საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის (გივი მიქანაძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი), 2022 წლის 28-30 ივნისს საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.07.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-9962/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-9962/22 04-07-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 ივნისიდან 30 ივნისამდე გაიმართა საქართველოსაბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში (ანგარიში) 2022 წლის 28 ივნისიდან 30 ივნისამდე გაიმართა საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობა: საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-საბერძნეთის ჯგუფის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი და საქართველო-საბერძნეთის ჯგუფის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. დელეგაციის მდივანი- ნინო გეგიძე. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში დავიდ დონდუა და საელჩოს წარმომადგენლები. 28 ივნისი, ათენი- შეხვედრა გაიმართა საბერძნეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დიმიტრის კუველასთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კუთხით საბერძნეთის პარლამენტის საქართველოსთვის მხარდაჭერის საკითხი. ბერძნულმა მხარემ აღნიშნა, რომ საბერძნეთის სახით საქართველოს ჰყავს დიდი მეგობარი, რომელიც მზად არის გაუწიოს სათანადო დახმარება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. საუბარი შეეხო ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს, რაც შესაძლებელს გახდის გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბერძნული მხარე განახორციელებს საპასუხო ვიზიტს საქართველოში. 28 ივნისი, ათენი- შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიოს კაირიდისთან, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს. დიმიტრიოს კაირიდასი საქართველოს პროგრესს მიესალმა და განაცხადა, რომ საბერძნეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით, აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარებთან. 29 ივნისი, ათენი - შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების დირექტორატის ხელმძღვანელთან -ელჩ დიმიტრის კარაბალისთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ტესა კატაპოდისთან და თავდაცვის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ სტეფანოს გკიკასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ბერძნულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოაცხადა მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონალური უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე. 29 ივნისი, ათენი- საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოსაბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ათენში, საქართველოს საელჩოს რეზიდენციაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ქართველმა დეპუტატებმა დიასპორის წარმომადგენლებს ესაუბრნენ რუსეთის აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ სიტუაციაზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივას და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა და დელეგაციის წევრებმა დიასპორის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს მსგავსი შეხვედრის გამართვის მნიშვნელობა. 30 ივნისი, ნაფპლიო -საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ დედაქალაქს, ქალაქ ნაფპლიონს ეწვივნენ. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით დონდუასთან ერთად, სამხედრო აკადემიის მუზეუმში საქართველოსაბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საარქივო მასალის გამოფენა გახსნეს. გამოფენის გახსნას დედაქალაქის მერი, დიმიტრიოს კოსტოუროსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ქართველი მოქანდაკის, გიორგი გოგუას მიერ შექმნილი დიასპორის მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დაძმობილებულ ქალაქებს, ნაფპლიონსა და ფოთს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივ პროექტებზე მუშაობა.ქალაქის მერი მიესალმა ქართული დელეგაციის ვიზიტს და გამოთქვა მზაობა ფოთთან აქტიური თანამშრომლობისათვის. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ ნაფპლიონში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.