საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შესახებ (№1-4087/22; 04.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12641/22
31-08-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე საქართველოს
სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას
შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (N1-4087/22;
04.04.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს
კონსტიტუციურ
სამოციქულო
შეთანხმებაში
ავტოკეფალურ
ცვლილების
მართლმადიდებელ
შეტანასთან
ეკლესიას
დაკავშირებით
შორის
(N1-4087/22;
04.04.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს
სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას
შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაში, კერძოდ, რედაქციულად გასწორდეს კონსტიტუციური
შეთანხმების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვა „მომქმედი“.
II. კომიტეტის შეფასება
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს
სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი, რის შემდეგაც კონსტიტუციურ შეთანხმებას
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერით ამტკიცებს საქართველოს
პარლამენტი.1
1 იხ. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 45-ე მუხლის
მე-3 პუნქტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 119-ე მუხლის მე-4 პუნქტი და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს
სახელმწიფოსა
და
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-12 მუხლის მე-2
პუნქტის მიხედვით, „შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია
მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და
პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.“
ამრიგად, კანონპროექტის ინიციირების გზით ცვლილების კონსტიტუციურ შეთანხმებაში
შეტანა პროცედურულად შეუძლებელია, რაც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების
მისაღებად ცნობასაც თავისთავად გამორიცხავს.2 ამგვარად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილების შეტანასთან
დაკავშირებით (N1-4087/22; 04.04.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი და
მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი.
2 იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლი.