„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების
პროვაიდერთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ფულადი
სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი
ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;”;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:
„ჰ5) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა - ამ კანონის 171 მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ო“ ქვეპუნქტი:
„ა.ო) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
ან სხვა ქონების მართვა;
გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის, ფასიანი ქაღალდების ან კონვერტირებადი
ვირტუალური აქტივის ანგარიშის მართვა;“.
3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“,
„ა.დ“ - „ა.თ“ და „ა.ლ“ - „ა.ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის;“.
4. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ანგარიშვალდებულმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს
საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული
გარიგება, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ის მისთვის ცნობილ ინფორმაციას
კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის
რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების
და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა
უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული
ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა
ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება.“.
5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ერთჯერადი გარიგების დადება, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული
გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს
აღემატება, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან
დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში - 1 000 აშშ დოლარს, 1 000
ევროს ან 3 000 ლარს;“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა
1. ამ კანონის მიზნებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა არის
ინიციატორის მიერ ან მისი დავალებით/თანხმობით, ციფრული საშუალებით,
მიმღებისთვის
კონვერტირებადი
ვირტუალური
აქტივის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველსაყოფად შესრულებული ოპერაცია. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
გადაცემისას შესაძლებელია ინიციატორი და მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებას ორივეს ერთი ვირტუალური
აქტივის მომსახურების პროვაიდერი უწევდეს.
2. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან/და მიღებას თან ახლდეს
საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული თანმხლები
ინფორმაცია.
3. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მიმღების პროვაიდერმა უნდა შეისწავლოს,
არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ანგარიშგების წარდგენის საფუძველი, თუ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
გადაცემა სრულად არ შეიცავს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემის
ინიციატორის/მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემებს საზედამხედველო ორგანოს მიერ
განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;“.
8. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიიღოს გონივრული ზომები პოლიტიკურად აქტიური პირის ქონების, ფულადი
სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;“.
9. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მიზნებისთვის საკორესპონდენტო ურთიერთობა არის ერთი კომერციული
ბანკის (კორესპონდენტის) მიერ მეორე ბანკისთვის (რესპონდენტისთვის) საბანკო
მომსახურების გაწევა საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით და მასთან დაკავშირებული
საბანკო ოპერაციების შესრულებით, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებს შორის მსგავსი
საქმიანი ურთიერთობა, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვას, კონვერტირებადი
ვირტუალური აქტივის გადაცემას ან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას უკავშირდება.“.
მუხლი 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციიდან 1 წლის ვადაში, მაგრამ
არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა
უზრუნველყოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის III და IV თავებით გათვალისწინებული
მოთხოვნების ისეთ კლიენტებზე გავრცელება, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა
რეგისტრაციის გავლამდე დაამყარა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 17 სექტემბერს, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა
კომიტეტმა (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში1 დაამტკიცა.
ანგარიში მიმოიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის (AML/CFT) ღონისძიებებს საქართველოში და აფასებს ქვეყნის
სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური
ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან2, ასევე, ქვეყნის ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის სისტემის
ეფექტურობის დონეს.
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციის (Recommendation
15 - New Technologies) და ამავე რეკომენდაციის განმარტებითი კომენტარის (Interpretive
Note to Recommendation 15) მიხედვით, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული
რისკების მართვის მიზნით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ვირტუალური
აქტივის მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით რეგულირება/ზედამხედველობა, მათი
ლიცენზირება/რეგისტრაცია, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების/ბენეფიციარი
მესაკუთრეების/ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება,
ეფექტური მონიტორინგი და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)
რეკომენდაციებით
განსაზღვრულ
მოთხოვნებთან
შესაბამისობა.
განმარტებით
კომენტარში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ სულ მცირე
ადგილობრივად დაფუძნებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის
ლიცენზირება/რეგისტრაცია. ასევე, მითითებულია, რომ ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობა და მონიტორინგი რისკზე დამყარებული
მიდგომით უნდა განახორციელოს კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ, რომელსაც ამ
მიზნით უნდა გააჩნდეს შესაბამისი უფლებამოსილებები, მათ შორის, შემოწმების
განხორციელების, ინფორმაციის გამოთხოვისა და სანქციების დაკისრების კუთხით (მათ
შორის, ლიცენზირების/რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილება).
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval)
ანგარიშმა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ შეუსაბამობად ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერის რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოს არარსებობა გამოავლინა და
შესაბამისად, ამ კუთხით გასატარებელი ღონისძიებები პრიორიტეტულად მიიჩნია.
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა
შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში https://rm.coe.int/moneyval-2020-20-5th-round-mer-georgia/1680a03271
2 ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები https://www.fatf-gafi.org/media/fatf/documents/recommendations/pdfs/FATF%20Recommendations%202012.pdf
1
აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე ასევე გამახვილდება ყურადღება ევროპის საბჭოს
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ
ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) შემდეგი
შემოწმებების ფარგლებში,
რომლის დროსაც შემოწმდება ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერის რეგულირების/ზედამხედველობის კუთხით, ქვეყნის მიერ
გატარებული ღონისძიებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალურ აქტივებთან
დაკავშირებული მომსახურება, მათი ბუნებიდან გამომდინარე (ანონიმურობის მაღალ
ხარისხი, ტრანზაქციების სისწრაფე, ტრანზაქციების მიკვლევის სირთულე და სხვ.),
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებულ რისკებთან არის
დაკავშირებული და მათი მომსახურების გამოყენება შეიძლება ხელსაყრელი იყოს
დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერები მოექცნენ რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოში.
აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერების რეგულირების/ზედამხედველობის სამართლებრივი
ჩარჩოს შექმნის თაობაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ფინანსური ქმედების
სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან და სახელმძღვანელოსთან.3
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული რეგულირების ჩარჩო
პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების
ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში
სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების
შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა. აღნიშნული უზრუნველყოფს არსებული
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკების დროულ
მართვას, ასევე, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის
(Moneyval) მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანების აღმოფხვრას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობისთვის
აუცილებელია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება, რომლითაც
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი განისაზღვრება, როგორც
ანგარიშვალდებული პირი, რომელზეც გავრცელდება კანონით დადგენილი ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით არსებული
კონტროლის მექანიზმები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან, კერძოდ, ვირტუალური
FATF-ის სახელმძღვანელო „ვირტუალური აქტივები და ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერები“,
2021
წლის
ოქტომბერი
https://www.fatfgafi.org/media/fatf/documents/recommendations/Updated-Guidance-VA-VASP.pdf
3
აქტივის მომსახურების პროვაიდერი განისაზღვრება ანგარიშვალდებულ პირად, ხოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი მის საზედამხედველო ორგანოდ. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე გავრცელდება ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის
მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს ვირტუალური აქტივებიდან გამომდინარე ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვას, რაც თავისხმრივ
გაზრდის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის
გამჭვირვალობას. ამასთან, კანონპროექტის მიღებით, საქართველო შესაბამისობაში მოვა
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების მოთხოვნებთან და
აღმოფხვრება ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის
(Moneyval) მიერ იდენტიფიცირებული შეუსაბამობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი
განისაზღვრება როგორც ანგარიშვალდებული პირი და მასზე გავრცელდება იგივე
მოთხოვნები, რომლებსაც კანონი ადგენს სხვა ანგარიშვალდებული პირებისთვის.
შესაბამისად, კანონპროექტით ცვლილება შედის შესაბამის ნორმებში.
ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების მომეტებული რისკების გათვალისწინებით, კანონპროექტი ადგენს
პრევენციული ღონისძიებების განხორციელების განსხვავებულ ლიმიტს კონვერტირებადი
ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების
დადების შემთხვევაში, რაც შეადგენს 1 000 აშშ დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს.
კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ვირტუალური აქტივის გადაცემისას და მიღებისას
თანმხლები ინფორმაციის გადაცემისა და მიღების
ვალდებულებას. მოცემული
მოთხოვნის მიზანია ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის
განსაზღვრის წესის (ე.წ. „travel rule“) დანერგვა, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს
ვირტუალური აქტივით განხორციელებული ტრანზაქციების მიკვლევადობას.
კანონპროექტი ადგენს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების
ვალდებულებას საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ერთი წლის ვადაში,
მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა, უზრუნველყონ რეგისტრაციამდე არსებულ
კლიენტების მიმართ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების
გატარება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ამოქმედების თარიღის
გათვალისწინებით, კანონპროექტის ამოქმედების ვადად განისაზღვრება 2023 წლის 1
იანვარი.
ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი
ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო
კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია
აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ
სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად
სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის
2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის
საქმიანობა. მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი
უწყებები და კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის
(„ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება
უახლოეს მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ
სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის
მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს
მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის
ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის
პროცესში
საქართველოს
მიერ
მიღწეული
პროგრესის
გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად
მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის
რეკომენდაცია N2-5685/22) დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში
გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
ვინაიდან გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ევროკავშირის ფუნქციურად
ეკვივალენტური რეგულირების ქონა, რაც თავის მხრივ, მოიცავს ვირტუალური აქტივების
მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობას და ვირტუალური აქტივის მომსახურების
პროვაიდერებზე ზედამხედველობის განხორციელებას და საქართველო გეგმავს
შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების განმავლობაში,
აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აპლიკაციის
წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული გადახდების
საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე წლის
სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა,
პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული
საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ
გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPCსთან შეხვედრები უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის
მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონოპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ექნება პოზიტიური ფინანსური გავლენა ვირტუალური აქტივის
მომსახურების პროვაიდერებსა და
საფინანსო სექტორის იმ წარმომადგენლებზე,
რომლებსაც მიენიჭებათ ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლება.
რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს შექმნით, სექტორში გაიზრდება გამჭვირვალობა,
რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას, მიმზიდველი და უსაფრთხო საინვესტიციო
გარემოს შექმნას, რასაც თავის მხრივ პოზიტიური ზეგავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკის
განვითარებაზე. შედეგად, კანონპროექტს დადებითი ფინანსური გავლენა ექნება
ვირტუალური აქტივის მომსახურების არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებზეც,
ვინაიდან ისინი შეძლებენ ვირტუალური აქტივის ლეგალურად შენახვას და
ტრანზაქციების განხორციელებას, რაც საშუალებას მისცემთ მიიღონ სარგებელი.
კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება ვირტუალური აქტივის მომსახურების
განმახორციელებელ პირებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით, შესაბამისობის
კონტროლის სისტემის დასანერგად, მათ შორის ერთჯერადი გარიგებების დადებისას
პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
წარმოიშობა დამატებითი
ადამიანური და ტექნიკური რესურსის საჭიროება, რაც თავისმხრივ ფინანსურ ხარჯებთან
არის დაკავშირებული. ამასთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად
რეგისტრაციის მსურველი პირი ვალდებული იქნება გადაიხადოს სარეგისტრაციო
მოსაკრებელი, რომელიც განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ვინაიდან
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობისთვის საჭირო
იქნება დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსები: შესაბამისი კვალიფიკაციის
ადამიანური რესურსის დასაქმება არსებული საშტატო ერთეულის ფარგლებში, არსებული
ადამიანური რესურსის გადამზადება, ტექნიკური გადაწყვეტის შეძენა და დანერგვა,
რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივის მიკვლევადობას და საეჭვო/უჩვეულო
ტრანზაქციების გამოვლენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებულ იქნა კონსულტაციები საერთაშორისო
სავალუტო ფონდისგან (IMF) ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ასევე,
მიღებულ იქნა რეკომენდაციები ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო
დეპარტამენტისგან (U.S. Department of the Treasury).
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.