საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით, 2022 წლის 11 ივლისის სხდომაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-07-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 89
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
2022 წლის 11 ივლისი, 16:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა,
საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე, კანონპროექტის შემუშავების
მიზნით;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა
ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის
აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) 2022 წლის 16 ივნისის ანგარიშში (CPT/Inf (2022) 11)
საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესწავლის
მიზნით;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიას,
ალექსანდრე რაქვიაშვილის და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/131; 02.12. 2021);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - იაგო ხვიჩია.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N89
2022 წლის 11 ივლისი, 16:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა, საქართველოს
სასამართლოების
მიერ
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
პროაქტიულად გამოყენების თაობაზე, კანონპროექტის შემუშავების მიზნით;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე
2.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა ევროპის საბჭოს წამებისა და
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) 2022
წლის 16 ივნისის ანგარიშში (CPT/Inf (2022) 11) საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა და
წინადადებების შესწავლის მიზნით;
მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე
3.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე
რაქვიაშვილის და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/131;
02.12. 2021).
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - იაგო ხვიჩია
2022 წლის 11 ივლისის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევის უფლებამონაცვლე - ირაკლი ქადაგიშვილი, ანა ბუჩუკური,
დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაიას უფლებამონაცვლე - ირაკლი ბერაია, ირაკლი შატაკიშვილი,
ნატო ჩხეიძე.
კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა წინადადება:
საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე, კანონპროექტის შემუშავების მიზნით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის
შესახებ.
კომიტეტზე აღინიშნა, რომ ევროკავშირმა დაადგინა 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მე-11 პუნქტის თანახმად,
საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს
სასამართლოებში
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
პროაქტიულად გათვალისწინებას.
ამის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საზოგადოებას წარედგინა ევროკავშირის
მიერ განსაზღვრული 12 პუნქტის განხორციელების გეგმა, სადაც მე-11 პუნქტთან მიმართებით
განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების
გათვალისწინებით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე, ხოლო კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და
მიიღებს არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა.
კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე,
კანონპროექტზე მუშაობა წარიმართოს შესაბამის საპარლამენტო სუბიექტებთან, სახელმწიფო
უწყებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კოორდინაციით, რათა მოხდეს
აღნიშნული რეკომენდაციის ჯეროვანი შესრულება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 8, წინააღმდეგი - 0,
მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების თაობაზე, კანონპროექტის
შემუშავების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ და განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
(იხ. დანართი N1: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება N 5 (5) კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე)
კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე წარმოადგინა წინადადება:
ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის
ევროპული კომიტეტის (CPT) 2022 წლის 16 ივნისის ანგარიშში (CPT/Inf (2022) 11) საქართველოს
მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესწავლის მიზნით, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
კომიტეტზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტი (CPT) საგანგებო (ad hoc) ვიზიტის ფარგლებში ეწვია
საქართველოს და ვიზიტის შედეგები შეაჯამა 2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ შესაბამის
ანგარიშში (CPT/Inf (2022) 11).
ანგარიშში იდენტიფიცირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გამოწვევები და
მათთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მიმართ CPT გასცემს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი
მიმართულება მოიცავს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმართა უფლებების დაცვას.
აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს კომიტეტის დაინტერესებას იმგვარი ანგარიშ(ებ)ით, რომელიც
შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. რადგან, ხსენებული
კომიტეტისთვის
წარმოადგენს
ინფორმაციის
ალტერნატიულ
წყაროს
გამოწვევების
იდენტიფიცირებისა და პატიმართა უფლებრივი სტანდარტის გაზრდისათვის.
CPT-ს ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძვლიანი შესწავლა
კომპლექსური საკითხია, შესაბამისად, მოითხოვს შესწავლის პროცესის ინკლუზიურობასა და
დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურად ჩართვას. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, კომიტეტის
სამუშაო ჯგუფის ფორმატის გამოყენება, ვინაიდან სამუშაო ჯგუფის ფორმატი ყველაზე მეტად
მორგებულია ისეთ საჭიროებებზე, როდესაც დღის წესრიგში დგება პარლამენტის წევრების
ერთობლივად მუშაობის წარმართვის საჭიროება სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 8, წინააღმდეგი - 0,
მიიღო გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) 2022 წლის 16 ივნისის ანგარიშში (CPT/Inf (2022)
11) საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესწავლის მიზნით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის
შესახებ და განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
(იხ. დანართი N2: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება N6(6) კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე)
სხდომის დასასრულს, კომიტეტმა განიხილა:
საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე
რაქვიაშვილისა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, ერთ-ერთმა ინიციატორმა, იაგო ხვიჩიამ
გააცნო.
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი
ნაწილი
და
მიეთითება,
რომ
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებულ
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერის აკრძალვა არ გავრცელდება ისეთ
შემთხვევებზე, როდესაც ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან.
კანონპროექტი, ასევე, ახლებურად არეგულირებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის
წევრებს შორის ვიდეოპაემნისა და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის საკითხს.
წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით, კომიტეტის თავმჯდომარემ,
კომიტეტის წევრებმა და სხდომაზე დამსწრე სხვა პირებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები,
შენიშვნები და დასვეს შეკითხვები.
საკითხზე მსჯელობისას კომიტეტის მხრიდან ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პატიმრების
უფლებების დაცვა კომიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ
კუთხით უკანასკნელ პერიოდში კომიტეტის ფარგლებში და მისი ჩართულობით არაერთი
საკანონმდებლო ინიციატივა იქნა შემუშავებული და განხილული.
კომიტეტზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების
რეალიზებისას, როგორც კანონშემოქმედებით, ისე მის აღსრულების პროცესში, გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება თანაზომიერების პრინციპის დაცვას. ხაზი გაესვა საქართველოს კონსტიტუციის
მე-15 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უდიდეს მნიშვნელობას
თითოეული ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის.
პირადი ცხოვრების უფლების, როგორც ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების უმთავრესი
საფუძვლის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ კავშირზე დემოკრატიულ საზოგადოებაში
არსებულ ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების კონცეფციებთან მიმართებით, კომიტეტის მიერ,
მაგალითისთვის, მოყვანილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, კომიტეტზე აღინიშნა, რომ
თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენებას, თავისთავად, თან სდევს ოჯახის წევრებთან
და გარესამყაროსთან კავშირის ქონის შესაძლებლობის შეზღუდვა. შესაბამისად, პირადი და ოჯახური
ცხოვრების უფლებით დაცული არ არის თავისუფლებააღკვეთილი პირის შესაძლებლობა, რომ
შეუზღუდავი კავშირი ჰქონდეს ოჯახის წევრებთან. ამავდროულად, თავისუფლების აღკვეთის სახით
სასჯელის გამოყენება არ გულისხმობს პირის აბსოლუტურ იზოლირებას და მისთვის ოჯახის
წევრებთან
კონტაქტის
სრულ
აკრძალვას.
სახელმწიფომ
უნდა
უზრუნველყოს
თავისუფლებააღკვეთილი პირის მიერ იმ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის
შესაძლებლობა, რომლებიც ხელს უწყობენ მის შემდგომ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში
ინტეგრაციას. პირადი და ოჯახური ცხოვრების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს
ვალდებულებას, რომ გარკვეული ხარისხით მაინც უზრუნველყოს პირის შესაძლებლობა, იქონიოს
კონტაქტი ოჯახის წევრებთან.
ამავდროულად, თავისუფლებააღკვეთილი პირის შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიოს საკუთარ
ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან, ზღვარდადებულია სახელმწიფოს ხელთ ობიექტურად
არსებული შესაძლებლობებით.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის კონსტიტუციური
სტანდარტიდან და ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, მხარდაჭერას იმსახურებს
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ის პრინციპი, რომელიც გულისხმობს პატიმრობაში
მყოფი გარკვეული კატეგორიის ოჯახის წევრებს შორის გარკვეული სახის კომუნიკაციის
შესაძლებლობას.
ამავდროულად, კომიტეტმა მიიჩნია, რომ დამატებით მსჯელობას საჭიროებს პირთა იმ წრის
განსაზღვრა, ვისაც მიეცემათ ინიციატივით გათვალისწინებული კომუნიკაციის ფორმებით
ურთიერთობის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება განსხვავებული მიდგომების გამოყენებას
საჭიროებდეს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების შემთხვევევბში.
კომიტეტი ასევე თვლის, რომ განსჯას საჭიროებს გონივრულად დაბალანსების მიზნით, ხომ არ იქნება
ამ კანონპროექტის მიზნებისთვის გამართლებული პირთა უფრო ვიწრო წრის განსაზღვრა, ვიდრე ეს
პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლითაა შემოთავაზებული.
კომიტეტის მოსაზრებაა, რომ ოჯახის წევრთა წრე იყოს მაქსიმალურად ფართე, მაგრამ არა
უკიდეგანოდ. სადაც და რამდენადაც დასაბუთებადი იქნება ასეთი ურთიერთობის არსებობა, იქ
ნებადართული შეიძლება იყოს ურთიერთობის უფლების მინიჭება.
პირთა წრის განსაზღვრის აუცილებლობასთან ერთად, კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის
განხილვის შედეგად გამოთქვა სხვა სახის შენიშვნებიც, რომლებიც აისახება კომიტეტის დასკვნაში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა , სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებზე მითითებით, კენჭისყრით მომხრე - 8, წინააღმდეგი
- 0, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიას,
ალექსანდრე რაქვიაშვილისა და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ.“
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ კომიტეტის გადაწყვეტილებები და
სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია
დანართი
b.:JcFr o3cqpmLr 3a6rcgrc036$o tr
oqg.rO o.r6o b p gqrg bcoo qgcg3o b.r pc bc0oJcip.lJo obr$g6Ftrgoob 3m0o$g$o tt
OrcgJ$g3C0oqpgbc N 5 (5)
3mdogg$ob boOpdro SSaUBob 0gJ06ob orobrt3
b,:Jcfrm33qrmb SrFrq"rc0C6Oot-r .:pc0oc6otr pgqp3bror pc63otro cgJ ti.:0cnJcqlcJm o6$366cAootl
3m0og3g0.: 2022 $cpotr 11 o3qrobob tibqgmOct3 6c6oboq'ro 3o0o$3$ob oro30Xqgm0r6ob 0ob3oqt
bc6X33qIJdob 0o3frr gc60mq9636oq-ro f o6,rp.rq3bc am0og3gob b.r0Xdrro XAUtsotr d3J06ob d3bob3b.
,rqro6odbt, 6rm0 336'rm3cado60o p,lp6o6.: 12 fu6J$o, frm6mFrg 3o6cnb.: bcJcfrcn33q'rcntrcr3ob
336rm3cadofrob g336rrobob 3c6qgopogob bg.:gpbolr 0obo6o$3bcpoe, 03-11 SXbj$ob ano6ob0op,
tr.:J,rfrcn33qIm0 UbeJ 0ooqrmlr d3trcb,:0otio 316m60p3bqlcnb.:, 6m03q'rog 3t63633qlgmBb
boJofrrcrr33qrmb botro0o6arqpm3bdo opo0o;6ob Xgq!3booo 336'rmJXqto lrobo0ofrrorqrmb
6c p c $ g 3 3 g o sp C b C b o b J 6 cn c J $ oX q! J
e A J or3r q) o b $ o 63 b.r b.
c0ob 6,rcrr3rqpob$o63boor, brJ,:6rqpJ036gm x06o3qr3bcobob 0o3fr botco6opm3bcb $cfr3p6o6c
336m3;3do6ob 0o361 6cbbctqr36r3q'ro 12 JfbCOob 6.r6bm6r6o3ql3botr ACA0J, brqgcg 03-11 3p6J$oto6
0nOo6or3boor 6c6bctqr36rXqloc, frm0 b.:Jcfror33grmb Jlfrqr,l036$olilpoOol6ob Xgqp3bJar.: pc63obc
qgc b,r0mJ;erCm o6936frr,:goob 3m0og3go, 33frrmbrb$mb 0o6ob$Froo 3cn6o$3$ob cqrl.r6Xq"r3botl
Jfrmg3pXfr3bob 6co3rq"rob$o63bocn, d3ttbc0ob 3rbm6J6rn3J$b 0mc0t.rgg3bti cgo Jo6epo636$b
tica.r6m60p3bqrm o6ogoc$o3ob $3bom $.:6lf pOfbb L b3J$30b6r.r0q93, bmqrm 3.16o636o3J$b
Jr6qlc036$o 6o6oboqpcab qgc 0ooqr3bb cfrc X63oo63b 18 mJ$m0b6tobc.
3m6og3g0c 0oto6d3$mboqrop hccn3,rq"r.r, 6rcn0 bcJc6cn33q'rmb bobrO,lfrrcrrqpm3bob 0o36r cp,r0oc6ob
Xgq"r3b.rcn.: 336rmJ3qno bcb.lOofrorqprob 6.:pl$933goqp3b3bob 36cnoJ$oXqrcp 6o0rogCbCbob an;mbr9o3,
3.:6m636o3Jgb3 0Xdcmb,r $rfroOcfrcnmb d3bcbcOobo bo3ofrq"rc636$ro bXbo3J$3botc6 qgo brOmJcqgtJm
b3Jgmdrob g,1610m0.lp636qr3baub Odopfrm 3mmdrpo6o0oocn, drroto 0mbp3b lqr6od6Xqno
6133m036p,: goob 136rm3o6o d3 bFrXq"r3bc.
gm3CcIo3C b30m.:qr6odbXq"rob 6cor3,:qpob$o63boan, 3m0o$3$0l 6.rpc$93o$,r:
1. lroJ;6'rcn3Cclmb 3c6afro636$ob fr36qpc036gob 46-3 0Xbqlob d3bobo6olr.:qg, d3oJ06cb 3m0o$3$ob
tr,:03drm XaUtso;
2. bc0Xd;m XOUq3otr 6ot6cqg 6c6obotqr36cnb bcJc6ar3Clpmtr bcb;0c6rcnqpm3bob 0o36 .:p.:0o;6oti
XBcTrCdom,r 336'rm3Xqlo liobcOlfrroqrmb g.lpl$g33goqr3b3bob 36rmcJ$oXCIJC9 6.10m9363bob cnrmbcb3
3r6m636ro3J$ob d30Xd;33br;
3. ti.:0Xd,:m XAU$0r 0pdomb,: p.:;b6rXqrob .:0 6cp.:$933$oq'r3b,ldo Ooanoor3b3eo 3,r6cn6Jfrm3J$otl
d36pdr33bob pcbfrXqr3bobcnc6r33, 0c66r,:0 c6cX63oo63b 2022 $cIotr 31 o63ob$mbo;
4. b,r0Xdccn XOXtsOr, OXd.:mbob p,:b6Xqp3bob d30q936, Ar$CUqro boJ0o,rbmbob d3q9363botr d3bcb3b
;66lfro6o/o6gmfrdc6oc $,:6pp6obmb lm0o0COb;
5. bc0pdom XAltso 6o6obcloqr3frcnti d30p36o d30op636qflrqbocn :
0ob3oqp tio6rX33qrod3 - J.rfrrqlc036$ob $336o (Xalqgob blqT)0dqtg.r6CaPo);
L.
2. rcpueJ qrXqgpdcX6o - 3.rfrqlJ036$ob 03g6o;
3, bcacqgro6 0o6trn33o - J.:6'rqpc0360ob 0CSF o;
4. er3ocD tr3fra336:rD - 3o6qpc036$ob $CS6;
5. o6rcaqro dc$caod3oqro - JcFrqpJ0360ob $fS6o;
6. 3q'ropo03frr hchobooo - 3c6qr036$ob 9Cg6o;
7. 6o6m orqbcd3oqpo - 3o6apc0360ob $Cg6to;
8. u6o bShgSFro - Jcfrrqpc036$ob $CS6o;
9. cl33rb ocnb3qroo6o - Jcfrqro0360ob $Cgfrto;
L0, o,:6m b3ohor - 3oFrq1o0360ob $Cg6o;
11. 6o$m hb3od3 - ].16qro036Ootr $CgFto;
12. qo0og6o 636rogod3ocpo - cnboqgrobolr booJ3qlcAom bcbc0cfrorqpob cqg6o6otr$6J0oUcf)
bcJ03cno Juqrc$otr crrcaXqgm0ofrr3;
13. 6omFr6o bp6Xobcd3 - boJo6rcn33qrrnb b.:bcqrbo pc0633qtob 0m.lg96oql3;
14. b3Jc ds0od3oqgro - boJcFrar33qrmb o3b$o3oob 0o6ob$6ob 0rnoqg6ogt3;
15. c0ofrub 63eXc03oqlo -
boJr6'rcn33qrmb aC6C6cafrUFro J6m3Xfro$36rob bS3gocq"rXft
bo6.:0mdo3bm bcObobX6do 6c0rndo3bob boJ6rm63bo bCqp0dego63q'rmbolr q933r6$c036$ob
Xtsfrrmtio;
16. 3qr363 bo$obr3c - bboJ bcJo6ror33qlmlr op3m3r$oro cbmgorgoob ,rpc0oo6ob Xo3qp3bccn.: po
bo 3 frr ar c d rn Fr o b cD bo d o 6 ol,: ql o b 3 m 0 o $ 3 $ o b oro3 01p rn 0 c 61 3 ;
17, boqrmO3 Xrnbod3 - r6cbo03$cfr03m (cfrr.:3m03frr6oupo) oXfroqgoXqro Jofro - "pgqgr3b3bo
bcJcdro33qpmlr" 36rm3 J$otr 3mofrrpo6o$rn6o;
18. crroOofrr r')6oo6o -
bo3fro,:drn6robo bc0o6roroqr$.lFr0m3bob 636qgoti b3qgrOdqr3o63qto,
b.r J c 6r or33 gp m b o b o ggr 6.:t fr p o o3 frr o b0 crr c c lr m 0 o c 0 o o;
19. cnoOcrrc0oro 0oJ3 qpcd3 - bm gocqrXfio blOlfrarqrocbmbotl tl360Ft o;
6. bo@Xdcm XAUtsotJ d3J06ob dCbob3b 3g6robmb bcJcfrcn33qIob joFrqro036$ob boX6mb;
7. 3b 6cpc$g33$oq"r3bc 14 pqrob 3cpcdo 6.10mJ33g6p3b Jcdrqpc036$otr 33b63C6et3.
3 m0o$3$ ob cn,:30Xqgro0oFr3
0ob3oqr bo6tX33qprd3
(E