„საყოველთაო ამნისტიის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-07-18
ბიუროს ნომერი 167
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საყოველთაო ამნისტიის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი,
დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების
ხარისხის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო შერიგების
უზრუნველყოფის მიზნით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209)
გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს.
მუხლი 1
1.
გათავისუფლდეს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის
ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი
ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65
(სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული 2022 წლის 01 ივნისამდე პერიოდში და/ან
ამავე კოდექსის საფუძველზე დაწყებულია მოკვლევა/საგამოძიებო მოქმედებები და/ან
მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და/ან საქმისწარმოება გადასულია
სასამართლო ხელისუფლების ნებისმიერ ეტაპზე განხილვაში, გარდა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე
დანაშაულებებისა;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი
ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელმაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა, გარდა იმავე კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულისა, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებულის
უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე
თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ამნისტია. თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ
მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამნისტია
იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ ქვეპუნქტით დადგენილი წესით
განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ყველა სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი
(დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის არცერთი ასეთი წევრი
არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება;
1
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაული, იმ პირობით, თუ თითოეული დაზარალებული ან მისი
უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე
თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ამნისტია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ
იძებნება, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული
ამნისტია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური
პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი),
ხოლო თუ დაზარალებულს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებულის ოჯახის
ასეთი წევრი ვერ იძებნება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება;
ბ) თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ მუხლის პირველ
პუნქტში აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია იმ შემთხვევაში
გავრცელდება, თუ ამაზე თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
დადგენილი
წესით
განაცხადებს
დაზარალებული
იურიდიული
პირის
სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული
იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.
3.
გათავისუფლდეს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან ის ბრალდებული/მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც ამ კანონის
ამოქმედების მომენტისთვის არის 70 (სამოცდაათი) წლის ან 70 (სამოცდაათ) წელზე მეტი
ასაკის, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული ქალი – 65 (სამოცდახუთი) წლის ან 65
(სამოცდახუთ) წელზე მეტი ასაკის, თუ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 2001 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2002
მუხლის მე-4 ნაწილით, 2004 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 2005 მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით, 2006 მუხლის მე-4 ნაწილით, 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 2051 მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 214-ე მუხლის
მე-2–მე-4 ნაწილებით, 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 249-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
მძიმე დანაშაული.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიმართ
გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული
გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა საქმეებზე, ხოლო ამ
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შესაბამის დანაშაულთა
საქმეებზე გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო
დაწყებული გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ამ მუხლის
2
პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-2 პუნქტში მითითებული პირობის
გათვალისწინებით.
5.
გათავისუფლდეს
სისხლის
სამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან ის ბრალდებულ/მსჯავმრდებული პირები, რომელთაც ჩადენილი აქვთ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და 332 მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული.
მუხლი 2
1. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება
თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და
გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად სასჯელზე, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა
ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
2. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირს ნასამართლობა
მოეხსნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე,
რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2022 წლის 01 ივნისამდე ჩაიდინა.
მუხლი 4
1. ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების
სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე
− შესაბამისი სასამართლო.
2. მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას საქმის
სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული
სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული
(საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი
მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის
შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში
მიმართავს საქართველოს პროკურატურა.
3. იმ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ
გასაჩივრებულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის
მე-3 ნაწილის ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას იღებს ის
პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელმაც ამ მსჯავრდებულის საქმე განიხილა.
აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის
3
აღსრულების მიზნით სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში
მიმართავს საქართველოს პროკურატურა.
4. დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო
სასჯელი აქვს შეფარდებული, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების
მიზნით გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული
(საქალაქო სასამართლო), რომელსაც მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის
ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით
თავისუფლების შეზღუდვა აქვს შეფარდებული – თავისუფლების შეზღუდვის
დაწესებულება.
5. იმ მსჯავრდებულის მიმართ დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე,
რომელსაც გადავადებული აქვს განაჩენის აღსრულება ამ კანონით გათვალისწინებული
ამნისტიის აღსრულების მიზნით, გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის
გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. ამნისტიის აღსასრულებლად შესაბამის
სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უნდა მიმართოს თავად
მსჯავრდებულმა ან მისმა ადვოკატმა ან ოჯახის წევრმა.
6. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.
მუხლი 5
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1
თვის ვადაში.
მუხლი 6
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საყოველთაო ამნისტიის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით,
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო
შერიგების უზრუნველყოფას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირების
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს. დღევანდელ
დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი
დაპირისპირებიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული კანონპროექტის მიღებით განიმუხტება საქართველოს სახელმწიფოს შიდა
პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაპირისპირება და ქვეყანაში მშვიდი და ჯანსაღი
პოლიტიკური გარემო შეიქმნება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისა
და
სასჯელისაგან თავისუფლდება შესაბამისი ყველა ის პირი, რომელმაც
ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლების ჩამონათვალი გახლავთ
კანონპროექტში) გათვალისწინებული დანაშაული 2022 წლის 01 ივნისამდე პერიოდში
და/ან ამავე კოდექსის საფუძველზე დაწყებულია მოკვლევა/საგამოძიებო მოქმედებები
და/ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და/ან საქმისწარმოება გადასულია
სასამართლო ხელისუფლების ნებისმიერ ეტაპზე განხილვაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
1
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, კანონი ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. გამომდინარე იქიდან რომ ამისნისტიის კანონი ვრცელდება მის
მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ეს კანონპროექტი
გავრცელდება იმ მსჯავრდებულებზე, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული, კანონპროექტში
მითითებული სსკ მუხლებით, 2022 წლის 1 ივნისამდე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებული
დაფინანსება მოხდება
ბიუჯეტიდან, კერძოდ სასამართლოს და
ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
ღონისძიებების
პროკურატურის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე იმ თვალსაზრისით,
რომ შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის
ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული. (ადამიანის რაოდენობა და ციფრები
ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, მათი პასუხის
ციტირება: „თქვენი 2022 წლის 10 ივნისის განცხადების (სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში რეგისტრაციის: N 01/181785; 10.06.2022) პასუხად, გაცნობებთ, რომ სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში (შემდგომ - „სამსახური“) სტატისტიკური მონაცემების
დამუშავება ხორციელდება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს სისტემაში სტატისტიკის წარმოების წესების, სტატისტიკური მონაცემების
დამუშავება - წარდგენის ვადებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N
8467 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება არ ითვალისწინებს სტატისტიკური მონაცემების
დამუშავებას იმ მსჯავრდებულებთან მიმართებით, რომლებიც სასჯელს იხდიან
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
კონკრეტული
მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულისთვის.
შესაბამისად,
მოკლებულნი
ვართ
შასაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია“)
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
2
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაეზარდოთ განსახილველი საქმეები
სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს მაგ. სასამართლოებს, პროკურატურას.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად სასჯელთ აღსრულების დაწესებულებებს
შესაძლოა შეუმცირდეთ განთავისუფლებულ პატიმართა შენახვის ხარჟი (1 პატიმრის
შენახვის ხარჯი გახლავთ თვეში 1354.70 ლრი, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა,
ციტირება: „რაც შეეხება, პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
შენახვის ხარჯებს, გაცნობებთ, რომ სამსახურის 2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1
(ერთი) ბრალდებულ/მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საშუალო თვიური ხარჯი
შეადგენს 1354,7 ლარს, წლიური - 16 256,4 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის
ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა“). თანხობრივად გავლენის ჯამური ოდენობა
დამოკიდებული იქნება განთავისუფლებულ პატიმართა
რაოდენობაზე (ადამიანის
რაოდენობა და ციფრები ჩვენს მიერ იქნა მოთხოვნილი სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში, მათი პასუხის ციტირება: „თქვენი 2022 წლის 10 ივნისის განცხადების
(სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში რეგისტრაციის: N 01/181785; 10.06.2022) პასუხად,
გაცნობებთ, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შემდგომ - „სამსახური“)
სტატისტიკური
მონაცემების
დამუშავება
ხორციელდება
„საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სტატისტიკის წარმოების
წესების, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება - წარდგენის ვადებისა და პრობაციის
მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N 8467 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება არ
ითვალისწინებს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას იმ მსჯავრდებულებთან
მიმართებით, რომლებიც სასჯელს იხდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. შესაბამისად,
მოკლებულნი ვართ შასაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი
ინფორმაცია“).
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი პირი გათავისუფლდება სასჯელისაგან და იმ
ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის
აღსრულებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
3
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის
გადასახდელები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ ჩარკვიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ ჩარკვიანი.
5