საქართველოს მოქალაქეების შალვა ხაჭაპურიძის და ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წერილი
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041226311424
22.07.2022
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება: პატიმართა სიცოცხლის უფლების დაცვა
შინაარსი: 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა
გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. საქმის მასალები გაცნობის შედეგად დადგინდა,
რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს
სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც
პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ
გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ
თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო
მომსახურება. წყარო: https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelis-sakhalkhodamtsvelis-saparlamento-angarishi-2020. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 16 ივლისს "სახალხო
დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების
თანახმად, სახალხო დამცველის ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა
და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ
კონვენციის ფაკულტატური ოქმით ("ფაკულტატიური ოქმი") გათვალისწინებული
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. "ფაკულტატიური ოქმი"-ს მე-20 მუხლის (გ)
პუნქტის თანახმად, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ თავიანთი მანდატის
განხორციელების მიზნით, ოქმის მხარეები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ
ისინი "დაკავების ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში შეუზღუდავი შესვლის
უფლებით". აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ საჯაროდ გამოაქვეყნა
ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების
განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. კითხვარის ნახვა შესაძლებელია
ბმულზე: https://www.gov.ge/files/573_81722_499977_FINALQuestionnaireGeorgiapartI.pdf.
აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილის 190-ე კითხვის მე-2 და მე-3 წინადადებების
თანახმად, "Is there a National Preventive Mechanism in place, in line with the provisions of the
Optional Protocol of the UN Convention Against Torture? If so, please provide details on its set-up,
e.g. is the NPM permitted unhindered and unannounced access to all places of deprivation of liberty;
is civil society permitted to monitor places of deprivation of liberty, if so, under which conditions?".
ანუ, დასმულია კითხვა, პრევენციის ეროვნულ მექანიზმს გააჩია თუ არა დაკავების
ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში შეუზღუდავი შესვლის უფლება.
აღსანანიშნავია, რომ ანალოგიური პოზიცია გააჩნია ევროპის საბჭოს ვენეციის კომიას
ომბუდსმენთა ფუნქციებთან დაკავშირებით (იხ. ვენეციის კომისიის 2019 წლის 18 მარტის
დასკვნა No. 897 / 2017, CDL-AD(2019)005 (წყარო:
https://ombudsman.ge/res/docs/2019040819160914187.pdf), კერძოდ, ვენეციის კომისიაც
მიიჩნევს, რომ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს უნდა გააჩნდეს დაკავების ადგილებსა და იქ
არსებულ შენობა-ნაგებობებში შეუზღუდავი შესვლის უფლება. თუმცა, სახალხო დამცველს
აშკარად შეზღუდული უფლებები გააჩნია ამ კუთხით. კერძოდ, "სახალხო დამცველის
შესახებ" კანონის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, რომ "საქართველოს სახალხო დამცველს
უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას: ა) დაუბრკოლებლად შევიდეს ... პენიტენციურ
დაწესებულებაში". საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად,
გთავაზობთ, რომ "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მე-18
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ვ" პუნქტი: "შეუზღუდავად შევიდეს დაკავების
ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში, მოსანახულებელი ადგილების ან პირების
საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლებით." პატივისცემით, შალვა ხაჭაპურიძე და
ზურაბ ვანიშვილი, საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები
დოკუმენტები:
1 ) საკანონმდებლო წინადადება.pdf;
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა:
საკანონმდებლო წინადადება
საკანონმდებლო წინადადება: პატიმართა სიცოცხლის უფლების დაცვა
22.07.2022
საქართველოს პარლამენტს
საკანონმდებლო წინადადება:
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობის და
პატიმართა სიცოცხლის უფლების დაცვის მიზნით,
სახალხო დამცველისთვის პატიმართა შეუზღუდავად ნახვის უფლების მინიჭების
შესახებ
მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში
პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. საქმის მასალები გაცნობის
შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების
თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები
ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ.
სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით
ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ
უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
წყარო: https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelis-sakhalkhodamtsvelis-saparlamento-angarishi-2020.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 16 ივლისს "სახალხო დამცველის შესახებ"
საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად,
სახალხო დამცველის ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა
და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის
წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით ("ფაკულტატიური ოქმი")
გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
"ფაკულტატიური ოქმი"-ს მე-20 მუხლის (გ) პუნქტის თანახმად, პრევენციის
ეროვნული მექანიზმის მიერ თავიანთი მანდატის განხორციელების მიზნით,
ოქმის მხარეები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ ისინი "დაკავების
ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში შეუზღუდავი შესვლის
უფლებით".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ საჯაროდ გამოაქვეყნა ევროკომისიის
კითხვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე
მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. კითხვარის ნახვა შესაძლებელია
ბმულზე:
https://www.gov.ge/files/573_81722_499977_FINALQuestionnaireGeorgiapartI.pdf.
აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილის 190-ე კითხვის მე-2 და მე-3
წინადადებების თანახმად, "Is there a National Preventive Mechanism in place, in line
with the provisions of the Optional Protocol of the UN Convention Against Torture? If
so, please provide details on its set-up, e.g. is the NPM permitted unhindered and
unannounced access to all places of deprivation of liberty; is civil society permitted to
monitor places of deprivation of liberty, if so, under which conditions?".
ანუ, დასმულია კითხვა, პრევენციის ეროვნულ მექანიზმს გააჩია თუ არა დაკავების
ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში შეუზღუდავი შესვლის უფლება.
აღსანანიშნავია, რომ ანალოგიური პოზიცია გააჩნია ევროპის საბჭოს ვენეციის
კომისიას ომბუდსმენთა ფუნქციებთან დაკავშირებით (იხ. ვენეციის კომისიის 2019
წლის 18 მარტის დასკვნა No. 897 / 2017, CDL-AD(2019)005).
წყარო: https://ombudsman.ge/res/docs/2019040819160914187.pdf
კერძოდ, ვენეციის კომისიაც მიიჩნევს, რომ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს უნდა
გააჩნდეს დაკავების ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში შეუზღუდავი
შესვლის უფლება.
თუმცა, სახალხო დამცველს აშკარად შეზღუდული უფლებები გააჩნია ამ კუთხით.
კერძოდ, "სახალხო დამცველის შესახებ" კანონის მე-18 მუხლი ითვალისწინებს,
რომ "საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას:
ა) დაუბრკოლებლად შევიდეს ... პენიტენციურ დაწესებულებაში".
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ,
რომ "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მე-18
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ვ" პუნქტი: "შეუზღუდავად შევიდეს
დაკავების ადგილებსა და იქ არსებულ შენობა-ნაგებობებში, მოსანახულებელი
ადგილების ან პირების საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლებით."
პატივისცემით,
შალვა ხაჭაპურიძე
ზურაბ ვანიშვილი
საქართველოს და აშშ–ს ადვოკატთა ასოციაციების წევრები