„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ6) ადმინისტრატორი – კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის,
სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ
ან
არაპირდაპირ
აქვთ
კომერციული
ბანკის/მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის
საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და
პასუხისმგებლობა, და რომელთა სიას ამტკიცებს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო, ასევე საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლის
შემთხვევაში - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი,
რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად
საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები;“.
2. 49-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების, მათ
შორის, კომერციული ბანკისთვის პირობითი ლიცენზიის, გაცემასა და გაუქმებას,
შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი
მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების
გამოყენებას;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:
„ვ1) კომერციული ბანკისათვის პირობითი ლიცენზიის გაცემისას განსაზღვროს შესაბამისი
შეზღუდვები ან/და ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნები და მათი სრულად
დაკმაყოფილების ეტაპები და ვადები; ასევე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესი და
პირობები;
ვ2) გამონაკლის შემთხვევებში, კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის
კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი
თანხმობა კომერციული ბანკის ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს
ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვადა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტის მომზადებით, რომელიც ითვალისწინებს კომერციული ბანკის ლიცენზირების
წესის, ასევე მისი ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის მოთხოვნების
ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივის
(2013/36/EU) „საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო
დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის
შესახებ“ ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვალდებულებიდან1.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული
კომერციული
ბანკების
ლიცენზირების,
ასევე
მისი
ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის მოთხოვნების განახლებული
სამართლებრივი ჩარჩოს მეტად ეფექტიანად განსახორციელებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტით იცვლება და ზუსტდება ცალკეული ტერმინები, მათ შორის,
კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ცნება. იმის გათვალისწინებით, რომ
ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შემდეგი დირექტივები: 2006 წლის 14 ივნისის
ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2006/49/EC „საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო
ინსტიტუტების კაპიტალის ადეკვატურობის თაობაზე“ და 2006 წლის 14 ივნისის ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2006/48/EC დირექტივა „საკრედიტო ინსტიტუტების ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების
შესახებ“ ჩაანაცვლა, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივამ (2013/36/EU)
„საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და
საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“.
1
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ზოგადად
საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ადმინისტრატორის ცნებას განსაზღვრავს,
საჭიროა, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმართებით, მასში
ასახვა ჰპოვოს ადმინისტრატორის დეფინიციის განახლებულმა განმარტებამ. შესაბამისად,
ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი.
კომერციული ბანკის ლიცენზირების წესის, ასევე ადმინისტრატორთა, აქციონერთა
შესაფერისობის
შეფასების
განახლებული
მოთხოვნების
გათვალისწინებით,
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებით, ზუსტდება საქართველოს ეროვნული
ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, კომერციული ბანკების მიმართულებით.
კერძოდ, ორგანული კანონის 49-ე მუხლში განისაზღვრება საქართველოს ეროვნული
ბანკის უფლებამოსილება, კომერციული ბანკისათვის პირობითი ლიცენზიის გაცემასთან,
ასევე
პირობითი
ლიცენზიის
გაცემისას
შესაბამისი
შეზღუდვების
ან/და
ინდივიდუალური/დამატებითი მოთხოვნების და მათი სრულად დაკმაყოფილების
ეტაპების და ვადების, ასევე პირობითი ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების
დადგენის თაობაზე; ამასთან, სამართლებრივი სიცხადის უზრუნველსაყოფად, გაიწერება
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლება, გამონაკლის შემთხვევებში, კომერციული ბანკის
ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად
წარდგენის გარეშე გასცეს პირობითი თანხმობა კომერციული ბანკის ადმინისტრატორის
დანიშვნის თაობაზე და განსაზღვროს ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად
წარდგენის ვადა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი
ევრო
გადახდის
სივრცეში
(SEPA)
საქართველოს
გაწევრიანებისათვის
საჭირო
კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია
აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ
სივრცეში
ინტეგრაციის
გზაზე
მნიშვნელოვანი
წინგადადგმული
ნაბიჯი
იქნება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად
სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის
2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის
საქმიანობა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი
უწყებები და კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის
(„ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება
უახლოეს მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ
სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის
მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს
მოქალაქეები,
რაც
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია,
მათ
შორის,
ევროკავშირის
ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის
პროცესში
გათვალისწინებით, საჭირო
საქართველოს
მიერ
მიღწეული
პროგრესის
სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად
მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის
რეკომენდაცია N2-5685/22) დაუყოვნებლივ დაწყებულიყო
გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა.
საქართველოს
SEPA-ში
ვინაიდან გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის
მიმართულებით ევროკავშირის ფუნქციურად ეკვივალენტური რეგულირების ქონა, რაც,
თავის მხრივ, მოიცავს 2013/36/EU დირექტივის მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას
და საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი
კვირების განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა. აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ,
გამოწვეულია ევროპული გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის
გათვალისწინებით. თუ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი
აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა, პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და
შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების
პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების
დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPC-სთან შეხვედრები უკვე გამართა და ევროპული
მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება. მათ შორის, ეროვნული ბანკისათვის პირობითი ლიცენზიის
გაცემის უფლებამოსილების განსაზღვრას, არ ექნება რაიმე დამატებითი ფინანსური
გავლენა ეროვნულ ბანკზე, ვინაიდან პირობითი ლიცენზიის გაცემის საკითხის შეფასება,
არსებული რესურსის ფარგლებში განხორციელდება და დამატებითი რესურსის მოზიდვა
არ იგეგმება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
სხვა
ხელშეკრულებას/შთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.