საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 10-12 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კეიპტაუნში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (ნიკოლოზ სამხარაძე, დავით კაჭარავა, ალექსანდრე რაქვიაშვილი) ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-12546/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-12546/22 29-08-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს გიგზავნით, მიმდინარე წლის 10-12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქ. კეიპტაუნში სამუშაო ვიზიტის ანგარიშს. გთხოვთ დაამატოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი. 2 გვერდი კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის - ნიკოლოზ სამხარაძის და დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ქ. კეიპტაუნი 2022 წლის 10-12 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის - ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით სამხრეთ აფრიკის ქ. კეიპტაუნს სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - დავით კაჭარავა, საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი - ნიკოლოზ ხატიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერთან- ნა მასონდოსთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან - ტერენს პანზასთან და კომიტეტის წევრთან - ბერნის პარლამენტის ეროვნულ სვართსთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ასამბლეაში მმართველი პარტიის "აფრიკის ეროვნული კონგრესის" ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, თავმჯდომარის მოადგილესთან (Deputy Chief Whip) ქალბატონ დორის დლაკუდესთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის პროვინციების ეროვნულ საბჭოში მმართველი პარტიის "აფრიკის ეროვნული კონგრესის" ფრაქციის თავმჯდომარესთან- ბეკიზიზვე რადებესთან. შეხვედრა, ასევე გაიმართა მთავარი ოპოზიციური პარტიის „ დემოკრატიული ალიანსის“ წევრებთან - დარენ ბერგმანთან და ვილემ ფაბერი. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ. შორის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ტურიზმი, რეფორმები, სოფლის მეურნეობა, სპორტი და განათლება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ აფრიკელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სამხრეთ აფრიკულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. სამხრეთ აფრიკელი კანონმდებლები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯებით და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით, რაზეც მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის სხვა წევრებმა. სამხრეთ აფრიკელმა კანონმდებლებმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს, რათა ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს კორუფციასთან ბრძოლის, სიღარიბის შემცირების, საზღვრის მართვის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროებში. „ამ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც კონტინენტზე წამყვანი სახელმწიფოა.“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკურ ცენტრ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში (SAIIA). გამოსვლის მთავარ თემას გეოპოლიტიკურ გარემოში. წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოება ცვალებად ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპისთვის სტაბილურ სატრანზიტო მარშრუტზე, სადაც შესაძლებელია ტვირთების და ენერგორესურსების ტრანსპორტირება ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის წევრები, ანალიტიკური ცენტრების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მკვლევარები და სხვადასხვა თანამდებობის პირები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.