საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 7 ივლისის კომიტეტის სხდომის ოქმიდან ამონაწერი (ინფორმაცია - საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის, კომიტეტის მიერ ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლისა და შესაბამისი დოკუმენტის მომზადების საკითხი)

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.07.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-10318/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-07-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 73

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2022 წლის 7 ივლისი, 12.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის 7 ივლისი, 12.00 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N73 სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, დავით კაჭარავა, სავალან მირზოევი. სხდომას ესწრებოდა: მარიამ კაციტაძე - არასამთავრობო ორგანიზაციის დემოკრატიის ინდექსი - საქართველო -საპარლამენტო მდივანი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხის განხილვა. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის ძლიერი გზავნილი და ამ გზავნილთან ერთად 12 პირობარეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც 2022 წლის ბოლომდე არის საქართველოს ვალდებულება, იმ მიზნით, რომ ეს პერსპექტივა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსად გარდაიქმნას. იმ ღონისძიებების უმეტესობა, რომელიც საჭიროა წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის მიერ არის გასატარებელი. აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი, ითვალისწინებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასა და დახვეწას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად ახორციელებს მონიტორინგს, თუ როგორ მიმდინარეობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულება პრაქტიკაში. ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გასაზღვრულია საპარლამენტო კონტროლის მთელი რიგი მექანიზმები, რომლებიც უშუალოდ ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, საფინასო სექტორს, თავდაცვისა და უშიშროების სფეროს, ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან ფართო სპექტრს, ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, მათ შორის არ მოიზრება მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ა.შ. მომხსენებლის აზრით, სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა (საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების მონიტორინგი) ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების სულისკვეთების გათვალისწინებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად მოითხოვს ყველა საპარლამენტო ფრაქციის, პოლიტიკური ჯგუფის ფართო ჩართულობას. ირაკლი ქადაგიშვილმა (მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ კომიტეტის სხდომას) იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მონაწილეობას მიიღებს იმ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც შეიქმნება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების მონიტორინგის მიზნით. ირაკლი ქადაგიშვილმა, სამუშაო პროცესში ჩართვის მიზნით, მიმართა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს, რომელთაც აქვთ პროფესიული შეხება და მუდმივად აწარმოებენ მონიტორინგს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმ მიზნით, რომ დავინახოთ როგორ მუშაობს საპარლამენტო კონტროლი, რა გამოწვევები არსებობს, რა მიმართულებები არის პრიორიტეტული და რა არის დამატებით გასაკეთებელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განახორციელოს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, რომლის საფუძველზე, შემდგომ, ფართო ჩართულობით შექმნილ სამუშაო ჯგუფში შესაძლებელი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება (საშემოდგონმო სესიისათვის), წარმოჩენილი ხარვეზების, გამოწვევების, საჭიროებების და დამატებით, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლთან დაკავშირებით. ამ მიზნით კომიტეტმა უნდა მოამზადოს და ყველა შესაბამის საპარლამენტო სტრუქტურას გაუგზავნოს კითხვარი, რომლის შეჯამების, გაანალიზების შედეგად მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ივლისის ბოლომდე შეიქმნება დოკუმენტი, რომელიც თავის მხრივ საფუძველი გახდება სამუშაო ჯგუფის მიერ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისათვის აზრი გამოთქვეს: ირმა ზავრადაშვილმა უდიდესი პატივისცემა გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტი არ იყენებს ცხელ ზაფხულში საპარლამენტო არდადეგების პერიოდს და კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს იმისათვის, რომ საშემოდგომო სესიის დაწყებისათვის მზად იყოს მთელი რიგი კანონპროექტები, რათა დეკემბერში ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი სურვილი იყოს აღსრულებული. გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტმა უკვე დაიწყო რეალური, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, მაგრამ კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენელი კომიტეტის წევრები, რაც წარმოაჩენს ოპოზიციის სახეს, რომელსაც სურს რიგგარეშე სესია, მაგრამ არ იცის, რა საკითხებთან დაკავშირებით და არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში. გურამ მაჭარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იმ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც შეიქმნება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების შესწავლის მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: 2 ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განახორციელოს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება. კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმის ამონაწერი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და და საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3