„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.07.2022
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/164/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-07-18
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 213 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იმ პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ16“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა.”. 2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ15“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ ქვეპუნქტი: „ჰ16) ამტკიცებს იმ იურიდიული პირების რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი ათავისუფლებს პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან იმ უცხოურ ენაში, რომელშიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ ტარდება ზემოაღნიშნული გამოცდა. რეესტრში შესაბამისი იურიდიული პირების შეყვანა ხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.“. მუხლი 2 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა დაამტკიცოს იმ იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის კრიტერიუმები, რომელთა მიერ პირისათვის გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი არ წარმოშობს პირისთვის უცხოურ ენაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას; ბ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 9 თვისა დაამტკიცოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პირს, რომელსაც სურს გახდეს მასწავლებელი, უნდა ჩააბაროს გამოცდა იმ საგანში, რომელიც უნდა ასწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, უცხოური ენის საგნის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ამჟამად, არსებული პრობლემის გადაჭრა. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმით უცხოური ენის საგნად გათვალისწინებულია ისეთი საგნები (მაგ: იტალიური, ესპანური, იაპონური და ა.შ.), რომლებშიც სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ ტარდება უცხოური ენის გამოცდა. მასწავლებლობის მსურველს შესაბამისი ბაკალავრის დიპლომის საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს შესაბამის უცხოურ ენაში საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, რომელის ჩატარებასაც ამჟამად სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით, მიზანშეწონილია საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება შესრულებულად ჩაითვალოს, იმ შემთხვევაში, თუ პირი წარმოადგენს შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციების მიერ, იმ უცხოურ ენებში, რომლებშიც სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არ ტარდება საგნის შესაბამისი გამოცდა. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალს დაადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო უცხოური ენის სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები დამტკიცდება სამინისტროს ნორმატიული აქტით. უცხოური ენის სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმებად განისაზღვრება ორგანიზაციის საქმიანობის ვადა, ცნობადობა, სანდოობა და ა.შ. ამასთან, მოცემული ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია, სამართლებრივი აქტების მომზადებისთვის განისაზღვროს გონივრული ვადა, კერძოდ, 6 თვე იმ იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის კრიტერიუმების დასადგენად, რომელთა მიერ პირისათვის გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი არ წარმოშობს პირისთვის უცხოურ ენაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას, ხოლო 9 თვე იმ იურიდიული პირების რეესტრს დასამტკიცებლად, რომელთა მიერ პირისათვის გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი არ წარმოშობს პირისთვის უცხოურ ენაში კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიღების აუცილებლობა განპირობებულია უცხოური ენის საგნის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით ამჟამად არსებული პრობლემის გადაჭრის მიზეზით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უფლებამოსილება განსაზღვრულია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების აუცილებელია იერარქიულად, იგივე დონის ნორმატიული აქტით. განსაზღვრა ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული ცვლილების შეტანის შემდეგ, პირს რომლისთვისაც სავალდებულოა საგნის გამოცდის ჩაბარება, შესაბამისი უცხოური ენის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, ამ უცხოურ ენაში საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მასწავლებლობის მსურველი აბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელიც უნდა ასწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. იმის, გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ საგანში უცხოური ენის გამოცდა არ ტარდება სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს კრიტერიუმები, ხოლო შემდეგ აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე დაადგინოს იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, პირს საგნის შესაბამისი გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა შესრულებულად ჩაეთვლება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტი, წინამდებარე ცვლილებებიდან გამომდინარე, არ საჭიროებს დამატებით დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს იმ ორგანიზაციების შემოსავლების ზრდის კუთხით, რომლებიც ატარებენ უცხოური ენის გამოცდებს და გასცემენ სერტიფიკატს, რადგან ამ კანონპროექტის მიღების შედეგად სავარაუდოდ გაიზრდება მოთხოვნა ასეთი ტიპის სერტიფიკატებზე. ასევე, კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა იქონიოს პირებზე, რომლებიც ამ კანონპროექტის მიღების შედეგად შეძლებენ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, აიღონ უცხოური ენის სერტიფიკატი, რადგან არ შეფერხდეს მათი პროფესიული საქმიანობა. ამჟამად, ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებათა სისტემაში არის 58 უცხოური ენის მასწავლებელი (იტალიური 34, ესპანური 13, თურქული 9, იაპონური 2) იმ საგნებში, რომელშიც სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს საგნის გამოცდას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ კანონპროექტს აღნიშნულ პირებზე ექნება დადებითი გავლენა, პროფესიული საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ცვლილება შესაძლებლობას შექმნის კვალიფიციური კადრების მიერ მოხდეს სკოლებში განათლების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განათლების უფლების რეალიზებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა