საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 26-28 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში მისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წერილი
კულტურის კომიტეტი
2-9616/22
29-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
ბატონო შალვა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის საფუძველზე, წარმოგიდგენთ
ანგარიშს 2022 წლის 26-28 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ.
დანართი „2“ ფურცელი.
პატვისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამუშაო ვიზიტის ანგარიში
სომხეთის რესპუბლიკაში ( ქ. ერევანი)
2022 წლის 26-28 ივნისი
2022 წლის 26-28 ივნისს განხორციელდა პარლამენტის კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, ქ.
ერევანში.
ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა ჩაატარა მნიშვნელოვანი შეხვედრები:
1. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების,
განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის
მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, სისაკ გაბრიელიანს და
კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში ორი მეზობელი ქვეყნის საქართველოსა
და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30
წლისთავის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა, რომ სომხეთის ხელისუფლების
სამოქმედო
გეგმის
ერთ-ერთ
პრიორიტეტს
საქართველოსთან
ურთიერთობის უფრო მეტად გაძლიერება-გაღრმავება წარმოადგენს.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის ხედვები და მოსაზრებები, რომლებიც
არეგულირებს კულტურის სფეროს, განსაკუთრებით ხაზი გაესვა
საკანონმდებლო რეგულაციებს სახელოვნებო განათლების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სახელოვნებო განათლების
მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე და სხვადასხვა
ღონისძიებებში ორი ქვეყნის ხელოვანების ჩართულობაზე. აღსანიშნავია,
რომ ოქტომბერში დაიგეგმა სომხეთის ეროვნული კრების მეცნიერების,
განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის
კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში.
2. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ერევნის სამუსიკო სკოლას ეწვია.
ვიზიტისას თავმჯდომარე სკოლის სტრუქტურასა და სწავლების
მეთოდოლოგიას გაეცნო, ასევე მოუსმინა სასწავლებლის ნორჩ
შემსრულებლებს. ელისო ბოლქვაძემ მუსიკოსებს მხარდაჭერა გამოუცხადა
საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად,
მათ შორის იმერეთის რეგიონში დაგეგმილ ნორჩ მუსიკოსთა
საერთაშორისო კონკურსში, რომელიც 2023 წელს გაიმართება კულტურის
კომიტეტის ინიციტივით.
3. სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კულტურის
თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე არამ ხაჩატურიანის
კომიტეტის
სახელობის
საკონცერტო დარბაზს ეწვია, სადაც დარბაზის დირექტორს ნორაინ
ნაზარიანს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვიზიტისას კომიტეტის თავმჯდომარე საკონცერტო დარბაზის მუშაობის
სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად
დაიგეგმა ერთობლივი კულტურული ღონისძიების გამართვა, რომელშიც
მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და სომეხი მუსიკოსები.
4. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის მინისტრს ვაღრამ დუმანიანს შეხვდა.
შეხვედრაზე
ისაუბრეს
კულტურის
სფეროში
ურთიერთობების
გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. ხაზი გაესვა
კულტურული დიპლომატიის უდიდეს როლს საქართველო-სომხეთის
საუკუნოვან მეგობრობაში. ასევე, განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრის განცხადებით
სომხეთის სასაზღვრო რეგიონების სკოლებში იგეგმება ქართული ენის
სწავლება.
ელისო ბოლქვაძემ მინისტრს კულტურის კომიტეტში მიმდინარე სამუშაო
პროცესი და მიმართულებები გააცნო. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი
ერის სიახლოვეს და აღნიშნა, რომ სომხეთის ეროვნული კრების
მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და
სპორტის კომისიასთან განიხილება კულტურის სფეროში თანამშრომლობის
ხანგრძლივ მოქმედი სამოქმედო გეგმა.
მინისტრმა ქართველ ხალხს და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა
საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის ხელშეწყობისა
და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სომხური ისტორიული და
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის
მზაობა გამოხატეს და ერთობლივი გამოფენებისა თუ სხვადასხვა
კულტურული ღონისძიებების ორგანიზება დაგეგმეს.