საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ ჟანდარმერიის ერთიანი სამსახურის შექმნის შესახებ (№1-4092/22; 04.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-12643/22
31-08-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
ზურაბ ვანიშვილს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ჟანდარმერიის
ერთიანი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით (N1-4092/22; 04.04.2022)
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ზურაბ ვანიშვილის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ჟანდარმერიის ერთიანი სამსახურის
შექმნასთან დაკავშირებით (N1-4092/22; 04.04.2022).
I. საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია,
რომ
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს
სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს პარლამენტისადმი უშუალოდ
დაქვემდებარებული
ჟანდარმერიის
ერთიანი
სამსახური,
რომელიც
უზრუნველყოფს
სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, სახელმწიფო საზღვრის
კონტროლს, საგზაო მოძრაობის კონტროლს, დანაშაულის გამოძიებასა და სხვა ზოგადი
საპოლიციო საკითხების მოწესრიგებას. საკანონმდებლო წინადადების ავტორის აზრით,
ასეთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით მოხდება ვატიკანის გამოცდილების
გაზიარება,
სადაც
მოქმედებს
ვატიკანის
ქალაქ-სახელმწიფოს
ჟანდარმთა
კორპუსი.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ ამგვარი საკანონმდებლო ცვლილება
გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობის გაზრდასა და
ჟანდარმერიის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას.
II. კომიტეტის შეფასება
საკანონმდებლო წინადადება მოკლებულია მისი მიღების მიზანშეწონილობის სათანადო
დასაბუთებას.
ამასთანავე,
საკანონმდებლო
წინადადებით
წარმოდგენილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკითხი
შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა დღევანდელი ინსტიტუციური მოწყობისა
და უფლებამოსილებათა მათ შორის განაწილების პრინციპთან.
ამრიგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობას
არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
III. დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება ჟანდარმერიის ერთიანი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით (N1-4092/22;
04.04.2022) საკომიტეტო განხილვის შედეგად ცნო უარყოფილად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი