საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტების ანგარიშები (რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ლატვია)
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-11244/22
26-07-2022
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
წარმოგიდგენთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო
ვიზიტების ანგარიშებს.
გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში.
დანართი 11 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის
ნიკოლოზ სამხარაძის ფინეთში ვიზიტის ანგარიში
(15-18 ივნისი, 2022)
2022 წლის 15-18 ივნისს ფინეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ფინეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების
წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა ფინეთის პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ერკი ტუომიოიასთან
(სოციალ-დემოკრატიული პარტია). ფინური მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, ევა ბიაუდეტი (შვედი ხალხის პარტია), ინკა ჰოპსუ
(მწვანეთა პარტია), იუსი სარამო (მემარცხენეთა ალიანი) და კომიტეტის აღმასრულებელი
მდივანი, იონა ლაურმაა.
შეხვედრაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ ფინელ კოლეგებს დეტალურად გააცნო საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან ბოლო დროს
გადადგმული, მათ შორის, ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, ხაზი გაუსვა ევროკავშირის
მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აუცილებლობასა და
ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება
გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესია საფრთხეს უქმნის არა
მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის, არამედ ბალტიისა და ფინეთის ყურის ქვეყნებსაც.
ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, თავის მხრივ, კიდევ
ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის მისწრაფებისადმი მხარდაჭერა და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო
უახლოეს პერიოდში მოახდენს ყველა საჭირო რეფორმის გატარებას მიზნის მისაღწევად.
შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ფინეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის
დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, მარია ლიივალასთან და ევროინტეგრაციის
საკითხებში ფინეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველთან, სახელმწიფო მდივანთან, იარი
ლუოტოსთან. შეხვედრების ძირითადი ნაწილი ევროკომისიის მიერ შეფასებითი ანგარიშის
განხილვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების
საკითხს დაეთმო.
ნიკოლოზ სამხარაძემ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ „ასოცირებული ტრიოს“
ქვეყნებიდან საქართველოს განცალკევება არამართებული გადაწყვეტილება იქნებოდა
როგორც პოლიტიკური და ტექნოკრატიული, ისე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების
თვალსაზრისით.
ფინურ მხარესთან დეტალურად იქნა განხილული საქართველოს პროგრესი როგორც
ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების, ისე კონკრეტული მიღწევების, მათ შორის,
მედია-პლურალიზმის,
ადამიანთა
უფლებების
დაცვის,
საკუთრების
უფლების,
პენიტენციური სისტემის რეფორმის და სხვა მიმართულებებით. გარდა ამისა, ფინურ მხარეს
გადაეცა საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებში საქართველოს პოზიციების ამსახველი
ინფორმაცია ასევე, აღნიშნული მიმართულებების მიხედვით, უკრაინასთან და მოლდოვასთან
შედარებითი ანალიზის შედეგები და ნიშნულები.
მნიშვნელოვანია, რომ ფინელმა კოლეგებმა სრულად გაიზიარეს ქართული მხარის
პოზიციები. იარი ლუოტომ და მარია ლიივალამ დაადასტურეს, რომ საბჭოს სხდომაზე
ფინური მხარე აუცილებლად გააჟღერებდა ქართული მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას
და კოლეგებთან დეტალურად განიხილავდა ტრიოს ქვეყნების შედარებითი ანალიზის
შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ ფინური მხარის შეფასებით ტრიოს ფორმატიდან საქართველოს შესაძლო
განცალკევება უარყოფით შედეგებს მოიტანდა როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების
გამოწვევების ზრდის თვალსაზრისით.
ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ევროპული ცენტრის
საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროს, რასმუს ჰინდერს, კვლევისა და ანალიზის
განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლ დიკსონს და საერთაშორისო ურთიერთობების
კოორდინატორს, ლიდა კარიალაინენს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეგიონში არსებული
უსაფრთხოების
გარემო.
კომიტეტის
თავმჯდომარემ
ჰიბრიდული
ცენტრის
წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში ჰიბრიდული საფრთხეების მხრივ
არსებული გამოწვევები. უკრაინაში მიმდინარე ომისა და უსაფრთხოების კუთხით გაზრდილი
გამოწვევების განხილვისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. ასევე, აღნიშნა,
რომ საქართველოს მთავრობა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს
უკრაინის დასახმარებლად.
რასმუს ჰინდერნმა, თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნო ცენტრის მიმდინარე
პროექტები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კვლევაზე, რომლის
მიზანია საქართველოში ჰიბრიდული ზეგავლენების იდენტიფიცირება.
გარდა ამისა, საუბარი ასევე შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო
მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებებში საქართველოს როლს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ
ჰიბრიდული ცენტრი, საელჩოს შუამავლობით, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს
საქართველოსთან თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ნიკოლოზ
სამხარაძე
სამუშაო
სადილი
ჰქონდა
კვლევითი
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან. სამუშაო სადილს ფინეთის მხრიდან ესწრებოდნენ - სამხრეთ კავკასიაში
ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კირსტი ნარინენი, „ფინეთის საერთაშორისო
ურთიერთობათა ინსტიტუტის“ მკვლევარი, გაეროს გენმდივნის ყოფილი წარმომადგენელი
საქართველოში საარი სინიკა, „მშვიდობის მედიაციის ცენტრის“ მკვლევარი, იენი ლააკსო და
„ალექსანდრეს ინსტიტუტის“ მკვლევარი, ანტი ტურუნენი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
ზემოაღნიშნული ცენტრები ფინეთის საგარეო პოლიტიკისა და აზრის ფორმირების კუთხით
ყველაზე გავლენიან კვლევით ორგანიზაციებს წარმოადგენენ.
შეხვედრაზე, განხილული იქნა რუსეთ-უკრაინის ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების
გამოწვევები, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, ასევე,
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი.
ნიკოლოზ სამხარაძემ ფინელ მკვლევარებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში
უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებზე, ასევე, ქვეყნის მიერ
ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრესზე.
ფინელი მკვლევარები განსაკუთრებით დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს მიმდინარე,
მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობებით, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობითა და მათგან
მომავალი შესაძლო საფრთხეების საკითხით, რაზეც დეტალური და ამომწურავი პასუხები
მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა მარტი აჰტისაარის მშვიდობის
ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, იანე ტალასთან და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის
პროგრამების დირექტორთან, ვილე ბრუმერთან.
შეხვედრის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ ფინურ მხარეს დეტალური ინფორმაცია
მიაწოდა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ
მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების
მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებზე და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ.
საპრეზიდენტო არჩევნებზე. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა უკრაინისთვის
გაწეულ და მიმდინარე დახმარებაზე, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მხრიდან
საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ჰააგის
სასამართლოში მხარდამჭერი განცხადებების, რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების
შესახებ.
თავის მხრივ, ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს კომიტეტის თავმჯდომარეს
დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიწოდებისთვის. მათი განცხადებით, ევროპის
კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება უშუალო ზეგავლენას
იქონიებს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანაზე. იანე ტალასის
მოსაზრებით, რუსეთის დასუსტება პირდაპირ აისახება ოკუპირებული რეგიონების
რეჟიმებზე როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, რაც
აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული და გამოყენებული.
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის სამუშაო ვიზიტი
ლატვიაში
(19-21 ივნისი, 2022)
2022 წლის 19-21 ივნისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე, ლატვიის პარლამენტის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რიგაში.
ვიზიტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო სამი ზღვის ევროპული ინიციატივის სამიტში
და შეხვედრები გამართა ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან.
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ევროპული ინიციატივის ფორუმში,
სადაც განხილული იყო სამი ძირითადი თემა: გეოპოლიტიკური უსაფრთხოება და
ინფრასტრუქტურა; სამი ზღვის ინიციატივის ეკონომიკური ასპექტები, პროექტები,
დაფინანსება და ინვესტიციები და მდგრადი განვითარება და ევროკავშირის პოლიტიკასთან
დაახლოება, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციის გზით.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო სამი
ზღვის საპარლამენტო ინიციატივის სამიტში მონაწილეობს.
„ეს არის ამ ინიციატივასთან ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისი, რადგან ინიციატივის სამი
ზღვიდან შავი ზღვა არის ერთ-ერთი და საქართველო მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის
ქვეყანას. სწორედ ამიტომ, საქართველო ამ ინიციატივის ნაწილი უნდა იყოს. მინდა
ოფიციალურად გამოვხატო ჩვენი ინტერესი, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ აღნიშნულ
ინიციატივასთან.“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება
გაამახვილა ამ ინიციატივის ეკონომიკურ მხარესა და თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი
გაუსვა მის მნიშვნელობას ჩვენი რეგიონისთვის.
„როდესაც მე ვსაუბრობ ჩვენს მისწრაფებაზე, ვიყოთ მჭიდროდ დაკავშირებული სამი ზღვის
ინიციატივასთან, ვსაუბრობ არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე,
არამედ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს უკან არის უზარმაზარი რეგიონი, გამოუყენებელი
პოტენციალით, რომელიც შეიძლება გახდეს ძალიან საინტერესო ევროკავშირისათვის,
განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ჩვენ შეგვიძლია
ვიყოთ
ხიდი ევროკავშირისთვის აზიის რეგიონის განვითარებად
ბაზრებთან
დასაკავშირებლად.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ლატვიის
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რიჰარდს კოლსთან,
სეიმის ევროპის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარია გოლუბევასთან და თავდაცვის, შინაგან
საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, იურის რანცანსთან.
კანონმდებლებთან შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოსთვის
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების
მოლოდინები.
ლატვიელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული
მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და იმედი გამოთქვეს, რომ ევროპული საბჭოს
გადაწყვეტილება თანხვედრაში იქნებოდა საქართველოს ინტერესებთან.
მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას ასოცირებულ
ტრიოში გატარებული რეფორმების თვალსაზრისით და აღნიშნეს, რომ საქართველომ
შესაძლოა მნიშნელოვანი როლი ითამაშოს ევროპის მომავალი უსაფრთხოების გაძლიერებაში.
ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები, ასევე გამართა
ჩეხეთის და მოლდოვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების
თავმჯდომარეებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების
საკითხი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია
და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლატვიის
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, არვილს აშერადენსს, საგარეო საქმეთა სამინისტროს
სახელმწიფო მდივანს, ანდრის პელშს და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ევროკავშირის
საკითხებში, რეინის ბრუსბარდისს შეხვდა.
შეხვედრებისას განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა მოახლოებული ბრიუსელის და
ნატო-ს მადრიდის სამიტები და შესაბამისად, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე
გაკეთებული განაცხადი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხები.
„შეხვედრებზე ლატვიურ მხარეს ვთხოვე, რომ დაიცვან საქართველოს პოზიციები ევროპული
საბჭოს სხდომაზე ასევე, მოითხოვონ გარანტიები და გაკეთდეს ჩანაწერი, რომ საქართველოს
მხრიდან პირობების შესრულების შემთხვევაში, ქვეყანას მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხაზი
გავუსვი, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს საქართველოს
ნატო-ში გაწევრიანების გეგმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ლატვიურმა მხარემ საქართველოსთვის ევროკავშირის
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე სრული
მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ ურყევი პოზიცია და რომ ეს
პოზიცია გამოხატული იქნება როგორც ევროპული საბჭოს სხდომაზე, ასევე ნატო-ს მადრიდის
სამიტზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა შეხვედრები ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების
ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ანდრის შპრუდსთან და ნატო-ს სტრატეგიული
კომუნიკაციების ცენტრის წარმომადგენელთან, იანის კარლსბერგსთან.
შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანება, ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით
წარმოდგენილი რეკომენდაციები, ნატო-ს სამიტის მოლოდინები, უკრაინაში მიმდინარე
რუსული აგრესია და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები.
ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შავი ზღვის რეგიონში
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.
ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი.
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის და საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში
(29-31 მაისი, 2022)
2022 წლის 29-31 მაისს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური
ვიზიტით, ბუქარესტში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის
წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ისკო დასენი და რამაზ ნიკოლაიშვილი.
საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ
სამხარაძის ხელმძღვანელობით რუმინეთის სენატის პრეზიდენტს, ფლორინ ვასილე ჩიცუს და
დეპუტატთა პალატის ვიცე-სპიკერს და საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა
კომიტეტების წევრებს შეხვდა.
შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს და რუმინეთს შორის მაღალ დონეზე
არსებული პოლიტიკური ურთიერთობები. ასევე, განხილული იყო ეკონომიკური საკითხები,
მათ შორის, სატრანსპორტო დერეფნების უფრო მეტად გამოყენების და მისი სრულად
ათვისების შესაძლებლობები.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.
შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ისინი იმუშავებენ
თავიანთ ევროპელ კოლეგებთან, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს. მათი განცხადებით
ისინი მხარს დაუჭერენ ნატო-ს მადრიდის სამიტზე, საქართველოს წევრობის შესახებ უფრო
კონკრეტული და მკაფიო ჩანაწერის მიღებას.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ვიზიტების გააქტიურების და
საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოს შორის
თანამშრომლობის და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი.
რუმინულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ოფიციალური
ვიზიტით ეწვიოს საქართველოს.
ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების
კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლეტა პაულიუცს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
ვიცე-პრეზიდენტს, რობერტა ალმა ანასტასეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრებზე
განიხილეს
საქართველო-რუმინეთს
შორის
არსებული
ორმხრივი
საპარლამენტო ურთიერთობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მაღალი
დონის თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი
ევროკავშირის წევრობაზე და ნატო-ს მომავალი მადრიდის სამიტი.
ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ
ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე და ასევე ნატო-ს მადრიდის სამიტის
მოლოდინებთან დაკავშირებით. ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ამ სამიტის შემდეგ, მეტი სიცხადე
იყოს შეტანილი ნატო-ში საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.
რუმინეთის სენატის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტების წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს, დაუდასტურეს რუმინეთის მხარდაჭერა
როგორც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, ასევე
საქართველოს საბოლოო წევრობაზე ნატო-ში უფრო მკაფიო გზავნილების მიღებასთან
დაკავშირებით.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას,
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას რეინტეგრაციის მიმართულებით, ასევე რუსეთის
მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას და შავი ზღვის რეგიონზე მის შედეგებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს და რუმინეთის საზღვაო დერეფნის პოტენციალის
სრულად ათვისების შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი და მომგებიანი
შეიძლება გახდეს იმის ფონზე, რომ ევროპა ცდილობს უარი თქვას რუსეთიდან
ენერგომატარებლების მიღებაზე.
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ოფიციალური
ვიზიტი სლოვაკეთში
( 1-3 ივნისი, 2022 )
2022 წლის 1-3 ივნისი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ
სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო
გლობსეკის (GLOBSEC) ბრატისლავას ფორუმზე.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო GLOBSEC - ბრატისლავას უსაფრთხოების ფორუმის
ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოებას და
აღმოსავლეთ სამეზობლოს.
ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის
წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
გატარებულ რეფორმებზე და არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.
მომხსენებლებმა აგრეთვე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების საკითხი, ახალი
უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.
„დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები ითხოვს ცვლილებებს და
ზოგადად ევროპული უსაფრთხოების გადახედვას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი
აჩვენა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი
მიიღებს სწორ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის
კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არამხოლოდ ჩვენი
საზოგადოებისათვის, არამედ მოსკოვისთვისაც, რომელიც მკაფიოდ შეახსენებს კრემლს, რომ
ის ვეღარ გააგრძელებს თავის აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის
მიმართ.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში.
აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და
გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე,
კატარინა მატერნოვა, პორტუგალიის ევროპულ საქმეთა ყოფილი სახელმწიფო მდივანი,
ბრუნო მასაეში.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის
შეხვდა სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მილან ლავრენჩიკს და თავდაცვის და
უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, იურაი კრუპას.
შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ნატო-ს მოახლოებული სამიტი.
ევროკავშირის
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით შეხვედრებზე, სლოვაკეთის მხრიდან მიიღო უპირობო
გზავნილები, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
მინიჭებას და ასევე მხარს დაუჭერენ ნატო-ს მადრიდის კომუნიკეში უფრო მკაფიო სიგნალებს,
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებას. სლოვაკურმა
მხარემ გამოთქვა ინტერესი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისინი ოფიციალური ვიზიტით მოიწვია
საქართველოში.
ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკ კოლეგებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან გადადგმულ
აგრესიულ, მათ შორის, ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.
მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები.
სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს
მასტაბილიზირებელ როლს სამხერთ კავკასიაში და მის მნიშვნელობას შავი ზღვის
უსაფრთხოების კონტექსტში.
გლობსეკის ფორუმის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს,
ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, ძირითადად უკრაინაში მიმდინარე რუსეთის
აგრესიაზე. ოლექსანდრ მერეჟკომ ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის
მხრიდან თავდაცვითი ომის წარმოებაზე.
კოლეგებმა განიხილეს საპარლამენტო ასამბლეებზე ერთობლივი ფრონტით გამოსვლის და
თანამშრომლობის აუცილებლობა.
ნიკოლოზ სამხარაძემ უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინელი
ხალხისადმი სოლიდარობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი ევროპული
და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც იმუშავებენ, როგორც პრობლემური
თემების აღმოსაფხვრელად, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების შესასრულებლად.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ
სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი,
ნიკოლოზ ხატიაშვილი.