„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“ - „ჰ14“ ქვეპუნქტები:
„ჰ11) ვირტუალური აქტივი - ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის
ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით
გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების
განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი
ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას;
ჰ12) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი - ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე
გააჩნია ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ
აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი
გადაცვლა;
ჰ13) ვირტუალური აქტივის მომსახურება - კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან
უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა
ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო
ინსტრუმენტის
შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის
საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი
პორტფელის
მართვა
(გარდა
კოლექტიური
პორტფელის
მართვისა)
ან/და
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება
ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და
პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება;
ჰ14) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი - პირი, რომელიც ახორციელებს
სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:
„მუხლი 391. ვირტუალური აქტივი
1. ვირტუალური აქტივი არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას.
2. აკრძალულია ვირტუალური აქტივით გადახდების განხორციელება, გარდა
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრული
შემთხვევებისა.“.
3. 48-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა
გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო
ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული
დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის
ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო
ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტების და ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“;
ბ) 41-43 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ
სუბიექტს
მოსთხოვოს
და
მიიღოს
ინფორმაცია
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის კაპიტალის წარმოშობის
წყაროების,
მფლობელობის
სტრუქტურის,
მნიშვნელოვანი
წილის
უშუალო
მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და
ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);
ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ სუბიექტს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები,
აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის
ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს
ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია, ავტორიზაცია, აღიარება და ჩამოართვას
ლიცენზია;
გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება,
დააკისროს ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;
დ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ სუბიექტს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან
შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს;
ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად
წარდგენის შემთხვევაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად დააკისროს სანქცია.
42. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის და მათ წინააღმდეგ
ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული
სუბიექტის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს რისკზე დამყარებული მიდგომის
საფუძველზე.
43. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია
თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ
ვებგვერდზე.“;
გ) 44 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 525 მუხლი:
„მუხლი 525. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს ვირტუალური აქტივის
მომსახურების
პროვაიდერის
საქმიანობას.
ზედამხედველობა
ითვალისწინებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას და რეგისტრაციის
გაუქმებას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორთა
შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებასა და რეგულირებას,
ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრას,
წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვების და
სანქციების დაწესებას.
2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია რეგისტრაცია
გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
მოთხოვნები. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ეროვნულ ბანკში
რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული
ბანკის ნორმატიული აქტით.
3. დაუშვებელია ვირტუალური აქტივის მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება,
რომელიც არ არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერი ან საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც
საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური
აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება.
4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ეკრძალება ვირტუალური აქტივის
მომსახურების, ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობის და
საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს
და საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი
კანონმდებლობით
მინიჭებული
აქვს
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების
განხორციელების უფლებამოსილება, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის
საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური აქტივების სახეების
მიხედვით), აგრეთვე, სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან საქმიანი
ურთიერთობა, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან
დაკავშირებულ მომატებულ რისკებს ან/და საერთაშორისო ფინანსური სანქციების
გვერდის ავლის რისკს წარმოშობს, აფერხებს განხორციელებული ტრანზაქციების
მიკვლევადობას ან/და ზედამხედველობის განხორციელებას.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტების დარღვევისათვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს და
პროვაიდერის ადმინისტრატორს დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის
მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
მიიმართება.“.
მუხლი 2.
1. ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონით
გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების გამოცემა, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტისა.
2. ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით
გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონით განსაზღვრული ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის
განსაზღვრის წესის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც
მოიცავს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების მიწოდებას,
ვალდებულია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესის
შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან 90 კალენდარული
დღის
ვადაში,
ეროვნულ
ბანკს
წარუდგინოს
შესაბამისი
სარეგისტრაციო
დოკუმენტები/ინფორმაცია.
პირი
უფლებამოსილია
გააგრძელოს
სხვა
პირის
სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებამდე. სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ამ პუნქტით
გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის ან ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციის
თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირი ვალდებულია შეწყვიტოს ვირტუალური
აქტივის მომსახურების გაწევა.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 17 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა
კომიტეტმა (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში1 დაამტკიცა.
ანგარიში მიმოიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის (AML/CFT) ღონისძიებებს საქართველოში და აფასებს ქვეყნის
სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური
ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან,2 ასევე, ქვეყნის ფულის
გათეთრებისა
და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის სისტემის
ეფექტურობის დონეს.
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციის (Recommendation
15 - New Technologies) და ამავე რეკომენდაციის განმარტებითი კომენტარის (Interpretive
Note to Recommendation 15) მიხედვით, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული
რისკების მართვის მიზნით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ვირტუალური
აქტივის
მომსახურების
პროვაიდერების
ფულის
გათეთრებისა
და
ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით რეგულირება/ზედამხედველობა, მათი
ლიცენზირება/რეგისტრაცია, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების/ბენეფიციარი
მესაკუთრეების/ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება,
ეფექტური მონიტორინგი და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)
რეკომენდაციებით
განსაზღვრულ
მოთხოვნებთან
შესაბამისობა.
განმარტებით
კომენტარში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ სულ მცირე
ადგილობრივად დაფუძნებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის
ლიცენზირება/რეგისტრაცია.
ასევე,
მითითებულია,
რომ
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა და მონიტორინგი რისკზე დამყარებული
მიდგომით უნდა განახორციელოს კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ, რომელსაც ამ
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა
შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში https://rm.coe.int/moneyval-2020-20-5th-round-mer-georgia/1680a03271
2 ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები https://www.fatf-gafi.org/media/fatf/documents/recommendations/pdfs/FATF%20Recommendations%202012.pdf
1
მიზნით უნდა გააჩნდეს შესაბამისი უფლებამოსილებები, მათ შორის, შემოწმების
განხორციელების, ინფორმაციის გამოთხოვისა და სანქციების დაკისრების კუთხით (მათ
შორის, ლიცენზირების/რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილება).
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval)
ანგარიშში ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ შეუსაბამობად ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერის რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოს არარსებობა გამოვლინდა
და შესაბამისად, ამ კუთხით გასატარებელი ღონისძიებები პრიორიტეტულად იქნა
მიჩნეული. აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე ასევე გამახვილდება ყურადღება
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) შემდეგი
შემოწმებების ფარგლებში, რომლის დროსაც შემოწმდება ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერის რეგულირების/ზედამხედველობის კუთხით, ქვეყნის მიერ
გატარებული ღონისძიებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალურ აქტივებთან
დაკავშირებული მომსახურება, მისი ბუნებიდან გამომდინარე (ანონიმურობის მაღალი
ხარისხი, ტრანზაქციების სისწრაფე, ტრანზაქციების მიკვლევის სირთულე და სხვ.),
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებულ რისკებთან არის
დაკავშირებული
და მათი მომსახურების გამოყენება შეიძლება ხელსაყრელი იყოს
დანაშაულებრივი საქმიანობისთვის,
მნიშვნელოვანია, რომ ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერები მოექცნენ რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოში.
აქედან
გამომდინარე,
მომსახურების
მიღებულ
პროვაიდერების
იქნა
გადაწყვეტილება
ვირტუალური
რეგულირების/ზედამხედველობის
აქტივის
სამართლებრივი
ჩარჩოს შექმნის თაობაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ფინანსური ქმედების
სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან და სახელმძღვანელოსთან.3
კანონპროექტით განსაზღვრული რეგულირების ჩარჩო პირველ ეტაპზე ითვალისწინებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი
მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია,
ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა
და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა.
აღნიშნული
უზრუნველყოფს
ვირტუალური
აქტივების
მომსახურებასთან
დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული
რისკების დროულ მართვას, ასევე, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა
კომიტეტის (Moneyval) მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანების აღმოფხვრას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
FATF-ის სახელმძღვანელო „ვირტუალური აქტივები და ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერები“,
2021
წლის
ოქტომბერი
https://www.fatfgafi.org/media/fatf/documents/recommendations/Updated-Guidance-VA-VASP.pdf
3
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების
პროვაიდერის
რეგულირებისა
და
ზედამხედველობისთვის აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
განხორციელება,
რომლითაც
განისაზღვრება ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივით განხორციელებული
მომსახურების
სახეები,
რომლებიც
რეგულირების
ფარგლებში.
ასევე,
მოექცევა
საქართველოს
მნიშვნელოვანია,
ეროვნული
განისაზღვროს
ბანკის
საქართველოს
ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატი ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერების რეგულირების კუთხით, მათ შორის, შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების მიღების, საზედამხედველო ზომების გამოყენებისა და სანქციის
დაკისრების საფუძვლები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცემა შესაძლებლობა
ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერების ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ვირტუალური
აქტივის
მომსახურებიდან
გამომდინარე
ფულის
გათეთრებისა
და
ტერორიზმის
დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც თავის მხრივ გაზრდის
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის გამჭვირვალობასა და
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ამასთან, კანონპროექტის მიღებით,
საქართველო შესაბამისობაში მოვა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)
რეკომენდაციების
მოთხოვნებთან
და
აღმოიფხვრება
ევროპის
საბჭოს
ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა
შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ იდენტიფიცირებული
ნაკლოვანებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება ვირტუალური აქტივის, მათ შორის, კონვერტირებადი
ვირტუალური აქტივის, ვირტუალური აქტივის მომსახურებისა და ვირტუალური აქტივის
მომსახურების
პროვაიდერის
ცნებები.
კანონპროექტის
მიხედვით,
საქართველოს
ეროვნული ბანკის რეგულირებაში ექცევა მხოლოდ კონვერტირებადი ვირტუალური
აქტივი, რაც გამორიცხავს ისეთი ვირტუალური აქტივების რეგულირებას, რომლებიც არ
წარმოადგენს გადაცემის ან გადაცვლის საგანს და არ გამოიყენება გადახდის ან/და
ინვესტირების მიზნებისთვის. ასეთია, მაგ: ერთგულების პროგრამის ქულები, გეიმინგის
ქულები და სხვა, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დახურულ სივრცეში.
ვირტუალური აქტივის ცნება ასევე გამორიცხავს ე.წ. არა-ჩანაცვლებადი ტოკენის (NonFungible Token) რეგულირებას, რომელიც არის უნიკალური, არ არის ჩანაცვლებადი და აქვს
საკოლექციო ბუნება (collectibles).
კანონპროექტი
საქმიანობის
განსაზღვრავს
ამომწურავ
ვირტუალური
ჩამონათვალს,
აქტივის
რომლის
მომსახურებაში
ცალ-ცალკე
ან
შემავალი
ერთობლივად
განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერს და რომლებიც ექცევა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების
სფეროში.
აღნიშნული საქმიანობებია: კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
გადაცვლა, გადაცემა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის
საჭირო
ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, კონვერტირებადი ვირტუალური
აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების
სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან
დაკავშირებული მომსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ ვირტუალური აქტივის გადაცემაში
მოიაზრება ერთი საფულიდან მეორე საფულეზე ვირტუალური აქტივის გადატანა,
ვირტუალური აქტივის შენახვა/ადმინისტრირება კი გულისხმობს ვირტუალურ აქტივზე
კასტოდიანური მომსახურების გაწევას. რაც შეეხება პორტფელის მართვას, მოიაზრება
ისეთი პორტფელი, რომელიც შედგება მხოლოდ ვირტუალური აქტივებისგან; ამასთან,
გამოირიცხება კოლექტიური პორტფელის მართვა, რომელიც აქტივების მმართველი
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს. კანონპროექტის მიხედვით, ვირტუალური აქტივის
მომსახურება სახეზეა მაშინ, როდესაც იგი ხორციელდება სხვა პირის სასარგებლოდ.
აღნიშნული გამორიცხავს საკუთარი თავის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივით
განხორციელებული ტრანზაქციების, აგრეთვე, ე.წ. „მაინინგის“ რეგულირებას.
კანონპროექტს ემატება 391 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ვირტუალური აქტივი არ არის
გადახდის კანონიერი საშუალება, რაც თანხვედრაშია ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკასთან,
რომლის მიხედვით, გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებას წარმოადგენს ლარი.
საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება სამართლებრივი აქტით
განსაზღვროს ის გამონაკლისი შემთხვევები, რომელთა არსებობისას, დასაშვები იქნება
ვირტუალური აქტივით გადახდების განხორციელება.
კანონპროექტით ცვლილება შედის ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში,
რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ზედამხედველობა
გაუწიოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას. ცვლილება
ხორციელდება ამავე მუხლის 41-43 პუნქტებში, რომლითაც საქართველოს ეროვნული
ბანკის არსებული საზედამხედველო უფლებამოსილებები გავრცელდება ვირტუალური
აქტივის მომსახურების პროვაიდერზეც, რაც მოიცავს კაპიტალის წარმოშობის წყაროების,
მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და
ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის მიღებას, გარკვეული ოპერაციების
შეწყვეტის, შეზღუდვის, სანქციების გამოყენების უფლებამოსილებას ვირტუალური
აქტივის მომსახურების პროვაიდერისა და მისი ადმინისტრატორის მიმართ, ასევე,
რეგისტრაციის გაუქმებას.
კანონპროექტს ემატება 525 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო
მანდატის ფარგლებს, რაც მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური
აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას,
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის
კრიტერიუმების დადგენას და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის
ხელშეწყობის
მიზნით
შემოწმებას,
რეგულირებას
და
შესაბამისი
სამართლებრივი აქტების მიღებას. აღნიშნული მუხლი კრძალავს ვირტუალური აქტივის
მომსახურების განხორციელებას იმ პირის მიერ, რომელიც არ არის საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერი ან
საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც
მარეგულირებელი
კანონმდებლობით
მინიჭებული
აქვს
საქმიანობის
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. შესაბამისად, ვირტუალური აქტივის
მომსახურების უფლებამოსილება ენიჭება არა მარტო საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს, ასევე,
საფინანსო
სექტორის
ცალკეულ
წარმომადგენლებსაც.
ამ
უკანასკნელთა
მიერ
ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის უფლებამოსილება გათვალისწინებულია
საკანონმდებლო
პაკეტში
შემავალი
სხვა
კანონპროექტებით.
კანონპროექტით
გათვალისწინებული ორგანული კანონის 525 მუხლი ასევე კრძალავს ვირტუალური
აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების და ამ
მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობის გარდა, სხვა საქმიანობის
განხორციელებას. გამონაკლისს წარმოადგენს ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერის მიერ საკუთარი ვირტუალური აქტივის გადაცვლა. მოცემული მუხლი
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
უფლებამოსილებას
ანიჭებს,
ზედამხედველობის
განხორციელების ფარგლებში, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს,
აგრეთვე
საფინანსო
სექტორის
წარმომადგენელს,
რომელსაც
საქმიანობის
მარეგულირებელი
მომსახურების
კანონმდებლობით
განხორციელების
მინიჭებული
უფლებამოსილება,
აქვს
ვირტუალური
ფულის
აქტივის
გათეთრებისა
და
ტერორიზმის დაფინანსების რისკების გათვალისწინებით შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს
გარკვეული ტიპის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელება (მათ შორის, ვირტუალური
აქტივების სახეების მიხედვით), აგრეთვე, სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვით,
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა
უზრუნველყოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში - 2023 წლის 1 ივლისამდე, ხოლო
ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრის წესის შესახებ
სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილია 12 თვიანი პერიოდი - 2024 წლის 1
იანვრამდე. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე არ
არსებობს უნიკალური ტექნიკური გადაწყვეტა, რომლითაც შესაძლებელი იქნება
ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანხმლები ინფორმაციის გაყოლება და მიღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით იქმნება
რეგულირების სრულიად ახალი სამართლებრივი ჩარჩო, რომელთან შესაბამისობაში
მოსვლისთვის სექტორისთვის ჩნდება ახალი საჭიროებები, რაც თავისმხრივ გარკვეულ
დროს მოითხოვს, კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი
ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის
კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით.
საჭირო
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია
აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ
სივრცეში
ინტეგრაციის
გზაზე
მნიშვნელოვანი
წინგადადგმული
ნაბიჯი
იქნება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად
სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის
2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის
საქმიანობა. მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი
უწყებები და კომერციული ბანკები. სამუშაო
ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის
(„ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება
უახლოეს მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ
სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის
მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს,
მოქალაქეები,
რაც
გამარტივებული
განსაკუთრებით
მომსახურებით
მნიშვნელოვანია,
ისარგებლებენ
მათ
შორის,
საქართველოს
ევროკავშირის
ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის
პროცესში
საქართველოს
მიერ
მიღწეული
პროგრესის
გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად
მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის
რეკომენდაცია
N2-5685/22) დაუყოვნებლივ
დაწყებულიყო
საქართველოს
SEPA-ში
გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
ვინაიდან გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ევროკავშირის ფუნქციურად
ეკვივალენტური რეგულირების ქონა, რაც თავის მხრივ, მოიცავს ვირტუალური აქტივების
მარეგულირებელი
ჩარჩოს
არსებობას
და
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების
პროვაიდერებზე ზედამხედველობის განხორციელებას და საქართველო გეგმავს
შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების განმავლობაში,
აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აპლიკაციის
წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული გადახდების
საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე წლის
სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა,
პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული
საქართველოს
ამ
სივრცეში
გაწევრიანების
პერსპექტივა.
აღსანიშნავია,
რომ
გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPCსთან შეხვედრები უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის
მოლოდინშია.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საბიუჯეტო შემოსავლები გაჩნდება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად
რეგისტრაციის მსურველი პირის მიერ გადასახდელი სარეგისტრაციო მოსაკრებლის სახით
(საკანონმდებლო
პაკეტში
შემავალი
„სარეგისტრაციო
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს
10 000 ლარს, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში). გარდა ამისა, ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების
შემთხვევაში
განსაზღვრული
გადახდები,
ვინაიდან,
ფულადი
ჯარიმის
სახით
დაკისრებული თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. აღნიშნული
შემოსავლების მოცულობის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობაზე. ხოლო, რაც
შეეხება
ფულადი
ჯარიმების
კონკრეტულ
ოდენობას,
აღნიშნული
სხვადასხვა
დარღვევებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით,
კანონის ამოქმედების შემდგომ განისაზღვრება და ფულადი ჯარიმის გამოყენება
დამოკიდებული იქნება დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს
ექნება
პოზიტიური
ფინანსური
გავლენა
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების პროვაიდერებზე და საფინანსო სექტორის იმ წარმომადგენლებზე,
რომლებსაც მიენიჭებათ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება.
რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს შექმნით, სექტორში გაიზრდება გამჭვირვალობა,
რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას, მიმზიდველი და უსაფრთხო საინვესტიციო
გარემოს შექმნას, რასაც თავის მხრივ პოზიტიური ზეგავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებაზე. შედეგად, კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება
ვირტუალური აქტივის მომსახურების არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებზეც,
ვინაიდან ისინი შეძლებენ ვირტუალური აქტივის ლეგალურად შენახვას და
ტრანზაქციების განხორციელებას, რაც საშუალებას მისცემთ მიიღონ სარგებელი.
კანონპროექტით საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების დარღვევისათვის ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერს და პროვაიდერის ადმინისტრატორს დააკისროს სანქცია (მათ
შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ მხრივ
კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერსა და მის მომავალ ადმინისტრატორებზე, თუმცა მოცულობა დამოკიდებული
იქნება შემდგომში საქმიანობისას, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის
მიერ ჩადენილი დარღვევების რაოდენობაზე, ხასიათსა და სიმძიმეზე.
კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ვინაიდან
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობისთვის საჭირო
იქნება დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსები: შესაბამისი კვალიფიკაციის
ადამიანური რესურსის დასაქმება არსებული საშტატო ერთეულის ფარგლებში, არსებული
ადამიანური რესურსის გადამზადება, ტექნიკური გადაწყვეტის დანერგვა, რომელიც
უზრუნველყოფს ვირტუალური
გარიგებების გამოვლენას.
აქტივის
მიკვლევადობას
და
საეჭვო/უჩვეულო
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის მიღების
მსურველი ვალდებული იქნება გადაიხადოს შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებელი,
რომელიც განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით და სახელმწიფო ბიუჯეტში
მიიმართება. კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ფულადი ჯარიმების დაკისრების შესაძლებლობა ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ, შესაბამისი დარღვევების
შემთხვევაში. ფულადი ჯარიმების კონკრეტული ოდენობა კი თითოეული
დარღვევისათვის (მისი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით) განისაზღვრება
საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით, კანონის ამოქმედების შემდგომ.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულ იქნა კონსულტაციები საერთაშორისო
სავალუტო ფონდისგან (IMF) ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ასევე,
მიღებულ
იქნა
რეკომენდაციები
ამერიკის
შეერთებული
შტატების
სახაზინო
დეპარტამენტისგან (U.S. Department of the Treasury).
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.