„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) დაემატოს შემდეგი შინაარსის 94 მუხლი:
„მუხლი 94. საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზია
1. ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე
საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე
არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ
მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის
ლიცენზირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გამარტივებით.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას განსაზღვროს
შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები და მათი
სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები.
2. საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
მომზადებით, რომელიც ითვალისწინებს კომერციული ბანკის ლიცენზირების წესის, ასევე
მისი ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის მოთხოვნების ცვლილებას.
აღნიშნული
ცვლილება
გამომდინარეობს
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებით
გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივის
(2013/36/EU) „საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო
დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის
შესახებ“ ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვალდებულებიდან1.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული კომერციული ბანკების ლიცენზირების სამართლებრივი ჩარჩოს მეტად
ეფექტიანად განსახორციელებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტით განისაზღვრება პირობით ლიცენზიასთან დაკავშირებული
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შემდეგი დირექტივები: 2006 წლის 14 ივნისის
ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2006/49/EC „საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო
ინსტიტუტების კაპიტალის ადეკვატურობის თაობაზე“ და 2006 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს
2006/48/EC დირექტივა „საკრედიტო ინსტიტუტების ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ“
ჩაანაცვლა, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივამ (2013/36/EU) „საკრედიტო
დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების
პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“.
1
საკითხები, რაც ასახვას საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონშიც. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულია „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისათვის 94 მუხლის დამატება, რომლის თანახმად
ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე
საბანკო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე
არსებითად ახალი და ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ
მომსახურებაზე მომხმარებელთა წვდომის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია, იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის
ლიცენზირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გამარტივებით.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პირობითი ლიცენზიის გაცემისას განსაზღვროს
შესაბამისი შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები და მათი
სრულად დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები. საბანკო საქმიანობის პირობითი ლიცენზიის
გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტით. აღსანიშნავია, რომ პირობითი ლიცენზია ჩვეულებრივი საბანკო ლიცენზიაა და მისი
გაცემის დროსაც მოქმედებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი და
პროცედურები, მათ შორის, განაცხადის განხილვის ვადები. პირობითი საბანკო ლიცენზიის
მიზანია ფინანსური სექტორის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად იგი ითვალისწინებს
შესაძლებლობას, რომ ინოვაციური ბიზნეს მოდელებისათვის ლიცენზია გაიცეს კომერციული
ბანკის ლიცენზირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების
გამარტივებით, რაც შეიძლება შეეხებოდეს, მაგალითად, კაპიტალისა და ლიკვიდობის
მოთხოვნების გამარტივებას. ამასთან, პირობითი ლიცენზია გარკვეული შეზღუდვების
დაწესების უფლებამოსილებასაც მოიცავს (მაგ. შეზღუდვები გარკვეულ ოპერაციებზე, საწყის
ეტაპზე რისკების შემცირების მიზნით). პირობითი ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, მასთან
დაკავშირებული მოთხოვნების/შეზღუდვების შეუსრულებლობა ლიცენზიის გაუქმების ერთერთი საფუძველია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო
გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის
დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA
ევროპული
ინიციატივაა,
რომელიც
ევროში
უნაღდო
გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული,
SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის
გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის
არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა
გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის 2021
წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა.
მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი უწყებები და
კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის („ასოცირების შეთანხმების
მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება უახლოეს მომავალში SEPA-ში
საქართველოს
წევრობას,
რამდენად
ქმნის
და
აკმაყოფილებს
საქართველოს
მიერ
ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ სივრცეში გაწევრების
წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო
არენაზე,
გაამარტივებს
ევროპის
ეკონომიკურ
სივრცესთან
სავაჭრო
ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები,
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი
გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით,
საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა
შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის რეკომენდაცია N2-5685/22)
დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების
გადადგმა.
ვინაიდან გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის
მიმართულებით ევროკავშირის ფუნქციურად ეკვივალენტური რეგულირების ქონა, რაც,
თავის მხრივ, მოიცავს 2013/36/EU დირექტივის მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას და
საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების
განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული
გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე
წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა,
პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული
საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან
დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPC-სთან შეხვედრები
უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული პირობითი ლიცენზია არ წარმოადგენს ლიცენზიის
ახალ სახეს, არამედ, ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური
სექტორის განვითარების ხელშეწყობის, ასევე საბანკო სექტორის ინტერესებიდან
გამომდინარე, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე არსებითად ახალი და ინოვაციური
ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების და ფინანსურ მომსახურებაზე მომხმარებელთა
წვდომის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება,
იურიდიულ პირზე გასცეს პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გამარტივებით. შესაბამისად, პირობითი
ლიცენზიის მოსაპოვებლად არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო
საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლის (200 000 ლარი) გადახდაა საჭირო, რაც მიიმართება
სახელმწიფო ბიუჯეტში. რამდენადაც პირობების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში არ
მოიაზრება დამატებით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა, კანონპროექტი არ მოახდენს
გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს პოზიტიური გავლენა ექნება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მსურველ
პირებზე, რამდენადაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათზე შეიძლება გაიცეს
პირობითი ლიცენზია კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების გამარტივებით. შესაბამისად, მათ ექნებათ შესაძლებლობა საბანკო
საქმიანობა დაიწყონ პირობითი ლიცენზიის საფუძველზე და მიიღონ შემოსავალი ამ
საქმიანობიდან და ეტაპობრივად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადებში
დააკმაყოფილონ ზედამხედველის მიერ განსაზღვრული შესაბამისი შეზღუდვები ან/და
ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, კანონპროექტს პირობითი ლიცენზიის
მიღების მსურველ პირებზე იმ მხრივაც ექნება ფინანსური გავლენა, რომ მათ, ასეთი
ლიცენზიის მოსაპოვებლადაც, ისევე როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში, საბანკო
საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებელი (200 000 ლარი) უნდა გადაიხადონ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, კერძოდ
შეთახმების:
„დანართი XV-A
ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები
საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად
დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და
საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:
A.
საბანკო სფერო
- 2006 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2006/49/EC
საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო ინსტიტუტების კაპიტალის
ადეკვატურობის თაობაზე;
2006 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/48/EC დირექტივა
საკრედიტო ინსტიტუტების ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ.“
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული აღნიშნული დირექტივები ჩაანაცვლა
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივამ (2013/36/EU) „საკრედიტო
დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და
საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“, რომლის
მიხედვითაც წინამდებარე კანონპროექტი მომზადდა.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა (2013/36/EU) „საკრედიტო
დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და
საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ.“
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
საქართველოს