„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან იოსელიანი
ნომერი
#07-3/232/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 109 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 104 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი საკანონმდებლო 1. საქართველოს მაცნე 010190030.06.001.016054) პარლამენტის (www.matsne.gov.ge), 204-ე მუხლის მე-5 რეგლამენტის 14.12.2018, პუნქტი (საქართველოს სარეგისტრაციო ჩამოყალიბდეს კოდი: შემდეგი რედაქციით: „5. თანამდებობის პირის არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევისას, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას.“ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამეტის მიერ თანამდებობის პირის არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისას, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან ხდება, სახალხო დამცველზე მითითების ამოღება, რაც გულისხმობს რომ პარლამეტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა ხდება ღია. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, მიმართულია თითოეული პარლამენტის წევრის ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ, რამდენადაც სწორედ კენჭისყრის დროს დაფიქსირებული ხმები გამოხატავს პარლამენტის წევრთა დამოკიდებულებას და იძლევა საშუალებას განისაზღვროს რამდენად ობიექტურად მოხდა პარლამენტის წევრის მიერ კანდიდატთა შეფასება. ფარულ კენჭისყრა არ წარმოშობს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ამასთან, ფარული კენჭისყრის პირობებში მაღალია ალბათობა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ვერ მოხდება საუკეთესო კანდიდატის არჩევა. კენჭისყრის ფარულობა ასევე გამორიცხავს, პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობის შემოწმებას. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური კი ზეგავლენებისგან თავისუფალი. ზემოაღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ინკლუზიურად წარიმართოს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენას, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები და მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ამდენად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, რაც პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელებაში შეუწყობს ხელს. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში და დგინდება რომ თანამდებობის პირის არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევისას, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, ჩამონათვალიდან ხდება, სახალხო დამცველზე მითითების ამოღება, რაც გულისხმობს რომ პარლამეტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა ხდება ღია. ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემთხვევაში): პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის გამომდინარე, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): რამდენადაც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობას, სახალხო დამცველის არჩევის გამჭირვალე პროცედურის უზრუნველყოფა წარმოადგენს, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტით პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის რეგლამენტის მდგომარეობაზე. პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მონაწილე პარლამენტის ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან იოსელიანი. ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან იოსელიანი.