„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.07.2022
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/168/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოება, რომლის ყველა წილის/აქციის მესაკუთრეა ის ფიზიკური პირი, რომელიც ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია როგორც სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმე და სამეწარმეო საზოგადოების ფორმით სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გასაგრძელებლად დააფუძნებს სამეწარმეო საზოგადოებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ სამეწარმეო საზოგადოებას გადასცემს სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმის უფლებებსა და ვალდებულებებს. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სამეწარმეო საზოგადოებაზე, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სესხის გამცემი სუბიექტი არის ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. ამავე ორგანული კანონის 522 მუხლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში - ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. საყურადღებოა, რომ ორგანული კანონით განსაზღვრულია საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რომლებშიც არ ექცევიან სესხის გამცემი სუბიექტები. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოების ფარგლებში, სესხის გამცემ სუბიექტებს, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტად შესაძლებელია დარეგისტრირდეს როგორც სამეწარმეო საზოგადოება (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება), ასევე, ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც თავის მხრივ, არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, იგი ვერ მოექცა ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალში კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, რაც, თავის მხრივ, მის ეფექტიან ფუნქციონირებასთან და მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული რისკებს ქმნის. გარდა ზემოაღნიშნული რისკებისა, სირთულეს ასევე წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება. შესაბამისად, არსებობს რისკი და საფრთხე იმისა, რომ რეგულირების გარეშე დარჩეს გარდაცვლილი სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის მიერ გაცემული სესხები, მაშიც როდესაც, აღნიშნული რისკები დაზღვეულია სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის 217/04 ბრძანებით დამტკიცებული სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის მე-3 მუხლის 21 პუნქტით განისაზღვრა, რომ დაინტერესებული იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი, რომელიც იმავდროულად ამ იურიდიული პირის დირექტორია, ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი. ზემოაღნიშნული რისკების დასაზღვევად და საკითხების დასარეგულირებლად, საჭიროა ეროვნულ ბანკში ამჟამად სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების სამეწარმეო საზოგადოებად გარდაქმნა, რაც თავის მხრივ, მოიაზრებს მათი რეგისტრაციის გაუქმებას და მათ მიერ სამეწარმეო საზოგადოების დარეგისტრირებას, ვინაიდან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში მის სამეწარმეო საზოგადოებად გარდაქმნას. აქვე საყურადღებოა, რომ „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია მოსაკრებელი სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მე-5 მუხლითაა დადგენილი, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (მისი გადახდისგან განთავისუფლება) წესდება მხოლოდ ამ კანონით და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური შეღავათების დაწესება დაუშვებელია. ამავე კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების შემთხვევებს, ხოლო 81 მუხლი გარდამავალ დებულებებს. შესაბამისად, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ამ უკანასკნელ მუხლში გარდამავალი დებულების დამატების მიზანშეწონილობით, რომლის თანახმად, ამ ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის სესხის გამცემ სუბიექტებად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის (ფიზიკური პირის) მიერ დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის, რომელიც 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მოთხოვნით, დაშვებული იქნება გამონაკლისი და გათავისუფლდება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან, რამდენადაც ხსენებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს უკვე გადახდილი აქვთ სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მოსაკრებელი. კანონპროექტის შემუშავების მიზანია დაარეგულიროს სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობა, ამასთან, რისკების მინიმიზაციის კუთხით უზრუნველყოს მათი შემდგომი უწყვეტი ფუნქციონირება და სესხის გამცემი სუბიექტების მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამასთან, შესაბამისი ცვლილებები შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის #217/04 ბრძანებით დამტკიცებული სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლითაა დადგენილი, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (მისი გადახდისგან განთავისუფლება) წესდება მხოლოდ ამ კანონით და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური შეღავათების დაწესება დაუშვებელია. შესაბამისად, აუცილებელია ამავე კანონით დაიშვას გამონაკლისი და დარეგულირდეს სესხის გამცემ სუბიექტებად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეებისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის განმეორებითი გადახდისაგან განთავისუფლების საკითხი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდეგ, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ სესხის გამცემ სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ განმეორებითი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ეროვნულ ბანკში სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაციის გზით და მომხმარებლებს გაუწიონ სრულყოფილი და ეფექტიანი მომსახურეობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლში და მას ემატება მე-7 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალ დებულებად, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოება, რომლის ყველა წილის/აქციის მესაკუთრეა ის ფიზიკური პირი, რომელიც ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია როგორც სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმე და სამეწარმეო საზოგადოების ფორმით სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გასაგრძელებლად დააფუძნებს სამეწარმეო საზოგადოებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ სამეწარმეო საზოგადოებას გადასცემს სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმის უფლებებსა და ვალდებულებებს. ამასთან, აღნიშნული შეღავათი გავრცელდება სამეწარმეო საზოგადოებაზე, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულია სულ 23 ინდივიდუალური მეწარმე. რამდენადაც სარეგისტრაციო მოსაკრებელი სესხის გამცემი სუბიექტისათვის 10 000 ლარს შეადგენს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება ჯამში 230 000 ლარი. თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ეს პირები ამჟამად უკვე რეგისტრირებულნი არიან სესხის გამცემ სუბიექტებად და გადახდილი აქვთ შესაბამისი მოსაკრებელიც. აქედან გამომდინარე, არასამართლიანი იქნება თუკი ხელახლა დაეკისრებათ მოსაკრებლის ხარჯის გაღება. ამასთან, გაიზრდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთარი შემოსულობები, რადგან ინდივიდუალურ მეწარმეებს რომლებიც სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაციას გაივლიან მოუწვეთ რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდა. კერძოდ, სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაციის საფასური შეადგენს 200 ლარს, დაჩქარებული წესით - 400 ლარს; სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემდეგ, კანონპროექტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ მეწარმის ფორმით არსებულ სესხის გამცემ სუბიექტებს დაუწესდებათ ფინანსური შეღავათი, რაც გულისხმობს განმეორებითი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან მათ განთავისუფლებას. 2022 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულია სულ 23 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო სარეგისტრაციო მოსაკრებელი სესხის გამცემი სუბიექტისათვის 10 000 ლარს შეადგენს, შესაბამისად ყველა სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმე ვინც დარეგისტრირდება სამეწარმეო საზოგადოებად, დაზოგავს 10 000 ლარს. ამასთან, ასეთი პირების სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაცია გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგალითად სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაციის საფასური შეადგენს 200 ლარს, დაჩქარებული წესით - 400 ლარს; სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – რეგისტრაციის საფასურს ემატება 7 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. თუმცა კანონპროექტის შესაბამისად სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოება, რომლის ყველა წილის/აქციის მესაკუთრეა ის ფიზიკური პირი, რომელიც ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია როგორც სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმე და სამეწარმეო საზოგადოების ფორმით სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გასაგრძელებლად დააფუძნებს სამეწარმეო საზოგადოებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ სამეწარმეო საზოგადოებას გადასცემს სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმის უფლებებსა და ვალდებულებებს. სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 10 000 ლარს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.