„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი − მეზღვაურის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკი, რომლის
ფორმასა და შინაარსს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო და რომელიც არის ნაოსნობის
სტაჟის დამტკიცების მთავარი საფუძველი";
ბ) პირველს პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ ქვეპუნქტი:
„ჰ13. მოწვეული ექსპერტი - მეზღვაურთა კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის
პირველადი მიღების ან/და განახლების მიზნით მეზღვაურთა გასაუბრების პროცესში
მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი.“;
2. მე-4 მუხლის:
ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე კაპიტნებზე, ოფიცრებსა და
რიგით შემადგენლობებზე, რომლებიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მიღების მიზნით
მიმართავენ საქართველოს შესაბამის საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) ან ამ კანონის
შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას ან
რომლებზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის/კომპეტენციის სერტიფიკატს, ასევე იმ
მეზღვაურებზე, რომლებიც მსახურობენ საქართველოს დროშით მცურავ გემებზე, გარდა:
ა) სამხედრო გემისა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო
გამოყენებული გემისა;
საკუთრებაში
არსებული,
არაკომერციული
გ) თევზსაჭერი გემისა;
დ) ხის და სხვა, პრიმიტიული აგებულების გემებისა;
ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
მიზნით
„11. ეს კანონი ასევე ვრცელდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კაპიტნებზე, ოფიცრებსა და
რიგით შემადგენლობებზე, რომლებიც კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების მიზნით
მიმართავენ სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და
რომლებზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს.“ .
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდას, მას
უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს
დაშვებული გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ
იქნეს სულ 6-ჯერ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ვერც ერთხელ ვერ
ჩააბარებს გამოცდას, გამოცდაზე გასვლის უფლება მას შეუწყდება ბოლო გამოცდის დღიდან
6 თვის ვადით.“;
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მეზღვაურთა კომპეტენციის/ კვალიფიკაციის სერტიფიკატის პირველადი მიღების ან/და
განახლების პროცესში ჩართულია მოწვეული ექსპერტი. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი
საქმიანობის წესი და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის
ბრძანებით.“
5. მე-8 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51.
საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება
მხოლოდ
საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს
ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე.”
6. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ტანკერზე საზღვაო სამსახურის
გასაგრძელებლად ოფიცერი და კაპიტანი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისა, ვალდებულია წარმოადგინოს ერთ-ერთი
შემდეგი საბუთი:
ა) შესაბამის ტანკერზე ბოლო 5 წლის განმავლობაში სერტიფიკატით გათვალისწინებული
ფუნქციის შესრულების არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის
დამადასტურებელი საბუთი;
ბ) შესაბამისი აღიარებული საწვრთნელი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი."
7. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად
მუშაობის არანაკლებ 28 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე
მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება
STCW-ის კოდექსის A-III/3 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს;“.
8. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ პუნქტი:
„ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება
STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“.
9. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების აღიარებული
სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის მე2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს“
10. 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს თხევადი აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების
აღიარებული სპეციალიზებული კურსი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/12 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.“
11. 411 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და
გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელ მეზღვაურს
აქვს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების ან მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების
შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს
კონვენციის A-V/3 რეგლამენტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს."
12. 68-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო
პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის/მექანიკოსის
კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ
12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის,
კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე
განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.“
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ფლობს ამ კანონის
საფუძველზე საქართველოს მიერ გაცემულ კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატს ან
სწავლობს საქართველოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი საზღვაო
განათლების მისაღებად ან 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით აქვს საქართველოს
ტერიტორიაზე ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი საზღვაო განათლება, უფლება
აქვს საქართველოში მიიღოს/განაახლოს კომპეტენციის /კვალიფიკაციის სერტიფიკატი. “
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი
მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის დამტკიცება.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ტერმინთა განმარტებების დაკონკრეტების მიზნით, საჭიროა ჩანაწერი „მეზღვაურის წვრთნის
სააღრიცხვო წიგნაკი“ შეიცვალოს
„მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი“-თ, რომელიც
წარმოადგენს მეზღვაურის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკს, რომლის ფორმასა და შინაარსს
შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო და არის ნაოსნობის სტაჟის დამტკიცების მთავარი
საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის მე-3 მუხლის პირველი
პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
მეზღვაურის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის სერტიფიკაცის მიღების ან/და
განახლების მიზნით სააგენტოში მეზღვაური აბარებს გამოცდას. საგამოცდო კომისია
ძირითადად დაკომპლექტებულია მეზღვაურებით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე,
საგამოცდო პროცესი საჭიროებს დახვეწას, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
საგამოცდო პროცესში ჩაერთონ მოქმედი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურები
(ექსპერტები). აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს
დაემატა „ჰ13“ ქვეპუნქტი და განისაზღვრა „მოწვეული ექსპერტის“ განმარტება.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, მოწვეულ ექსპერტთა შერჩევის, მათი
საქმიანობის წესი და ანაზღაურების პირობები უნდა განისაზღვროს სააგენტოს დირექტორის
ბრძანებით. შესაბამისად, კანონის მე-7 მუხლს ემატება ახალი მე-7 პუნქტი.
საქართველოს საზღვაო სასწავლო დაწესებულებებში, დღეს არსებული რეგულაციების
თანახმად, უფლება აქვთ ისწავლონ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა.
ვინაიდან საზღვაო პროფესია მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიას, განათლების მიღების
შემდგომ ეტაპზე, პირმა უნდა გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა/ტესტირება საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის
მისაღებად.
საქართველოში 2020 წლიდან საზღვაო სასწავლებლებმა შემოიღეს ინგლისურენოვანი
უმაღლესი სასწავლო პროგრამები, რომლებზეც დაშვების წინაპირობა წარმოადგენს არა
ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, არამედ ინგლისური
ენის ცოდნა და ვინაიდან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ინგლისური მშობლიური ენაა
ან სრულყოფილად ფლობენ, ისინი პირდაპირი კონკურენტები ხდებიან ქართველი
მეზღვაურების, რომელთა სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე რეალური ხდება.
ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ძირითადი კონტიგენტი შესაძლოა იყოს
აზერბაიჯანის, თურქეთის, ისრაელის, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოები (განსაკუთრებით
ნიგერია) და ინდოეთი. ასევე, ინტერესი გამოხატული აქვთ კასპიის ზღვის აუზის სხვა
სახელმწიფოებსაც, კერძოდ, ყაზახეთსა და თურქმენეთს. ამ სახელმწიფოების ინტერესები
პირველ რიგში უკავშირდება არა საქართველოში განათლების მიღებას, არამედ საქართველოს
მიერ გაცემულ მეზღვაურთა სამუშაო დიპლომებს (კომპეტენციის დამადასტურებელი
სერტიფიკატი), რომლებიც მათ აძლევს მსოფლიოში მცურავი ძირითადი სანაოსნო გემების
80%-ზე დასაქმების საშუალებას.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ2“ ქვეპუნქტის
შესაბამისად,
რეგულირებადი პროფესია არის საქმიანობა, რომლის განხორციელების
წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა, არის სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი
კვალიფიკაციის
მინიჭებისათვის
აუცილებელია
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. საზღვაო განათლება, სამედიცინო
განათლების მსგავსად, წარმოადგენს რეგულირებად პროფესიას. შესაბამისად, თუ
გავითვალისწინებთ, წამყვანი საზღვაო ქვეყნების გამოცდილებას მაგ: დიდი ბრიტანეთი,
გერმანია და სხვ. აღნიშნულ ქვეყნებში განათლების მიღების შემთხვევაში, სხვა ქვეყნის
მოქალაქე სამუშაო სერტიფიკატებს ვერ მიიღებს STCW კონვენციის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, უცხო ქვეყნის მოქალაქე,
რომელიც დაამთავრებს საქართველოს საზღვაო სასწავლებელს, კომპეტენციის სერტიფიკატის
მიღებას ვეღარ შეძლებს საქართველოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის მე-4
მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და წინამდებარე კანონი
გავრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე კაპიტნებზე, ოფიცრებსა და რიგით
შემადგენლობებზე, რომლებიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მიღების მიზნით მიმართავენ
საქართველოს შესაბამის საზღვაო-საგანმანათლებლო ან ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს
მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას ან რომლებზედაც სააგენტო გასცემს
კვალიფიკაციის/კომპეტენციის სერტიფიკატს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ის პირები, რომლებიც 2022 წლის 1
სექტემბრის მდგომარეობით ისწავლიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ
სასწავლებელში საზღვაო განათლების მისაღებად, შეეძლებათ საქართველოში კომპეტენციის
სერტიფიკატის მიღება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის 68-ე მუხლის დაემატება მე5 პუნქტი.
როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, უცხო ქვეყნის
მოქალაქეებს ეზღუდებათ საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება, თუმცა,
მათზე შესაძლებელია სააგენტოს მიერ გაიცეს კვალიფიკაციის სერტიფიკატი, იმ შემთხვევაში,
თუ ისინი მიმართავენ სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მე-4
მუხლს დაემატება ახალი 11 პუქნტი.
კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ მეზღვაური ვერ ჩააბარებს
სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, ხელახლა
იქნეს დაშვებული გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება
დაშვებულ იქნეს სულ 6-ჯერ 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ვერც
ერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, გამოცდაზე გასვლის უფლება მას შეუწყდება ბოლო
გამოცდის დღიდან 1 წლის ვადით. კანონპროექტის შესაბამისად, 1 წლიანი შეზღუდვა
შემცირდება 6 თვის ვადით, ვინაიდან, 6 თვე არის გონივრული ვადა, რათა მეზღვაური
მოემზადოს კომპეტენიის გამოცდისთვის და არ შეეშალოს ხელი დასაქმებაში.
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება კანონის
მე-8 მუხლის მე-51 პუნქტი. კანონის მე-8 მუხლის მე-51 პუნქტის დღეს არსებული რედაქციით
საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო
განათლების საფუძველზე. კანონპროექტის მე-4 მუხლის ცვლილების გათვალისწინებით,
როგორც უკვე აღინიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეზღუდებათ საქართველოში
კომპეტენციის სერტიფიკატის მიღება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოში
კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე,
რომელთაც საზღვაო განათლება მიღებული აქვთ საქართველოში.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შეეხება კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტს,
რომელიც ადგენს ტანკერების სერტიფიკატის განახლების პირობებს. ცვლილების
შესაბამისად, საჭიროა ოფიცრის შემდგომ დაემატოს სიტყვა კაპიტანი, რათა ეს პუნქტი
შესაბამისობაში მოვიდეს STCW კოდექსის I/11 რეგულაციის მე-4 პუნქტთან, რომელიც
ითვალისწინებს სერტიფიკატის განახლების პირობას, როგორც ოფიცრებისთვის, ასევე
კაპიტნისათვის.
2022 წლის 2-12 მაისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და საზღვაო სასწავლებლებმა
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი გაიარეს. აუდიტის დროს ექსპერტების
მიერ მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, საჭიროა კანონში რამდენიმე ტექნიკური
ხასიათის ცვლილების განხორციელება. ცვლილებები ძირითადად გამომდინარეობს STCW
კონვენციიდან. ცვლილება შეეხება კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტს.
კერძოდ, მეზღვაურებისთვის დადგენილი 24 თვიანი შეზღუდვა გაიზარდა 28 თვემდე.
უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად, მეზღვაურს უნდა გააჩნდეს
12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მეორე მექანიკოსის პოზიციაზე და მექანიკოსად ან
სტაჟიორ-მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. იმ
შემთხვევაში, თუ მეზღვაური, ზემოაღნიშნულ ნაოსნობის სტაჟებს დააგროვებს, ჯამში
შეადგენს 28 თვის მექანიკოსად მუშაობის სტაჟს.
21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გასწორდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი
და განისაზღვრა STCW კოდექსის A-III/3 ნაწილით დადგენილი კომპეტენციის სტანდარტები.
კანონის 22-ე მუხლი ადგენს 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი
მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო
სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად
აუცილებელ მოთხოვნებს. აღნიშნული 22-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ე“ პუნქტი.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შეეხება კანონის მე-40 და 41-ე მუხლების
მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, ცვლილების შესაბამისად მოხდება კანონში არსებული
ტექნიკური ხარვეზის გასწორება, კერძოდ, აღნიშნულ მუხლებში არსებული ჩანაწერი
„გაცნობითი კურსი“ შეიცვლება „სპეციალიზირებული წვრთნით“, ვინაიდან, აღნიშნულ
პუნქტბში მითითებული STCW კოდექსის A-V/1-1 და A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით
დადგენილი
კომპეტენციის
სტანდარტები
შეეხება
არა
გაცნობითს,
არამედ
სპეციალიზირებულ კურსს.
აგრეთვე, ტექნიკური ხარვეზი გასწორდება კანონის 411 მუხლის მე-5 პუნქტში, V/1-2
რეგულაციის ნაცვლად ჩაიწერება A-V/3 რეგულაცია, როგორც ამას ითვალისწინებს STCW
კოდექსის A-V/3 ნაწილი.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტში საჭიროა
განხორციელდეს შესწორება და სავახტო თანაშემწის შემდეგ დაემატოს სიტყვა "მექანიკოსი",
რადგან აღნიშნული პუნქტი შინაარსობრივად ეხება როგორც საგემბანე, ასევე სამანქანე
განყოფილებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ აუდიტის დროს დაფიქსირებული
რეკომენდაციების ასახვა კანონმდებლობაში.
მეზღვაურთა გასაუბრების პროცესი საჭიროებს დახვეწას, შესაბამისად, მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება საგამოცდო პროცესში ჩაერთოს მოქმედი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე
მეზღვაურები (ექსპერტები).
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული
ტექნიკური ხარვეზის გასწორება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც განათლებას მიიღებენ საქართველოს საზღვაო
სასწავლებლებში, აღარ შეეძლებათ კომპეტენციის სერტიფიკატის საქართველოში მიღება.
აგრეთვე, გასწორდება კანონში არსებული ხარვეზები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია, კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების
გაცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზის
გასწორება. მეზღვაურთა გასაუბრების პროცესში „მოწვეული ექსპერტის“ ჩართვა და ევროპის
საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს რეკომენდაციების ასახვა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის პირდაპირ უკუძალის
მინიჭებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ცვლილების შესაბამისად, პირს, რომელმაც
2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების
დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს როგორც სავახტო თანაშემწის, ასევე მექანიკოსის
კომპეტენციის სერტიფიკატი (შესაბამისი დათქმებით). გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის
თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ საქართელოში კომპეტენციის
სერტიფიკატის აღება, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს იმ უცხო ქვეყნის
მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 სექტემბრისთვის სწავლობენ საქართველოს
საზღვაო სასწავლებლებში, საშუალება ექნებათ მიიღონ კომპეტენციის/კვალიფიკაციის
სერტიფიკატი. ასევე, უცხო ქვეყნის ის მეზღვაურები, რომელთაც უკვე აღებული აქვთ
საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი ან 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით
მიღებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი საზღვაო
განათლება, უფლება აქვთ საქართველოში მიიღონ/განაახლონ კომპეტენციის/კვალიფიკაციის
სერტიფიკატი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, შემცირების მიმართულებით, რამდენადაც უცხოელებს შეეზღუდებათ
საქართველოში კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება და შესაბამისად,
სერტიფიცირების საფასურის გადახდა. თუმცა, აღსანიშნია, რომ დღემდე სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს მომართავდა მცირე რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქე
სერტიფიცირების მსურველი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სააგენტოს კომპეტენციის მისაღებად მიმართა უცხო ქვეყნის
ოთხმა მოქალაქემ. საიდენტიფიკაციო ბარათი აიღო ორმა მეზღვაურმა, ხოლო ნაოსნობის
წიგნაკი ორმა მეზღვაურმა.
სააგენტოში უცხო ქვეყნის მოქალაქე იხდის შემდეგ საფასურს: საიდენტიფიკაციო ბარათი: 60
ლარი. ნაოსნობის წიგნაკი 190 ლარი. კომპეტენციის სერტიფიკატი (მართვის დონე) 1240
ლარი, კომპეტენციის სერტიფიკატი (ექსპლუატაციის დონე) 790 ლარი. რიგითი 290 ლარი.
კვალიფიკაციის სერტიფიკატი 20 ლარი.
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ზრდის მიმართულებით, ვინაიდან, „მეზღვაურის წიგნაკი“ გაიყო ორ სხვადასხვა
დოკუმენტად, „მეზღვაურის საიდენტიფიკატიო ბარათი“ და „მეზღვაურის ნაოსნობის
წიგნაკი“, ორივე დოკუმენტი წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ დოკუმენტს და
სააგენტოში მეზღვაური ერთად იღებს აღნიშნულ დოკუმენტებს.
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე
საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების
შესაბამისად, მეზღვაურის წიგნაკის საფასური შეადგენდა 47 ლარს.
საერთაშორისო კონვენციაში ცვლილებების შემდეგ, მეზღვაურზე მოხდება 2 სხვადასხვა
დოკუმენტის გაცემა „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი“ და „მეზღვაურის ნაოსნობის
წიგნაკი“, აღნიშნული დოკუმენტების საფასური იქნება 62 და 23 ლარი.
დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მეზღვაური სააგენტოში აბარებს როგორც
ტესტურ, ასევე ზეპირ გამოცდას. სულ გამოცდაზე (ტესტური/ზეპირი) გასასვლელად
მეზღვაურს ეძლევა 6-ჯერ გასვლის უფლება. გამოცდაზე პირველი გასვლა არის უფასო, ხოლო
ყოველი შემდეგი გასვლა გამოცდაზე ღირს 30 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაური 6 ჯერ
ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას, 1 წლით უწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება.
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, 1 წლიანი ვადა შემცირდა 6 თვემდე. 6 თვის
გასვლის შემდეგ მეზღვაურისთვის პირველი გასვლა იქნება ისევ უფასო, ხოლო ყოველი
შემდეგი გასვლა გამოცდაზე იქნება 30 ლარი. შესაბამისად, ეს ცვლილება დადებითად აისახება
სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე.
ამასთანავე, სააგენტო, წლიური ბიუჯეტის მომზადებისას ითვალისწინებს საბიუჯეტო
კოდექსით გათვალისწინებულ გადასახდელს, გრანტის მუხლში (მიმდინარე გრანტები
სახელმწიფო ბიუჯეტს), ვინაიდან შემოსავლები დათვლილია წინა წლების ანალიზზე
დაყრდნობით, ასევე ბიუჯეტის კუთვნილი კვარტალური გადასახდელებიც (საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული
დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს, ვალდებულია, საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში) გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროექტში იმ
ოდენობით, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ვერ მოახდენს გავლენას ამ
თანხის ცვლილების მიმართულებით.
სააგენტოს საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და არ იბეგრება დღგ-თი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ კუთხით,
სააგენტოს შემოსავლების ცვლილებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სააგენტოს ბიუჯეტის (საკუთარი შემოსავლები)
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან/და
განახლების მიზნით, საგამოცდო პროცესში ჩართული მოწვეული ექსპერტებისთვის
დადგინდება შესაბამისი ანაზღაურება. კერძოდ, სააგენტოში კვირაში 3-ჯერ ტარდება
გასაუბრების პროცესი, გასაუბრების პროცესში მოწვეული იქნება 3 ექსპერტი. აღნიშნული არ
გულისხმობს, რომ ერთი ექსპერტი თვეში 12-ჯერ ესწრება საგამოცდო პროცესს. სააგენტოს
აქვს ექსპერტთა ბაზა, საიდანაც ხდება ექსპერტთა მოწვევა როტაციის პრინციპით.
შესაძლებელია ექსპერტს წელიწადში რამდენჯერმე მოუწიოს გასაუბრების პროცესში
მონაწილეობის მიღება. სააგენტოს მიერ გასაწევი ხარჯი გასაუბრების პროცესში
დაანგარიშდება შემდეგნაირად: ერთი გამოცდის ჩატარებისთვის სააგენტოს ექნება ხარჯი
თვეში 4591.80 ლარი, ხოლო წელიწადში 55,101.60 ლარი. ანაზღაურება ერთი ექპერტისთვის
იქნება 100 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
კანონპროექტის მიღება განხორციელდება
ასიგნებების გამოყოფის გარეშე.
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ მეზღვაურებზე, რომელთაც
ცვლილების განხორციელებამდე აიღეს ნაოსნობის სტაჟის სააღრიცხვო წიგნაკი, ვინაიდან,
ცვლილებამდე გაცემული წიგნაკები ძალაშია მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
საერთაშორისო კონვენციაში ცვლილების განხორციელებამდე გაიცემოდა ერთი დოკუმენტი
„მეზღვაურის წიგნაკი“, სადაც აღინიშნებოდა როგორც მეზღვაურის საიდენტიფიკაციო
მონაცემები, ასევე ნაოსნობის სტაჟის შესახებ ჩანაწერები. კონვენციაში განხორციელებული
ცვლილების შემდეგ, „მეზღვაურის წიგნაკი“ გაიყო ორ სხვადასხვა დოკუმენტად,
„მეზღვაურის საიდენტიფიკატიო ბარათი“ და „მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი“, ორივე
დოკუმენტი წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ დოკუმენტს და სააგენტოში
მეზღვაური ერთად იღებს აღნიშნულ დოკუმენტებს.
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე
საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების
შესაბამისად, მეზღვაურის წიგნაკის საფასური შეადგენდა 47 ლარს.
საერთაშორისო კონვენციაში ცვლილებების შემდეგ, მეზღვაურზე მოხდება 2 სხვადასხვა
დოკუმენტის გაცემა „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი“ და „მეზღვაურის ნაოსნობის
წიგნაკი“, აღნიშნული დოკუმენტების საფასური იქნება 62 და 23 ლარი.
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს საქართველოს მოქალაქეებზე,
ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესდება შეზღუდვა საქართველოში კომპეტენციის
დამადასტურებელი სერტიფიკატის აღებაზე, რის გამოც მათ არ მოუწევთ საქართველოში
სერტიფიცირების საფასურის გადახდა.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს მოწვეულ ექსპერტებზე, ვინაიდან,
საგამოცდო პროცესში ჩართულ მოწვეული ექსპერტების საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი.
მოწვეული ექსპერტების ანაზღაურება იქნება ხელზე ასაღები 100 ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
ცვლილებები
გამომდინარეობს
„მეზღვაურთა
წვრთნის,
სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ (შემდეგში - STCW კოდექსი) საერთაშორისო
კონვენციის კონსოლიდირებული ვერსიიდან.
კერძოდ:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი
შესაბამისობაში მოვა STCW კოდექსის I/11 რეგულაციის მე-4 პუნქტთან, რომელიც
ითვალისწინებს სერტიფიკატის განახლების პირობას, როგორც ოფიცრებისთვის, ასევე
კაპიტნებისთვის.
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის 21-ე მუხლის ცვლილება გამომდინარეობს STCW
კოდექსის -III/3 რეგულაციიდან.
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
ცვლილება გამომდინარეობს STCW კოდექსის III/3 რეგულაციის მე-2 ნაწილიდან.
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მე-40 და 41-ე მუხლების მე-5 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის ცვლილება გამომდინარეობს STCW კოდექსის A-V/1-1 და A-V/1-2 ნაწილის
მე-2 პუნქტიდან.
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის
411 მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილება
გამომდინარეობს STCW კოდექსის A-V/3 ნაწილიდან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.