„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის
წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ ბანკის
საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და
პასუხისმგებლობა, და რომელთა სიას ამტკიცებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი – ახლონათესაურ
კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი, პარტნიორები (აქციონერები),
რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, გარდა ბანკისა, სხვა კომერციული
ინტერესებით, ასევე პარტნიორები (აქციონერები), რომელთა შორისაც ბანკის
მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ არსებობს აშკარა ან ფარული შეთანხმება
ნებისმიერი ფორმით;“;
გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი ან
იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც
აკონტროლებს სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია);“;
დ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) კონტროლი – საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი
პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული
ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან
შეთანხმების საფუძველზე, მისი საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც
ანიჭებს მაკონტროლებელ პირს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე
გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორების უმრავლესობის
დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილება;“;
ე) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) მონათესავე საწარმო – იურიდიული პირის კონტროლისადმი დაქვემდებარებული
საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი კონტროლისადმი
დაქვემდებარებული საწარმოები;“;
ვ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა)
ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული კომერციული ბანკის
განაღდებული კაპიტალის ან ნებადართული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე
აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა
(აქციონერთა) ჯგუფის მიერ კომერციულ ბანკზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის
შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე
აქციებში წილის ოდენობისა;“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სალიცენზიო მოთხოვნები
1. ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც
აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განაღდებული კაპიტალის ოდენობა შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ
მოთხოვნებს;
ბ) ადმინისტრატორები აკმაყოფილებენ ამ კანონით და კომერციული ბანკების
ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები აკმაყოფილებენ ამ კანონით და
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
დ) ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და
საოპერაციო
საქმიანობა/გარემო
არის
გამჭვირვალე,
შეესაბამება
სათანადო
კორპორაციული მართვის სტანდარტებს, უზრუნველყოფს ეფექტიანი ინდივიდუალური
ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და
საფრთხეს არ უქმნის ბანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ
ფუნქციონირებას. თუ ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთი ან
რამდენიმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ექვემდებარება სხვა ქვეყნის
იურისდიქციას, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას
ეროვნული ბანკი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობისა და
ადმინისტრაციული
პროცედურების
გავლენას
ეფექტური
ზედამხედველობის
განხორციელებაზე;
ე) ბიზნესგეგმის ადეკვატურობის, განხორციელებადობის და საბანკო სექტორში მისი
პოტენციური პოზიციის გათვალისწინებით მას ექნება მდგრადი ფუნქციონირების
შესაძლებლობა;
ვ) მისი სათავო ოფისი (ადგილი, სადაც მიიღება ბანკის მართვასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების უმრავლესობა) საქართველოს ტერიტორიაზეა და საბანკო
საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
2. ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე
საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე
არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და
ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის
ლიცენზირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გამარტივებით.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას განსაზღვროს
შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები და მათი
სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები.
3. ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკის
ლიცენზირების წესსა და პირობებს, მათ შორის, დამატებით წარსადგენ ინფორმაციას,
აგრეთვე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს.“.
3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. წერილობითი მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას წარუდგენს საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი
პირი.
2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას უნდა
დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:
ა) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტები;
ბ) კომერციული ბანკის ცნობა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული
კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც
მოიცავს მონაცემებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ნებადართული
კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
უცხოეთის ბანკის ფილიალი ან შვილობილი ბანკი წარადგენს ინფორმაციას სათავო ბანკის
მიერ მისთვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ;
გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი კომერციული
ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად;
დ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ადმინისტრატორისა და
მმართველი ორგანოების (დირექტორატი და სამეთვალყურეო საბჭო) ამ კანონითა და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ როგორც ინდივიდუალური, ისე
ერთობლივი შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
ე) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ, ხოლო ასეთის
არარსებობის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო ინფორმაცია 20 ყველაზე მსხვილი
აქციონერის შესახებ;
ზ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის
სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
თ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს,
მათ შორის, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად;
ი) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ
დამტკიცებული დოკუმენტაცია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
კ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა, ამ მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად;
ლ) ინფორმაცია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის წარსული საქმიანობის
შესახებ, კომერციული ბანკის ლიცენზირების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტის შესაბამისად;
მ) უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში −
დამატებითი ინფორმაცია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;
ნ) იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც განთავსდება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
მაძიებელი ან მისი ფილიალი;
ო) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი დასაბუთებულად
მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის/კომერციული ბანკის მფლობელობის
სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს
მფლობელობის ყველა დონის შესახებ, უშუალო აქციონერების, შუალედური
მფლობელების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების
ჩათვლით. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ა.ბ) მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას;
ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას;
ა.დ) ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ან წარსულში მოქმედ
კომერციულ ბანკში არსებული წილის ოდენობის და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ;
ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას, არარეზიდენტი პირების შემთხვევაში - ყველა იმ
ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენდა პირი
ბოლო 10 წლის განმავლობაში;
ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროს და წარმომავლობის შესახებ
მონაცემებს;
ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს;
ბ.ბ) აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტლის) ფინანსურ
ანგარიშგებას;
ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის/ნასამართლობის
შესახებ
ცნობას,
არარეზიდენტი
პირების
შემთხვევაში - ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც
წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში.
4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის,
აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს
ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
5. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ
დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) კორპორაციული მართვის დებულებას;
ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურას და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას;
გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების და სხვა შესაბამისი რისკების მართვის ჩარჩოს;
დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს;
ე) კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ეროვნული ბანკის მოთხოვნების
შესაბამისად, ბიზნესგეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით;
ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას.
6. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ბიზნესგეგმა უნდა შეესაბამებოდეს
აღნიშნული იურიდიული პირის დაგეგმილ საქმიანობას და უნდა მოიცავდეს სულ მცირე
შემდეგ ინფორმაციას:
ა) ბიზნესსტრატეგიას;
ბ) ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის კომერციული ბანკის
ბიზნესსტრატეგიაზე პოტენციური გავლენის შესახებ;
გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერას და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას;
დ) საბიუჯეტო გეგმას და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, მათ შორის, სტრესული
სცენარების გათვალისწინებით მომდევნო სამი წლისთვის;
ე) ბიზნეს და რეგულაციებთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმს და მათი
მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას.
7. უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი ბანკის ლიცენზირების შემთხვევაში
დამატებითი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) სათავო ბანკის ბოლო 3 წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას და მოგებაზარალის ანგარიშგებას;
ბ) სათავო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის მისაღებად ეროვნული ბანკისთვის მიმართვის შესახებ;
გ) სათავო ბანკის ზედამხედველობის ორგანოს დასტურს საქართველოში
ფილიალის/შვილობილი ბანკის გახსნაზე.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს დედნების
ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული
დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული.
ამასთან, წარდგენილი უნდა იქნას დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ
დამოწმებული თარგმანი.
9. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ
ცნობის გაცემას, ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი
უფლებამოსილი უწყების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი.
10.
ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მისი აქციონერები, შუალედური
მფლობელები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეები
ვალდებული არიან, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ამ
მუხლით განსაზღვრული განახლებული ინფორმაცია.“.
4. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ
ეროვნული ბანკი.
2. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის
გადაცემა აკრძალულია.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად
ეროვნული ბანკი შეისწავლის წარდგენილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის
საქართველოს
კანონმდებლობითა
დადგენილ
სალიცენზიო
მოთხოვნებთან
შესაბამისობას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებამდე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
მაძიებელთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები.
4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის წარდგენიდან
5
სამუშაო
დღის
ვადაში,
ეროვნული
ბანკი
ამოწმებს
წარდგენილი
1
ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონის მე-3, 3 მუხლებითა
და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ ლიცენზიის მაძიებლის
მიერ არ არის წარდგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული სრულყოფილი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი ლიცენზიის მაძიებელს უდგენს ხარვეზს და
განუსაზღვრავს არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას მის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის
აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი
ლიცენზიის მაძიებელს, ლიცენზიის გაცემაზე უარს ეუბნება. ლიცენზიის მაძიებლის მიერ
სრულყოფილი წერილობითი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი
უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება ლიცენზიის გაცემის თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების ვადა.
5. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ
დოკუმენტაციასა და ინფორმაციას განიხილავს სრულყოფილი წერილობითი მიმართვის
მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 6 თვის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ
ბანკს უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოითხოვოს ნებისმიერი სხვა,
დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული
გადაწყვეტილების
მისაღებად
კონკრეტულ
შემთხვევაში.
დამატებითი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში ჩერდება ამ პუნქტით
გათვალისწინებული
ვადის
დინება
და
განისაზღვრება
ვადა
დამატებითი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად (მათ შორის, რამდენჯერმე). ლიცენზიის
მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების
განახლების საფუძველია, ხოლო დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის
წარუდგენლობა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. განხილვის შედეგად,
ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობებს ლიცენზიის გაცემაზე
თანხმობას ან დასაბუთებულ უარს, თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს
კანონმდებლობით განსაზღვრულ სალიცენზიო მოთხოვნებს.
6. ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
მუხლი 5. კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები
1. კომერციული ბანკის ადმინისტრატორი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
შესაფერისობის კრიტერიუმებს:
ა) კარგი რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება,
რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ბ) საბანკო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნა, უნარები და
გამოცდილება;
გ) განსჯის დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს უნარს დამოუკიდებელი და
ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები, შეაფასოს მმართველი
ორგანოების სხვა წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილოს
ინტერესთა კონფლიქტი;
დ) საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის საკმარისი დრო;
ე) პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა - ადმინისტრატორი არ უნდა
იყოს საქართველოში რეგისტრირებული სხვა კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის
ადმინისტრატორი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული სუბიექტები ექვემდებარებიან
იმ კომერციული ბანკის კონტროლს, სადაც მას უკავია ადმინისტრატორის პოზიცია, ან
წარმოადგენენ იმ კომერციული ბანკის მაკონტროლებელ სუბიექტებს, რომელშიც მას
უკავია ადმინისტრატორის პოზიცია. ბანკის ადმინისტრატორი არ უნდა იყოს
სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის წევრი ხუთზე მეტ საწარმოში. ამასთან,
ერთი აღმასრულებელი პოზიცია თავსებადია ორ არააღმასრულებელ პოზიციასთან, ან
დასაშვებია ხუთი არააღმასრულებელი პოზიცია. ამ პუნქტის მიზნებისათვის ერთ
პოზიციად განიხილება:
ე.ა) ერთი ჯგუფის შიგნით დაკავებული პოზიციები. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის
ჯგუფი გულისხმობს კომერციულ ბანკს, მის სათავო საწარმოს/საწარმოებს და
კომერციული ბანკის შვილობილ საწარმოს/საწარმოებს;
ე.ბ) პოზიციები იმ საწარმოში/საწარმოებში, რომლის მნიშვნელოვან წილს ფლობს ბანკი.
2. ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული
ბანკი, რომელიც ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასებისას ხელმძღვანელობს
პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შესაფერისობის კრიტერიუმების ბანკის
ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის
მიხედვით შეფასებას. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის,
სანდოობის და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმის
შეფასებისას. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების
ინტენსივობის
ხარისხი,
შეფასების
პროცედურა
და
წარსადგენი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი.
3. ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასება გულისხმობს ადმინისტრატორების
როგორც ინდივიდუალური, ასევე ბანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს
ერთობლივი შესაფერისობის შეფასებას.
4.
ადმინისტრატორთა
შესაფერისობის
შეფასებისას
გაითვალისწინება
მრავალფეროვნების პოლიტიკა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სულ მცირე განათლების,
პროფესიული გამოცდილების, ასაკისა და სქესის ფაქტორებს.
5. ბანკი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს
ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია/ინფორმაცია და არ დანიშნოს
პირი ეროვნული ბანკის მიერ
ადმინისტრატორის შესაფერისობის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო უკვე დანიშნული პირის შეუსაბამობის შემთხვევაში,
გადააყენოს პირი დაკავებული პოზიციიდან.
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრატორთა
შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს
პირობითი თანხმობა ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს
ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა, არაუმეტეს ერთი თვისა.
აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარუდგენლობის
შემთხვევაში, ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე გაცემული პირობითი თანხმობა,
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტიდან, ავტომატურად
გაუქმდება.
7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
კომერციული ბანკის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების შეფასების წესი
და პროცედურა, მათ შორის, დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი
შესაფერისობის საკითხები, წარსადგენი ინფორმაცია და ასევე განმარტოს შეფასების
კრიტერიუმების შინაარსი.“.
5. მე-7 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომერციული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების დღიდან 12
თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი კომერციული
ბანკის მიერ საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა;“;
ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კომერციული ბანკის ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის
კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;“;
გ) „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) უცხოური ბანკის ფილიალის სათავო დაწესებულებისთვის სათავო დაწესებულების
ადგილსამყოფელ ქვეყანაში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა, ან შემთხვევა,
როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, უცხოური ბანკი არ ასრულებს უცხოური ბანკის
ფილიალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, ამასთანავე, ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ
ხდება ან გონივრულ ვადაში არ მოხდება რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან
გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ან ადგილსამყოფელ
ქვეყანაში რეზოლუციის რეჟიმის შემოღება ან გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმის
წარმოების დაწყება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობისთვის
საკმარისი არ იქნება, ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში შემოღებულ რეზოლუციის რეჟიმში ან
გაკოტრების ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში საქართველოში
არსებული უცხოური ბანკის ფილიალის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი
დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება;
რ) პირობითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, პირობითი ლიცენზის გაცემასთან
დაკავშირებული მოთხოვნების/შეზღუდვების შეუსრულებლობა.“.
6. 81 - 83 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
1. პირი ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი (შემდგომში –
განმცხადებელი), რომელიც აპირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს კომერციული
ბანკის წილი იმ ოდენობით, რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი
პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და
მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს კომერციულ ბანკზე მიუხედავად
კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ვალდებულია
ეროვნულ ბანკს პირადად, წარმომადგენლის ან ბანკის მეშვეობით წარუდგინოს
მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა
(აქციონერთა) ჯგუფის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის/ცვლილების
დასადგენად, გაითვალისწინება პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის მფლობელობაში
არსებული წილების ჯამური ოდენობა.
2. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი წილის შეძენის
შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს
დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდება აღნიშნული
ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის
შესაფერისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, პირმა არ უნდა გამოიყენოს
მნიშვნელოვანი წილის ფლობასთან დაკავშირებული ხმის უფლებები და სხვა
უფლებამოსილებები. განმცხადებლის წინასწარი განზრახვის გარეშე მნიშვნელოვანი
წილის შეძენისას, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არსებობს
იმის მიუხედავად, გეგმავს თუ არა შემძენი წილის გასხვისებას, იმ ოდენობით, რომ მის
მფლობელობაში არსებული წილი დაუბრუნდეს ზღვრულ ოდენობას.
3. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნული
ბანკი
შეისწავლის
წარდგენილი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და ითვალისწინებს შემდეგ
შესაფერისობის კრიტერიუმებს:
ა) განმცხადებლის რეპუტაცია, რაც მოიცავს მის სანდოობას და სათანადო კომპეტენციის
არსებობას;
ბ) განმცხადებლის მიერ ბანკის ადმინისტრატორებად შერჩეული პირების (ასეთი
უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში) შესაბამისობა ამ კანონითა და
ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
გ) განმცხადებლის ფინანსური სიმყარე;
დ) ბანკის შესაბამისობა პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან
განმცხადებლის მიერ წილის შეძენის შემდგომ;
ე) განმცხადებელთან/ტრანზაქციასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობა.
4. პირს ეკრძალება, იყოს კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი
აქციონერი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის,
ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან
სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
5. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს
პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების ბანკის
ზომის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის,
წილის ოდენობის, შემძენის ბუნების (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი,
პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე
შესაძლო ზეგავლენის მიხედვით შეფასებას. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება
განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებზე.
6. ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება
ეკისრება მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ შემძენს.
ეროვნული ბანკის თანხმობით, დასაშვებია მფლობელობის სტრუქტურაში, იერარქიის
სათავეში მყოფი პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა შუალედური
მფლობელების სახელით.
7. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა
დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, იგი უფლებამოსილია თავისი
კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით და მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის
გარდა მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური).
8. კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, რომელიც აპირებს
პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით გაყიდოს კომერციული ბანკის წილი იმ ოდენობით,
რომ ამ კომერციული ბანკის კაპიტალში მისი წილი 10, 20, 30 ან 50 პროცენტს ჩამოსცდება,
ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს. შეტყობინება უნდა
მოიცავდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტრანზაქციის თაობაზე.
9. კომერციული ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს
კომერციული
ბანკის
მნიშვნელოვანი
წილის
მფლობელის
შესაფერისობის
კრიტერიუმებთან შესაბამისობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
10. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის შესაფერისობის კრიტერიუმების
შინაარსი, მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები,
წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეფასების წესი და პროცედურა.
11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურები.
მუხლი 82. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასება
1. განმცხადებლის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის
ვადაში, ეროვნული ბანკი ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის
ფორმალურ შესაბამისობას ამ კანონითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუ განმცხადებლის მიერ არ არის წარდგენილი
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სრულყოფილი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ეროვნული ბანკი განმცხადებელს უდგენს ხარვეზს და
განუსაზღვრავს არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას მის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის
აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი
განმცხადებელს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარს ეუბნება. განმცხადებლის მიერ
სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი
უდასტურებს პირს მის მიღებას, რომელშიც მიეთითება
შესაბამისობის თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების ვადა.
2. ეროვნული ბანკი წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას განიხილავს
სრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60
სამუშაო დღის ვადაში. განხილვის პერიოდში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა, დამატებითი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების
მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე მას უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია
გადაამოწმოს,
ან
უშუალოდ
განმცხადებელთან
დააზუსტოს.
დამატებითი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნა დასაშვებია ინფორმაციის/დოკუმენტაციის
მიღების შესახებ წერილობითი დასტურის გაცემიდან არაუგვიანეს 50-ე სამუშაო დღისა. ამ
შემთხვევაში
განხილვის
ვადის
დინება
შეჩერდება
დამატებითი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე, არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, ან არაუმეტეს
30 სამუშაო დღისა თუ განცხადებელი არარეზიდენტი პირია, რის შესახებაც
განმცხადებელს
უნდა
ეცნობოს.
განმცხადებლის
მიერ
მოთხოვნილი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ვადის დინების განახლების საფუძველია, ხოლო
დადგენილ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა მნიშვნელოვანი წილის
შეძენაზე უარის თქმის საფუძველია. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ხელახლა მოითხოვოს
დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან ინფორმაციის დაზუსტება. ასეთ
შემთხვევაში განხილვის ვადის დინება აღარ შეჩერდება.
3. წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ეროვნული ბანკი
თანხმობას აძლევს განმცხადებელს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე
ან
დასაბუთებულ უარს ეუბნება, თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონითა და
კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს ან მან არ წარადგინა
ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია
უარი
განუცხადოს
განმცხადებელს
შესაბამისი
ოპერაციის
განხორციელებაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. მნიშვნელოვანი წილის შეძენის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა ან
დასაბუთებული უარი განმცხადებელს უნდა ეცნობოს შეფასების დასრულებიდან 2
სამუშაო დღის ვადაში, შეფასების საერთო ვადის დაურღვევლად.
5. დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღების შესახებ დასტურის გაცემიდან 60 სამუშაო
დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს
შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. საჭიროების შემთხვევაში,
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე
გადაწყვეტილების მიღების ვადა გაგრძელოს 90 სამუშაო დღემდე, რის შესახებაც, ამ
პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე განმცხადებელს ეცნობება.
6.
ეროვნული
ბანკისათვის
შესაბამისი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის
წარუდგენლობის ან ეროვნული ბანკის დასაბუთებული უარის მიუხედავად წილის
შეძენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს შეუჩეროს ხმის
უფლება ან/და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე
შემცირება/მნიშვნელოვანი
გავლენის/კონტროლის
გაუქმება,
ასევე
მოსთხოვოს
კომერციულ ბანკს პირის მიერ წილის შეძენის შედეგად მიღებული ხმის უფლების ან/და
სხვა უფლებამოსილებების გამოყენების შედეგების გაუქმება.
მუხლი 83. ეროვნული ბანკისათვის პერიოდულად წარსადგენი ინფორმაცია
1. კომერციული ბანკი, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეროვნულ ბანკს
წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას მისი მნიშვნელოვანი წილის
მესაკუთრის შესახებ და აღნიშნავს, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
2. მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე, ვალდებულია ყოველი წლის აპრილში ეროვნულ
ბანკს წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია შეცვლილი გარემოებების ნაწილში ან
დაადასტუროს, რომ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.
3. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის
მესაკუთრის მიერ ეროვნული
ბანკისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მოხდება
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება.“.
7. 84 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და
საზედამხედველო ზომები“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ
ბანკს მოსთხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ განახლებული ან
დამაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი
წილის მესაკუთრე არ წარადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას ან, ეროვნული ბანკის
შეფასებით, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის
კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს:
ა) გარკვეული ვადით შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს მას, მის საკუთრებაში
არსებული წილი 60 დღის ვადაში 10 პროცენტამდე შეამციროს;
ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება.“.
8. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. კომერციული ბანკი ვალდებულია სადამფუძნებლო სტრუქტურის ისეთი
ცვლილება, რომელსაც,
შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლიცენზირების
პირობებთან/კრიტერიუმებთან ბანკის შესაბამისობაზე, წინასწარ შეუთანხმოს ეროვნულ
ბანკს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.
9. მე-14-მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო
1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის
საქმიანობაზე ზედამხედველობას. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან.
სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი რეგულირდება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების
კორპორაციული მართვის კოდექსით.
2. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს
აღმასრულებელ ფუნქციებს.
3. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს აქციონერთა საერთო კრება ირჩევს არაუმეტს 4
წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.
4. აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა
ანაზღაურების საკითხს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული
კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის შესაბამისად. სამეთვალყურეო
საბჭოს წევრებისთვის ნებადართულია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურება.
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების
გადაწყვეტილებით საბჭოს წევრობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლით და ადმინისტრატორთა შესაფერისობის
კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ
ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ
კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ
პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ
ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. ამ მოვალეობების ბრალეული
შეუსრულებლობით მიყენებული
ზიანისათვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები
სოლიდარულად აგებენ პასუხს ბანკის წინაშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ იგი თავისი ქმედებით საერთო კრების
გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების
გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა,
რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანს გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა
საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.
7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს
კომერციული ბანკის ინტერესებს. ისინი საქმეს უნდა მიუდგნენ გონივრულად და
დამოუკიდებლად. მათ უნდა უზრუნველყონ კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და
შენარჩუნება, კომერციული ბანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა.
8. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს აქციონერთა საერთო
კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების
დელეგირება.
მუხლი 15. დირექტორატი
1. კომერციული ბანკის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ
კომერციული ბანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან ბანკის საქმეების
მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე. დირექტორატი შედგება არანაკლებ 3
დირექტორისაგან, რომელთაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არა უმეტეს 4 წლის ვადით.
მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.
2. ყველა ბანკის დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს გენერალური დირექტორი,
რომელსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.
3. კომერციული ბანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან
სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრის პოზიციიდან უნდა
გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლით და
ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.
4. დირექტორატის წევრები კომერციული ბანკის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ
კეთილსინდისიერად, ბანკზე უნდა ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ
პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდნენ
ბანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად. ამ მოვალეობების ბრალეული
შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს
ბანკის წინაშე. დირექტორი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ იგი თავისი
ქმედებით საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის
მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანს გამოიწვევდა, მაგრამ ამის
თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.
5. კომერციული ბანკის დირექტორატს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი
წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს თავისი
უფლებამოსილების სხვებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.
მუხლი 16. აუდიტის კომიტეტი
1. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო
საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა
უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.
2. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად მიიჩნევა, თუ
იგი არ განიცდის კომერციული ბანკის ან სხვა გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება
ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი
გადაწყვეტილებების მიღებაში. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს
დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების
კორპორაციული მართვის კოდექსით.
3. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ორ წევრს, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარეს,
უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი, გამოცდილება ან უნდა
გააჩნდეს ფინანსური განათლება.
4. აუდიტის კომიტეტი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად
აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ.
5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია შიდა კონტროლის საკითხებთან
მიმართებით ბანკის მიდგომების და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის განსაზღვრა,
ფინანსური ანგარიშგების პროცესის მონიტორინგი, შიდა აუდიტის და კომერციული
ბანკის აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა. აუდიტის კომიტეტის ფუნქციები და
პასუხისმგებლობა დამატებით განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტით.“.
10. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შეუჩეროს ხმის უფლება კომერციული ბანკის მაკონტროლებელ პირს ან/და
მნიშვნელოვანი წილის მფლობელს მაკონტროლებელი პირის ან მნიშვნელოვანი წილის
მფლობელის მხრიდან ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის
მიუწოდებლობის ან კანონმდებლობის სხვა დარღვევის, მათ შორის, ამ კანონის 81 მუხლით
განსაზღვრულ
შესაფერისობის
კრიტერიუმთან/კრიტერიუმებთან
შეუსაბამობის,
შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, მაკონტროლებელი
პირი ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციების ფლობიდან გამომდინარე საკუთარ
უფლებამოსილებას ბანკის ინტერესების საზიანოდ იყენებს. ამ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გაუქმების ან შეზღუდვის პირობებსა და ვადებს ადგენს ეროვნული
ბანკი არსებული გარემოებებიდან გამომდინარე;“.
მუხლი 2
1. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში
უზრუნველყოს:
ა) ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ
სამართლებრივი აქტის შემუშავება;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა
შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულებისა და კომერციული ბანკების
ლიცენზირების წესის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არსებულმა კომერციული ბანკის
ადმინისტრატორებმა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებმა ამ კანონის პირველი
მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლითა და 81 მუხლის პირველი და მე3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყონ ამ კანონის
ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
შემუშავება
განპირობებულია
საბანკო
საქმიანობის
ლიცენზიის
გაცემასთან, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შემძენთა/მფლობელთა და
კომერციული
ბანკის
ადმინისტრატორთა
შესაფერისობის
კრიტერიუმებთან
დაკავშირებული მოთხოვნების ცვლილებების საჭიროებით. კანონპროექტი მიზნად
ისახავს აღნიშნული მოთხოვნების, ევრო დირექტივითა (ევროპარლამენტისა და საბჭოს
2013 წლის 26 ივნისის დირექტივა (2013/36/EU) „საკრედიტო დაწესებულებების
საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო
კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ (CRD Directive 2013/36/EU)) და
ევროპის
საბანკო
უწყების
(European
Banking
Authority)
მიერ
განსაზღვრულ
სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ მოთხოვნების
დახვეწას და შეფასების პროცესში მეტ სიცხადეს უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული დირექტივით განსაზღვრულ
მოთხოვნებს დიდწილად შეესაბამება, თუმცა, ვინაიდან დირექტივასთან დაახლოების
ვალდებულება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ გამომდინარეობს1, მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნები დირექტივასთან
სრულად შესაბამისი იყოს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის
შემძენთა/მფლობელთა და კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის
მოთხოვნები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით არის
განსაზღვრული. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნების ცვლილებაც საკანონმდებლო
აქტის მიღების გზით უნდა განხორციელდეს.
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შემდეგი დირექტივები: 2006 წლის 14 ივნისის
ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2006/49/EC „საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო
ინსტიტუტების კაპიტალის ადეკვატურობის თაობაზე“ და 2006 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2006/48/EC დირექტივა „საკრედიტო ინსტიტუტების ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ“
ჩაანაცვლა, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივამ (2013/36/EU) „საკრედიტო
დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო
კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“.
1
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, კომერციული ბანკის ლიცენზირების წესი, ასევე მისი
ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის მოთხოვნები უფრო დახვეწილი
და ცხადი გახდება. ამასთან, როგორც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, ასევე
აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასების პროცედურული მხარე,
უფრო მეტად გაიმართება და მოწესრიგდება, რითიც როგორც დირექტივასთან სრული
შესაბამისობა, ასევე შესაბამისი მხარეებისთვის (კომერციული ბანკები, მნიშვნელოვანი
წილის შემძენები და ადმინისტრატორები) შეფასების უფრო ცხადი, გამჭვირვალე
მოთხოვნები და პროცესები იქნება უზრუნველყოფილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით შემდეგი საკითხებია გათვალისწინებული:
ლიცენზირება - მართალია, არსებული მდგომარეობით, კანონი კომერციული ბანკის
ლიცენზირებისათვის წარსადგენი ინფორმაციის ჩამონათვალს განსაზღვრავს, რაც
სალიცენზიო კრიტერიუმებს არაპირდაპირ მოიაზრებს, თუმცა სალიცენზიო მოთხოვნების
მომწესრიგებელი, დამოუკიდებელი მუხლი კანონში მოცემული არ არის. შესაბამისად,
მეტი სიცხადის უზრუნველსაყოფად, ცვლილებებით გათვალისწინებულია სალიცენზიო
მოთხოვნების მარეგულირებელი დებულებების დამატება, კერძოდ, კანონპროექტით,
დირექტივასთან შესაბამისობით, განისაზღვრება სალიცენზიო მოთხოვნების შემდეგი
ჩამონათვალი: კაპიტალის ოდენობა, ადმინისტრატორების შესაფერისობა, აქციონერების
შესაფერისობა, ბიზნესგეგმის ადეკვატურობა, მფლობელობის/ჯგუფის სტრუქტურის
გამჭვირვალობა და კორპორაციული მართვის სტანდარტების ადეკვატურობა, ასევე
სათავო ოფისის ადგილმდებარეობა. კანონპროექტი ასევე დეტალურად აწესრიგებს და
აზუსტებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობითი მიმართვის
წარდგენის საკითხს, მათ შორის, განსაზღვრავს იმ ინფორმაციას/დოკუმენტაციას,
რომელიც თან უნდა დაერთოს შესაბამის მიმართვას, ასევე მათი წარდგენის წესს.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით ასევე რიგი პროცედურული ცვლილებებია
გათვალისწინებული, კერძოდ: სალიცენზიო განაცხადის შეფასების ვადა 3 თვიდან 6
თვემდე
იზრდება;
ზუსტდება
ხარვეზის
დადგენისა
და
დამატებითი
ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის საკითხები; შემოდის სალიცენზიო განაცხადის
განხილვის საერთო მაქსიმალური 12 თვიანი ვადა, როგორც ეს დირექტივით არის
გათვალისწინებული.
ადმინისტრატორთა
შესაფერისობა
-
კომერციული
ბანკის
ადმინისტრატორების
შესაფერისობასთან მიმართებით, კანონპროექტით, ადმინისტრატორთა შესაფერისობის 5
კრიტერიუმი დირექტივის მიხედვით განისაზღვრა, კერძოდ:
-
რეპუტაცია, სანდოობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
-
ცოდნა, უნარები და გამოცდილება;
-
განსჯის დამოუკიდებლობა;
-
მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის საკმარისი დრო;
- პარალელურად დაკავებული პოზიციების რაოდენობა.
კანონის მოქმედ რედაქციაში, მოცემული კრიტერიუმებიდან, განსჯის დამოუკიდებლობა
და საკმარისი დროის კრიტერიუმი არ იყო გათვალისწინებული. ამასთან, განსხვავებულად
იყო მოწესრიგებული პარალელურად დაკავებული დაშვებული პოზიციების ოდენობა.
კანონპროექტით
შემოთავაზებული
ცვლილების
მიხედვით,
კომერციული
ბანკის
ადმინისტრატორს სხვა საწარმოებში 5-ზე მეტი პოზიციის დაკავების უფლება არ ექნება,
ამასთან კანონის დონეზე განისაზღვრება ერთი ჯგუფის შიგნით დაკავებული პოზიციების
დათვლის წესი.
კანონპროექტით ასევე ზუსტდება, რომ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების
შესახებ
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი
აქტით
განიმარტება
შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსი, ასევე განისაზღვრება დირექტორატისა და
სამეთვალყურეო საბჭოს ჯამური შესაფერისობის საკითხი, შეფასების წესი, პროცედურა და
შესაბამისი შეფასების ფორმები ინფორმაციის წარსადგენად.
მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთა შესაფერისობა - კომერციული ბანკის
მნიშვნელოვანი
წილის
შეძენასთან
კანონპროექტით,
მნიშვნელოვანი
მიმართებით,
წილის
დირექტივის
შემძენის/მფლობელის
შესაბამისად,
შესაფერისობის
5
ძირითადი კრიტერიუმი განისაზღვრა, (რეპუტაცია, მომავალი ადმინისტრატორების
შესაფერისობა, ფინანსური სიმყარე, კომერციული ბანკის შესაბამისობა პრუდენციული
ზედამხედველობის მოთხოვნებთან წილის შეძენის შემდგომ, ფულის გათეთრების და
ტერორიზმის დაფინანსების რისკების არარსებობა). აღსანიშნავია, რომ კრიტერიუმების
უმეტესობას კანონის მოქმედი რედაქციაც ითვალისწინებს, თუმცა მეტი სამართლებრივი
სიცხადის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული კრიტერიუმების ჩამონათვალი ერთ მუხლში
იქნება განსაზღვრული.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ახალი
კრიტერიუმია
მომავალი
ადმინისტრატორების შესაფერისობის შეფასება, იმ შემთხვევაში თუ კომერციული ბანკის
წილის შემძენს ადმინისტრატორის დანიშვნის უფლებამოსილება ექნება (50% ან მეტი
წილის შეძენის შემთხვევა). ასევე, სიახლეა, რომ რეპუტაციის შეფასება მოიცავს სათანადო
კომპეტენციის არსებობის შეფასებასაც, რაც წილის შემძენს ფინანსურ სექტორში წილის
ფლობის/მართვის შედეგად უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს მოთხოვნა, ისევე როგორც სხვა
კრიტერიუმები, პროპორციულობის პრინციპის მიხედვით შეფასდება.
კანონპროექტით ასევე დაიხვეწა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი
წილის შეძენაზე თანხმობის გაცემის პროცედურული საკითხები (ხარვეზის დადგენა,
დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის წესი და ვადები) და გაიზარდა
შეფასების ვადა ერთი თვიდან 60 სამუშაო დღემდე. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო
ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი
წილის შეძენის შესახებ სამართლებრივი აქტის განახლებასაც გეგმავს, რომლითაც
წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და მნიშვნელოვანი
ცნებების შინაარსი (მათ შორის, კონტროლი, მნიშვნელოვანი გავლენა, ერთობლივად
მოქმედება, არაპირდაპირი შეძენა) დაკონკრეტდება.
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, კანონპროექტით, ასევე კომერციული ბანკის
სამეთვალყურეო
დებულებები
საბჭოსა
და
დირექტორატის
დაზუსტდა.
მათ
შორის,
მოვალეობების
სამეთვალყურეო
საბჭოს
განმსაზღვრელი
წევრებისა
და
დირექტორატის კეთილსინდისიერებისა და ზრუნვის მოვალეობა, ისევე როგორც მათი
შეუსრულებლობის შედეგები, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად
განისაზღვრა. ცვლილება ასევე შეეხო კომერციული ბანკის აუდიტის კომიტეტის
საქმიანობის მარეგულირებელ მუხლს, რომლითაც კანონის დონეზე განისაზღვრა
კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული
საკითხების დეტალური მოწესრიგება კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსშია“
მოცემული.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით
გათვალისწინებულია 3 თვიანი ვადა კანონის ამოქმედებიდან, რათა საქართველოს
ეროვნულმა ბანკმა, ყველა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის,
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობა უზრუნველყოს. ასევე,
კომერციული ბანკების არსებულ ადმინისტრატორებსა და მნიშვნელოვანი წილის
მფლობელებს მიეცემათ კანონის ამოქმედებიდან 9 თვიანი ვადა, რათა შეცვლილი
მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყონ. აღნიშნული საჭიროა, ერთი მხრივ,
იმისათვის, რომ კომერციული ბანკების ადმინისტრატორებსა და აქციონერებს საკმარისი
ვადა განესაზღვროთ შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად და საქართველოს
ეროვნული ბანკისათვის წარსადგენად, ხოლო მეორე მხრივ, იმისათვის, რომ საქართველოს
ეროვნულ ბანკს, აღნიშნული პირების ხელახლა შესაფასებლად და შესაბამისი
თანხმობების გასაცემად საკმარისი დრო ჰქონდეს. კანონპროექტით უკუძალა
გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი
ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო
კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია
აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ
სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად
სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის
2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის
საქმიანობა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი
უწყებები და კომერციული ბანკები. სამუშაო
ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის
(„ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება
უახლოეს მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ
სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის
მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს,
მოქალაქეები,
რაც
გამარტივებული
განსაკუთრებით
მომსახურებით
ისარგებლებენ
მნიშვნელოვანია,
მათ
შორის,
საქართველოს
ევროკავშირის
ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის
პროცესში
გათვალისწინებით, საჭირო
საქართველოს
მიერ
მიღწეული
პროგრესის
სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად
მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის
რეკომენდაცია
N2-5685/22) დაუყოვნებლივ
დაწყებულიყო
გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
საქართველოს
SEPA-ში
ვინაიდან გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის
მიმართულებით ევროკავშირის ფუნქციურად ეკვივალენტური რეგულირების ქონა, რაც,
თავის მხრივ, მოიცავს 2013/36/EU დირექტივის მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას
და საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი
კვირების განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა. აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ,
გამოწვეულია ევროპული გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის
გათვალისწინებით. თუ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი
აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა, პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და
შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების
პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების
დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPC-სთან შეხვედრები უკვე გამართა და ევროპული
მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აქვე
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული პირობითი ლიცენზია არ
წარმოადგენს ლიცენზიის ახალ სახეს. შესაბამისად, პირობითი ლიცენზიის
მოსაპოვებლად საბანკო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდაა საჭირო, რაც
მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს შესაძლოა ფინანსური გავლენა ჰქონდეს იმ ბანკებზე, მათ
ადმინისტრატორებსა და აქციონერებზე, რომლებიც კანონპროექტით განსაზღვრულ
შეცვლილ
მოთხოვნებს
სრულად
ვერ
აკმაყოფილებენ
და
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად სათანადო ზომების მიღება მოუწევთ. აღნიშნული შეეხება სხვა
საწარმოებში პარალელურად დაკავებული დაშვებული პოზიციების რაოდენობის
ცვლილებას, რომელიც ახლებურად განისაზღვრა, კერძოდ 7-დან 5-მდე შემცირდა, ასევე
სათანადო კომპეტენციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ცვლილებას. აღნიშნულ
მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით, მოქმედი ბანკებიდან, ზომების მიღების
საჭიროება სავარაუდოდ 3-4 ბანკს და შესაბამის ადმინისტრატორებსა და აქციონერებს
წარმოეშობათ. ეს ზომები შესაძლოა გულისხმობდეს პარალელურად დაკავებული
პოზიციების რაოდენობის შემცირებას, მოთხოვნილი სათანადო კომპეტენციის შესაძენად
ზომების მიღებას გარდამავალ პერიოდში, ასევე შესაფერისობის ხელახლა შესამოწმებლად
დოკუმენტაციის მომზადებას. თუმცა, ამ ზომების მიღებისათვის საჭირო შესაბამისი
დანახარჯების მოცულობა, შესაფერისობის შეფასების განხორციელებამდე, წინასწარ ვერ
განისაზღვრება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული
პირობითი ლიცენზია არ წარმოადგენს ლიცენზიის ახალ სახეს. შესაბამისად, პირობითი
ლიცენზიის მოსაპოვებლად საბანკო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდაა
საჭირო, რაც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი მიზანი სწორედ ევროკავშირის სამართალთან კიდევ უფრო მეტად
დაახლოებაა და შეესაბამება „საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და
საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული
ზედამხედველობის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის
2013/36/EU დირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ, კანონპროექტის მიზანი, „ერთი
მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
გამომდინარე ვალდებულების შესრულებაა.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ გამომდინარე ვალდებულების შესრულებას,
კერძოდ შეთახმების:
„დანართი XV-A
ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები
საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად
დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და
საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:
A.
საბანკო სფერო
- 2006 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2006/49/EC
საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო ინსტიტუტების კაპიტალის
ადეკვატურობის თაობაზე;
2006 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/48/EC დირექტივა
საკრედიტო ინსტიტუტების ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ.“
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული აღნიშნული დირექტივები
ჩაანაცვლა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივამ (2013/36/EU)
„საკრედიტო
დაწესებულებების
საქმიანობასთან
წვდომისა
და
საკრედიტო
დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის
შესახებ“, რომლის მიხედვითაც წინამდებარე კანონპროექტი მომზადდა.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა (2013/36/EU) „საკრედიტო
დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და
საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ.“
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
უშუალოდ კანონპროექტის შემუშავების ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფი ჩართული არ ყოფილა,
თუმცა, კანონპროექტი არსებითად დაეფუძნა, 2019 წლის განმავლობაში, ევროკავშირის
მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ეროვნული ბანკის შესაძლებლობების
გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“ (TWINNING) - ფარგლებში,
პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) ექსპერტების მიერ
მომზადებულ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული კომერციული ბანკის ლიცენზირების, მნიშვნელოვანი წილის შეძენისა და
ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების დირექტივასთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.