5. ომის მუზეუმის უფლებამოსილებებია:
12
5.1. მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს მუზეუმის ფუნქციების შესასრულებლად
საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულებებისგან დაკანონებისა
და წესებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად კერძო პირებისგან;
5.2. კომპეტენციის შესაბამისად, მუზეუმის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ითანამშრომლოს და ხელშეკრულებების დადოს სახელმწიფო და ადგილობრივი
ხელისუფლების ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან,
აგრეთვე საერთაშორისო ინსტიტუტებთან;
5.3. ფასიანი მომსახურებების გაწევა, აგრეთვე გადასახადების გაწეული მომსახურებისთვის
შეგროვება;
5.4. შემოწირულობების მიღება, მათ შორის, უცხოური ფინანსური დახმარების, თანხების
მოზიდვის მიზნით სხვადასხვა კონკურსებში და პროექტებში მონაწილეობა, მუზეუმის
კოლექციისთვის დამატებითი შესყიდვების განხორციელება.
კანადა
კანადაში სამხედრო (ომის) მუზეუმი, კანადის ისტორიული მუზეუმის შემადგენელი
ნაწილია „მუზეუმების შესახებ“ (Museums Act) კანადის კანონის თანახმად (Part 1, (8)):
„კანადის ისტორიის მუზეუმის მიზანია, კანადელების ცოდნის გაღრმავება, იმ მოვლენების,
გამოცდილების, ადამიანებისა და მატერიალური ფასეულობების შესახებ, რომლებიც
ასახავენ და აყალიბებენ კანადის ისტორიასა და იდენტობას, აგრეთვე, მსოფლიო
ისტორიისა და კულტურების შესახებ ცოდნის გაღრმავება.
თურქეთის რესპუბლიკა
„სამხედრო მუზეუმების შესახებ“ თურქეთის რესპუბლიკის კანონის მე-4 მუხლის
თანახმად, სამხედრო მუზეუმები იქმნება, თურქეთის შეირაღებულ ძალებში სხვადსხვა
პერიოდში მიმდინარე სოციალური, ისტორიული და ტექნიკური განვითარების ასახვის
მიზნით, რათა მსოფლიო ისტორიულ კონტექსტში წარმოჩენილ იქნას თურქეთის
ეროვნული ერთიანობა, შეიარაღებული ძალების მიერ გამოჩენილი ეფექტურობის,
ჰეროიზმის და განხორციელებული ამოცანების კუთხით, რაც თავის მხრივ, ისტორიის და
შესაბამისი სფეროების მიხედვით სამხედრო სამსახურის სამეცნიერო კვლევების
საფუძველად იქნება გამოყენებული, რათა უზრუნველყოფილ იქნას კულტურული
მემკვიდრეობის დოკუმენტირება, შენახვა/კონსერვაცია, დასაწყობება და გამოფენა.
13
გარდა ზემოაღნიშნულისა სამხედრო-ისტორიული (ომის) მუზეუმები ფუნქციონირებენ
გაერთიანებულ სამეფოში (5) და ევროკავშირის წევრ მრავალ ქვეყენაში, მათ შორის,
ბელგიის სამეფო, შვედეთის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო, ლიეტუვის რესპუბლიკა,
ბულგარეთის რესპუბლიკა, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, საფრანგეთი, მალტის
სამხედრო სუვერენული ორდენი, სლოვენიის რესპუბლიკა, ესტონეთი, ჩეხეთის
რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სან-მარინო. ასევე, სამხედრო-ისტორიული (ომის)
მუზეუმები ფუნქციონირებენ ავსტრალიის თანამეგობრობაში, ისრაელის სახელმწიფოში,
თურქეთის რესპუბლიკაში და ა.შ. მათი ძირითადი მიზანია ქვეყნების სამხედროისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, აღრიცხვა, შენახვა/კონსერვაცია, გამოფენა, სამხედროისტორიული კუთხით სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და მოსახლეობაში სამხედროპატრიოტული სულისკვეთების აღზრდის უზრუნველყოფა.
https://likumi.lv/ta/en/en/id/253650
https://ru.unesco.org/sites/default/files/turkey_regulationmilitarymuseums_13_entof
https://armypubs.army.mil/epubs/DR_pubs/DR_a/pdf/web/ARN13040_AD2016_39_Final.pdf
https://armypubs.army.mil/epubs/DR_pubs/DR_a/pdf/web/r870_20.pdf
https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/M-13.4/page-1.html#h-354039
https://www.history.navy.mil/visit-our-museums.html
https://en.wikipedia.org/wiki/Category:Military_and_war_museums
ე) კანონპროექტის ავტორი:
ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი
ხელაშვილი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი
ხელაშვილი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი.