საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წერილი
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041226029329
18.07.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: კორექტირებული 18 07 2022 წლის საკანონმდებლო წინადადება: " თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლება"
შინაარსი: გიგზავნით კორექტირებულ საკანონმდებლო წინადადებას" თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლება". პატივისცემით, ზურაბ
ვანიშვილი, საქართველოსა და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების წევრი, აშშ–ს ადვოკატთა
ასოციაციის ბიზნეს–სამართლის სექციის წევრი
დოკუმენტები:
1 ) Dum spiro spero.doc;
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა:
საკანონმდებლო წინადადება
18.07.2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, წარმოგიდგენთ საკანონმდებლო
წინადადებას.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი
პრაქტიკის თანახმად (საქმე # №576აპ-21; 08.12.2021 წლის და # 2კ-94აპ.-22;
13.05.2022 წლის), საქართველოს საკასაციო სასამართლო სრულად იგნორირებს
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის ნორმატიულ
შინაარსს და განაჩენის აღსრულების გადავადებისთვის (მუხლი 283) ითხოვს 284–ე
მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობას, ამგვარი სასამართლო პრაქტიქის
პირობებში, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა შეიცვალოს არსებული
მიდგომა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283 -ე მუხლი
საშუალებას იძლევა სასამართლომ მსჯავრდებულს განაჩენის აღსრულება გადაუვადოს
მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად
გაუმჯობესებამდე, სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის
საფუძველზე.
რეალურად კი, სასამართლოს განჩინებებში/განაჩენებში ხშირად ვერ ხდება სასჯელის
გადავადებაზე უარის თქმის დასაბუთება და სასამართლო გადაწყვეტილებები იმ
დაავადებათა ჩამონათვალზე დაყრდნობით მიიღება, რომელიც სასჯელის მოხდისაგან
გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 22 მაისს, სასტუმროში „რედისონში“ გაიმართა მრგვალი
მაგიდა თემაზე: „განაჩენის აღსრულების გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო“. შეხვედრას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად ესწრებოდნენ ჯანმრთელობის და
სოციალური უზრუნველყოფის და იუსტიციის სამინისტროების, ლ. სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ადგილობრივი და
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატები
და სახალხო დამცველი. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის ორგანიზებით.
წყარო: http://sps.gov.ge/ka/media/arqivi/article/17026-1369166400.html
დღემდე არანაირი ზომები სახელმწიფოს ამ მხრის მიუღია.
უფრო მეტიც, საქართველოს პროკურატურის 2019 წლის წლის ნოემბრის თვის
სტატისტიკის თანახმად, განაჩენის აღსრულების გადავადების მაჩვენებელი ნულის
ტოლია: https://www.geostat.ge/media/28116/Report_october-2019.pdf, ფურცელი 66/14.
ასევე ნულოვანია ეს მაჩვენებელი 2022 წლის იანვარში
(https://www.geostat.ge/media/44315/danarti_ianvari_2022.pdf), თებერვალში: 5
პატიმარი (ფ. 164/197).
ამავე დროს, საპატიმროებში მაღალია პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც
მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენის აღსრულების გადავადება და სასჯელის მოხდისაგან
გათავისუფლება საქართველოში არათანაზომიერად, დისკრიმინაციულად
მიმდინარეობს, რაც იწვევს ავადმყოფი პატიმრების საპატიმოებში
კანონსაწინააღმდეგოდ ჩარჩენას და მათ გარდაცვალებას საკნებში და სხვადასხვა
კლინიკებში.
შესაბამისად, იმის მიხედავად, რომ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო
პუნქტებში და პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ სამოქალაქო პროფილის
კლინიკებში ხდება პატიმართა მკურნალობა, ამგვარი მკურნალობა ფაქტიურად
არაეფექტურია, ხოლო საკასაციო სასამართლოს არამართლზომიერი პრაქტიკა
ფაქტიურად ართმევს დაავადებულ პატიმრებს სიცოცხლის უფლებას.
საკანონმდებლო ტექნიკის თავლსაზრისით, გვაქვს შემდეგი მოცემულობა:
საპატიმრო კოდექსის 37–ე მუხლი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით:
მუხლი 37. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების
საფუძვლები
+
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;
გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;
დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით;
ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.
2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც
მსჯავრდებულის
სასჯელის
მოხდისაგან
გასათავისუფლებლად
წარდგენის
საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საპატიმრო კოდექსის 37–ე მუხლის დასახელება წინააღმდეგობაში მოდის მის 1
ნაწილის (ზ) ქვეპუნქტის შინაარსთან, ვინაიდან განაჩენის აღსრულების გადავადება
წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლების
საფუძველს
ეს გარემოება ნათლად დასტურდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283
მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების ნორმატიული შინაარსით:
3. მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას გადაწყვეტილების
გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის
ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის
ხარჯით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის
დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან
სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას, სასამართლო
ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის
მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
4. მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში განაჩენის
აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის
გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე
სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ან გადაწყვეტილებას სასჯელის
მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების
შესახებ.
ამრიგად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმატიული შინაარსი ცალსახად მიუთითებს,
რომ სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში,
მსჯავრდებული საპატიმროდან თავისუფლდება იმ პირობით, რომ იგი წელიწადში
ერთახელ წარადგენს ექსპერტიზის დასკვნებს.
შესაბამისად, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, სასამართლოს მიერ განაჩენის
აღსრულების გადავადება, თავისი შინაარსით:
არა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლად,
არამედ – თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დროებით
(პირობით) გათავისუფლების საფუძვლად უნდა ჩაითვალოს
შესაბამისად, "პატიმრობის კოდექსი"–ს 37–ე მუხლი არასწორად მიიჩნევს 1(ზ)
ქვეპუნქტში, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის
აღსრულების გადავადება საპატიმროდან განთავისუფლების საფუძველია, ვინაიდან
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283.3. მუხლი წელიწადში სულ მცირე
ერთხელ ექსპერტიზის ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის
სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს.
ანუ, მსჯავრდებული საპატიმროდან დორებით თავისუფლდება მის გამოჯანმრთელებამდე,
რის დასადასტურებლად მას ეკისრება წელიწადში სულ მცირე ერთხელ ექსპერტიზის ჩატარება
ქსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ თავისი იურიდიული ბუნებით, სასჯელის მოხდისგან პირობით
ვადამდე გათავისუფლებაც, გათვალიწინებული "პატიმრობის კოდექსი"–ს 37.1(ბ)
მუხლით, ასევე დროებით გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად
რეგლამენტირებულია სასამართლოს მიერ განაჩენის
აღსრულების გადავადების პროცედურები
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მკაცრად გაიმიჯნოს ის შემთხვევები, რომელბსაც
არეგულირებს "პატიმრობის კოდექსი"–ს 37.2 მუხლი.
ამ მიზნით, გთავაზობთ, რომ მასში ნათლად ჩაიწეროს, რომ იგი შეეხება მხოლოდ 37.1
მუხლის (ვ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
საქართველოს პარლამენტის 150–ე მუხლის საფუძველზე, გთავაზობთ, რომ
პარლამენტმა ცალსახად განმარტოს თავისი პოზიცია "პატიმრობის შესახებ"
საქართველოს კანონის 37–ე მუხლის მე–2 ნაწილის ამჟამინდელი რედაქციით
დარეგულირებულ საკითხზე:
"2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც
მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის
საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი"
და, ამ მიზმნით, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს,
რომლებიც წინამდებარე კოდექსის 37.1(ვ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად
წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრი.
=======
ალტერნატივის სახით, გთავაზობთ, რომ პატიმრობის კოდექსს დაემატოს 37 პრიმა
მუხლი, ხოლო 37 და 37–ე პრიმა მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
მუხლი 37. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან
გათავისუფლების საფუძვლები
1.
თავისუფლების
აღკვეთის
თავისუფლდება:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
დაწესებულებიდან
მსჯავრდებული
გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლისას;
დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით;
ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც
მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის
საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მუხლი 371. თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლების საფუძვლები
1.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებიდან
მსჯავრდებული დროებით თავისუფლდება:
ა) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;
ბ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაიის წევრი