საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 16 მაისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები

რეკომენდაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-9735/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-05-16
კომიტეტის სხდომის ნომერი 12
შენიშვნა გართიანებული კომიტეტების სხდომა: 1.)დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; 2.)თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სხდომა დაიხურა

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 16 მაისი, 12:00 საათი ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძე მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/183; 23.03.2022) (II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა დავითულიანი; პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/132; 06.04.2022) (II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე - ნიკოლოზ გვენეტაძე; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე; 3. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/196; 20.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ლევან ქარუმიძე; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ნინო იობაშვილი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/171; 23.02.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ელისაშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე; 5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ (07-2/133; 06.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ხანიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ვალერიან გობრონიძე; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთობლივად განსახილველი საკითხები 13:00 საათი 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/141; 20.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია; პასუხისმგებელი: მ. მეტრეველი; 7. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები; მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - რომეო მიქაუტაძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომის ოქმი N12 ქ. თბილისი 16 მაისი, 2022 წელი სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) მაია ბერძენიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ბექა ლილუაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, სულხან სიბაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი (სულ 15 წევრი). მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - ბექა დავითულიანი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ნინო იობაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ელისაშვილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამილა ბარკალაია; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - რომეო მიქაუტაძე. 1 სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძე მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/183; 23.03.2022). (II მოსმენისთვის) მომხსენებელი: ბექა დავითულიანი 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/132; 06.04.2022). (II მოსმენისთვის) მომხსენებელი: გურამ გურამიშვილი 3. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/196; 20.04.2022). მომხსენებელი: ნინო იობაშვილი 4. საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/171; 23.02.2022). 2 მომხსენებელი: ალექსანდრე ელისაშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ (№07-2/133; 06.04.2022). მომხსენებელი: თამილა ბარკალაია 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/141; 20.04.2022). მომხსენებელი: თამარ გაბუნია 7. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები მომხსენებელი: რომეო მიქაუტაძე 3 მოისმინეს: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის - ბექა დავითულიანის მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძე მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადებას. დღეის მდგომარეობით, დედაქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 25 სამშენებლო კომპანიაა, რომელთაც თითქმის დასრულებული აქვთ მშენებლობა, მაგრამ, ვინაიდან მათ მიმართ არსებობს K2-ის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები, ვერ ხდება შენობების ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე 172 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა ამ მოსაკრებლის გადახდის გადავადება 2025 წლის 1 იანვრამდე. პირველი მოსმენის შემდეგ რედაქციული თვალსაზრისით ტექსტი არ შეცვლილა. და შინაარსობრივი აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. 4 მოისმინეს: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის - გურამ გურამიშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა მეორე მოსმენისთვის მუხლობრივი განხილვისათვის წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ პირველ და მეორე მუხლში ცვლილებები არ განხორციელებულა. მესამე მუხლში კი დაზუსტდა ძალაში შესვლის ვადა. კერძოდ, კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებიდან 90 დღის ნაცვლად განისაზღვრა კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. მოისმინეს: 2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის - ნინო იობაშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებლის ინფორმაციით საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ევროკავშირთან (ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოების სამართლებრივ აქტებთან) ჩვენი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამან 5 განაპირობა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის სახით ახალი კანონპროექტის წარმოდგენის საჭიროება. კერძოდ, კანონპროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის მიხედვით, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ - სააგენტო), გარდა იმ სფეროებისა, სადაც მომხმარებლის უფლებების დაცვას ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვას ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. შესაბამისად, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებმა, მისი პრაქტიკაში რეალიზებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით, გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში. აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 3. სხდომის თავმჯდომარემ - დავით სონღულაშვილმა მომხსენებლის არყოფნის გამო კენჭისყრისთვის წარმოადგინა საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების 6 პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვის გადადების თაობაზე. გადაწყვიტეს: კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის გადადებას. მოისმინეს: 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის - თამილა ბარკალაიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის“ შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან და განისაზღვრა დასაქმებაზე პასუხისმგებელი უწყებები. კერძოდ, • • • • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო . მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის წახალისების მიზნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჯერ შეიქმნა დასაქმების დეპარტამენტი, ხოლო სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) შეიქმნა 2019 წლის 31 ოქტომბერს და ფუნქციონირებს 2020 წლის პირველი იანვრიდან. სააგენტომ უნდა განახორციელოს რთულად დასაქმებადი კატეგორიების დასაქმების მხარდაჭერა. რთულად დასაქმებად კატეგორიაში შედიან ქალები, ახალგაზრდები და შშმ პირები. ახლად შექმნილი სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს სააგენტოს სწრაფი ინსტიტუციური განვითარება, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების გაუმჯობესება. 7 2021 წელს დასაქმების სააგენტო 7 ტერიტორიული ერთეულით და 50 თანამშრომლით მოქმედებდა. სააგენტო შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს შემდეგი პროგრამების მეშვეობით: - პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები; - სტაჟირება; - ხელფასის/დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირება; - საკვანძო კომპეტენციების ტრენინგი; - დასაქმების ფორუმები. ამასთანავე მსოფლიო ბანკისა და გაეროს ჩართულობით, დაარსდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სააგენტო, დასაქმებაზე პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს მოსახლეობაში პროფესიების განათლების პოპულარიზაციის და იმ პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა „შრომის ბაზრის ყოველწლიური ანგარიში“, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გაანალიზებულია სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დასაქმების სააგენტო აქტიურად ჩაერთო მთავრობის მიერ შემუშავებული კოვიდ პანდემიის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების პროცესში და აღნიშნულ უწყებას დაევალა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვიანი გასაცემლების პროცესის ადმინისტრირება, გარდა ამისა, დასაქმების სააგენტო უზრუნველყოფდა ერთჯერადი გასაცემლების გაცემას, როგორც ფორმალურად, ასევე, არაფორმალურად თვითდასაქმებული პირებისთვისაც. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცდა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“. ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით. 2021 წელს სააგენტომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა ხვადასხვა აქტივობები. 8 მიმდინარეობს აქტიური მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, იმისათვის, რათა ბაზარზე შესაბამისი უნარების, განათლებისა და კვალიფიკაციის პირები გაჩნდნენ . განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აქტიურად მუშაობს, თავის მხრივ, იმისათვის, რომ გააძლიეროს და განავითაროს პროფესიული განათლება და შეუსაბამოს ის ბაზრის მოთხოვნებს, აღნიშნულის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის მიზნით პროგრამების შემუშავებისას სავალდებულოა შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნის ანალიზი, დაწესებულება, ასევე, ვალდებულია უზრუნველყოს კარიერული მხარდაჭერის სერვისის ფუნქციონირება, სადაც სტუდენტები მიიღებენ შესაბამის კონსულტაციასა და მხარდაჭერას დასაქმებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით. პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მისი განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ დასაქმების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. აზრი გამოთქვეს: ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ეკა სეფაშვილმა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ანგარიშის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. მოისმინეს: 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ 9 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საქართველოს კანონში წითელი ჯვრის ცვლილების შეტანის საზოგადოების თაობაზე“, შესახებ“ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემის ძირეული განახლების საჭიროებით. ეს ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემოს (რომელიც ქვეყანაში არეგულირებს სისხლის უსაფრთხოების სისტემას) შესაბამისობა ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. სისხლის კომპონენტების და დონორობის საკითხების მარეგულირებელი მოქმედი კანონი მიღებულია 1995 წელს და საჭიროებს მთელი რიგი ასპექტების განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ არსებული სისხლის სისტემა მრავალ კომპონენტიანია და მიმწოდებლების რაოდენობა 24-ს აღწევს, რაც განსხვავდება საერთაშორისო პრაქტიკისგან. ევროპის ქვეყნებში სისხლის სისტემა ცენტრალიზებულია, რაც ერთ-ერთი გარანტია, რომ სისხლის წარმოება, მისი დისტრიბუცია და დონორების შერჩევა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ხარისხის კონტროლის მექანიზმები იყოს ძალიან მკაცრი. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება კომერციული ინტერესებისგან სისხლის წარმოების და დონაციის სისტემის სრულად გათავისუფლებაა, რისთვისაც კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის დაწესებულების ფუნქციონირებას მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული იურდიული პირის სტატუსით. დღევანდელი მდგომარეობით უმრავლესობა, ე.წ ,,სისხლის ბანკები’’ კერძო დაწესებულებებია. წარმოდგენილი კანონპრექტით განისაზღვრება უანგაროთ დონაციის პრაქტიკის დანერგვა, როცა დონაცია არის 10 ნებაყოფლობითი, ანაზღაურების გარეშე და ანონიმური. დღევანდელი მდგომარეობით, წელიწადში საშუალოდ 85-დან 95 000- მდე დონაცია ტარდება, საიდანაცა 41% წარმოადგენს უანგარო დონაციას, 42% ანაზღურებად დონაციას და 16% ნათესაურ დონაციას. კანონპროექტის თანახმად გათვალისწინებულია მხოლოდ უანგარო დონაციის სისტემაზე გადასვლა გარკვეული გარდამავალი პერიოდის შემდეგ. ასევე, დიდი აქცენტი კეთდება სისხლის და მისი კომპონენტების, სისხლის პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფაზე. დღეისათვის ცენტრალური კომპეტენტური ორგანო, როგორც ეს მითითებულია ევროდირექტივებში, ქვეყანაში არ ფუნქციონირებს. ეს ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა დონეზე ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და მარეგულირებელს შორის. კანონპროექტი კი ითვალისწინებს ერთი კომპეტენტური ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის უსაფრთხოების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფაზე, სისხლის პროდუქტების მიკვლევადობაზე, გვერდითი მოვლენების და გვერდითი რეაქციების აღრიცხვაზე და შესაბამის რეაგირებაზე. ამ ცვლილებების ამოქმედებისთვის გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი. კერძოდ, სისხლის დაწესებულებების რეორგანიზაცია არასამეწარმეო, არაკომერციული იურდიული პირის სტატუსით განსაზღვრულია 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის დონეზე სისხლის დაწესებულებების საჭირო რაოდენობის დადგენა. ამჟამად ფუნქციონირებს 24 მცირე ზომის სისხლის ბანკი, საიდანაც - 12 თბილისშია, დანარჩენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მომხსენებლის განმარტებით იგეგმება ცენტრალური მოწყობის სისტემის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებში იქნება სამი არაკომერციული, არასამეწარმეო ფორმით დაფუძნებული სისხლის ბანკი, რომელთაგანაც ერთი უნდა იყოს აუცილებლად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული. საკმარისად მეტი მტკიცებულებები არსებობს, რომ კომერციული ინტერესები ზრდის ხარისხთან დაკავშირებულ რისკებს. გამომდინარე აქედან მთავარი წინაპირობაა ამ რისკებისგან სისტემის გათავისუფლება. ასევე, უნდა შენარჩუნდეს ტესტირების და ხარისხზე კონტროლის ნებისმიერი მექანიზმი, რაც შემოთავაზებულია კანონის ფარგლებში. 2024 წლის პირველი იანვრისთვის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უნდა შეიქმნას სპეციალური ერთეული ჰემო ზედამხედველობისთვის. სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო არის ის ორგანო, რომელიც დღესაც ახორციელებს ბევრ ფუნქციას სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებაში და იქ დამატებით ადამიანური რესურსის მობილიზების და ტრენინგის ფონზე, მინიმალური დანახარჯით შესაძლებელი იქნება ამ კომპეტენტური ორგანოს ჩამოყალიბება და ამოქმედება. 2025 წლის პირველი იანვრისთვის დაგეგმილია სისხლის პროდუქტების წარმოების ცენტრალიზებული მოდელის ამოქმედება. საუბარია არაუმეტეს სამ 11 ბანკზე, სრულიად უანგარო დონაციაზე გადასვლაზე და დაწესებულებების სისხლის ბანკების სისტემის განახლებაზე. სამედიცინო კანონში შემოდის ორი განსხვავებული ტერმინი: • სისხლის დაწესებულება - სადაც მოხდება სისხლის პროდუქტების დამუშავება და წარმოება სისხლის პროდუქტის გადასხმისთვის. • სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი - სადაც წარმოების პროცესი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მხოლოდ სისხლის შეგროვების პროცესი. სისხლის დაწესებულება უნდა იყოს არაუმეტეს სამი ცენტრალიზებული დაწესებულება. სისხლის ბანკი კი სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება იყოს რამდენიმე და იყოს ბევრ ადგილზე. განსაზღვრულია მობილური ბრიგადების ჩამოყალიბება, რადგან დონორამდე მიღწევადობა იყოს გარანტირებული და არ შეიქმნას გეოგრაფიული ბარიერი. ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვა რეაბილიტაციისთვის საჭიროა 16 მლნ. ლარი. 2024 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს ამ პროექტის რეალიზაცია. ასევე, სისხლის ჩამბარებელი დამატებითი პუნქტების, ტრანსპორტირების სისტემისთვის მთლიანად 2022-2025 ფარგლებში ეტაპობრივად საჭირო იქნება 1 150 000 ლარის ინვესტიცია. მომხსენებელმა თანმდევ კანონპროექტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტით ზუსტდება ახალი კანონის დასახელება; ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სისხლის დონაციისთვის და სისხლის კომპონენტების ჩაბარების მიზნით გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვალოს საპატიოდ და შეუნარჩუნდეს შრომის ანაზღაურება; ,,შრომის კოდექსში’’ ცვლილება შედის საპატიო დონაციასთან დაკავშირებით; ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ’’ კანონპროექტი შეეხება წითელი ჯვრის საზოგადოების პროპაგანდას უანგარო დონორობის და სხვადასხვა დონაციის ღონისძიებების ორგანიზებაში; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონპროეტი ითვალისწინებს სისხლის და მისი კომპონენტების ჩაბარების დღეს განაწესის, გუშაგობის სამსახურის და სხვა მოვალეობათა შესრულებისგან გათავისუფლებას. მომხსენებლის განმარტებით ყველა ცვლილება აზუსტებს დონორის და რეციპიენტის უფლებებს და იმ ვალდებულებებს და სანქციებს, რაც უკავშირდება უანგარო დონაციის პრინციპის დარღვევას, ლიცენზირების წესის დარღვევას და ნებისმიერ სხვა გადაცდომას, რაც შეიძლება დადგეს პაციენტის, დონორის, რეციპიენტის უფლებასთან მიმართებაში. 12 აზრი გამოთქვეს: ნინო წილოსანმა, ეკა სეფაშვილმა, ჰერმან საბომ, თეონა აქუბარდიამ, ბეჟან წაქაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. მოისმინეს: 6. სხდომის თავმჯდომარემ - დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის - რომეო მიქაუტაძის მოხსენების მოსმენა გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად. რეგიონში არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად მიზანშეწონილია კენჭისყრაზე დადგეს საკითხი კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დახურული წესით გაგრძელების შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: სხდომის მდივანი: დავით სონღულაშვილი მაია ბერძენიშვილი ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში 13