„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის დანართი №1-ის პირველი პუნქტის 1.32. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1.32. „გვირაბთან მიახლოება“ - იდგმება საავტომობილო გვირაბის ან/და საავტომობილო
გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის დასაწყისამდე.“.
2. დანართი №1-ის საგზაო ნიშნის გამოსახულების - 1.32-ის სახელწოდება შეიცვალოს და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გვირაბთან მიახლოება“.
3. დანართი №1-ის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.37. და 5.38. ქვეპუნქტები:
„5.37. „გვირაბი“ - გამოიყენება საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გვირაბის დასაწყისამდე,
საიდანაც სპეციალური წესების მოქმედება იწყება. საავტომობილო გვირაბის სიგრძე
შესაძლებელია დატანილ იქნას საგზაო ნიშნის ქვედა მხარეს ან მოქმედების ზონა 8.2.1 დაფაზე.
5.38. „გვირაბის დასასრული“ - იდგმება საავტომობილო გვირაბის დასასრულს, საიდანაც
გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები აღარ მოქმედებს.“.
4. დანართი №1-ის საგზაო ნიშნებს დაემატოს საგზაო ნიშნების გამოსახულებები:
5.37
„გვირაბი“
5.38
„გვირაბის დასასრული“
5. დანართი №1-ის მე-7 პუნქტის:
ა) 7.3.2. ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: 7.3.1 ნიშანი იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით.
ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.“.
6. დანართი №1-ით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების გამოსახულების მე-7 პუნქტის
(საინფორმაციო საჩვენებელი ნიშნები):
ა) 7.3.2 საგზაო ნიშანი „მობრუნების ზონა“ ამოღებულ იქნეს;
ბ) 7.10.1. საგზაო ნიშნების გამოსახულება შეიცვალოს შემდეგი გამოსახულებით:
7.10.1
„მიმართულების მაჩვენებელი“.
მუხლი 2.
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(შემდგომში - კანონი) „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ ვენის 1968 წლის
კონვენციასთან (შემდგომში - კონვენცია) შესაბამისობაში მოყვანა (საქართველო კონვენციას
შეუერთდა „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 25 ოქტომბრის №568–Iსდადგენილებით).
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონში არსებული, ზოგიერთი ნიშნის
განმარტებისა და მათი გამოსახულებების იმდაგვარად ჩამოყალიბება/დამატება, რომ აღნიშნული
შესაბამისობაში იყოს კონვენციასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგენს
საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფეროს, აღნიშნული საკითხების მოწესრიგებისთვის
საჭიროა ცვლილება შევიდეს შესაბამის საკანონმდებლო აქტში - „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად კანონი უფრო მეტად ზუსტი და ინფორმაციული
გახდება, რაც ხელს შეუწყობს მის კონვენციასთან დაახლოებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის დანართი №1-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულია მაფრთხილებელი ნიშნები,
რომლის 1.32 ქვეპუნქტი ითვალისწინებს „გვირაბის“ აღმნიშვნელი ნიშნის განმარტებას.
გამომდინარე იქედან, რომ მოცემული ნიშანი არსობრივად განეკუთვნება განსაკუთრებული
მითითების ნიშნებს და არა მაფრთხილებელ ნიშნებს, აუცილებელია მოხდეს მისი
განსაკუთრებული მითითებების ნიშნების პუნქტში გადატანა. გარდა ამისა, კანონის
კონვენციასთან მეტად დაახლოების მიზნით ამავე თავში უნდა დაემატოს „გვირაბის
დასასრულის“ აღმნიშვნელი ნიშნის განმარტება. ნიშანდობილივია, რომ ორივე ნიშნის
განმარტება განსაზღვრულია პირველი დანართის "E" თავის მე-2 ქვეთავის მე-9 პუნქტით.
ნიშნების განმარტებასთან ერთად კანონში მათი გამოსახულებებიც დაემატება, რომელიც ასევე
კონვენციიდან არის გადმოტანილი.
კანონპროექტის თანახმად დანართი №1-ის პირველი პუნქტის 1.32 ქვეპუნქტით უნდა
განისაზღვროს ნიშანი „გვირაბთან მიახლოება“. ნიშნის განმარტება მოცემულია კანონის
დანართი №1-ის პირველი პუნქტის შენიშვნაში. ნიშნის გამოსახულებად გამოყენებული იქნება
კანონის ახლანდელ რედაქციაში არსებული, ნიშან გვირაბის აღმნიშვნელი გამოსახულება.
კანონპროექტის თანახმად კანონის კონვენციასთან დაახლოების მიზნით მოხდება კანონის
დანართი №1-იდან 7.3.2. ქვეპუნქტის ამოღება, რომელიც ითვალისწინებდა მობრუნების ზონის
ნიშანს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, იცვლება დანართი №1-ის მე-7 პუნქტის 7.10.1 ქვეპუნქტების
საგზაო ნიშნები, ვინაიდან როგორც კონვენციით ისე კანონით გათვალისწინებულია რომ ნიშანზე
მარცხნიდან მარჯვნივ რიგითობით თავდაპირველად აღინიშნება დასახელება, შემდეგ
კილომეტრაჟი და ბოლოს მიმართულება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება „საქართველოს
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საავტომობილო გზების
მშენებლობა და მოვლა-შენახვა“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარატმენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ასიგნებების გამოყოფას. კანონპროეტის მიღებით გამოწვეული ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის „საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლაშენახვა“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან,
კერძოდ:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდება სულ 31
საავტომობილო გვირაბის საგზაო ნიშნის (5.37 და 5.38) განთავსება - ჯამში 124 ცალი (ერთეულის
ღირებულება 100-120 ლარი-სულ 12 400 - 14 800 ლარი).
საგზაო ნიშნის (7.3.2) გამოყენება საქართველოში არ განხორციელებულა, შესაბამისად
სადემონტაჟო სამუშაოების ხარჯები არ წარმოიშობა.
დამატებით აღსანიშნია, რომ საქართველოში საგზაო ნიშნების დაპროექტება და მოწყობა
ხორციელდება ვენის კონვენციაში მოცემული ესკიზური გამოსახულების შესაბამისად. აქედან
გამომდინარე, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს უკვე არსებული საგზაო ნიშნების
დემონტაჟს ან/და ჩანაცვლებას (7.10.1) საგზაო ნიშნების შემთხვევაში, რადგან ხდება
წარმოდგენილი კანონის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ ნორმებთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ნიშანდობლივია, რომ „საგზაო ნიშნებისა და სიგნალების
შესახებ“ ვენის კონვენციის (შემდგომში - კონვენცია) თანახმად, კანონპროექტში დამატებულია
საგზაო ნიშნები და განმარტებულია მათი გამოყენების პირობები. კერძოდ, კონვენციის
კონსოლიდირებული ვერსიის მე-13bis მუხლისა და პირველი დანართის E სექციის მეორე ნაწილის
მე-9 პარაგრაფის a, b და c ქვეპუნქტებით განისაზღვრა სპეციალური რეგულირების ნიშნების (E, 11a
; E, 11b ) სახელდება და გამოყენების წესი, ხოლო მე-3 დანართით (E, 11a და E, 11b) - „გვირაბი“,
„გვირაბის დასასრული“ და G, 1c საგზაო ნიშნების (რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შეესაბამება 7.10.1 გამოსახულებას) გამოსახულებები.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლმაც მონაწილეობა მიიღოკანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში
არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.