საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 30 ივლისს ქალაქ ბათუმში მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-11588/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-11588/22 01-08-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ მ/წ 30 ივლისს ერთდღიანი მივლინებით ვიმყოფებოდი აჭარის ა/რ-ში, კერძოდ ქალაქ ბათუმში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის ანგარიში აჭარის ა/რ განხორციელებულ მივლინებაზე გაცნობებთ, რომ მ/წ 30 ივლისს ერთდღიანი მივლინებით ვიმყოფებოდი აჭარის ა/რ-ში, კერძოდ ქალაქ ბათუმში. მივლინების მიზანს წარმოადგენდა სამ ღონისძიებაში მონაწილეობა. კერძოდ: 1) როგორც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრს, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ დეპუტატს შეხვედრა გამემართა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლებთან ახალგაზრდობასთან დაკავშირებით ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე და განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების გაცნობა-შეფასების მიზნით; 2) როგორც საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარეს მონაწილეობა მიმეღო აჭარის ა/რ-ის ღია მმართველობის საბჭოს სხდომაში; და 3) როგორც საქართველოს პარლამენტის საქართველო-საბერძნეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს მონაწილეობა მიმეღო 30 ივლისს საღამოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველო-საბერძნეთის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღნიშვნასთან დაკავშირებულ საღამოზე, სადაც უნდა მქონოდა დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა. 29 ივლისს საღამოს თელავივიდან ჩავფრინდი ბათუმში, 30 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილოების მისაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ 29 ივლისს გუდაურში წარმოებულ სამაშველო ოპერაციას მოჰყვა ტრაგედია, რამაც იმსხვერპლა 8 მოქალაქისა და 1 ტურისტის სიცოცხლე, მთავრობის გადაწყვეტილებით 30 ივლისი გამოცხადდა გლოვის დღედ და შესაბამისად, 30 ივლისს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი საღამო გაუქმდა. 30 ივლისს ბათუმში, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში გავმართე შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ვისაუბრე ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ერთი ნაწილი უკვე მიღებულია, მეორე ნაწილი კი, განხილვის პროცესშია. აგრეთვე, ყურადღება გავამახვილე სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რაც ორიენტირებულია კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაზე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ინიცირებულ მოლაპარაკებებზე ევროპის საბჭოს მაღალჩინოსნებთან, რომლის მიზანია ქუთაისში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნება. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებისა და ნოვაციების შესახებ, რაც ხელს უწყობს აჭარაში ახალგაზრდების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე ახალგაზრდობის სფეროში. შეხვედრის ფარგლებში, რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შესახებ, რაც რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე აქტივობებში ახალგაზრდობის ჩართულობას ხელს უწყობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე.~ იმავე დღეს, მონაწილეობა მივიღე აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაში, სადაც საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პოპულარიზაციას, თითოეულ მოქალაქემდე უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კიდევ უფრო ინტენსიურად მიტანას და ზოგადად, პროცესში მოქალაქეთა კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მივესალმე იმ გარემოებას, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ინიციატივით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს შორის გამოცხადდა კონკურსი - „იდეები უმაღლესი საბჭოს ღიაობისთვის.“ შეხვედრის დასასრულს ამ კონკურსში გფამარჯვებული სამი ახალგაზრდა დავაჯილდოვეთ. პატივისცემით, გივი მიქანაძე 01.08.2022