საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.06.2022
ავტორი
საქართველოს მოქალაქეები: ზურაბ ვანიშვილი, შალვა ხაჭაპურიძე
ნომერი
#1-8133/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-07-18
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041224984741 28.06.2022 საქართველოს პარლამენტი სათაური: არარსებულ მუხლზე მითითების გაუქმება შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232 პრიმა მუხლიდან ("მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები") ამოღებულ იქნას მითითება 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი აღნიშნულ კოდექსში არ არსებობს. აღნიშნული გარემოება იწვევს გაურკვევლობას და დაბნეულობას, ქმნის უხერხულობას, ზრდის სამართლებრივ ნიჰილიზმს. პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და ზურაბ ვანიშვილი პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: