საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) (№1-7281/22; 13.06.2022) რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-06-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 72
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 27 ივნისი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების და
დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების
განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ
მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) (1-7281/22;
13.06.2022) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 27 ივნისი, 13.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N72
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა
მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშავილი, ირმა ზავრადაშვილი, დავით კაჭარავა, თამარ
კორძაია, სავალან მირზოევი, ბაჩუკი ქარდავა.
სხდომაზე მოწვეულები: კონსტანტინე მორგოშია - საინიციატივო ჯგუფის წევრი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: ბექა წიკლაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“
ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტების
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის
(გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო,
კონსტანტინე მორგოშია) (№1-7281/22; 13.06.2022) რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“
ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტების
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის
(გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო,
კონსტანტინე მორგოშია) (№1-7281/22; 13.06.2022) რეგისტრაციის საკითხის განხილვა.
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციის საკითხს, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა
და
მანიფესტაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში“
ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით.
მომხსენებლმა კომიტეტის წევრებს გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი, რომლის თანახმად:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს
კანონპროექტი, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონპროექტს უნდა დაერთოს
განმარტებითი ბარათი, თუმცა თითოეულ კანონპროექტზე არ არის დართული
შესაბამისი განმარტებითი ბარათი. კერძოდ, საინიციატივო ჯგუფის მიერ,
საკანონმდებლო პაკეტის სახით წარმოდგენილია სამი კანონპროექტი, რომლებსაც
ერთვის ერთი განმარტებითი ბარათი. ამასთან, „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის
მიხედვით, კანონპროექტს უნდა დაერთოს პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი,
და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით. თუმცა,
საინიციატივო ჯგუფის მიერ დამატებით წარმოდგენილია კანონპროექტები
ერთობლივად, გაერთიანებული ფორმით, რომლის წარმოდგენის ვალდებულება არ
არსებობს. გარდა ამისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების
შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს
მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება. მათ
შორის, ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს ნორმატიული აქტის
სათაური, თუმცა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი,
რომლითაც ცვლილება შედის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონში, სრულად არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფის განცხადება და
თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
127-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და კომიტეტს მიზანშეწონილად
არ მიაჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში
გატარება.
ირაკლი ქადაგიშვილმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, წარმოდგენილ კანონპროექტებს არ ახლავს
განმარტებითი ბარათები, რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს არ
აძლევს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების უფლებას.
საინიციატივო ჯგუფს, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ექნება შესაძლებლობა, რომ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნაში ჩამოყალიბებული
შენიშვნები გაითვალისწინოს.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება, საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტმა, ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გარდა, რომელთა
შეცვლის შესაძლებლობა ექნება საინიციატივო ჯგუფს, საკითხი
არსებითად
განიხილოს, კერძოდ რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი კანონპროექტები
საქართველოს კონსტიტუციას. საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემდეგ,
ბუნებრივია იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ხელს მოაწერენ აღნიშნული
კანონპროექტების ინიცირების საკითხს და ეს იქნება ამ ადამიანების მოტყუება,
ვინაიდან
საბოლოო
ჯამში
ამ
კანონპროექტებმა
სწორედ
საქართველოს
კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის გამო, შესაძლოა ვერ ჰპოვოს რეალიზაცია. მისი
აზრით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უნდა ეყოს სითამამე და
იმსჯელოს წარმოდგენილი კანონპროექტების ანტიკონსტიტუციურობაზე.
გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხის განიხილავს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და
კომპეტენციის ფარგლებში და ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევა იმ კანონპროექტების
შინაარსის განხილვაში, რომელთა ინიცირებაც მოხდება ჯგუფის დარეგისტრირების,
და მათ მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების
შემთხვევაში. მისი აზრით, ამ ეტაპზე მსჯელობა კანონპროექტების შინაარსზე,
მითუმეტეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ (რომელიც ადგენს
მხოლოდ ფორმალურ, ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას) იქნება
არანაკლებ
25 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების პროცესის
2
რამოდენიმე
ეტაპის
წინსწრება.
ამასთანავე,
მსჯელობა
კანონპროექტის
ანტიკოსნსტიტუციურობის თაობაზე არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე.
ლევან ბეჟაშვილი დაეთანხმა გურამ მაჭარაშვილის პოზიციას, თუმცა დასაშვებად
მიიჩნია მსჯელობა წარმოდგენილი კანონპროექტების კონსტიტუციურობის თაობაზე,
ვიანიდან ნებისმიერი კანონპროექტის ბიუროსათვის წარდგენამდე პარლამენტის
აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას იმასთან დაკავშირებით,
ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და საერთაშორისო
ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
თამარ კორძაიმ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნის პროექტს, მაგრამ აუცილებლად მიიჩნევს პარლამენტში
სტანდარტზე საუბარს, კერძოდ საკნონმდებლო ინიციატივების სტანდარტი არის
სტანდარტი, რომელიც არაფრად არ აგდებს არათუ საქართველოს კონსტიტუციას
არამედ ჩვენს მისწრაფებას, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ადამიანის
უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო.
თამარ კორძაიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს კომიტეტის მიერ
მომზადებულ დასკვნის პროექტს, მაგრამ იმ სრულფასოვანი გააზრებით, რომ „არ
შეიძლება საქართველოს პარლამენტში ძალიან მშვიდად განიხილებოდეს საკითხები,
რომლითაც მიდის პირდაპირ იმის პედალირება, რომ უთანასწორობა დამკვიდრდეს ამ
ქვეყანაში“.
ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და კიდევ
ერთხელ აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
საკითხის შესწავლა და სხდომაზე წარმოდგენილი დასკვნის პროექტის მომზადება
განხორციელდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული
უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
მიანშეწონილად არ მიიჩნიოს არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში“
ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით
შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეთა
(გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო,
კონსტანტინე
მორგოშია)
(№1-7281/22;
13.06.2022)
საინიციატივო
ჯგუფის
რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
ბექა წიკლაური
სხდომის მდივანი
3