„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური
ნომერი
#07-3/230/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2381 მუხლი: „2381. მოსამართლის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლი ადგენს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის უფლებამოსილებას რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის გამოძიების ორგანოს, თუ მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, რაც, ერთი მხრივ, წარმოადგენს კარგ დამზღვევს და საპრევენციო საშუალებას, რომ habeas corpus პრინციპის პირობებში გამოირიცხებოდეს ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, მეორეს მხრივ კი ეს არის უშუალო წყარო ინფორმაციისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, აქედან გამომდინარე - მისი ინსტიტუციური განვითარების, ასევე მისი დამოუკიდებლობის გარანტიაც. იგივე გარანტიას არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მაშინ როდესაც პატიმრობას ადმინისტრაციული საქმეების წარმოების პროცესშიც აქვს ადგილი და საფიქრებელია, რომ გარემოებები არსებითად იდენტურია. გასათვალისწინებელია, რომ ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, კანონმდებელს არ აქვს რაიმე მიზეზი, რომ თავი შეიკავოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა სამართალწარმოებისას იდენტური რეგულაციების დადგენისგან, რადგან არ არსებობს განსხვავების რაიმე ობიექტური საფუძველი. ის რისკი, რომელთან ბრძოლაც, რომლის პრევენციაც წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის არსებობის საფუძველს, შესაძლებელია არსებობდეს ადმინისტრაციული პატიმრობის დროსაც. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ იდენტური რეგულაცია შემოღებული იქნეს ადმინისტრაციული საქმეების წარმოებისთვისაც, რაც გაზრდის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის უშუალო წვდომას შესაძლო სამართალდარღვევების ფაქტებზე, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სამსახურის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის ხარისხსაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიზანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და ამ მიზნით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთის შესასრულებლად იდენტიფიცირებული გაუმჯობესების შეთავაზება. კერძოდ, აღნიშნული რეკომენდაციების მე-4 პუნქტი ითვალისწინებს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება, მათ შორის, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. აღნიშნული საქმეების ეფექტიანად გამოძიების უზრუნველმყოფი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ დანაშაულის დროული გამოვლენა და დაუყოვნებლივ შეტყობინება შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსადმი, ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, რაც მთლიანად სამსახურის ინსტიტუციური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დროული ინფორმირება ზემოაღნიშნული დანაშაულების ნიშნების არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის ამ საქმეების გამოძიების ხარისხს, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამსახურის მანდატის გაძლიერების მიმართულებით. კანონპროექტი მიზნად ისახავს, ასევე, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად მოსამართლის როლისა და ჩართულობის გაზრდას, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. აქვე, გასათვალისწინებელია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2020 და 2021 წლების ანგარიშებში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს მოსამართლის როლის გაზრდას ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ისევე, როგორც ეს სისხლის სამართლის წარმოების პროცესშია გათვალისწინებული (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლი). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის უკლებლივ ყველა ფაქტზე სათანადო რეაგირება, ამ ფაქტების არსებობის თაობაზე ეჭვის შემთხვევაშიც კი შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დროული ინფორმირება და ამ გზით სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, შესაბამისად, მისი მანდატის გაძლიერება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონის მიღება უზრუნველყოფს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობის თაობაზე ეჭვის შემთხვევაშიც კი შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დროულ ინფორმირებას, ამ გზით სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და შესაბამისად, მისი მანდატის გაძლიერებას. ასევე, გაიზრდება არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვის უზრუნველსაყოფად მოსამართლის როლი და ჩართულობა, რითაც, იმავდროულად, შესრულდება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებები ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის როლის გაზრდასთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ 1 სამართალდარღვევათა კოდექსზე 238 მუხლის დამატება, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლის მსგავსად, ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის გამოძიების ორგანოს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციის ამოქმედება არ მოითხოვს წინასწარ, მოსამზადებელ ღონისძიებებს, შესაბამისად, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება შესაბამისი გამოძიების ორგანოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება შესაბამისი გამოძიების ორგანოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: თუ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლი იქნება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანი, ე.ი. ბავშვი, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციის ამოქმედება გააუმჯობესებს მის უფლებრივ მდგომარეობას, რადგან გარანტირებულ იქნება ამ ფაქტის შესახებ საგამოძიებო ორგანოს დროული ინფორმირება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური.