საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებების 2022 წლის 1 ივნისიდან ძალაში შესვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წერილი
21195-01-2-202207131640
№ 01/21195
13/07/2022
საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 1 ივნისიდან ძალაშია „საქართველოს მთავრობასა და
გრენადას
მთავრობას
შორის
დიპლომატიური,
ოფიციალური
და
სამსახურებრივი
პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების
შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური
პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“
შეთანხმებები.
შეთანხმებების
შესაბამისად,
ორივე
ქვეყნის
ორდინალური,
დიპლომატიური,
ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს უფლება აქვთ ვიზის
გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს
ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
შეთანხმების ტექსტები განთავსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ
“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პატივისცემით,
კონსტანტინე საბიაშვილი
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
საკონსულო დეპარტამენტი