„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და
ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საგადახდო მომსახურების სათანადო
განხორციელების უზრუნველყოფა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების
უფლებების დაცვა. ეს კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს, საგადახდო სისტემის
მონაწილეების, საგადახდო მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების,
საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებებს, ვალდებულებებსა და
პასუხისმგებლობებს.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კლირინგის სისტემა – სისტემის სამ ან მეტ მონაწილეს შორის საერთო წესებისა და
სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც ხდება კლირინგი
და ნეტპოზიციების გამოთვლა ან/და დადგენა მონაწილეებს შორის შემდგომი
ანგარიშსწორებისთვის და რომელშიც ნეტპოზიციების გამოთვლა შეიძლება ემყარებოდეს
პრინციპს, რომლის დროსაც სისტემის ოპერატორი მოქმედებს გამყიდველის სახელით
ყველა მყიდველის მიმართ და მყიდველის სახელით ყველა გამყიდველის მიმართ;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) კლირინგი - ანგარიშსწორებამდე ოპერაციის გადაცემის, რეკონსილაციის და,
არსებობის შემთხვევაში, დადასტურების პროცესი. კლირინგი შესაძლოა ასევე მოიცავდეს
ოპერაციების ურთიერთგაქვითვას და ანგარიშსწორებისთვის საბოლოო პოზიციების
დადგენას;“;
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მნიშვნელოვანი სისტემა – სისტემა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად მიენიჭა მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსი;“;
დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ანგარიშსწორების აგენტი – იურიდიული პირი, რომელიც სისტემის მონაწილეებს
უზრუნველყოფს ანგარიშსწორების ანგარიშებით, რომელთა მეშვეობითაც ხდება
2
მონაწილეთა შორის ანგარიშსწორება სისტემაში შესრულებული ტრანსფერორდერების
საფუძველზე. ანგარიშსწორების აგენტი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი,
კომერციული ბანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან სხვა
იურიდიული
პირი,
რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
უფლებამოსილია განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშების გახსნა და
მომსახურება;“;
ე) „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) ელექტრონული ფული – ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ გადახდის
ოპერაციების განხორციელების მიზნით მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების
ნომინალური ღირებულება, რომელიც შენახულია ელექტრონულად (მათ შორის,
მაგნიტურ მატარებელზე) და რომელსაც გადახდის საშუალებად, მისი გამომშვების გარდა,
მესამე პირებიც აღიარებენ;
ჰ1) ფულადი გზავნილი − საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელისგან
ფულადი სახსრების მიღება ხორციელდება მხოლოდ მიმღებისთვის ან მისი სახელით
მოქმედი სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის გადასაცემად ან/და ფულადი
სახსრების მიღება ხორციელდება მიმღების სახელით და უზრუნველყოფილია ამ ფულადი
სახსრების მიმღებისთვის ხელმისაწვდომობა. ფულადი გზავნილი ხორციელდება
გადამხდელის ან/და მიმღების სახელზე საგადახდო ანგარიშების გახსნის გარეშე;“;
ვ) „ჰ5“- „ჰ7“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) პირდაპირი დებეტი − საგადახდო ინსტრუმენტი, რომელშიც გადახდის ოპერაცია
ინიციირებულია მიმღების მიერ გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის
(დადებეტების) მიზნით, გადამხდელის მიერ მიმღებისთვის, მიმღების პროვაიდერისთვის
ან გადამხდელის პროვაიდერისთვის გაცემული წინასწარი თანხმობის საფუძველზე;
ჰ6) ავთენტიფიკაცია − პროცედურა, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
საშუალებას
აძლევს
მოახდინოს
საგადახდო
მომსახურების
მომხმარებლის
ამოცნობა/იდენტობის დადგენა ან საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების ვალიდურობის
დადგენა,
რომელიც,
მათ
შორის,
მოიცავს
გამოყენებული
უსაფრთხოების
პერსონიფიცირებული მახასიათებლების შემოწმებას;
ჰ7) ექვაირინგი − საგადახდო მომსახურება, რომელსაც საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს
და რომელიც მოიცავს გადახდის ოპერაციის მიღებასა და დამუშავებას, რის შედეგად
ფულადი სახსრები გადაირიცხება მიმღებთან;“;
ზ) „ჰ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“-ჰ35“ ქვეპუნქტები:
„ჰ11) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია - ავთენტიფიკაცია, რომელიც დამყარებულია
ორი ან მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტის გამოყენებაზე: ცოდნა (ის, რაც
მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და
უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია), რომლებიც ერთმანეთისგან
დამოუკიდებელია იმგვარად, რომ ერთი კატეგორიის ელემენტის ნებისმიერი გზით
გამჟღავნება არ გამოიწვევს დანარჩენი კატეგორიების ელემენტის/ელემენტების
საიმედოობის კომპრომეტირებას. ავთენტიფიკაციის პროცედურა შემუშავებული და
3
დანერგილი უნდა იყოს იმგვარად, რომ მისი განხორციელებისას დაცული იქნეს
ავთენტიფიკაციის მონაცემების კონფიდენციალობა;
ჰ12) უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები - პერსონიფიცირებული
მახასიათებლები, რომელსაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აწვდის საგადახდო
მომსახურების მომხმარებელს ავთენტიფიკაციის მიზნებით;
ჰ13) გადახდის ინიციირების მომსახურება - საგადახდო მომსახურების მომხმარებლის
მოთხოვნის საფუძველზე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული
საგადახდო ანგარიშიდან საგადახდო დავალების ინიციირების მომსახურება;
ჰ14) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება - ერთ ან ერთზე მეტ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერთან არსებული საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ერთი
ან მეტი საგადახდო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად განკუთვნილი
ონლაინ მომსახურება;
ჰ15) ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი, რომელიც გადამხდელს უზრუნველყოფს საგადახდო
ანგარიშით და უწევს ამ ანგარიშით მომსახურებას;
ჰ16) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი - საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს გადახდის ინიციირების მომსახურებას;
ჰ17) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი - საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს საგადახდო ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის
მომსახურებას;
ჰ18) სენსიტიური საგადახდო მონაცემი - მონაცემები, მათ შორის, უსაფრთხოების
პერსონიფიცირებული
მახასიათებლები,
რომლის
საშუალებით
შესაძლებელია
თაღლითური ოპერაციის განხორციელება. გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერის
და
ანგარიშის
ინფორმაციაზე
წვდომის
პროვაიდერის
მიერ
განხორციელებული მომსახურებისთვის საგადახდო ანგარიშის მფლობელის სახელი და
საგადახდო ანგარიშის ნომერი არ წარმოადგენს სენსიტიურ საგადახდო მონაცემს;
ჰ19) საკომისიო - საკომისიო, ასევე, მომხმარებლის ნებისმიერი სახის ფულადი
ვალდებულება, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს პროვაიდერის მიერ
მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის საფასურს;
ჰ20) ურთიერთგაცვლის საკომისიო - საკომისიო, რომლის გადახდა ხდება მიმღების და
გადამხდელის პროვაიდერებს შორის თითოეული გადახდის ოპერაციისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
ურთიერთგაცვლის საკომისიოს შემადგენელი დამატებითი კომპონენტები;
ჰ21) ქო-ბეჯინგი - საგადახდო ინსტრუმენტზე ორი ან მეტი საგადახდო ბრენდის ან ერთი
საგადახდო ბრენდის ორი ან მეტი საგადახდო პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა;
ჰ22) უნიკალური იდენტიფიკატორი - ასოების, ციფრების ან სიმბოლოების უნიკალური
კომბინაცია, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიწოდებულია
საგადახდო მომსახურების მომხმარებლისთვის. უნიკალური იდენტიფიკატორი
წარმოდგენილი უნდა იქნეს მომხმარებლის მიერ გადახდის ოპერაციის შესრულებისთვის
სხვა მომხმარებლის ან/და ამ უკანასკნელის საგადახდო ანგარიშის ცალსახად
ამოსაცნობად/დასადგენად;
ჰ23) სარგებლის თარიღი - საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო
ანგარიშიდან დადებეტებულ და საგადახდო ანგარიშზე დაკრედიტებულ ფულად
4
სახსრებზე პროცენტის (როგორც მისაღები, ასევე, გადასახდელი) გამოსაანგარიშებლად
გამოსაყენებელი სახელმძღვანელო თარიღი;
ჰ24) საგადახდო ანგარიში - ერთი ან მეტი მომხმარებლის სახელზე არსებული ანგარიში, მათ
შორის, ელექტრონული ფულის ანგარიში, რომელიც გამოიყენება გადახდის ოპერაციების
შესასრულებლად. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი
აქტით განსაზღვროს ანგარიშები, რომლებიც არ წარმოადგენს საგადახდო ანგარიშს;
ჰ25) ემიტენტი - პროვაიდერი, რომელიც ახდენს საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებას,
რომლითაც შესაძლებელია გადახდის ოპერაციის ინიციირება;
ჰ26) ჩარჩო ხელშეკრულება - საგადახდო მომსახურების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება
(ცალკე არსებული ან სხვა შეთანხმების ნაწილი), რომელიც არეგულირებს ცალკეული და
შემდგომი გადახდის ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და
შესაძლოა მოიცავდეს საგადახდო ანგარიშის გახსნის ვალდებულებასა და პირობებს;
ჰ27) ფულადი სახსრები - ბანკნოტები, მონეტები, ფული საგადახდო და საბანკო
ანგარიშებზე;
ჰ28) საბაზისო საგადახდო ანგარიში - საგადახდო ანგარიში, რომლითაც საგადახდო
მომსახურების მომხმარებელს საშუალება აქვს განსაზღვრული პირობებით მიიღოს
აუცილებელი (საბაზისო) საგადახდო მომსახურებები;
ჰ29) საგადახდო ბრენდი – მატერიალური ან ციფრული ფორმით არსებული სახელწოდება,
ტერმინი, ნიშანი, სიმბოლო ან მათი კომბინაცია, რომელთა საშუალებით შესაძლებელია იმ
საგადახდო სქემის განსაზღვრა, რომლითაც სრულდება გადახდის, მათ შორის, საბარათე
ოპერაციები;
ჰ30) საგადახდო სქემა - საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების ერთობლიობა,
რომელიც განსაზღვრავს საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული გადახდის
ოპერაციების დამუშავების წესებს და რომელსაც მართავს შესაბამისი პასუხისმგებელი
იურიდიული პირი/პირები. საგადახდო სქემა არ მოიცავს ამ წესების საფუძველზე მოქმედ
ინფრასტრუქტურას და საგადახდო სისტემას;
ჰ31) ციფრული შიგთავსი/ინფორმაცია - საქონელი ან მომსახურება, რომელსაც არ აქვს
ფიზიკური ფორმა, მისი შექმნა და მიწოდება ხორციელდება ციფრული ფორმით,
გამოყენება ან/და მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობით და
რომელიც არ მოიცავს ფიზიკური ფორმის მქონე საქონლის ან მომსახურების გამოყენებას
ან/და მოხმარებას;
ჰ32) კომერციული შუამავალი - პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება,
იმოქმედოს მხოლოდ გადამხდელის ან მხოლოდ მიმღების სახელით საქონლის ან/და
მომსახურების გაყიდვისას ან შეძენისას;
ჰ33) ჯგუფი - იურიდიული პირების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია
ერთ-ერთი შემდეგი ურთიერთობით:
ჰ33.ა) ერთი იურიდიული პირი ფლობს მეორე იურიდიული პირის ხმის უფლების მქონე
წილების უმრავლესობას;
ჰ33.ბ) ერთ იურიდიულ პირს უფლება აქვს დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მეორე
იურიდიული პირის მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების წევრთა
ნახევარზე მეტი, მიუხედავად იმისა არის თუ არა იგი უშუალოდ ამ მეორე იურიდიული
პირის წილის მფლობელი;
5
ჰ33.გ) ერთ იურიდიული პირს დომინირებული გავლენა აქვს ან აკონტროლებს მეორე
იურიდიულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების ან მეორე იურიდიული პირის
წესდების საფუძველზე;
ჰ33.დ) იურიდიული პირები იმყოფებიან მესამე პირის ერთიანი მმართველობის ქვეშ;
ჰ33.ე) იურიდიული პირების მმართველობითი ან/და საზედამხედველო ორგანოების
წევრთა უმრავლესობა ერთიდაიგივე პირები არიან.
ჰ34) საბანკო დღე − კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება გადარიცხვის ოპერაციები
საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის
საშუალებით;
ჰ35) ქო-ბრენდი – ერთსა და იმავე საგადახდო ინსტრუმენტზე სულ მცირე ერთი საგადახდო
ბრენდის და სულ მცირე ერთი არასაგადახდო ბრენდის არსებობა.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების
ხელმისაწვდომობის და დაუბრკოლებელი განხორციელების ხელშეწყობის, ასევე
საგადახდო სისტემის საიმედო, უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირების,
საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველსაყოფად დაადგინოს
შესაბამისი მოთხოვნები.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემებისა და
საგადახდო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით,
სისტემის ოპერატორის მიმართ სამართლებრივი აქტით დაადგინოს მოთხოვნები, ასევე
მოითხოვოს საგადახდო სისტემაში დაგეგმილი იმ ცვლილებების შეთანხმება, რომლებიც
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მონაწილის მიერ ან/და მომხმარებლებისათვის
შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-8 პუნქტები:
„6. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილი,
ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს
ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ
პასუხის
გაუცემლობა
ავტომატურად
ნიშნავს
შესაბამისი
გარიგების
განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების
მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ
არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაციაა/დოკუმენტაციაა წარმოდგენილი, მას უფლება
აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოითხოვოს უშუალოდ პოტენციური
შემძენისგან ან/და სისტემის ოპერატორისგან. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება ინფორმაციის წარმოდგენამდე.
6
8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
სისტემის ოპერატორის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური
შემძენის
მიერ
საქართველოს
ეროვნული
ბანკისთვის
შეტყობინების,
ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასთან და საქართველოს ეროვნული
ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან
დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი პასუხისმგებლობა.“.
4. მე-4-51 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მნიშვნელოვანი სისტემა
1. ამ კანონის მიზნებისათვის, საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური
სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო სისტემის სოციალური ან
საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო სისტემას მიანიჭოს
სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი
საგადახდო სისტემის სტატუსი, ასევე, განსაზღვროს სისტემურად მნიშვნელოვანი
საგადახდო სისტემის და გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის
კრიტერიუმები და ამ სისტემის ან/და მისი ოპერატორის მიმართ დააწესოს მოთხოვნები,
მათ შორის, კაპიტალის და აქტივების მიმართ.
2. ცენტრალური დეპოზიტარის და ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა
წარმოადგენს სისტემურად მნიშვნელოვან სისტემას. ცენტრალური დეპოზიტარი
ვალდებულია დაიცვას სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემის მიმართ დაწესებული
მოთხოვნები.
მუხლი 5. ოპერატორად რეგისტრაციისგან გამონაკლისი და საგადახდო სისტემის დანერგვა
1. ამ თავით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნები სისტემის ოპერატორზე არ
ვრცელდება, თუ იგი არის:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი (საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემები);
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი;
დ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და თუ ეს სისტემა გამოიყენება მხოლოდ ამ
პროვაიდერის მომხმარებელთათვის საგადახდო მომსახურების გასაწევად.
2. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი,
მათ შორის, კომერციული ბანკი უფლებამოსილია დანერგოს საგადახდო სისტემა.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს
საგადახდო სისტემის დანერგვამდე წინასწარ, არაუგვიანეს ამ სისტემის დანერგვაზე
ვალდებულების აღებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მიაწოდოს აღიშნული
საგადახდო სისტემის აღწერა. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი
სისტემის დანერგვის უფლებამოსილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის მიერ შესაბამისი აღწერის, ინფორმაციის/დოკუმენტაციის
წარდგენიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის
მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება წარდგენამდე.
მუხლი 51. საგადახდო სისტემაზე წვდომა
7
1. ოპერატორი, მათ შორის პროვაიდერი, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორი,
ვალდებულია განსაზღვროს მის საგადახდო სისტემაზე პროვაიდერების წვდომის, ასევე
საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და პირობები. საგადახდო სისტემის მიმართ
ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საგადახდო სქემაზეც (მათ შორის,
უცხოურზე), გარდა ისეთი საგადახდო სქემისა, რომლის ფარგლებში გამოშვებული
საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის
ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა წლიურად არ აღემატება სხვა საგადახდო სქემის
იმავე
ტიპის
საგადახდო
ინსტრუმენტით
საქართველოს
ტერიტორიაზე
განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის 3%-ს.
2. საგადახდო სისტემაზე წვდომის, საგადახდო სისტემაში მონაწილეობის წესები და
პირობები:
ა) უნდა იყოს ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული;
ბ) არ უნდა იწვევდეს საგადახდო სისტემაში მონაწილეობის/წვდომის შეზღუდვას იმაზე
მეტად, ვიდრე საჭიროა საგადახდო სისტემის ფინანსური და საოპერაციო მდგრადობის ან
კონკრეტული რისკებისგან (როგორიცაა, ანგარიშსწორების, საოპერაციო, ბიზნეს რისკები)
დასაცავად.
3. ოპერატორს არ აქვს უფლება მის სისტემაზე წვდომისთვის პროვაიდერებს,
მომხმარებლებს ან სხვა ოპერატორს დაუწესოს:
ა) შეზღუდვები სხვა საგადახდო სისტემებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
ბ) მოთხოვნები, რომლებიც სისტემის ცალკეულ მონაწილეს დისკრიმინაციულ
მდგომარეობაში აყენებს;
გ) შეზღუდვები მათი ინსტიტუციური სტატუსის ნიშნით და სხვა შეზღუდვები, რომლებიც
მონაწილეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება შემდეგ საგადახდო სისტემებზე:
ა) საგადახდო სისტემაზე, რომლის მონაწილე ყველა პროვაიდერი წარმოადგენს ერთი
ჯგუფის წევრს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისტემაში სხვა პროვაიდერების
მონაწილეობა საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება;
ბ) საგადახდო სისტემაზე, რომლის მართვაზე პასუხისმგებელია საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი, თუ იგი წარმოადგენს როგორც გადამხდელის, ასევე მიმღების საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს.
5. თუ საგადახდო სისტემის მონაწილე სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს,
რომელიც არ არის ამ სისტემის მონაწილე, შესაძლებლობას აძლევს ამ სისტემის გავლით
გადასცეს ტრანსფერორდერები, სისტემის ეს მონაწილე ვალდებულია, მოთხოვნის
შემთხვევაში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს მისცეს იგივე
შესაძლებლობა ობიექტურ, პროპორციულ და არადისკრიმინაციულ საფუძველზე.
მოთხოვნაზე (მათ შორის, მოთხოვნის ნაწილზე) უარის შემთხვევაში სისტემის მონაწილე
ვალდებულია შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აცნობოს უარის შესახებ,
ასევე წარუდგინოს საფუძვლიანი დასაბუთება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უარის შემთხვევაში,
უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში, სისტემის მონაწილე
ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია
და საფუძვლიანი დასაბუთება.
6. თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის საჯარო ფასიანი ქაღალდების
ან/და აქტივების, ვალდებულებების, უფლებებისა და მოთხოვნების შემძენი არ
8
აკმაყოფილებს საგადახდო სისტემაში მონაწილეობისთვის დადგენილ კრიტერიუმებს,
გამონაკლისის სახით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იგი
საგადახდო სისტემაში შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს 24 თვისა.“.
5. მე-13 და 131 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საგადახდო მომსახურების ცნება
1. ამ კანონის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურება არის:
ა) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი
სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს;
ბ) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების
ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს;
გ) გადახდის განხორციელება პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით),
საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო
გადარიცხვა (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის
საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში;
დ) საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების,
გამოშვება ან/და ექვაირინგი;
ე) ფულადი გზავნილები;
ვ) ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება
ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა
ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
ზ) გადახდის ინიციირების მომსახურება;
თ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ მომსახურებებზე:
ა) გადამხდელსა და მიმღებს შორის შუამავლის გარეშე, ნაღდი ფულით
განხორციელებული გადახდის ოპერაცია;
ბ) გადამხდელსა და მიმღებს შორის კომერციული შუამავლის მეშვეობით
განხორციელებული გადახდის ოპერაცია;
გ) საინკასაციო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ბანკნოტებისა და მონეტების
ტრანსპორტირებასთან, მათ შორის, მათ შეგროვებასთან, დამუშავებასა და მიწოდებასთან;
დ) ნაღდი ფულის ნაღდ ფულზე გადაცვლის მომსახურება, რომელიც არ ხორციელდება
საგადახდო ანგარიშების საშუალებით;
ე) ოპერაცია, რომელიც ხორციელდება სისტემის მონაწილეებს შორის საგადახდო სისტემის
ფარგლებში;
ვ) ტექნიკური, სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო ტექნოლოგიების
მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურება, რომელიც
გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას საგადახდო მომსახურების განხორციელების
უზრუნველსაყოფად და რომლის დროს გადასარიცხი თანხა არ ხვდება ამ მომსახურების
მიმწოდებლის მფლობელობაში; ამგვარი მომსახურება მოიცავს მონაცემთა გადამუშავებასა
და შენახვას, კონფიდენციალურობის დაცვას, მონაცემებისა და სუბიექტების
ავთენტიფიკაციას,
სატელეკომუნიკაციო
ან
საინფორმაციო
ტექნოლოგიებით
უზრუნველყოფას,
საგადახდო
მომსახურებისთვის
განკუთვნილი
ტექნიკური
საშუალებების მიწოდებას და მომსახურებას; ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისში
9
არ ექცევა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
მომსახურებები;
ზ) გადახდის ოპერაცია, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან
მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მისი ქსელის ან მომსახურების
აბონენტისთვის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე დამატებით და
დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი დებულება:
ზ.ა) გადახდის ოპერაცია სრულდება ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის ან ხმოვანი
სერვისების შესაძენად (მიუხედავად ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის შეძენის ან
მოხმარებისთვის გამოყენებული მოწყობილობისა) ან გადახდის ოპერაცია სრულდება
ელექტრონული მოწყობილობიდან ან მისი საშუალებით საქველმოქმედო დანიშნულებით
ან ბილეთების შესაძენად და მათი საფასური ჩამოიჭრება ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელის ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებული შესაბამისი
აბონენტის ბალანსიდან/ლიმიტიდან;
ზ.ბ) გადახდის ცალკეული ოპერაციის თანხა არ აღემატება 50 ლარს;
ზ.გ) თითოეული აბონენტის მიერ თვის განმავლობაში შესრულებული გადახდის
ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 300 ლარს, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც,
როდესაც აბონენტი წინასწარ ავსებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ აბონენტის ბალანსს;
თ) გადახდის ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის
რეგულირებადი მონაწილის მიერ კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდების
ოპერაციების განხორციელებასთან, მათ შორის, დივიდენდებისა და სხვა შემოსავლების
განაწილებასთან, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან;
ი) ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის გადახდები, რომლებიც ისეთი საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რომელიც არ
მიეკუთვნება იმავე ჯგუფს;
კ) გადახდის ოპერაცია, რომელიც მოიცავს ნაღდი ფულის შეგროვებას და მიწოდებას იმ
საქმიანობის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ
წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას;
ლ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ განხორციელებული მომსახურება, რომლის
დროსაც მიმღების (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ ნაღდი ფული გაიცემა
გადამხდელის მიერ უშუალოდ გადახდის ოპერაციის შესრულებამდე გამოხატული
მოთხოვნის საფუძველზე მის მიერ მიმღებისგან საქონლის ან მომსახურების შეძენისას და
გასაცემი ნაღდი ფულის თანხა წარმოადგენს გადამხდელის მიერ საქონლის ან
მომსახურების შეძენის მიზნით შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხის ნაწილს;
მ) ბანკომატის მეშვეობით ნაღდი ფულის გაცემის მომსახურება, რომელსაც მომსახურების
მიმწოდებელი ახორციელებს ერთი ან რამდენიმე საგადახდო ბარათის ემიტენტის
სახელით და იგი არ წარმოადგენს მომხმარებელთან (ნაღდი ფულის მიმღებ პირთან)
გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს და, ამავე დროს, იგი არ ასრულებს ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრულ სხვა საგადახდო მომსახურებას;
ნ) გადახდის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება ჩეკით, „ჩეკის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
3. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება
სპეციფიკური, შეზღუდული გამოყენების საგადახდო ინსტრუმენტზე, რომელიც
მოქმედებს მხოლოდ საქართველოში და აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:
10
ა) უშუალოდ ინსტრუმენტის გამომშვებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის
არსებული კომერციული/სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, ინსტრუმენტის მფლობელს
აქვს საშუალება მხოლოდ ამავე მომსახურების მიმწოდებლების შეზღუდულ ქსელში
შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება;
ბ) ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და მომსახურების
მკაცრად შეზღუდული სპექტრის შესაძენად;
გ) ინსტრუმენტი გაიცემა მეწარმე სუბიექტის ან ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით,
ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს სოციალურ ან საგადასახადო მიზნებს და
გამოიყენება განსაზღვრული
საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად
იმ
მიმწოდებლებისგან, რომელთაც ხელშეკრულება დადებული აქვს ამ ინსტრუმენტის
გამომშვებთან.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელსაც სურს გამოუშვას ამ
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო ინსტრუმენტი, ვალდებულია
საქართველოს ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად წერილობით წარუდგინოს
საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია და აღწერა, ასევე მითითება ამ მუხლის მე3 პუნქტის იმ დებულებებზე, რომლებსაც აკმაყოფილებს ინსტრუმენტი და აღნიშნულის
დასაბუთება.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების განმახორციელებელი პირისგან მოითხოვოს
ინფორმაცია ამ მომსახურების ფარგლებში შესრულებული გადახდების შესახებ.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი
მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბროკერო კომპანია, მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად განახორციელოს გადახდის ინიციირების
მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
საბაზისო საგადახდო ანგარიშის მახასიათებლები, ამ ანგარიშის საშუალებით გასაწევი
აუცილებელი (საბაზისო) საგადახდო მომსახურებების ჩამონათვალი და პირობები, ასევე
იმ ფიზიკურ პირთა წრე, რომელსაც შესაძლებელია გაეხსნას საბაზისო საგადახდო
ანგარიში. კომერციული ბანკი ვალდებულია საბაზისო საგადახდო ანგარიში გაუხსნას ამ
პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ პირებს (მათი
მოთხოვნის საფუძველზე), რომლებსაც არ აქვთ მოქმედი საგადახდო ანგარიში
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ რომელიმე კომერციულ ბანკში.
საბაზისო საგადახდო ანგარიშის გახსნაზე უარის შემთხვევაში, კომერციული ბანკი
ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს საბაზისო საგადახდო ანგარიშის
გახსნაზე კალენდარული თვის განმავლობაში ყველა უარის შესახებ ერთიანი ინფორმაცია
და საფუძვლიანი დასაბუთება, აღნიშნული თვის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის
ვადაში.
8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება
განახორციელოს აგენტის/აგენტების მეშვეობით. საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია დაადგინოს აგენტის/აგენტების შესახებ ინფორმაციის მისთვის
წარდგენის წესი.
9. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას აგენტის
მეშვეობით ახორციელებს ან/და აუთსორსინგულ კომპანიას იყენებს თავის საქმიანობაში,
11
მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელია აგენტის მიერ განხორციელებული საგადახდო
მომსახურებისათვის ან/და აუთსორსინგული კომპანიის ქმედებით გამოწვეული
შედეგისთვის. ეს არ ათავისუფლებს აგენტს ან/და აუთსორსინგულ კომპანიას საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისაგან.
მუხლი 131. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ნებადართული საქმიანობა
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების
გარდა, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა) საგადახდო მომსახურების განხორციელებასთან მჭიდროდ დაკავშირებული
მომსახურებების გაწევა, მათ შორის, საინკასაციო მომსახურება, ვალუტის გადაცვლა,
გადახდის ოპერაციის შესრულების დადასტურება, მონაცემების შენახვა და დამუშავება;
ბ) საგადახდო სისტემის მართვა, ამ კანონის 51 მუხლის გათვალისწინებით;
გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების გაწევისას სესხის გაცემა შემდეგი
პირობების დაცვის შემთხვევაში:
გ.ა) სესხის გაცემა არ არის ძირითადი საქმიანობა და სესხი მხოლოდ გადახდის ოპერაციის
შესრულებისათვის გაიცემა;
გ.ბ) გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის გაცემული სესხის ვადად უნდა
განისაზღვროს არაუმეტეს 12 თვე;
გ.გ) სესხი არ გაიცემა მომხმარებლის ან/და სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
მიერ საგადახდო მომსახურების შესრულების მიზნით მასთან არსებული ფულადი
სახსრებით;
გ.დ) გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ ნორმებს;
დ) თავისი საგადახდო მომსახურების რეკლამის, თავის საგადახდო მომსახურებასთან
უშუალოდ დაკავშირებული რეკლამის, ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის (ამ
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გარდა) შესახებ რეკლამის, ასევე
სოციალური რეკლამის განთავსება;
ე) ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის
შემუშავება/განვითარება, ასევე ამავე პროგრამული უზრუნველყოფის გასხვისება,
სარგებლობაში გადაცემა და მხარდაჭერა;
ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საგადახდო მომსახურების მხარდამჭერი
ან/და
ფინანსური
მომსახურებების
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სისტემის/სისტემების დანერგვა/განვითარება, ასევე მისი/მათი
გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა და მხარდაჭერა;
ზ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ქონების (ამ პუნქტის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების გარდა) იჯარით გაცემა;
თ)
საგადახდო
მომსახურებასთან
დაკავშირებული
ელექტრონულ-ტექნიკური
მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო შესაბამისი
საქმიანობის განხორციელება.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს არ აქვს მოსახლეობის ფართო მასებისგან დეპოზიტების ან/და სხვა
დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის უფლება, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არა აქვს უფლება, ურთიერთობა დაამყაროს
სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ უცხოურ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ
რეზიდენტი პირების მიერ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არ დაუშვას თავის მიერ
გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტით რეზიდენტი პირების მიერ სათამაშო ბიზნესის
განმახორციელებელი უცხოური კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტსივრცეში გადახდის
განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის საქმიანობის
მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.
5. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ცნობილი გახდება, რომ
მომხმარებელი იყენებს უცხოურ კომპანიას სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი
უცხოური კომპანიის სასარგებლოდ რეზიდენტი პირების გადახდების განხორციელების
მიზნით, მან უნდა შეზღუდოს მომხმარებლის მიერ ასეთ კომპანიასთან ოპერაციების
განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.
6. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი
პუნქტის „ზ“ ან/და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საგადახდო მომსახურებას,
უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობაც საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნების დაცვით.“.
6. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2-მე-7 პუნქტების, მე-17 მუხლის და მე-18 მუხლის
პირველი−მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ
კომერციულ ბანკზე.
3. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2-მე-7 პუნქტების და მე-17
მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განიხილავს უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ
მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საერთაშორისოდ აღიარების
საკითხს.“.
7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო
მომსახურების განხორციელება
1. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ
არის:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი;
ბ) კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.
13
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას
ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით.
რეგისტრაციისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ენიჭება კონკრეტული
საგადახდო მომსახურების/მომსახურებების განხორციელების უფლება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების
სიას შესაბამისი პროვაიდერისთვის ნებადართული საგადახდო მომსახურებების
მითითებით. აღნიშნულ სიაში განცალკევებით მიეთითება საგადახდო მომსახურების
მნიშვნელოვანი პროვაიდერი.
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე
არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ და
გაანგარიშებულ საზედამხედველო კაპიტალის ოდენობაზე ნაკლები.
5. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
მნიშვნელოვანი წილი, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს
განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი
გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს
შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების
მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ
არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაციაა/დოკუმენტაციაა წარმოდგენილი, მას უფლება
აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოითხოვოს უშუალოდ პოტენციური
შემძენისგან ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან. ამ შემთხვევაში ამ მუხლის
მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება ინფორმაციის წარდგენამდე.
7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის
მნიშვნელოვანი
წილის
შეძენასთან
დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის
შეტყობინების, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასთან და საქართველოს
ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად მნიშვნელოვანი წილის
შეძენასთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი პასუხისმგებლობა.“.
8. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით
განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი
ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადახდო ანგარიშთან ან/და საგადახდო
მომსახურებასთან.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით
განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული
ბანკისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ შორის, საგადახდო ანგარიშთან და
საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული პროვაიდერის მიერ დაწესებული
საკომისიოების, ასევე გაცვლითი კურსების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკი
14
უფლებამოსილია საკომისიოების გამჭვირვალობისა და მათი ერთმანეთთან შედარების
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია
პროვაიდერის სახელწოდების მითითებით.“.
9. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
საზოგადოების ნდობის, საგადახდო სისტემის, ფინანსური სისტემის სტაბილურობის
შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სოციალური და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს,
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით მასზე გაავრცელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე
დადგენილი მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროვაიდერის მიერ ან/და მასთან
დაკავშირებული პირის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მოცულობა ან სხვა
საგადახდო მომსახურების ბრუნვა არ აჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
დადგენილ ზღვრებს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი (შემდგომში − საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი)
ვალდებულია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე დაიცვას საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი და გაანგარიშებული
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა მისი სახეობების, მათ შორის, საწყისი
და მიმდინარე კაპიტალის მიხედვით.“;
ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ვალდებულია აწარმოოს
ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების
საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
9. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრირებული საგადახდო
მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერისთვის სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების ვალდებულება და მასთან დაკავშირებული
საკითხები.“.
10. მე-18 მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე
სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ელექტრონული ფულის სქემაში შეიძლება
მონაწილეობდეს, როგორც გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები, და არ შეიძლება
მოქმედებდეს, როგორც გადამხდელი, გარდა გადამხდელისთვის განხორციელებული
ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა ან ამ მუხლის 111 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა. ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია ამ
პირთა მიერ ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 საბანკო დღისა
უზრუნველყოს აღნიშნული ელექტრონული ფულის მოცულობის ეკვივალენტური
15
ფულადი სახსრების აღნიშნულ პირთა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვა, გარდა ამ მუხლის
111 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:
„111. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი იურიდიულ პირს, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ
მეწარმეს და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს
ჩართავს ელექტრონული ფულის სქემაში როგორც გადამხდელს, მაშინ საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერი
ვალდებულია
უზრუნველყოს
საქართველოს
კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71 მუხლით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული ვალდებულებების
შესრულების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 2 სამუშაო
დღის ვადაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
112. ამ მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების
პროვაიდერების სია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ფულადი გზავნილის სქემაში
შეიძლება მონაწილეობდეს მხოლოდ როგორც მიმღები, თუ მიმღების პროვაიდერი
იურიდიული პირის სახელზე მიღებული ფულადი გზავნილის მისთვის გადაცემას
განახორციელებს ამავე იურიდიული პირის საგადახდო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.
იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილი როგორც
გადამხდელმა, როდესაც გადახდის ოპერაცია წარმოადგენს საკუთარი საბარათე
ინსტრუმენტის საშუალებით თანხის განაღდებას იმ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერთან (მათ შორის, ბანკომატიდან), რომელთანაც მას გახსნილი არ აქვს
აღნიშნული ინსტრუმენტის შესაბამისი საგადახდო ანგარიში.“.
11. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ თავის მოქმედება ვრცელდება ლარით და უცხოური ვალუტით განხორციელებულ
გადახდის ოპერაციებზე. თუ გადახდის ოპერაციის (გარდა ერთიანი ევრო გადახდის
სივრცის (SEPA) ფარგლებში მოქმედი საგადახდო სქემით შესრულებული გადახდის
ოპერაციებისა) განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების
გაცვლის სისტემა, საქართველოში მოქმედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე არ
ვრცელდება ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლისა და 28-ე
მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ
ეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე-26-ე და 28-ე-34-ე მუხლებით განსაზღვრული
მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგანგებო
მდგომარეობით, საომარი მდგომარეობით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული
შეუსრულებლობისათვის, თუ ამ გარემოებებმა უშუალო გავლენა იქონია ამ კანონის
შესაბამისად პროვაიდერის ან მომხმარებლის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.
მხარე, რომელიც პასუხისმგებლობის გამოსარიცხად მიუთითებს დაუძლეველ ძალაზე,
16
ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას. მხარე ვალდებულია
დაამტკიცოს, რომ დაუძლეველმა ძალამ უშუალო გავლენა მოახდინა მის მიერ
ვალდებულების შესრულებაზე.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან/და მომხმარებელს პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება ამ კანონის 222, 223, 24-ე-26-ე და 28-ე-34-ე მუხლებით განსაზღვრული
მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე ან/და
ფინანსური სისტემის სტაბილურობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ოპერაციების შეზღუდვის შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის დაუძლეველ ძალას ადგილი აქვს იმ
შემთხვევაში, როდესაც ის არ ექვემდებარება მხარის კონტროლს და რომლის შედეგების
თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა მხარის გონივრული გულმოდგინებისა და
ძალისხმევის მიუხედავად.“.
12. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან/და მასთან შეთანხმების დადება
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი წესით მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ან/და მასთან დადოს
შეთანხმება, რომელიც მოიცავს მომსახურების პირობებს, მათ შორის, მომსახურების
გაწევის ვადებს, ტარიფებს, მომხმარებლისა და პროვაიდერის უფლებებსა და
მოვალეობებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება მომხმარებელს
დააკისროს
საკომისიოს
გადახდა
ინფორმაციის
მიწოდებისათვის,
ასევე
მაკორექტირებელი, არაავტორიზებული ოპერაციის ან/და ოპერაციის არასწორად
შესრულების
თავიდან
ასარიდებლად
პრევენციული
ღონისძიებების
განხორციელებისთვის, გარდა ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 29-ე მუხლის მე-6
პუნქტით და 302 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულისა და საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 302 მუხლის მე-5
პუნქტის საფუძველზე დადგენილი საკომისიოს ოდენობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს
საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის. საკომისიო უნდა იყოს
გონივრული.
3. თუ გადამხდელისა და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოში
მოქმედი პროვაიდერია, გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს თავისი საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი საკომისიო, ხოლო მიმღები ვალდებულია
გადაიხადოს თავისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი
საკომისიო.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი
ყველა საკომისიოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.“.
13. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 და 202 მუხლები:
17
„მუხლი 201. ურთიერთგაცვლის საკომისიო, საგადახდო ინსტრუმენტის მიღება და ქობეჯინგი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ურთიერთგაცვლის
საკომისიოს ზედა ზღვარი, მათ შორის, მიმღების საქმიანობის სფეროს და საგადახდო
ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით. ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვარი არ
განისაზღვრება
საგადახდო
სქემის
ფარგლებში
გამოშვებული
საგადახდო
ინსტრუმენტისათვის, თუ ამ საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე
განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა წლიურად არ
აღემატება სხვა საგადახდო სქემის იმავე ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს
ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის
3%-ს.
2. მიმღებს არ აქვს უფლება გადამხდელს დაუწესოს საკომისიო რომელიმე საგადახდო
ინსტრუმენტით გადახდისთვის, თუ ამ ინსტრუმენტისთვის ან/და მიმღების საქმიანობის
სფეროსთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულია ურთიერთგაცვლის
საკომისიოს ზედა ზღვარი. მიმღები, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმების
შემდეგ, უფლებამოსილია დაუწესოს გადამხდელს გონივრული საკომისიო, არაუმეტეს
ექვაირერის მიერ დაწესებული საკომისიოსი, ინსტრუმენტის სარგებლობისთვის, თუ ამ
ინსტრუმენტისთვის ან/და მიმღების საქმიანობის სფეროსთვის არ არის დადგენილი
ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვარი. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია
უზრუნველყოს მიმღების მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული დებულებების დაცვა.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და მიმღებს არ აქვთ უფლება უარი განაცხადონ
საგადახდო ინსტრუმენტის მიღებაზე ემიტენტის ან/და მომხმარებლის მიხედვით, გარდა
საქართველოს კანონმდებლობით ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. მიმღები, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადამხდელს უდგენს
საკომისიოს, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მომხმარებელს ნათელი და
გასაგები ფორმით. მიმღებმა აღნიშნული ინფორმაცია თვალსაჩინოდ უნდა განათავსოს
სავაჭრო/მომსახურების ობიექტის შესასვლელში და სალაროსთან. დისტანციური
გაყიდვების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მიმღების
ვებ-გვერდზე ან სხვა შესაბამის ელექტრონულ ან მობილურ მატარებელზე და
გადამხდელსა და მიმღებს შორის გარიგების დადებამდე გონივრულ ვადაში უნდა
მიეწოდოს მომხმარებელს.
5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება დააწესოს ისეთი შეზღუდვა,
რომელიც მიმღებს უკრძალავს მომხმარებელს მიუთითოს მიმღებისთვის სასურველი
ინსტრუმენტის გამოყენებაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ასევე არ აქვს
უფლება დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს არ აძლევს საშუალებას
კონკრეტული საგადახდო სქემის ინსტრუმენტი განსაზღვროს თავისთვის სხვა საგადახდო
ინსტრუმენტებზე მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულად.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება დააწესოს ისეთი შეზღუდვა,
რომელიც მიმღებებს უკრძალავს გადამხდელს მიაწოდოს ინფორმაცია ურთიერთგაცვლის
საკომისიოს და სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საგადახდო მომსახურებასთან
დაკავშირებული საკომისიოს შესახებ.
7. ექვაირინგის განმახორციელებელ საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს
შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ პირობას,
18
რომელიც არაობიექტურ, არაპროპორციულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობას შექმნის
ცალკეული გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის.
8. დაუშვებელია ისეთი პირობების არსებობა, რომელიც საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს შეუზღუდავს საგადახდო ინსტრუმენტზე ქო-ბეჯინგის უზრუნველყოფას
ორი ან მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის საშუალებით.
9. საგადახდო ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით ურთიერთგაცვლის საკომისიოს
ზედა ზღვრის განსაზღვრის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი,
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში, ვალდებულია უზრუნველყოს,
რომ მის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი იყოს ელექტრონულად
იდენტიფიცირებადი და ვიზუალურად იმგვარად გარჩევადი, რომ გადამხდელს და
მიმღებს ცალსახად შეეძლოთ გადამხდელის მიერ შერჩეული საგადახდო ინსტრუმენტის
ბრენდის და კატეგორიის გარჩევა.
10. მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
საბარათე ინსტრუმენტზე ორი ან მეტი სხვადასხვა საგადახდო ბრენდის არსებობა, თუ ამ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გააჩნია ასეთი მომსახურება. საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გონივრული
ვადით ადრე მომხმარებელს მიაწოდოს ნათელი და ობიექტური ინფორმაცია მასთან
ხელმისაწვდომი ყველა საგადახდო ბრენდის და მათი მახასიათებლების, მათ შორის, მათი
ფუნქციონირების, უსაფრთხოების და მომხმარებლის ხარჯების შესახებ.
11. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არ არის, ქო-ბეჯინგით
უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების
შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ან განხორციელებულ ოპერაციაზე საკომისიო გადაუხადოს
იმ საგადახდო სქემას, რომლის ბრენდის გამოყენება არ მომხდარა ოპერაციის შესრულების
დროს.
12. საგადახდო ინსტრუმენტზე ორი ან მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო
აპლიკაციის არსებობიდან გამომდინარე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ
გადახდის ოპერაციების სპეციფიკურ არხში ან/და პროცესში გადამისამართების
ნებისმიერი პრინციპი ან ეკვივალენტური ზომა, ასევე სხვა ტექნიკური და უსაფრთხოების
სტანდარტები და მოთხოვნები, უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გამოყენებულ უნდა
იყოს არადისკრიმინაციული ფორმით.
13. ქო-ბეჯინგით უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისას,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, ასევე გადახდის ოპერაციის შესრულებაში
ჩართულ ნებისმიერ მხარეს არ აქვს უფლება საგადახდო ინსტრუმენტზე ან
სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მოწყობილობებზე გამოიყენოს ისეთი ავტომატური
მექანიზმები, პროგრამული უზრუნველყოფა ან მოწყობილობები, რომლებიც ზღუდავს
გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო ბრენდის ან აპლიკაციის არჩევის
შესაძლებლობას.
14. მიმღებები უფლებამოსილი არიან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში არსებულ
მოწყობილობებში
გააჩნდეთ
ისეთი
ავტომატური
მექანიზმები,
რომლებიც
უზრუნველყოფს კონკრეტული საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის
პრიორიტეტულად არჩევის საშუალებას. აღნიშნულ შემთხვევაში, გადამხდელს არ უნდა
შეეზღუდოს მიმღების მიერ ავტომატურად შერჩეულ პრიორიტეტზე უარის თქმის
უფლება, იმ სხვა საგადახდო ინსტრუმენტის სასარგებლოდ, რომელსაც მიმღები ასევე
იღებს გადახდისთვის.
15. დაუშვებელია საგადახდო სქემის, ასევე გადახდის ოპერაციაში მონაწილე ნებისმიერი
მხარის, მათ შორის, ტექნიკური მომსახურების უზრუნველმყოფი მხარის მიერ საგადახდო
19
მომსახურების პროვაიდერებთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ხელს
უშლის ამ მუხლით განსაზღვრული დებულებების შესრულებას.
მუხლი 202. რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კომერციულ
ბანკში გახსნილ ანგარიშზე წვდომა
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს უფლება აქვს კომერციულ ბანკში გახსნას საგადახდო ანგარიში და ჰქონდეს ამ
საგადახდო ანგარიშებით მომსახურებაზე წვდომა ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და
პროპორციულ საფუძველზე. წვდომა უნდა უზრუნველყოფდეს საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურებების შეუფერხებლად და ეფექტიანად
განხორციელების საშუალებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ წვდომაზე უარის შემთხვევაში, უარის
თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში, კომერციული ბანკი
ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია
და საფუძვლიანი დასაბუთება.“.
14. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით
განსაზღვროს მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები.
2. მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში
მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტზე არ გავრცელდება ამ კანონის:
ა) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუ გადახდის ოპერაციის უარყოფა
გამოწვეულია თავად ინსტრუმენტის მახასიათებლებით;
ბ) 26-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების შესრულების ვადები;
გ) 29-ე მუხლით განსაზღვრული საგადახდო დავალების გამოთხოვის უფლება საგადახდო
დავალების გადაცემის შემდგომ ან/და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე მიმღებისთვის
თანხმობის მიცემის შემდგომ;
დ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“, და „ვ“
ქვეპუნქტების და 33-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ
ინსტრუმენტს არ აქვს ოპერაციების შეზღუდვის ან/და დაბლოკვის საშუალება;
ე) 32-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებისა და 33-ე მუხლის პირველი−მე-8, მე-10 და მე11 პუნქტების მოთხოვნები, თუ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია ანონიმურად
ან, ინსტრუმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე, პროვაიდერს არ შეუძლია იმის
მტკიცება, რომ გადახდის ოპერაცია ავტორიზებულია.
მუხლი 22. გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია
1. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს
გადამხდელის
თანხმობა
ოპერაციის
განხორციელებაზე,
თუ
საქართველოს
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადამხდელმა შეიძლება
გადახდის ოპერაციის ავტორიზება განახორციელოს გადახდის ოპერაციის შესრულებამდე
ან მის შემდგომ, თუ ამ უკანასკნელის შესახებ გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს შორის არსებობს შეთანხმება.
20
2. გადახდის ოპერაციის ან გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე თანხმობა
გაიცემა გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმებული
ფორმით. გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს მიმღების ან
გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით. თანხმობის
არარსებობის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია მიიჩნევა არაავტორიზებულად.
3. გადამხდელს შეუძლია გამოითხოვოს თავისი თანხმობა გადახდის ოპერაციის
განხორციელებაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს, ამ კანონის 29-ე მუხლით
გათვალისწინებული მომენტისა. გადამხდელს ასევე შეუძლია გამოითხოვოს თანხმობა
გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე. თანხმობის გამოთხოვის შემდეგ
განხორციელებული ნებისმიერი გადახდის ოპერაცია მიიჩნევა არაავტორიზებულად.
4. თანხმობის გაცემის პროცედურა შეთანხმებული უნდა იყოს გადამხდელსა და შესაბამის
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის.“.
15. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221-223 მუხლები:
„მუხლი 221. მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის
ძლიერი ავთენტიფიკაცია, როდესაც მისი მომხმარებელი - გადამხდელი ახორციელებს:
ა) დისტანციურად ონლაინ რეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომას;
ბ) ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას;
გ) დისტანციური არხის საშუალებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც თაღლითობის
ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ელექტრონული
გადახდის ოპერაციის ინიციირებისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია განახორციელოს ისეთი
ელემენტების ჩართულობით, რომლებიც დისტანციური ელექტრონული გადახდის
ოპერაციას დინამიურად აკავშირებს ოპერაციის კონკრეტულ თანხასთან და კონკრეტულ
მიმღებთან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია შემუშავებული და დანერგილი ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები
მომხმარებლის
უსაფრთხოების
პერსონიფიცირებული
მახასიათებლების
კონფიდენციალობისა და მთლიანობის დასაცავად.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ასევე ვრცელდება გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერის საშუალებით ინიციირებულ გადახდის ოპერაციაზე. ამ
მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ასევე ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის
პროვაიდერის საშუალებით ინფორმაციის მოთხოვნაზე.
5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დანერგილი
ინტერფეისი:
ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას,
დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების
შესაბამისად ახორციელებს მომხმარებლის მიმართ;
ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უნდა აძლევდეს საშუალებას,
დაეყრდნოს ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე
21
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად
ახორციელებს მომხმარებლის მიმართ.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტებით ადგენს:
ა) მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების მიმართ მოთხოვნები ამ
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად;
ბ) ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების მოთხოვნებისგან გამონაკლისები;
გ) მოთხოვნები, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უსაფრთხოების ზომები,
რათა
დაცული
იქნეს
მომხმარებლის
უსაფრთხოების
პერსონიფიცირებული
მახასიათებლების კონფიდენციალობა და მთლიანობა;
დ) იდენტიფიკაციის, ავთენტიფიკაციის, შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემის
მიზნით, ასევე, უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციისთვის ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს, გადამხდელს, მიმღებსა და
სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის კომუნიკაციის ერთიანი და
უსაფრთხო ღია სტანდარტების მიმართ მოთხოვნები.
მუხლი 222. გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე
წვდომა
1. გადამხდელს უფლება აქვს გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან
მიიღოს გადახდის ინიციირების მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის
საგადახდო ანგარიშზე ონლაინ რეჟიმში წვდომა.
2. თუ გადამხდელის მიერ გაცემულია გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ცალსახა
თანხმობა ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის მიერ გადახდის
ინიციირების მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-4
პუნქტის დებულებები.
3. გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას:
ა) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება ნებისმიერ დროს
ფლობდეს გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის
თანხას;
ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ
მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს
ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ
მახასიათებლების გამომშვები პირისა. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი
ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული
მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა;
გ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს
მომხმარებლის შესახებ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა
ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის მხოლოდ მიმღებისთვის მიწოდება მომხმარებლის
ცალსახა თანხმობის საფუძველზე;
დ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, გადახდის
ინიციირების ყოველ ჯერზე, გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო
მომსახურების პროვაიდერთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, ასევე
22
ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, გადამხდელთან და
მიმღებთან უსაფრთხო კომუნიკაცია განახორციელოს ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება შეინახოს
მომხმარებლის სენსიტიური საგადახდო მონაცემები;
ვ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება მოითხოვოს
მომხმარებლისგან დამატებითი მონაცემები, გარდა იმისა, რაც აუცილებელია გადახდის
ინიციირების მომსახურების განსახორციელებლად;
ზ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს გამოიყენოს, წვდომა
ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ გადამხდელის მიერ ცალსახად
მოთხოვნილი გადახდის ინიციირების მომსახურების შესრულების მიზნით;
თ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება შეცვალოს
ოპერაციის თანხის ოდენობა, მიმღები ან სხვა მონაცემები.
4. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია:
ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერთან ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის
შესაბამისად;
ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან საგადახდო დავალების
მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს ან მიაწოდოს მას გადახდის
ოპერაციის ინიციირების შესახებ, ასევე გადახდის ოპერაციის შესრულებასთან
დაკავშირებული მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია;
გ) არ დაუშას დისკრიმინაციული მიდგომა გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერის საშუალებით მიღებულ საგადახდო დავალებასა და მის მიერ უშუალოდ
გადამხდელისგან მიღებულ საგადახდო დავალებას შორის, მათ შორის, საგადახდო
დავალების შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით,
გარდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევისა.
5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის
ინიციირების მომსახურების პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის გადახდის
ინიციირების მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა ან მისი
შინაარსისა.
მუხლი 223. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების ფარგლებში საგადახდო
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომა
1. მომხმარებელს უფლება აქვს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისგან
მიიღოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ
გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინ რეჟიმში წვდომა.
2. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევისას:
ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს
მიაწოდოს მომსახურება მხოლოდ მისი ცალსახა თანხმობის შემთხვევაში;
ბ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ
მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს
ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ
23
მახასიათებლების გამომშვები პირისა. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი
ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული
მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა;
გ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია კომუნიკაციის
თითოეული სესიისას მომხმარებლის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერთან/პროვაიდერებთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, ასევე
ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან და
მომხმარებელთან განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ამ კანონის 221 მუხლის მე-6
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს წვდომა ჰქონდეს
მხოლოდ მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ საგადახდო ანგარიშებზე და ამ ანგარიშებთან
დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაზე;
ე) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს არ აქვს უფლება მოითხოვოს
საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული სენსიტიური საგადახდო მონაცემები;
ვ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს გამოიყენოს, წვდომა
ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ მომხმარებლის მიერ ცალსახად
მოთხოვნილი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების შესრულების მიზნით.
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია პერსონალური მონაცემები
დაამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საგადახდო ანგარიშებთან მიმართებით ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია:
ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის
პროვაიდერთან ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის
შესაბამისად;
ბ) არ დაუშვას ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით მიღებულ
მოთხოვნებთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომა, გარდა ობიექტური
გარემოებების არსებობის შემთხვევისა.
4. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის
ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის ანგარიშის
ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად ანგარიშის
ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების
არსებობისა ან მისი შინაარსისა.“.
16. 24-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგადახდო დავალების მიღება“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც გადამხდელის
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მიიღებს საგადახდო დავალებას, მიუხედავად
იმისა, ის ინიციირებულია გადამხდელის თუ მიმღების მიერ. თუ საგადახდო დავალება
გადამხდელის პროვაიდერის მიერ მიღებულია მისთვის არასამუშაო დღეს, იგი მომდევნო
სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება. გადამხდელის საგადახდო მომსახურების
24
პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს სამუშაო დღის დასასრულთან მიახლოებული
გარკვეული დრო, რომლის შემდეგ მიღებული საგადახდო დავალება მომდევნო სამუშაო
დღეს მიღებულად ჩაითვლება. დაუშვებელია გადამხდელის ანგარიშის დადებეტება
საგადახდო დავალების მიღებამდე. გადამხდელის ანგარიშის დადებეტება უნდა
განხორციელდეს საგადახდო დავალების შესრულების დღის თარიღით.
2. თუ მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმება
ითვალისწინებს საგადახდო დავალების შესრულებას განსაზღვრულ დღეს/დღეებში ან
განსაზღვრული პერიოდის/პერიოდების ბოლოს ან გადამხდელის მიერ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერთან თანხის განთავსების დღეს, დავალების მიღების მომენტად
ამ კანონის 26-ე მუხლის მიზნებისათვის ითვლება აღნიშნული შეთანხმებული დღე. თუ
შეთანხმებული დღე არის ამ მომხმარებლის პროვაიდერისათვის არასამუშაო დღე,
საგადახდო დავალების მიღების დღედ ჩაითვლება შეთანხმებული დღის მომდევნო
სამუშაო დღე.“.
17. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საგადახდო დავალების უარყოფა
1. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უარს ამბობს საგადახდო დავალების
შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე, იგი ვალდებულია მომხმარებელს
აცნობოს აღნიშნულის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევების გარდა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიუთითოს
უარის საფუძველი და მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი იმ ფაქტობრივი
ხარვეზების გამოსწორების პროცედურა, რომლებმაც განაპირობა უარი, თუ ასეთი
ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელთან შეთანხმებული ფორმით მიაწოდოს
მას ან სხვაგვარად გახადოს ეს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი შეძლებისდაგვარად
მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულების ვადისა.
3. ჩარჩო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას, რომლის თანახმად
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული
ოდენობის საკომისიო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უარი ობიექტურად არის
დასაბუთებული და იგი განპირობებულია მომხმარებლის მიზეზით.
4. თუ დაცულია გადამხდელსა და მის პროვაიდერს შორის ჩარჩო ხელშეკრულებით
განსაზღვრული მოთხოვნები, გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს ავტორიზებული
საგადახდო დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, ის ინიციირებული იყო
გადამხდელის მიერ, (მათ შორის, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის
საშუალებით), თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. თუ შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს გადახდის ოპერაციის
განსახორციელებლად საკმარისი თანხა, გადამხდელის პროვაიდერს უფლება აქვს, უარი
თქვას საგადახდო დავალების შესრულებაზე, თუკი გადამხდელსა და მის პროვაიდერს
შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული საფუძვლით
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო დავალებაზე უარის თქმის
25
შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება
საკომისიოს დაწესების შესახებ.
6. უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად ამ კანონის 26-ე და 31-ე
მუხლების მიზნებისათვის.
მუხლი 26. საგადახდო დავალების შესრულების ვადები
1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან,
პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის
მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო
დავალების მიღების დღეს, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ჰყავთ:
ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს
საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე
ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუკი
საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ბ) მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ
თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისათვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო
სამუშაო დღისა ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად
გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი. თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი არ არის ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
შესაძლოა განისაზღვროს ამ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული მოთხოვნები.
3. გადახდის ოპერაციის თანხაზე სარგებლის თარიღი გადამხდელის საგადახდო
ანგარიშისთვის არ უნდა უსწრებდეს იმ თარიღს, როდესაც ამ ანგარიშზე განხორციელდა
გადახდის ოპერაციის თანხის დადებეტება.
4. თუ მიმღების პროვაიდერი ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
მიმღების დადგენას, მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანხის საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით დაბრუნება.
5. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული
საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს გადასცეს
ანგარიშსწორებისთვის მიმღების პროვაიდერსა და მიმღებს შორის შეთანხმებულ ვადაში,
ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში - შეთანხმებულ დღეს.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებისთვის თანხა
ხელმისაწვდომი გახადოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული
ვადის დაცვით იმ შემთხვევაშიც, თუ მიმღებს ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან
არ აქვს საგადახდო ანგარიში.
7. მომხმარებლის მიერ საგადახდო ანგარიშზე ამ ანგარიშის ვალუტაში ნაღდი თანხის
შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას, პროვაიდერი ვალდებულია ეს
თანხა მისი მიღებიდან დაუყოვნებლივ დაუკრედიტოს და ხელმისაწვდომი გახადოს
ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის მომხმარებლისთვის. საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ინკასირებული ნაღდი ფულის იურიდიული
26
პირის ანგარიშზე შეტანისას, თანხა მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს არაუგვიანეს მისი
მიღების მომდევნო სამუშაო დღისა.
8. გადამხდელს უფლება აქვს, საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების
მიზნით თავის პროვაიდერს დამატებით მოსთხოვოს დადასტურებული დოკუმენტი.
საგადახდო დავალების შესრულების დადასტურების მიზნით დოკუმენტი გაიცემა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, მატერიალური ან
ელექტრონული ფორმით. იგი, გარდა გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში
მითითებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს ამავე წესით განსაზღვრულ ინფორმაციას.
9. გადახდის ოპერაციის რეკვიზიტების საფუძველზე მისი საგადახდო სისტემაში
გატარება/არსებობა, ოპერაციის რეკვიზიტები, დანიშნულება და თარიღი, აგრეთვე
მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი
უფლებამოსილი პირის წინაშე, წერილობით ან ელექტრონული ფორმით, სისტემიდან
მიღებული ელექტრონული დოკუმენტით.“.
18. 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შუამავალი პროვაიდერი
ვალდებულია გადარიცხოს საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა, ხოლო
მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიმღების ანგარიშზე
ასახოს ან სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი თანხა მიმღების პროვაიდერის
ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობით, თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს შორის
შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ მიმღებსა და მის პროვაიდერს
შორის შეთანხმებით გათვალისწინებულია საკომისიოს დაკავების უფლება, მიმღების
პროვაიდერი ვალდებულია მიმღებთან შეთანხმებული ფორმით მიაწოდოს მას
ინფორმაცია მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხული თანხისა და დაკავებული
საკომისიოს ოდენობების შესახებ.
3. თუ გადარიცხული თანხიდან დაკავებულ იქნა საკომისიო, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული საკომისიოსი, გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია
უზრუნველყოს, რომ მიმღებმა ან მიმღების პროვაიდერმა მიიღოს გადამხდელის მიერ
ინიციირებულ საგადახდო დავალებაში მითითებული სრული თანხა. თუ საგადახდო
დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების პროვაიდერი
ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიმღებმა მიიღოს საგადახდო დავალებაში
მითითებული სრული თანხა.“.
19. 29-ე და 30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საგადახდო დავალების გამოთხოვის დაუშვებლობა
1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი
მიღებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ, გარდა ამ
მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერის მიერ ან მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტისა,
გადამხდელს არ აქვს უფლება გამოითხოვოს იგი, თუ მას გადახდის ოპერაციის
ინიციირებაზე
გადახდის
ინიციირების
მომსახურების
პროვაიდერისთვის
ან
მიმღებისთვის დავალების შესრულებაზე თანხმობა აქვს გაცემული.
27
3. პირდაპირი დებეტის შემთხვევაში გადამხდელს უფლება აქვს გამოითხოვოს საგადახდო
დავალება არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო
დღის ბოლომდე. აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა არ ართმევს გადამხდელს
გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
4. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელს
უფლება აქვს, გამოითხოვოს საგადახდო დავალება არა უგვიანეს შეთანხმებული დღის წინა
სამუშაო დღისა.
5. მომხმარებელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს/პროვაიდერებს
შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საგადახდო დავალება შეიძლება
გამოთხოვილ იქნეს ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის
შემდეგ, ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების დებულებების დაცვით. აღნიშნული
შეთანხმების არსებობისას, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გამოთხოვისათვის
სავალდებულოა მიმღებთან შესაბამისი შეთანხმების არსებობა.
6. თუ მომსახურება გაწეულია ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, მაშინ ჩარჩო
ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს პირობას საგადახდო დავალების
გამოთხოვისთვის საკომისიოს შესახებ.
მუხლი 30. საგადახდო ინსტრუმენტთან და ავთენტიფიკაციის საშუალებებთან
დაკავშირებული ვალდებულებები
1. საგადახდო ინსტრუმენტის მომხმარებელი ვალდებულია:
ა) გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და
გამოყენებისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
ბ) საგადახდო ინსტრუმენტის მიღებისთანავე გონივრული ქმედებებით უზრუნველყოს ამ
ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხოდ
შენახვა;
გ) საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან
არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან
გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ თავის
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პირს.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს საგადახდო ინსტრუმენტს,
ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა
და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
ბ) არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული
მახასიათებლები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ინსტრუმენტის
მომხმარებლისა. აღნიშნული არ ათავისუფლებს მომხმარებელს ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან;
გ) ნათლად გააცნოს მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების
მოთხოვნები;
დ) დანერგოს შესაბამისი საშუალებები მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების, ასევე, საგადახდო ინსტრუმენტის ამ კანონის
301 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განბლოკვის მოთხოვნის ნებისმიერ დროს მიღების
უზრუნველსაყოფად. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია
28
მიაწოდოს მას შესაბამისი შეტყობინების ან/და მოთხოვნის მიღების დასტური, თუ მისი
მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი;
ე) მომხმარებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის
შემდგომი გამოყენების აღკვეთა;
ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება მიიღოს
უსასყიდლოდ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მოითხოვოს
მხოლოდ საგადახდო ინსტრუმენტის ჩანაცვლებასთან პირდაპირ დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურების აღნიშნული უფლება არ იზღუდება
დაკარგული ინსტრუმენტის ჩანაცვლების შემთხვევაში;
ზ) არ გაუგზავნოს მომხმარებელს საგადახდო ინსტრუმენტი მისი მოთხოვნის გარეშე,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მომხმარებლისთვის უკვე გადაცემული ინსტრუმენტი
ექვემდებარება ჩანაცვლებას;
თ) დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადახდო
ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენების პირობები, რომლებიც უნდა იყოს ობიექტური,
არადისკრიმინაციული და პროპორციული.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს როგორც
საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მისი უსაფრთხოების პერსონიფიცირებული
მახასიათებლების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლის და პროვაიდერის ვალდებულებები
ასევე ვრცელდება საგადახდო ანგარიშზე წვდომისთვის გამოსაყენებელი უსაფრთხოების
პერსონიფიცირებული მახასიათებლების მიმართ.“.
20. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 და 302 მუხლები:
„მუხლი 301. საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის
შეზღუდვა
1. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა გაიცემა საგადახდო ინსტრუმენტის
გამოყენებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გადამხდელთან შეთანხმების
საფუძველზე უფლებამოსილია დააწესოს ხარჯვის ლიმიტები ამ ინსტრუმენტით
განხორციელებულ ოპერაციებზე.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ჩარჩო ხელშეკრულებაში
გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე, დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი
ამავე ინსტრუმენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული
საფუძვლით, საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი
გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობისას, ასევე, საკრედიტო ლიმიტის მქონე საგადახდო
ინსტრუმენტის შემთხვევაში, გადამხდელის მიერ გადახდის ვალდებულების
შეუსრულებლობის რისკის მნიშვნელოვნად ზრდის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის
შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს
შეთანხმებული ფორმით შეატყობინოს საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის შესახებ
შესაბამისი
მიზეზის
მითითებით,
შესაძლებლობის
შემთხვევაში
საგადახდო
ინსტრუმენტის დაბლოკვამდე, მაგრამ არაუგვიანეს დაბლოკვისთანავე, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დაბლოკვის საფუძვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
29
დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული
მიზეზებით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. საგადახდო ინსტრუმენტის დაბლოკვის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე
განბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ან ჩაანაცვლოს ის ახალი საგადახდო
ინსტრუმენტით.
5. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია უარი
განუცხადოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს ან/და გადახდის
ინიციირების მომსახურების პროვაიდერს საგადახდო ანგარიშზე წვდომაზე ობიექტური
მიზეზებით და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც დაკავშირებულია
მათ მიერ ან მათი საშუალებით ამ საგადახდო ანგარიშზე არაავტორიზებულ ან თაღლითურ
წვდომასთან ან/და გადახდის ოპერაციის არაავტორიზებულ ან თაღლითურ
ინიციირებასთან.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეატყობინოს გადამხდელს
შეთანხმებული ფორმით საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესახებ შესაბამისი
მიზეზის მითითებით, შესაძლებლობის შემთხვევაში წვდომის შეზღუდვამდე, მაგრამ
არაუგვიანეს წვდომის შეზღუდვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წვდომის
შეზღუდვის
საფუძვლის
შესახებ
ინფორმაციის
მიწოდება
დაუშვებელია
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, ასევე,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შესაბამისი
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისთვის/გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერისთვის საგადახდო ანგარიშზე წვდომა დაუშვას ამ მუხლის მე5 პუნქტით გათვალისწინებული წვდომაზე უარის საფუძვლების აღმოფხვრისთანავე.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერთან და გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ საქართველოს
ეროვნულ ბანკს. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინციდენტის შესახებ დეტალებს და
ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ქმედების
განხორციელების საფუძვლებს. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ინციდენტს
და საჭიროების შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს.
მუხლი 302. არასწორი უნიკალური იდენტიფიკატორი
1. თუ საგადახდო დავალება შესრულებულია უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით,
ის ითვლება სწორად შესრულებულად იმ მიმღების მიმართ, რომელსაც განსაზღვრავს
უნიკალური იდენტიფიკატორი.
2. თუ მომხმარებლის მიერ მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორი არასწორია,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ეკისრება ამ კანონის 31-ე მუხლით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობისთვის ან
მისი არასწორად შესრულებისთვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამხდელის საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა გადახდის
30
ოპერაციის თანხის დაბრუნებისთვის. მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია ითანამშრომლოს გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან,
მათ შორის, მიაწოდოს მას თანხის დაბრუნებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი
ინფორმაცია.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული თანხის დაბრუნება შეუძლებელია,
გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელის
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას მისთვის ცნობილი და
გადამხდელთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც გადამხდელი
შეძლებს თანხის დაბრუნების მიზნით სამართლებრივ დავას.
5. თუ მომხმარებლის მიზეზის გამო გადახდის ოპერაცია არასწორად შესრულდა,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელს დაუწესოს
საკომისიო თანხის უკან დაბრუნებისთვის, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია
მათ შორის დადებული ჩარჩო ხელშეკრულებით.
6. თუ გადამხდელი უნიკალურ იდენტიფიკატორთან ერთად სხვა დამატებით
ინფორმაციასაც მიაწვდის თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ეს პროვაიდერი
პასუხისმგებელია მხოლოდ იმ უნიკალური იდენტიფიკატორის საფუძველზე გადახდის
ოპერაციის შესრულებაზე, რომელიც მიაწოდა გადამხდელმა.“.
21. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების
შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 302 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე
მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, გადამხდელის პროვაიდერი
პასუხისმგებელია გადამხდელის წინაშე უშუალოდ გადამხდელის მიერ ინიციირებული
საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას
შეუძლია დაუსაბუთოს გადამხდელს, საჭიროების შემთხვევაში − მიმღების პროვაიდერს,
რომ მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა ამ კანონის 26-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. თუ გადამხდელის პროვაიდერმა
დაასაბუთა მის მიერ გადამხდელის საგადახდო დავალების შესრულების სისწორე,
მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების მიმართ გადახდის ოპერაციის
განხორციელების სისწორისთვის.
2. თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა ეკისრება
ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების
გარეშე გადამხდელს აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული
გადახდის ოპერაციის თანხა, ხოლო, საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში,
გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს
დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა
არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო.
დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის
დადებეტების თარიღისა.
3. თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ის ვალდებულია მიმღებისთვის გაუმართლებელი
დაყოვნების გარეშე გახადოს ხელმისაწვდომი გადახდის ოპერაციის თანხა, ხოლო,
საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, მიმღების საგადახდო ანგარიში
31
დააკრედიტოს შესაბამისი თანხის ოდენობით. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის
თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა
შესრულებულიყო ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში.
4. თუ გადახდის ოპერაცია გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
მიზეზით შესრულდა დაგვიანებით, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია გადამხდელის სახელით მოქმედი გადამხდელის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს, რომ მიმღებისთვის დაგვიანებით
ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც
ოპერაცია უნდა შესრულებულიყო ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სწორად
განხორციელების შემთხვევაში.
5. თუ გადამხდელის მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია არ შესრულდა ან
შესრულდა არასწორად, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის ამ მუხლის შესაბამისად
პასუხისმგებელი, გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, მიიღოს დაუყოვნებლივი
ზომები გადახდის ოპერაციის მოკვლევის მიზნით და შედეგი აცნობოს გადამხდელს.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები
გადამხდელისთვის განახორციელოს უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან
შეტყობინებების გაცვლის სისტემა და ამავდროულად ოპერაციის შეუსრულებლობა ან
არასწორად შესრულება გამოწვეული იყო მომხმარებლის მიზეზით. ამ შემთხვევაში,
დაკისრებული საკომისიო უნდა იყოს გონივრული.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თავის მომხმარებელს
აუნაზღაუროს ის ხარჯი, რომელზეც პროვაიდერს ეკისრება პასუხისმგებლობა, ასევე
მიუღებელი სადეპოზიტო სარგებელი, რომელიც წარმოეშვა ამ მომხმარებელს თავის
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერთან
უშუალოდ
გადახდის
ოპერაციის
შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შედეგად.
7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია თავის მომხმარებელს
მოსთხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული
ინფორმაცია. მოთხოვნის საფუძველზე, გადამხდელი და მიმღები ვალდებულნი არიან
თავიანთ პროვაიდერს/პროვაიდერებს მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია.“.
22. 31-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 და 312 მუხლები:
„მუხლი 311. პასუხისმგებლობა მიმღების მიერ ან მისი საშუალებით ინიციირებული
საგადახდო დავალების შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების
შემთხვევაში
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 302 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე
მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, თუ საგადახდო დავალება
ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე გადამხდელის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერისთვის მიმღების საგადახდო დავალების ამ კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად გადაცემისთვის. თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა
გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს სწორად არ გადასცა მიმღების
საგადახდო დავალება, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ ხელახლა გადასცეს შესაბამისი
საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
32
2. საგადახდო დავალების დაგვიანებით გადაცემის შემთხვევაში, მიმღებისთვის
დაგვიანებით ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ
თარიღისა, რომელშიც თანხა ჩაირიცხებოდა ოპერაციის სწორად შესრულების
შემთხვევაში.
3. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, ამ კანონის
მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 302 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი
და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, მიმღების საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე გადახდის ოპერაციის ამ კანონის 26-ე
მუხლის შესაბამისად შესრულებისთვის. თუ მიმღების საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ პუნქტის შესაბამისად, ის ვალდებულია
მიმღების საგადახდო ანგარიში დააკრედიტოს შესაბამისი თანხის ოდენობით და
დაუყოვნებლივ გახადოს ეს თანხა ხელმისაწვდომი. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის
თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც თანხა ჩაირიცხებოდა
ოპერაციის სწორად შესრულების შემთხვევაში.
4. მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული გადახდის ოპერაციის
შეუსრულებლობის ან არასწორად შესრულების შემთხვევაში, რომლისთვისაც მიმღების
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მუხლის
პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პასუხისმგებლობა გადამხდელის წინაშე ეკისრება
გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. ასეთ შემთხვევაში, გადამხდელის
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების
გარეშე აუნაზღაუროს გადამხდელს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული
გადახდის ოპერაციის თანხა. პროვაიდერმა უნდა აღადგინოს მომხმარებლის
დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა
არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო.
დადებეტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის
დადებეტების თარიღისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ეკისრება
გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ ის დაასაბუთებს, რომ
მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა მიიღო გადახდის ოპერაციის თანხა ამ
კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ჩარიცხულ თანხაზე
სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა
შესრულებულიყო სწორად განხორციელების შემთხვევაში.
6. თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული გადახდის ოპერაცია არ
შესრულდა ან შესრულდა არასწორად, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია, მიუხედავად ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისა, მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები
გადახდის ოპერაციის მოკვლევის მიზნით და შედეგი აცნობოს მიმღებს. საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები მიმღებისთვის
განახორციელოს უსასყიდლოდ.
7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თავის მომხმარებლებს
აუნაზღაუროს ხარჯი, ასევე მიუღებელი სადეპოზიტო სარგებელი, რომელიც წარმოეშვა ამ
მომხმარებელს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან უშუალოდ გადახდის
ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შედეგად.
33
მუხლი 312. პასუხისმგებლობა გადახდის ინიციირების მომსახურებისას საგადახდო
დავალების შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 302 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე
მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, თუ საგადახდო დავალება
გადამხდელის მიერ ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერის საშუალებით, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადამხდელს
აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის
თანხა. პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს მომხმარებლის დადებეტებული საგადახდო
ანგარიში (მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის ჩათვლით) იმ მდგომარეობაში, რომელშიც
ის
იქნებოდა
არასწორად
შესრულებული
გადახდის
ოპერაცია
რომ
არ
განხორციელებულიყო.
2. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი,
რომ საგადახდო დავალება გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის მიერ მიღებული იქნა ამ კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად. მას ასევე
ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი ზეგავლენის სფეროში ინიციირებული
გადახდის ოპერაცია ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი იყო და რომ მის
საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს
გავლენა არ მოუხდენია ოპერაციის შეუსრულებლობაზე, არასწორად ან დაგვიანებით
შესრულებაზე.
3. თუ გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია გადახდის
ოპერაციის შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის, ის
ვალდებულია ამ კანონის 333 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე,
დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს გადამხდელისთვის ანაზღაურებული თანხა, ასევე
ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
23. 32-ე და 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის
ოპერაციის შესახებ
1. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს
არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი
ღონისძიებების გატარება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული
ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და
მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის
აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა პროვაიდერს ამგვარი
ოპერაციის თაობაზე, რაც წარმოშობს გადამხდელის მოთხოვნის უფლებას, მათ შორის, ამ
კანონის 31-ე და 311 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას.
2. თუ ოპერაციაში მონაწილეობდა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი,
მომხმარებელი უფლებამოსილია არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული
ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება მოსთხოვოს ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ
კანონის 31-ე მუხლის და 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებების დაცვით.
34
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის მოთხოვნის უფლება არ
იზღუდება იმავე პუნქტში მითითებული ვადით, თუ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერმა შეთანხმებული ფორმით მომხმარებელს არ მიაწოდა საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული გადახდის
ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყო ასეთი
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
4. თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია ან
არასწორად არის განხორციელებული, პროვაიდერს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი,
რომ გადახდის ოპერაცია იყო ავთენტიფიცირებული, ასევე, სწორად იყო
განხორციელებული, ჩაწერილი და ანგარიშებზე აღრიცხული და რომ ტექნიკურ
გაუმართაობას ან პროვაიდერის მომსახურების სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ
მოუხდენია.
5. თუ გადახდის ოპერაცია ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერის საშუალებით, მაშინ მას ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ მისი ზეგავლენის
სფეროში ინიციირებული გადახდის ოპერაცია ავთენტიფიცირებული და სწორად
ჩაწერილი იყო და რომ მის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ
გაუმართაობას ან სხვა დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია.
6. თუ მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის
ოპერაციის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის
შემდეგ განაცხადა, ეს არ ათავისუფლებს პროვაიდერს ვალდებულებისაგან, თავისი
შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად
გადარიცხული თანხის დაბრუნებაში.
7. თუ მომხმარებელი განაცხადებს, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან ან გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერთან არსებული ინსტრუმენტის გამოყენების და ანგარიშზე წვდომის ჩანაწერი
არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად, რომ გადახდის ოპერაცია
გადამხდელის მიერ იყო ავტორიზებული ან გადამხდელმა განახორციელა თაღლითური
ქმედება ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან მეტი ვალდებულება
დაარღვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ან გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია
წარადგინოს მტკიცებულება, რომლითაც ის ამყარებს ეჭვს, რომ მომხმარებლის მხრიდან
ადგილი ჰქონდა თაღლითურ ქმედებას, განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობას. ეს პუნქტი
არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
8.
თუ
საბარათე
ინსტრუმენტით
განხორციელებული
არაავტორიზებული
ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტების შემთხვევაში,
ასეთი ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს
დადებეტებიდან 75 დღისა, საგადახდო მომსახურების მომხმარებელმა შეატყობინა
პროვაიდერს აღნიშნულის თაობაზე, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-7 პუნქტი
და პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის თანხის ანაზღაურება,
თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით ცალსახად იკვეთება
მესამე პირის თაღლითობა ან/და მომხმარებლის მიერ შეტყობინებული შემთხვევა
შინაარსობრივად ან/და გარემოებებით მსგავსია პროვაიდერის მიერ უკანასკნელი 180 დღის
პერიოდში განხილული იმ შემთხვევისა/შემთხვევებისა, რომლის ფარგლებშიც
მომხმარებლებს აუნაზღაურდათ არაავტორიზებული ოპერაციის თანხა. ამ პუნქტის
35
მიზნებისთვის საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული ტრანსსასაზღვრო გადახდის
ოპერაცია მოიცავს ისეთ ოპერაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოში
გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით და მიმღების პროვაიდერი
(ექვაირერი) წარმოადგენს უცხოურ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
მუხლი 33. მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის
ოპერაციასთან დაკავშირებით
1. თუ დაცულია ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების დებულებები,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს
არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა ამ მუხლის შესაბამისად დაუყოვნებლივ,
მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის
შესახებ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა ან მიიღო შეტყობინება. საგადახდო ანგარიშის
არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში,
რომელშიც ის იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ შესრულებულიყო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგადახდო ანგარიშზე
დაკრედიტებულ თანხაზე სადეპოზიტო სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს
ანგარიშის დადებეტების თარიღისა.
3. პროვაიდერს არ ეკისრება გადამხდელისთვის ანაზღაურების ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ მას აქვს მომხმარებლის მიერ
თაღლითური ქმედების განხორციელების ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული
ერთი ან მეტი ვალდებულების განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის
შესახებ საფუძვლიანი ეჭვი.
4. თუ გადახდის ოპერაცია ინიციირებულია გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერის საშუალებით, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის
ოპერაციის თანხა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის
ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ ანგარიშის მომსახურე პროვაიდერისთვის
ცნობილი გახდა ან მიიღო შეტყობინება. ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ
მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ
შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. თუ არაავტორიზებული გადახდის ოპერაციისთვის პასუხისმგებელია გადახდის
ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, ის ვალდებულია ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე,
დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს გადამხდელისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
ანაზღაურებული თანხა, ასევე ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზიანი, ასეთის
არსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერს, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე ეკისრება მტკიცების ტვირთი.
6. გადამხდელი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით
ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული
ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არა უმეტეს 100 ლარისა, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც შესრულებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:
36
ა) საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო მითვისების მომხმარებლის
მიერ აღმოჩენა შეუძლებელი იყო ოპერაციის განხორციელებამდე;
ბ) დაკარგვა გამოწვეული იყო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მისი აგენტის,
ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.
7. თუ მომხმარებელი პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად არაუმეტეს
100 ლარისა, ანგარიშის აღდგენა უნდა მოხდეს იმავე პუნქტის შესაბამისად პროვაიდერის
მიერ განსაზღვრული ოდენობის თანხის გამოკლებით.
8. გადამხდელი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციასთან
დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი თაღლითური ქმედებით,
ასევე მის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან მეტი ვალდებულების
განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობით. ამ შემთხვევაში არ
მოქმედებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური
თანხა.
9. თუ გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ითხოვს მომხმარებლის
ძლიერ ავთენტიფიკაციას, გადამხდელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამ
მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მან განახორციელა თაღლითური ქმედება. თუ მიმღები ან მიმღების საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერი
არ
უზრუნველყოფს
მომხმარებლის
ძლიერი
ავთენტიფიკაციის მიღებას, ის ვალდებულია გადამხდელის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს აუნაზღაუროს შესაბამისი თანხა.
10. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
პროვაიდერისთვის შეტყობინების შემდეგ, გადამხდელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა
მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან
უკანონო გამოყენებით დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის თუ ეს ზიანი გამოწვეული არ
არის გადამხდელის თაღლითური ქმედებით.
11. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს ამ კანონის 30-ე
მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ
დროს მიღებას, გადამხდელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული ან დაკარგული
საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით
დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის, თუ ეს ზიანი გამოწვეული არ არის გადამხდელის
თაღლითური ქმედებით.“.
24. 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331-333 მუხლები:
„მუხლი 331. გადახდის ოპერაცია, როდესაც გადახდის თანხა წინასწარ ცნობილი არ არის
1. თუ საბარათე ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით და გადახდის
ოპერაციის შესრულებაზე გადამხდელის მიერ თანხმობის გაცემის მომენტში ცნობილი არ
არის გადახდის ოპერაციის ზუსტი თანხა, გადამხდელის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი უფლებამოსილია გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე დაბლოკოს ფულადი
სახსრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს დასაბლოკი თანხის განსაზღვრულ
ოდენობაზე აქვს თანხმობა გაცემული.
2. გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია განბლოკოს ამ
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაბლოკილი თანხა გადახდის ოპერაციის თანხის
ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ გაუმართლებელი დაყოვნების
გარეშე და არაუგვიანეს საგადახდო დავალების მიღებისთანავე.
37
მუხლი 332. დამატებითი ანაზღაურება
ამ თავით გათვალისწინებული ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების
შესრულება არ ზღუდავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს
შორის დადებული ხელშეკრულებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობიდან
გამომდინარე სხვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 333. მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის გამოთვლა და რეგრესის უფლება
1. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 311 მუხლის მე-7 პუნქტის, 312 მუხლის პირველი
პუნქტის და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის მიუღებელი სადეპოზიტო
სარგებლის პროცენტი უნდა იყოს სულ მცირე რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის
იდენტური ან მასზე მეტი, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
2. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ კანონის 31-ე, 311, 312 და 33-ე მუხლებით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა
გამოწვეულია
გადახდის
ოპერაციის
განხორციელების
პროცესში
მონაწილე
სხვა
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის/პროვაიდერების და სხვა შუამავალი პირების ქმედებით, იგი
უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირებს, ხოლო ეს პირები ვალდებული არიან
აუნაზღაურონ მას შესაბამისი თანხა ან/და შესაბამისი ზიანი, რაც პროვაიდერის მიერ
გადახდილი იქნა იმავე მუხლებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ანაზღაურების
ვალდებულებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რომელიმე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის
მხარდაჭერას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გარდა, სხვა
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეიძლება გათვალისწინებული იყოს მხარეთა შორის
დადებული ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით.“.
25. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის
ოპერაციის თანხის ანაზღაურება
1. გადამხდელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს
ანაზღაურება შესრულებულ ავტორიზებულ გადახდის ოპერაციაზე, რომელიც
ინიციირებული იყო მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, თუ დაკმაყოფილებულია ყველა
შემდეგი პირობა:
ა) ავტორიზაციის გაცემისას ავტორიზაცია არ განსაზღვრავდა გადახდის ოპერაციის ზუსტ
თანხას;
ბ) გადახდის ოპერაციის თანხა აჭარბებს იმ ოდენობას, რომლის გონივრული მოლოდინიც
გადამხდელს
შეეძლო
ჰქონოდა
წინა ხარჯვითი
თავისებურებიდან,
ჩარჩო
ხელშეკრულების პირობებიდან და არსებული შემთხვევის შესაბამისი გარემოებებიდან
გამომდინარე.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მოთხოვნით, გადამხდელი ვალდებულია
დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანაზღაურება უნდა განხორციელდეს
შესრულებული გადახდის ოპერაციის სრული თანხის ოდენობით. ანაზღაურებულ
თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა.
38
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს პირდაპირი დებეტის
წესი, რომლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებასთან
ერთად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში
მომხმარებელს ექნება ანაზღაურების უპირობო უფლება. პირდაპირი დებეტის წესი არ
უნდა ზღუდავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.
5. დაუშვებელია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის,
გადამხდელის მიერ ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებული საფუძვლების მითითება,
თუ გამოყენებული იქნა თავის პროვაიდერთან შეთანხმებული გაცვლითი კურსი.
6. გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დადებული ჩარჩო
ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ გადამხდელს არ აქვს ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) გადამხდელმა უშუალოდ თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მისცა თანხმობა
გადახდის ოპერაციის შესრულებაზე;
ბ) მომავალი გადახდის ოპერაციის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია
შეთანხმებული ფორმით გადამხდელისთვის მიწოდებულია ან მასთან შეთანხმებული
ფორმით სხვაგვარად ხელმისაწვდომია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან
მიმღების მიერ ამ გადახდის ვალდებულების თარიღამდე არანაკლებ 4 კვირით ადრე.
7. გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მიმღების მიერ ან
მისი საშუალებით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის
ანაზღაურება საგადახდო ანგარიშის დადებეტებიდან არაუგვიანეს 8 კვირის განმავლობაში.
8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელისგან ანაზღაურების
მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში აუნაზღაუროს მას გადახდის
ოპერაციის სრული თანხა ან წარუდგინოს დასაბუთებული უარი. უარის შემთხვევაში
პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დავების განმხილველ
კომისიაზე და მისთვის მიმართვის უფლებაზე. ამ პუნქტით განსაზღვრული უარი
დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.
26. 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:
„მუხლი 341. ინციდენტების შეტყობინება
1. მნიშვნელოვანი საოპერაციო ან/და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის
არსებობის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაუმართლებელი
დაყოვნების გარეშე აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. თუ ინციდენტს ჰქონდა ან/და შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის მომხმარებლების ფინანსურ ინტერესებზე, საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, შეატყობინოს თავის
მომხმარებლებს აღნიშნული ინციდენტისა და ამ ინციდენტის უარყოფითი შედეგების
შესამცირებლად მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტყობინების მიღების შემდგომ,
საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული
კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფინანსო სისტემის
უსაფრთხოების დასაცავად.
39
4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი წესით მიაწოდოს მას გადახდის სხვადასხვა საშუალებებთან
დაკავშირებით თაღლითური ქმედებების შესახებ სტატისტიკური და სხვა მონაცემები.“.
27. VI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 და VI2 თავები:
„თავი VI1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვა
მუხლი 411. საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვა და საჩივრის
განხილვა
1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ჰქონდეს „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან, ამ კანონიდან ან/და მათ
საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ
უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურების
მომხმარებლების საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის ადეკვატური და
ეფექტური პროცედურები. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია
აღნიშნული პროცედურები უზრუნველყოს უსასყიდლოდ.
2. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საჩივარი
წარუდგინოს ზეპირი ან წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით ან, მათ
შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, სხვა სანდო საშუალებით.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია განახორციელოს მომხმარებელთა
საჩივრებზე რეაგირებასთან დაკავშირებული საქმიანობის, მათ შორის, საჩივრების
აღრიცხვისა და ანალიზის მონიტორინგი.
3. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს ამ მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად წარდგენილი საჩივრის მიღება მისი მიღების დღეს დაუდასტუროს
მატერიალური ფორმით ან, მომხმარებელთან შეთანხმებით, სხვა სანდო საშუალებით.
საჩივრის ზეპირი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია
შესთავაზოს მომხმარებელს საჩივრის წერილობით წარდგენა ან მომხმარებლის თანხმობით
განახორციელოს საჩივრის აუდიო ჩაწერა. საჩივრის მიღების დღედ ითვლება
მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საგადახდო მომსახურების
პროვაიდერისთვის საჩივრის წარდგენის სამუშაო დღე. თუ საჩივარი წარდგენილი იქნა
არასამუშაო დღეს, მიღების დღედ ითვლება მომდევნო სამუშაო დღე. საჩივრის მიღების
დადასტურებისას, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებელს
მიაწოდოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
4. საჩივრის თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გადაწყვეტილება უნდა
პასუხობდეს საჩივარში წარდგენილ ყველა საკითხს. საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება
მიიღოს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. თუ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ
ხერხდება საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს დაგვიანების დასაბუთებული
მიზეზი, საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა. საჩივარზე
გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 35 სამუშაო
დღეს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილება
40
მომხმარებელს აცნობოს უმოკლეს ვადაში მომხმარებლის მიერ არჩეული ფორმით
(მატერიალური ან ელექტრონული).
5. პროვაიდერი ვალდებულია გადაწყვეტილებაში მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიისთვის,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან, არაუგვიანეს
6 თვის განმავლობაში მიმართვის შესაძლებლობის შესახებ. საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია გადაწყვეტილებაში მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია,
რომ დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.
6. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, თავის ვებ-გვერდზე,
თვალსაჩინო ფორმით განათავსოს, ასევე მასსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ
ჩარჩო ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან
არსებული დავების განმხილველი კომისიის შესახებ.
თავი VI2. დავების განმხილველი კომისია
მუხლი 412. დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვის უფლება
1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ხოლო მომხმარებელ
იურიდიულ პირს და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს
იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტით დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების
განმხილველ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) მხოლოდ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის
(მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ
პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი უფლებამოსილია, კომისიას მიმართოს, თუ
საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს ან,
უცხოურ ვალუტაში, მის ეკვივალენტს. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს
სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელი
უფლებამოსილია კომისიას მიმართოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის
საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
3. მხარე უფლებამოსილია დაასაბუთოს თავისი პოზიცია და კომისიას წარუდგინოს
შესაბამისი მტკიცებულებები. კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დავის
მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ
შორის, კონფიდენციალური) წარდგენა. კომისიას ასევე უფლება აქვს თავისი
უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ
შორის, კონფიდენციალური) მოითხოვოს ნებისმიერი ფიზიკური ან/და კერძო სამართლის
იურიდიული პირისგან, ასევე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული
წარმონაქმნისგან. ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადა განისაზღვრება
კომისიის მიერ, არანაკლებ 5 სამუშაო დღისა. შესაბამისი სუბიექტის დასაბუთებული
მოთხოვნით და კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განსაზღვრული ვადის
გახანგრძლივება. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან
41
კომისიას უპასუხონ შესაბამის ვადაში და მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და
მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების
მოთხოვნა აჩერებს დავის გადაწყვეტისთვის ამ კანონის 419 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ვადის დინებას. ვადის დინება გაგრძელდება მოთხოვნილი
ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენის ან წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის
ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 413. კომისიისთვის ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობა
1. ამ კანონის 412 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად
ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან
არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია
დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივანისა), შესაბამისი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით,
ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან
მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში - 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ
ფაქტზე.
2. კომისია დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. კომისიის
გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
3. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
ძალაშია
მისი
გაცნობისთანავე. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ჩაბარებიდან
30 კალენდარული დღის ვადაში.
4. კომისია უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს
შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული
გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, რისთვისაც კომისია გასცემს
სააღსრულებო ფურცელს. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
არ
აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოცემიდან 6 თვის ვადაში.
ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას კრედიტორი არის სახელმწიფო.
ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
5. თუ შესაბამისი პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის ჩაბარება ვერ ხერხდება, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი
საჯაროდ გავრცელების შესახებ. აქტი საჯაროდ ვრცელდება საქართველოს ეროვნული
ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა საჯარო
საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ
გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.
მუხლი 414. დავების განმხილველი კომისია
1. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არაუმეტეს 2 წევრი შესაძლებელია იყოს
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ხოლო არანაკლებ 3 წევრი უნდა იყოს
დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. კომისიის დამოუკიდებელი წევრი იმავდროულად არ
42
უნდა იყოს დასაქმებული საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციაში ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან იმ ჯგუფში შემავალ
იურიდიულ პირში, რომელშიც შედის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. კომისიას
ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
2. კომისიის წევრებს, მათ შორის, თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
3. კომისიის წევრად შესაძლებელია, დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს
მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და საგადახდო მომსახურების სფეროში
მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. კომისიის სულ მცირე ერთ წევრს უნდა
ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და საგადახდო მომსახურების ან/და
საფინანსო სექტორში მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება.
4. კომისიის წევრების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე მათი, მათ შორის,
თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის და გათავისუფლების წესი,
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.
5. კომისიის ფუნქციების განხორციელების ხელშესაწყობად საქართველოს ეროვნული
ბანკის პრეზიდენტი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით შექმნას კომისიის აპარატი.
აპარატის წევრები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები. კომისიის
აპარატი უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ
მხარდაჭერას, მათ შორის, კომისიაში შესული საჩივრების განსახილველად მომზადებას,
დავის მხარეებისთვის დავის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და
კომისიის გადაწყვეტილების პროექტების მომზადების ტექნიკურ ხელშეწყობას.
6. კომისიის წევრის, რომელიც ამავდროულად საქართველოს ეროვნული ბანკის
თანამშრომელი არ არის, შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ
ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისიის
წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობას და ანაზღაურების წესს განსაზღვრავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
7. კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ბიუჯეტიდან.
კომისიას
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური
საშუალებებით, ფინანსური სახსრებით და სხვა ქონებით უზრუნველყოფს საქართველოს
ეროვნული ბანკი.
8. კომისიის წევრობა არ ითვლება საჯარო სამსახურად. კომისიის წევრს უფლება აქვს
ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კანონმდებლობას.
მუხლი 415. საჩივრის წარდგენა
1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს კომისიას ამ
კანონის 412 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და
ვადაში.
2. საჩივარი კომისიას შესაძლებელია წარედგინოს წერილობითი (მატერიალური ან
ელექტრონული) ფორმით. საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და წარსადგენი სხვა
დოკუმენტები/ინფორმაცია
განისაზღვრება
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
სამართლებრივი აქტით.
43
მუხლი 416. საჩივრის წარმოებაში მიღება
1. კომისია საჩივარს წარმოებაში იღებს, თუ საჩივარი და მასზე დართული
დოკუმენტაცია/ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ კანონის 415 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მოთხოვნებს.
2. კომისია საჩივარს წარმოებაში ასევე არ იღებს, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი
შემდეგი პირობა:
ა) არსებობს კომისიის გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე
საფუძვლით და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, ან კომისიაში დავა
დასრულდა მორიგებით;
ბ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება,
რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
გ) სასამართლოს წარმოებაშია საქმეზე დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე
საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე
მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა
მორიგების დამტკიცების შესახებ;
დ) არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით
ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა მორიგებით;
ე) გასულია ამ კანონის 412 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა;
ვ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა
მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს მისი
წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. თუ კომისიაში წარდგენილი საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ
აკმაყოფილებს ამ კანონის 415 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი
აქტის მოთხოვნებს, კომისია მომხმარებელს წერილობითი (მატერიალური ან
ელექტრონული) ფორმით აცნობებს აღნიშნულის შესახებ და განუსაზღვრავს 7
კალენდარულ დღეს, საჩივარში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) გამოსასწორებლად.
კომისია უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვადის ამოწურვამდე
ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, ხარვეზის
(ხარვეზების) გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა გაახანგრძლივოს დამატებით
არაუმეტეს 7 კალენდარული დღით. თუ მომხმარებელმა ხარვეზი (ხარვეზები) არ
გამოასწორა, კომისია საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს.
მუხლი 417. კომისიის წევრის აცილება
1. მხარეებს უფლება აქვთ მოტივირებული შუამდგომლობით მოითხოვონ კომისიის
შემადგენლობიდან ნებისმიერი წევრის აცილება.
2. აცილების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს კომისია იმ წევრის მონაწილეობის
გარეშე, რომლის აცილების საკითხიც განიხილება.
3. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აცილებული წევრი არ ესწრება დავის
განხილვას და მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
44
4. კომისიის წევრი არ შეიძლება მონაწილეობდეს დავის განხილვაში, თუ იგი:
ა) საქმეში დაინტერესებული მხარეა;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) არის/იყო ექსპერტი საჩივრით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით;
ე) შრომით ურთიერთობაშია მხარესთან (მხარეებთან).
5. ამ მუხლის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლებიან საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირები.
6. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიას აცნობოს აცილების საფუძვლების თაობაზე და
მოითხოვოს თვითაცილება. თვითაცილების თაობაზე განცხადებას განიხილავს კომისია იმ
წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის თვითაცილების საკითხიც განიხილება.
7. თუ კომისიის წევრის აცილების/თვითაცილების შედეგად კონკრეტული დავის
განხილვისას არ რჩება წევრთა საკმარისი რაოდენობა, კომისია უფლებამოსილია დავა
განიხილოს წევრთა რაოდენობის მიუხედავად. ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ
კანონის 419 მუხლის მე-3 პუნქტი.
მუხლი 418. დავის განხილვა
1. კომისია დავის განხილვას იწყებს საჩივრის წარმოებაში მიღებით.
2. კომისია დავას განიხილავს მხოლოდ საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნის
ფარგლებში. როგორც წესი, დავა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. კომისია
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
3. კომისია უფლებამოსილია დავა განიხილოს, ასევე, მხარესთან უზრუნველყოს ზეპირი
მოსმენა დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.
მუხლი 419. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა
1. კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან
90 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, ასევე, დავის
მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია,
ვადა გაახანგრძლივოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. აღნიშნულის შესახებ,
მიზეზის მითითებით, კომისია, ატყობინებს მხარეებს.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, განხილვაში მონაწილე წევრთა
უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს კომისიის
თავმჯდომარეს.
3. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ დავის
განხილვას ესწრება სულ მცირე 3 წევრი.
4. კომისიის გადაწყვეტილებით მომხმარებლის საჩივარი შეიძლება დაკმაყოფილდეს
სრულად ან ნაწილობრივ, ან არ დაკმაყოფილდეს. დავაში მონაწილე მხარეთა შეთანხმების
შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების
შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის შესასრულებლად სავალდებულოა.
კომისიის გადაწყვეტილება დავის მორიგებით დასრულების შესახებ შესასრულებლად
ორივე მხარისათვის სავალდებულოა.
45
5. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიაში დავის
განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს განხილვის შეწყვეტა.
6. კომისია წყვეტს დავის განხილვას:
ა) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აღიარებს მის მიმართ ყველა მოთხოვნას;
ბ) თუ მომხმარებელი ითხოვს დავის განხილვის შეწყვეტას;
გ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება,
რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
დ) თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე
საფუძვლით ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე
მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა
მორიგების დამტკიცების შესახებ;
ე) თუ არბიტრაჟის წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე
საფუძვლით ან არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან დავა დასრულდა მხარეთა
მორიგებით;
ვ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა;
ზ) თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საჩივრის განხილვა შეწყდა
მომხმარებლის მოთხოვნით, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7. კომისიის გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ ელექტრონულად ან/და, შესაბამისი
მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალურად.
8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია, სასამართლოში გაასაჩივროს
კომისიის გადაწყვეტილება, მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. კომისიის
გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.“.
28. 42-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს სისტემის
ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და
ზედამხედველობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. საქართველოს
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს საგადახდო სქემების, საგადახდო
მომსახურების ცალკეული სახეების და საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის,
ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის, ასევე მათთან დაკავშირებული საკითხების
მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს სისტემის
ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი თავის მიერ დადგენილი ნორმების
დაცვისგან;“;
ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
46
„ვ) განსაზღვროს საგადახდო სისტემის ზედამხედველობის წესი, მათ შორის, საგადახდო
სისტემის კატეგორიიდან გამომდინარე სისტემის ოპერატორის მიერ შესასრულებელი
მოთხოვნები;
ზ) თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, აგრეთვე
მოთხოვნები მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის კაპიტალის და აქტივების მიმართ.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო კაპიტალის
განსაზღვრის მიზნებისთვის გააფართოვოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ33“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული ჯგუფის დეფინიცია;“.
29. 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას,
გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია
შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს და დავების განმხილველ
კომისიას, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
2. პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და ელექტრონული ფულის,
აგრეთვე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის, ოპერაციის განხორციელების
მცდელობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ თავად მომხმარებელს და
მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს, შესაბამისი გარიგების მხარეს,
საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო
შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას −
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი
არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა
პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე
მიეცემათ.“.
30. 431 მუხლი ამოღებულ იქნეს.
31. 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი
პროვაიდერი ვალდებული არიან, მნიშვნელოვანი სისტემის/საგადახდო მომსახურების
მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს ეროვნული
ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ,
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით გათვალისწინებული
ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ
უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და გაანგარიშებულ
კაპიტალის (მისი სახეობების მიხედვით) ოდენობაზე ნაკლები.“.
47
32. 481 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისას, გარდა იმ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი
პუნქტის მხოლოდ „ზ“ ან/და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მომსახურებას
/მომსახურებებს ახორციელებს და ამ კანონის 482 მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევისა, ხდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის ლიკვიდატორად ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან
დაკავშირებული პირის დანიშვნა. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის
პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად
დასასრულებლად
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის
ლიკვიდატორი
უფლებამოსილია, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საგადახდო
მომსახურების პროვაიდერთან არსებული ის საგადახდო ანგარიშები, რომელთა მიმართაც
გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი
შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების
ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა საგადახდო
მომსახურების პროვაიდერში, კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში.“.
33. 481 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 482 მუხლი:
„მუხლი 482. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ
ბანკად
ან
მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა
1.
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერი,
რომელიც
სააქციო
საზოგადოების
სამართლებრივი ფორმით არსებული იურიდიული პირია, უფლებამოსილია, შეიცვალოს
საქმიანობის საგანი და მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო საქმიანობის
ლიცენზიის მისაღებად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უწყვეტად აგრძელებს საგადახდო მომსახურების
საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად
რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად საქართველოს
ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
რეგისტრაციის
გაუქმების
შესახებ.
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერის
48
რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული
ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად
რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი აგრძელებს
საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული მომსახურების განხორციელების უფლება აქვთ „საგადახდო სისტემისა და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ეროვნული
ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების
შემთხვევაში.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია ამ კანონის პირველი მუხლის
მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ კანონის ამოქმედებამდე გამოშვებული
საგადახდო ინსტრუმენტების თაობაზეც.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არაუადრეს 2023 წლის 1 მაისისა და
არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს იმ
საგადახდო მომსახურებების განახლებული ჩამონათვალი, რომლის განხორციელების
უფლებაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მიღებული აქვს საქართველოს
ეროვნული ბანკისგან.
4. არაუგვიანეს 2023 წლის 1 სექტემებრისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
უზრუნველყოს რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის
რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ამ
კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-15 მუხლის მე-2
პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობა.
5. არაუგვიანეს 2023 წლის 1 ოქტომბრისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს
ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-15 მუხლის
მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესრულება.
6. მიმღები ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, გააუქმოს დაწესებული
საკომისიო, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს ამ კანონის პირველი მუხლის მე-13
პუნქტით გათვალისწინებული კანონის 201 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
საკომისიოს.
7. არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების ამ
კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 201 მუხლის მე-5
პუნქტთან შესაბამისობა.
8. არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა
უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული კანონის
201 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
9. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, ამ კანონის პირველი მუხლის მე16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული გადამხდელის ანგარიშის საგადახდო დავალების შესრულების დღის
49
თარიღით დადებეტებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება უზრუნველყოს
არაუგვიანეს 2023 წლის 1 აპრილისა.
10. 2025 წლის 1 იანვრამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია ამ
კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული კანონის 31-ე მუხლის მე-2
პუნქტის, ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული კანონის 311
მუხლის მე-4 პუნქტის, 312 მუხლის პირველი პუნქტის და ამ კანონის პირველი მუხლის 23ე პუნქტით გათვალისწინებული კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების
შესაბამისად მომხმარებლის ანგარიშზე დაკრედიტებული თანხა დაბლოკოს მის მიერ
მომხმარებლის საჩივრის ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტამდე.
11. 2023 წლის 1 ნოემბრამდე, ამ კანონის პირველი მუხლის 25-ე პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 34-ე მუხლის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ვადად არანაკლებ 4 კვირის ნაცვლად, განისაზღვროს არანაკლებ 2
კვირა.
12. 2025 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის პირველი მუხლის 27-ე პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 411 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის
ვადა შეადგენს, შესაბამისად, არაუმეტეს 20 და 55 სამუშაო დღეს.
13. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს დავების განმხილველ კომისიასთან
დაკავშირებული სამართლებრივი აქტების გამოცემა არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი.
14. დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობა დაიწყოს არაუგვიანეს 2023 წლის 1
დეკემბრისა.
15. ამ კანონის პირველი მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული კანონის 411 მუხლის
მე-6 პუნქტის ამოქმედებამდე დადებულ ჩარჩო ხელშეკრულებებთან მიმართებით,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, 411 მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2023 წლის 1
ნოემბრისა.
16. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს დავების
განმხილველ კომისიას იმ დავაზეც, რომელთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების
მომხმარებელმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს საჩივრით მიმართა 2020 წლის 1
იანვრის
შემდეგ.
საგადახდო
მომსახურების
მომხმარებელს
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია დავების განმხილველი
კომისიის საქმიანობის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში.
17. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების გამოცემა, არაუგვიანეს 2023 წლის 1 მაისისა.
მუხლი 3. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 201 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-15 პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 222 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და 223 მუხლის პირველი და მე-4
პუნქტების, 27-ე პუნქტით გათვალისწინებული 411 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და VI2
თავისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 201 მუხლის
მე-2 პუნქტი, ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 222
მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები და კანონის 223 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები
ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
50
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 201 მუხლის
პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კანონის პირველი მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული კანონის 411 მუხლის მე5 და მე-6 პუნქტები და თავი VI2 ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
51
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“
შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) 122-ე და 323-ე მუხლების თანახმად,
საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი ფინანსური მომსახურებების შესახებ
კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის ფინანსური მომსახურებების
შესახებ კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის F ნაწილით,
საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს 2007
წლის 13 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC დირექტივას შიდა ბაზარზე
საგადახდო მომსახურებების შესახებ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ხსენებული
დირექტივა ძალადაკარგულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015
წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივით,
რომელიც ცვლის 2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU დირექტივებს და (EU) N1093/2010
რეგულაციას, და აუქმებს 2007/64/EC დირექტივას, და ამასთანავე, საქართველოს აღებული
აქვს დინამიური დაახლოების შესახებ ვალდებულება, წარმოდგენილი კანონპროექტი
შემუშავებულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის ასოცირების შეთანხმების შესაბამის დანართში ასახვის
მიზნით მიმდინარეობს ევროკავშირთან მოლაპარაკებებიც.
გარდა ამისა, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების მარეგულირებელი დებულებები, ასევე საგადახდო მომსახურების ბაზარზე
და მომსახურების გაწევისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების არსებული
მოწესრიგება საჭიროებს დახვეწას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის
ცვლილებებს.
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოში საგადახდო სისტემებისა და
საგადახდო მომსახურების ბაზრის შემდგომი განვითარების აუცილებლობით. მან
მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და პროცესი დღესაც მიმდინარეობს. მოქმედი
კანონმდებლობა რიგ საკითხებთან მიმართებაში ზოგადი და არაყოვლისმომცველია,
ამასთან, სრულად ვერ ასახავს სიახლეებს, ხოლო სამართლებრივი სიცხადის ნაკლებობა
ხელის შემშლელია როგორც ბაზრის მონაწილეებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.
საგადახდო მომსახურებას უფრო და უფრო მზარდი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკასა
და სოციალურ აქტივობაში. ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული
გადახდების რაოდენობრივი და თანხობრივი მოცულობა. კვალდაკვალ იმატა
ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებულმა უსაფრთხოების რისკებმა, რაც
გამოწვეულია ელექტრონული გადახდების ტექნიკური კომპლექსურობით.
52
საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდნენ საგადახდო მომსახურების ბაზრის ახალი
მოთამაშეები და, თავისი შინაარსითა და დატვირთვით, ახალი საგადახდო მომსახურებები.
საქართველოში ახალი მოთამაშეების საგადახდო მომსახურების სივრცეში შემოსვლისთვის
მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა სამართლებრივი ბარიერების შემსუბუქებითა და
კანონმდებლობის განჭვრეტადობის ამაღლებით. ამავდროულად, ახალი მომსახურებების,
რომლებიც დღეს არ ექცევა არსებული კანონმდებლობის მოქმედების სფეროში,
საკანონმდებლო მოწესრიგება მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მომხმარებლების უფლებების დაცვა საჭიროებს გაძლიერებას და დამატებითი
გარანტიების შექმნას. შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება, რათა
მოწესრიგდეს დროთა განმავლობაში წამოჭრილი საკითხები და ამავდროულად
უზრუნველყოფილ იქნეს სამართლებრივი სიცხადის მაღალი ხარისხი. ამასთან,
მნიშვნელოვანია შეიქმნას მომხმარებლების მხრიდან წამოჭრილი საგადახდო
მომსახურებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის მარტივი, ეფექტიანი და
მიუკერძოებელი მექანიზმი.
უსაფრთხო და დაცული საგადახდო მომსახურებები სასიცოცხლო როლს ასრულებს
საგადახდო მომსახურების ბაზრის ჯანსაღად ფუნქციონირებასა და განვითარებაში.
შესაბამისად, მომხმარებლების უფლებებისა და მათი ფულადი სახსრების მაღალი
სტანდარტებით დაცულობა უდაოდ დადებით გავლენას იქონიებს საგადახდო
მომსახურებებისადმი ნდობაზე და ფინანსურ ჩართულობაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით შემუშავდა კანონპროექტი,
რომლის მიზანია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში
სამართლებრივი სიცხადის, მომხმარებლების უფლებების დაცვისა და მათი ფინანსური
ჩართულობის ზრდა. ამასთან, ელექტრონული გადახდების უსაფრთხოების გაძლიერება
ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას.
კანონპროექტით მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება საგადახდო მომსახურების
მიწოდებისას ჩართული მხარეების მაქსიმალურად დაცვის თვალსაზრისით და უფრო
დეტალურად წესრიგდება მათ შორის ურთიერთობები. ასევე, უმჯობესდება საგადახდო
მომსახურების ხელმისაწვდომობის და კონკურენციის ხელშეწყობის საკითხების
რეგულირება. დამატებით, კანონის დებულებების ეფექტიანად აღსრულების მიზნით,
ეროვნული
ბანკი
აღიჭურვება
რიგი
უფლებამოსილებებით,
კანონპროექტით
გათვალისწინებული საკითხები დაარეგულიროს კანონქვემდებარე ნორმატიული
სამართლებრივი აქტებით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი
ვალდებულებების უდიდესი ნაწილის შესრულებას. კანონპროექტის მიღების გარეშე,
საქართველო ვერ შეძლებს სრულად შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულება, კერძოდ, დაუახლოვოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ
დირექტივას საკუთარი კანონმდებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
53
საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან
უზრუნველყოფს არა მხოლოდ საგადახდო მომსახურების მხარეების დაცულობას, არამედ
დადებითად აისახება საქართველოს საგადახდო მომსახურების ბაზრის მიმართ ნდობის
ამაღლებაზე. კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების დადებით
დამოკიდებულებას ელექტრონული გადახდების მიმართ და ციფრულ ეკონომიკაში მათ
ჩათულობას,
გააძლიერებს
უსაფრთხოებას
და
შემოიღებს მხარეებს
შორის
პასუხისმგებლობების გადანაწილების დახვეწილ მექანიზმს, ხელს შეუწყობს ბაზარზე
ახალი მოთამაშეების შემოსვლას და ახალი მომსახურებების დანერგვას.
გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ ევროდირექტივასთან (PSD2)
დაახლოება წარმოადგენს SEPA-ს (Single Euro Payment Area - ერთიანი ევრო გადახდების
სივრცე) გეოგრაფიულ სივრცეში დაინტერესებული ქვეყნების გაწევრიანების ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს სავალდებულო კრიტერიუმს. ვინაიდან უახლოეს კვირებში
საქართველო
წარადგენს
გაწევრიანებისთვის
შესაბამის
განაცხადს/აპლიკაციას,
აუცილებელია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები იმპლემენტირებული
იყოს საქართველოს კანონმდებლობაში. სწორედ აღნიშნული გარემოება (სხვებთან
ერთობლიობაში) შესაძლებელს გახდის საქართველოს მხრიდან სრულყოფილი აპლიკაციის
EPC-სთვის (European Payments Council - ევროპის გადახდების საბჭო) წარდგენას.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების შექმნის მიმართულებით,
კანონპროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დავის
გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული
დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანოს - დავების განმხილველი კომისიის შექმნა,
რომელიც აამაღლებს მომხმარებელთა ნდობის ხარისხს და საშუალებას მისცემს საგადახდო
მომსახურების მომხმარებელს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი უფლებები.
საგადახდო მომსახურების ხელმისაწვდომობა და კონკურენციის ხელშემწყობი
დებულებები, თავის მხრივ, გაზრდის ფინანსურ ჩართულობას, ხელს შეუწყობს
ელექტრონული გადახდების ზრდას და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ზუსტდება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ჩანაწერები და
განისაზღვრება რიგი დებულებები, მათ შორის, საგადახდო სისტემებისა და საგადახდო
მომსახურებების სფეროში ჩართული სხვადასხვა სუბიექტების უფლებები და
ვალდებულებები. აღსანიშნავია, რომ სწორედ სფეროს, ასევე, ხსენებულ პირებს შორის
ურთიერთობის
განვითარებამ
და
კომპლექსურობამ,
გარდა
ამისა,
ტექნიკური/ტექნოლოგიური ასპექტების მრავალფეროვნებამ განაპირობა ტერმინთა
განმარტებების დახვეწის და კანონის ახალი ტერმინებით გამდიდრების აუცილებლობა.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება,
საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის
ხელშეწყობის მიზნით, სამართლებრივი აქტით, სისტემის ოპერატორის მიმართ
დაადგინოს მოთხოვნები, და ასევე მოითხოვოს სისტემაში დაგეგმილი იმ ცვლილებების
მასთან შეთანხმება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მონაწილის მიერ
ან/და მომხმარებლებისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
54
საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის აუცილებელი იქნება საქართველოს ეროვნული
ბანკის წინასწარი თანხმობა. ამისთვის, მნიშვნელოვანი წილის პოტენციურმა შემძენმა
საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა შეატყობინოს განზრახვის შესახებ და მიაწოდოს
შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
განსაზღვროს მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის
მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების, ინფორმაციის/დოკუმენტაციის
წარუდგენლობასთან და საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის
მიღების მიუხედავად მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები და
შესაბამისი პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკის წილის შეძენასთან
დაკავშირებული რეგულირება გათვალისწინებულია შესაბამის კანონში. კანონპროექტით,
ეს საზედამხედველო ინსტრუმენტი შეეხება რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების
პროვაიდერებს და საგადახდო სისტემის ოპერატორებს.
კანონპროექტით ზუსტდება დებულებები მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსის
მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის
უფლებამოსილება, დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები და მოთხოვნები. დამატებით,
საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ ცენტრალური
დეპოზიტარის და ფასიანი ქაღალდების ანგარიშისწორების სისტემები წარმოადგენენ
სისტემურად მნიშვნელოვან სისტემას.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 51 მუხლში, რომლითაც
საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება და დაზუსტდება საგადახდო სისტემაზე
წვდომასთან დაკავშირებული დებულებები, რომლებიც ამჟამად გათვალისწინებულია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლით
განისაზღვრა სისტემების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლით
განსაზღვრული მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ კანონის 51 მუხლის მოთხოვნები
გავრცელდება
ისეთ
საგადახდო
სისტემის
ოპერატორზეც/საგადახდო
სქემის
ოპერატორზეც, რომელიც ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო
მომსახურების პროვაიდერისთვის საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებული
საქმიანობის (მათ შორის, ექვაირინგის) უფლებამოსილების მინიჭების/გადაცემის, ან/და
ქო-ბრენდის პროდუქტების გამოშვების გზით ან/და სხვა ისეთი პროვაიდერის
მეშვეობით/საშუალებით, რომელზეც ექსკლუზიურად გადაცემული აქვს თავის
საგადახდო სისტემაში/საგადახდო სქემაში მონაწილეობის, ასევე მისი სახელით
საქმიანობის უფლებამოსილება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საგადახდო
სისტემის/საგადახდო სქემის (მათ შორის, უცხოური) ფარგლებში საქართველოს
ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა
წლიურად არ აღემატება სხვა საგადახდო სისტემის/საგადახდო სქემის ფარგლებში იმავე
ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული
გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის 3%-ს, მაშინ ამ სისტემის/სქემის
ოპერატორის მიმართ არ გავრცელდება კანონის 51 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული
მუხლის მიზანია, საგადახდო ბაზარზე კონკურენტული პირობების ხელშეწყობა.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილებები შედის იმ მომსახურებების ჩამონათვალში,
რომლებიც წარმოადგენს საგადახდო მომსახურებას და რომლებზეც ვრცელდება კანონის
მოქმედება. კერძოდ, ახალ საგადახდო მომსახურებებად წარმოდგენილია გადახდის
55
ინიციირების მომსახურება და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება. ეს
უკანასკნელი გულისხმობს მომსახურებას, როდესაც მომხმარებელს აქვს საშუალება
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ანგარიშების
შესახებ,
რომლებიც
გახსნილია
სხვა
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერთან/პროვაიდერებთან.
პროვაიდერი
აღნიშნულ
მომსახურებას
განახორციელებს მხოლოდ მომხმარებლის ცალსახა თანხმობის შემთხვევაში. ეს
მომსახურება მომხმარებელს აწვდის სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან
გახსნილი ანგარიშების შესახებ ინფორმაციას ერთ სივრცეში, რაც მას მნიშვნელოვნად
გაუადვილებს ანგარიშების და განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის
მიღებას. რაც შეეხება გადახდის ინიციირების მომსახურების შინაარსს, გადახდის
ინიციირების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მომხმარებლის მოთხოვნის
საფუძველზე, მას საშუალებას მისცემს განახორციელოს სხვა საგადახდო მომსახურების
პროვაიდერთან არსებული ანგარიშიდან საგადახდო დავალების ინიციირება. შესაბამისად,
გადამხდელს საშუალება ექნება ერთი სივრციდან განახორციელოს გადახდის ოპერაციების
ინიციირება
სხვადასხვა
პროვაიდერთან
გახსნილი
ანგარიშებიდან,
რაც
მომხმარებლისთვის დაზოგავს დროს და თავიდან აარიდებს, სხვადასხვა პროვაიდერის
მომსახურების არხის (ინტერნეტ ბანკი, მობილური ბანკი) გამოყენებას. აღნიშნული
საგადახდო მომსახურებები ხელს შეუწყობს ფინანსური ტექნოლოგიების (ე.წ. „ფინტექ“)
განვითარებასა და უფრო ეფექტიანი და ეფექტური გზებით მომსახურების მიწოდების
დანერგვას. ამ მიზნით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდის
ინიციირების მომსახურების და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების
განხორციელების უფლება მიეცათ საბროკერო კომპანიას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას,
სესხის გამცემ სუბიექტს და ვალუტის გადამცვლელი პუნქტს.
კანონპროექტის შესაბამისად, განახლდება იმ მომსახურებების ჩამონათვალი,
რომლებზეც არ ვრცელდება კანონის მოქმედება. კერძოდ, კანონის მოქმედების სფეროში არ
მოექცევა გადახდის ოპერაციები, რომლებსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორი ან მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მისი ქსელის ან მომსახურების
აბონენტისთვის გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში (მათ შორის, გადახდის
ცალკეული ოპერაციის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს და თითოეული აბონენტის
მიერ თვის განმავლობაში შესრულებული გადახდის ოპერაციების საერთო თანხა არ უნდა
აჭარბებდეს 300 ლარს.). სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი შეძლებს თავის
აბონენტებს შესთავაზოს სხვადასხვა ციფრული შიგთავსი (ე.წ. კონტენტი) და მიიღოს
შესაბამისი გადახდა ისე, რომ მას არ მოუწევს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად
რეგისტრაცია. ვინაიდან, აღნიშნული გადახდის ოპერაციები შესაძლოა მნიშვნელოვანი
იყოს უნაღდო გადახდების ბაზრის შესაფასებლად, ეროვნულ ბანკს განესაზღვრება
უფლებამოსილება, მიიღოს შესაბამისი პირებისგან ამ გადახდებზე ინფორმაცია.
გარდა ამისა, ჩამონათვალს დაემატა ისეთი მომსახურებები, როგორიცაა გადახდის
ოპერაცია, რომელიც მოიცავს ნაღდი ფულის შეგროვებას და მიწოდებას იმ საქმიანობის
ფარგლებში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს
ეკონომიკურ საქმიანობას (მაგალითად, საქველმოქმედო).
საყურადღებოა, რომ სავაჭრო/მომსახურების ობიექტებს საშუალება ექნება
მომხმარებელს საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას გადასცეს ნაღდი ფული. თუმცა ეს
დასაშვები იქნება მხოლოდ გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ
56
გასაცემი ნაღდი ფულის თანხა წარმოადგენს გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების
შესაძენად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხის ნაწილს. აღნიშნული გამონაკლისი
ამჟამად დარეგულირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
ცვლილებით ხორციელდება საგადახდო მომსახურების გამონაკლისების კანონის დონეზე
რეგულირება.
კანონპროექტის მოქმედება არ გავრცელდება სპეციფიკურ საგადახდო ინსტუმენტებზე
და შეზღუდული გამოყენების საგადახდო ინსტრუმენტზე, რომელიც მოქმედებს მხოლოდ
საქართველოში და ამავდროულად აკმაყოფილებს დადგენილი კრიტერიუმებიდან ერთერთს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელიც გეგმავს ასეთი
ინსტრუმენტის გამოშვებას, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წერილობით
მიაწოდოს საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია და აღწერა. შემდგომ,
საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და შეაფასებს კონკრეტული ინსტუმენტის
აღწერა რამდენად აკმაყოფილებს გამონაკლისისთვის განსაზღვრულ პირობებს. ნორმის
მიზანია არ შეზღუდოს სპეციფიკური ინსტრუმენტების გამოყენება პროვაიდერების გარდა
სხვა პირების მიერ და მათ მისცეს საშუალება, მაგალითისთვის, თავიანთ ქსელში
გამოიყენონ ინსტრუმენტი. ასეთი ინსტუმენტები შეიძლება იყოს კონკრეტული სავაჭრო
ქსელის ბარათები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ სავაჭრო ქსელში გადახდის
განხორციელება. ასეთი ინსტუმენტების გამომშვები, თუ ის არ ასრულებს სხვა საგადახდო
მომსახურებას, არ არის ვალდებული რეგისტრაცია გაიაროს საქართელოს ეროვნულ ბანკში.
აღნიშნული ინსტუმენტის გამოყენების ფარგლები შეზღუდულია, რაც მნიშვნელოვნად
ამცირებს რისკებს.
კანონპროექტის შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის
ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი გაფართოვდა და დაემატება რამდენიმე
საქმიანობა. ამასთანავე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, რომლებიც მხოლოდ
გადახდის ინიციირების მომსახურებას და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის
მომსახურებას განახორციელებენ, არ იქნებიან შეზღუდული, განახორციელონ სხვა
საქმიანობა.
საზედამხედველო
ფუნქციების
უფრო
ეფექტურად
და
ეფექტიანად
განსახორციელებლად, ასევე, ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად, საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება საგადახდო სისტემის დანერგვამდე
საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიიღოს თანხმობა. ამისთვის, საქართველოს ეროვნულ
ბანკს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში
მოითხოვოს, მიიღოს და გამოაქვეყნოს სხვადასხვა ინფორმაცია. კანონპროექტით,
საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებით უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ
შორის, საგადახდო ანგარიშთან და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული
პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოების შესახებ. ამასთან, საქართველოს
ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საკომისიოების გამჭვირვალობისა და მათი
ერთმანეთთან
შედარების
შესაძლებლობის
უზრუნველყოფისთვის
შეიმუშაოს
57
საკომისიოების ფორმატი და გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია პროვაიდერის
სახელწოდების მითითებით.
ანგარიშის მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიოების ოდენობები საჯაროდ
და სტრუქტურირებულად განთავსდება როგორც თავად საგადახდო მომსახურების
პროვაიდერების, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. აღნიშნული აამაღლებს
მომხმარებლების ცოდნას ტარიფებთან მიმართებაში და ხელს შეუწყობს მათთვის უფრო
ხელსაყრელი და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, ვებ-გვერდ(ებ)ზე
საკომისიოების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს საგადახდო მომსახურების
პროვაიდერებს, მათ შორის, ბანკებს შორის კონკურენციის ზრდას, რაც პოტენციურად უნდა
აისახოს მომსახურების ღირებულებაზე. დამატებით, ფინანსური ჩართულობის გაზრდის
მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებული იქნებიან დანერგონ საგადახდო ანგარიშები
საბაზისო (აუცილებელი) მომსახურებით და გაუხსნან საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირთა წრეს.
კანონის მოქმედი რედაქციით, ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული
პირისთვის და ამ სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისთვის
შეზღუდულია ელექტრონული ფულის სქემაში გადამხდელის სახით მონაწილეობა, გარდა
გადამხდელისთვის განხორციელებული ოპერაციის თანხის დაბრუნების შემთხვევისა.
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, ზემოხსენებულ პირებს შეზღუდვა
მოეხსნება და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მათ სრულყოფილად ჩართავს
ელექტრონული ფულის სქემაში იმ შემთხვევაში და პირობით, თუ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერი დააკმაყოფილებს შესაბამის, მათ შორის, საქართველოს
საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
კანონპროექტმა ასევე მოაწესრიგა ექვაირერსა და მიმღებს შორის ურთიერთობები
კონკურენტული
გარემოს
ხელშეწყობის
მიზნით.
კერძოდ,
ექვაირინგის
განმახორციელებელ საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს შორის
გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ პირობას, რომელიც
არაობიექტურ, არაპროპორციულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობას შექმნის ცალკეული
გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის.
კანონპროექტით მე-19 მუხლში კონკრეტდება საგადახდო მომსახურების
პროვაიდერისა და მომხმარებლის პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლები, კერძოდ,
საგანგებო და საომარ მდგომარეობას დაემატა სხვა დაუძლეველი ძალაც. მუხლში
ცვლილება მხარეებს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ საგანგებო და საომარმა
მდგომარეობამ, ასევე, სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედებამ შეუძლებელი გახადა
ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა, თუ მას
ფაქტობრივი გავლენა არ მოუხდენია ვალდებულების შესრულებაზე, მხარეს არ
გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. განისაზღვრება დაუძლეველი ძალის შინაარსი ამ
კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მიზნებისთვის. კერძოდ, მას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, როდესაც ის არ ექვემდებარება
მხარის კონტროლს და რომლის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა
მხარის გონივრული გულმოდგინებისა და ძალისხმევის მიუხედავად. მხარე, რომელიც
პასუხისმგებლობის გამოსარიცხად მიუთითებს დაუძლეველ ძალაზე, ასევე ვალდებულია
დაამტკიცოს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ მოვლენას.
58
კანონპროექტის მე-20 მუხლში შესატანი ცვლილება განსაზღვრავს, რომ საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება მომხმარებელს დააკისროს საკომისიოს
გადახდა ინფორმაციის მიწოდებისათვის ან/და მაკორექტირებელი ან/და პრევენციული
ღონისძიებების
განხორციელებისთვის,
გარდა
განსაზღვრული
შემთხვევებისა.
მაკორექტირებელი ღონისძიება გულისხმობს, მაგალითად, გადახდის ოპერაციის
არასწორად შესრულების შედეგად განსახორციელებელ ქმედებებს. პრევენციული
ღონისძიება მოიაზრებს, მათ შორის, საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის,
უკანონო მითვისების ან არაავტორიზებული გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში
მომხმარებლისგან პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების საფუძველზე ამ
ინსტრუმენტის დაბლოკვის ვალდებულებას. აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნება იმ
არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც ინსტრუმენტი ხელში ჩაუვარდა, ოპერაციების
განხორციელების შეუძლებლობა, შესაბამისად, მომხმარებლის საგადახდო ანგარიშიდან
თანხების გამოყენების პრევენცია.
კანონპროექტით განისაზღვრება შემთხვევები, როდესაც შესაძლოა მომხმარებელს
დაეკისროს საკომისიოს გადახდა. კანონპროექტი ასევე მოიცავს ვალდებულებას, რომ
საკომისიო ოდენობა იყოს გონივრული და მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებული.
წინასწარი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლისათვის საკომისიოს
დაკისრება შესაძლებელია, თუ პროვაიდერის მიერ ხდება დავალების შესრულების
უარყოფა, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიზეზით, ასევე, მომხმარებლის მიერ
საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის და მომხმარებლის მიზეზით გადახდის
ოპერაციის არასწორად შესრულების შემდეგ თანხის უკან დაბრუნებისთვის.
კანონპროექტის 201 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის
უფლებამოსილებას, განსაზღვროს ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვრული
ოდენობა, მათ შორის, მიმღების საქმიანობის სფეროს და საგადახდო ინსტრუმენტის
კატეგორიის მიხედვით. საქართველოს ეროვნული ბანკის ეს უფლებამოსილება
გავრცელდება ისეთ საგადახდო ინსტრუმენტებზე, რომლის საშუალებით საგადახდო
სისტემის/საგადახდო სქემის (მათ შორის, უცხოური) ფარგლებში საქართველოს
ტერიტორიაზე განხორციელებული გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობა
წლიურად აღემატება სხვა საგადახდო სისტემის/საგადახდო სქემის ფარგლებში იმავე
ტიპის საგადახდო ინსტრუმენტით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული
გადახდის ოპერაციების თანხის ჯამური მოცულობის 3%-ს. ზემოაღნიშნულ
სისტემაში/სქემაში ასევე მოიაზრება ისეთი სისტემის/სქემის ოპერატორი, რომელიც
ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის
საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებული საქმიანობის (მათ შორის, ექვაირინგის)
უფლებამოსილების მინიჭების/გადაცემის, ან/და ქო-ბრენდის პროდუქტების გამოშვების
გზით ან/და სხვა ისეთი პროვაიდერის მეშვეობით/საშუალებით, რომელზეც
ექსკლუზიურად გადაცემული აქვს თავის საგადახდო სისტემაში/საგადახდო სქემაში
მონაწილეობის, ასევე მისი სახელით საქმიანობის უფლებამოსილება.
ურთიერთგაცვლის საკომისიო არის საკომისიო, რომლის გადახდა ხდება გადახდის
ოპერაციაში ჩართული მიმღების პროვაიდერის მიერ გადამხდელის პროვაიდერისთვის
პირდაპირი ან არაპირდაპირი (მესამე მხარის მეშვეობით) გზით ყოველი შესრულებული
ოპერაციისთვის.
59
დღევანდელი მდგომარეობით, სხვადასხვა მომსახურების ღირებულებისგან
განსხვავებით ურთიერთგაცვლის საკომისიოსა და მისი ოდენობის შესახებ ნაკლებად
ცნობილია თავად მომხმარებლებისთვის/სავაჭრო ობიექტისთვის. თუმცა, საყურადღებოა,
რომ საქართველოში ასეთი საკომისიო ევროკავშირში განსაზღვრულ ოდენობასთან
შედარებით საკმაოდ მაღალია, რაც აისახება სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ მისი
მომსახურე პროვაიდერისთვის გადასახადელ საკომისიოზე. შესაბამისად, მაღალმა
საკომისიომ შესაძლოა დააბრკოლოს ელექტრონული გადახდების გავრცელება
სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში და წაახალისოს საფასურის ნაღდი ფულით მიღება.
კანონპროექტის 201 მუხლში ასევე მოცემულია საბარათე ინსტრუმენტის მიღებასთან
და ქო-ბეჯინგთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს
შორის ურთიერთობის გარკვეული ასპექტების შესახებ დებულებები.
კანონპროექტის თანახმად, რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
უფლება აქვს კომერციულ ბანკში გახსნას საგადახდო ანგარიში და, ამასთან, ჰქონდეს ამ
საგადახდო ანგარიშებით მომსახურებაზე წვდომა ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და
პროპორციულ საფუძველზე. აღნიშნული გააუმჯობესებს საგადახდო მომსახურების
პროვაიდერების მიერ საგადახდო მომსახურების განხორციელებას და ხელს შეუწყობს
კონკურენციას.
მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტით ხორციელდება მცირე გადახდები
და, შესაბამისად, ასეთ ინსტრუმენტს მცირე რისკები ახასიათებს. აქედან გამომდინარე,
კანონპროექტი ითვალისწინებს შემთხვევებს და პირობებს, როდესაც მასზე არ ვრცელდება
გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც სხვა ინსტრუმენტების მიმართ მოქმედებს.
კანონპროექტის 22-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის თანხმად, გადამხდელმა
შეიძლება გადახდის ოპერაციის ავტორიზება განახორციელოს გადახდის ოპერაციის
შესრულების შემდგომაც, თუ ამ უკანასკნელის შესახებ გადამხდელსა და საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს შორის არსებობს შეთანხმება.
გადახდის ოპერაციის ან გადახდის ოპერაციების სერიის განხორციელებაზე თანხმობა
გაიცემა გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის შეთანხმებული
ფორმით. თანხმობა შეიძლება ასევე გაიცეს მიმღების ან გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერის საშუალებით.
გადამხდელს შეეძლება გამოითხოვოს თავისი თანხმობა, გადახდის ოპერაციების
სერიის განხორციელებაზე ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს იმ მომენტისა, რომლის
შემდეგ, კანონით დაუშვებელია დავალების გამოთხოვა. თანხმობის გამოთხოვის შემდეგ
განხორციელებული ნებისმიერი გადახდის ოპერაცია, მიიჩნევა არაავტორიზებულად.
კანონპროექტი ცალსახად ადგენს გადამხდელსა და შესაბამის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს/პროვაიდერებს შორის თანხმობის გაცემის პროცედურის შეთანხმების
ვალდებულებას.
კანონპროექტის 221 მუხლით კანონის დონეზე განისაზღვრება ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ვალდებულება, უზრუნველყოს მომხმარებლის
ძლიერი ავთენტიფიკაცია. ძლიერი ავთენტიფიკაცია განხორციელდება იმ შემთხვევებში,
როდესაც მომხმარებელი (რომელიც მოქმედებს როგორც გადამხდელი) ახორციელებს (ა)
დისტანციურად ონლაინ რეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომას, (ბ)
60
ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირებას და (გ) დისტანციური არხის
საშუალებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო
ქმედების რისკის მატარებელია. ძლიერი ავთენტიფიკაცია გულისხმობს ავთენტიფიკაციას,
რომელიც დამყარებულია ორი ან მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტის
გამოყენებაზე: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის. მაგ. ფასვორდი), ფლობა (ის,
რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს. მაგ. მოწყობილობა) და უნიკალურობა (ის, რაც
თვით მომხმარებელია. მაგ. თითის ანაბეჭდი).
პროვაიდერი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ დისტანციური ელექტრონული
გადახდის ოპერაციის ინიციირებისას, უზრუნველყოს ოპერაციის დინამიური დაკავშირება
ოპერაციის კონკრეტულ თანხასთან და კონკრეტულ მიმღებთან. ე.ი. ძლიერი
ავთენტიფიკაციის კოდი გენერირებული უნდა იყოს სპეციფიკური მიმღების მიმართ
სპეციფიკური თანხის გადახდისთვის და რომელიმე მათგანის ცვლილებამ უნდა
გამოიწვიოს კოდის არავალიდურობა. ამ გზით ოპერაცია უკეთ დაცული იქნება
თაღლითური ჩარევისგან, ხოლო ანგარიში - თანხის არასანქცირებული გადინებისგან.
მომხმარებელს პროვაიდერისგან გადაეცემა უსაფრთხოების პერსონიფიცირებული
მახასიათებლები, ე.ი. მახასიათებლები, რომლებიც სპეციფიკურია კონკრეტული
მომხმარებლისთვის
და
რომელსაც
პროვაიდერი
მომხმარებელს
მიაწვდის
ავთენტიფიკაციის მიზნით. მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელების
მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება შეიმუშაოს და
დანერგოს
შესაბამისი
უსაფრთხოების
ზომები
ასეთი
მახასიათებლების
კონფიდენციალობისა და მთლიანობის დასაცავად, რითიც გაცილებით დაცული იქნება
როგორც მომხმარებლის სხვადასხვა არხსა და ინტერფეისში ხელმისაწვდომი ინფორმაცია,
ასევე, მისი ანგარიშები. ამავე მუხლის მოთხოვნის თანახმად, ახალი სახის მომსახურებების
შეუფერხებლად მიწოდებისთვის და მომხმარებლისთვის მომსახურებით სარგებლობის
გამოცდილების გაუმჯობესებისთვის, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს და გადახდის
ინიციირების
მომსახურების
პროვაიდერს
მისცეს
საშუალება
დაეყრდნონ
ავთენტიფიკაციის ყველა იმ პროცედურას, რომელსაც ანგარიშის მომსახურე პროვაიდერი
ახორციელებს მომხმარებლის მიმართ.
კანონპროექტის შესაბამისად, უფრო მეტად დაზუსტდა საქართველოს ეროვნული
ბანკის უფლებამოსილება, სამართლებრივი აქტებით განსაზღვროს მომხმარებლის ძლიერი
ავთენტიფიკაციის განხორციელების მიმართ მოთხოვნები, მათგან გამონაკლისები,
მომხმარებლის
უსაფრთხოების
პერსონიფიცირებული
მახასიათებლების
კონფიდენციალობისა
და
მთლიანობის
უზრუნველყოფის
მიზნით
მისაღები
უსაფრთხოების ზომების მიმართ მოთხოვნები. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს ექნება
უფლებამოსილება განსაზღვროს პროვაიდერის იდენტიფიკაციის, მომხმარებლის
ავთენტიფიკაციის, შეტყობინებისა და ინფორმაციის გადაცემის მიზნით, ასევე,
უსაფრთხოების ზომების იმპლემენტაციისთვის ანგარიშის მომსახურე საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს,
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს, გადამხდელს, მიმღებსა და სხვა
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო
ღია სტანდარტების მიმართ მოთხოვნები. აღნიშნული ხელს შეუწყობს ე.წ. „ღია ბანკინგის“
განვითარებას.
61
ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო
ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის და მომსახურებების ელექტრონულად მყისიერ
მიმოცვლას მოიაზრებს. ამისათვის ღია აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი, ე.წ. Open
API-ი, გამოიყენება. აღსანიშნავია რომ, ინფორმაციის გაცვლა აუცილებლად მომხმარებლის
თანხმობით ხორციელდება. ღია ბანკინგი ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობის
ეფექტურად გამოყენებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, ზრდის ფინანსებზე
ხელმისაწვდომობას, აუმჯობესებს კონკურენციას და ეხმარება ახალი ე.წ „ფინტექ“ ბიზნეს
მოდელების განვითარებას.
კანონპროექტის 222 მუხლი განსაზღვრავს გადახდის ინიციირების მომსახურების
ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომასთან დაკავშირებულ უფლებებსა და
ვალდებულებებს. საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უფლება ექნება ისარგებლოს
გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის სერვისით, თუ შესაძლებელია
მომხმარებლის საგადახდო ანგარიშზე ონლაინ რეჟიმში წვდომა.
მომსახურების მისაღებად აუცილებელი იქნება გადახდის ინიციირების მომსახურების
პროვაიდერისთვის მომხმარებლის მიერ გაცემული ცალსახა თანხმობა. რაც შეეხება
მომხმარებლის ასეთი მომსახურებით უზრუნველყოფას, ის დამოკიდებული არ იქნება
გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე
პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე ან მის
შინაარსზე. აღნიშნული ჩანაწერი, უმნიშვნელოვანესია იმ კუთხით, რომ გადახდის
ინიციირების პროვაიდერებს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების მიწოდებისას
არ მოუწევთ მომხმარებლის ყველა პროვაიდერთან უშუალოდ სახელშეკრულებო
ურთიერთობაში შესვლა.
გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერს არ ექნება უფლება ნებისმიერ დროს ფლობდეს გაწეულ
მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის თანხას. ე.ი. როდესაც პროვაიდერის
საშუალებით ხდება ოპერაციის ინიციირება, ანგარიშის მომსახურე საგადახდო
მომსახურების პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება
და გადახდის ოპერაცია შესრულდება ისე, რომ თანხა არც გაივლის და არც საბოლოოდ
მოექცევა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მფლობელობაში.
გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის
უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები ხელმისაწვდომი არ იყოს სხვა
ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები
პირისა. ის ასევე უზრუნველყოფს ასეთი მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი
არხებით გადაცემას, ასევე გადახდის ინიციირების ყოველ ჯერზე, გადამხდელის ანგარიშის
მომსახურე
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერთან
საკუთარი
თავის
იდენტიფიცირებას. აღნიშნული შესაბამის პროვაიდერებს შორის დაამყარებს უსაფრთხო
კომუნიკაციას და ინფორმაცია გადამისამართდება შესაბამის მხარესთან.
გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ ექნება უფლება შეინახოს
მომხმარებლის სენსიტიური საგადახდო მონაცემები, მოითხოვოს მომხმარებლისგან
დამატებითი მონაცემები, გარდა იმისა, რაც აუცილებელია გადახდის ინიციირების
მომსახურების განსახორციელებლად, წვდომა იქონიოს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი
62
სხვა მიზნით, გარდა გადამხდელის მიერ ცალსახად მოთხოვნილი გადახდის ინიციირების
მომსახურების შესრულებისა, და შეცვალოს ოპერაციის თანხის ოდენობა, მიმღები ან სხვა
მონაცემები.
კანონპროექტი ითვალისწინებს სენსიტიური საგადახდო მონაცემის ზოგად
ფორმულირებას, რადგან თითოეულ პროდუქტს ახასიათებს განსხვავებული სენსიტიური
საგადახდო მონაცემი. კერძოდ, კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ ეს არის მონაცემები, მათ
შორის, უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები, რომლის საშუალებით
შესაძლებელია თაღლითური ოპერაციის განხორციელება. კონკრეტული მონაცემის
სენსიტიურ საგადახდო მონაცემად მიჩნევა კი სრულიად დამოკიდებულია საგადახდო
მომსახურების პროვაიდერების, მათ შორის, კომერციული ბანკების ტექნოლოგიურ
გადაწყვეტაზე და განხორციელებულ მომსახურებაზე. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეები
ვალდებულნი იქნებიან, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე თავად განსაზღვრონ
სენსიტიური საგადახდო მონაცემები.
ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება
ვალდებულება, გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში, საგადახდო
დავალების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს ან მიაწოდოს
გადახდის ინიციირების პროვაიდერს გადახდის ოპერაციის ინიციირების შესახებ, ასევე
გადახდის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული მისთვის ხელმისაწვდომი ყველა
ინფორმაცია. გარდა ამისა, არ დაუშას დისკრიმინაციული მიდგომა გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერის საშუალებით მიღებულ საგადახდო დავალებასა და მის მიერ
უშუალოდ გადამხდელისგან მიღებულ საგადახდო დავალებას შორის, მათ შორის,
საგადახდო დავალების შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების
თვალსაზრისით, გარდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევისა.
რაც შეეხება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებას, მომხმარებელს
უფლება ექნება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისგან მიიღოს შესაბამისი
მომსახურება, თუ შესაძლებელია მის საგადახდო ანგარიშზე ონლაინ რეჟიმში წვდომა.
თავის მხრივ, პროვაიდერი მომხმარებელს მომსახურებას მიაწვდის მხოლოდ მისი ცალსახა
თანხმობის საფუძველზე.
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება ექნება წვდომა იქონიოს
მხოლოდ მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ საგადახდო ანგარიშებზე და ამ ანგარიშებთან
დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაზე. ის ვერ მოითხოვს საგადახდო
ანგარიშებთან დაკავშირებულ სენსიტიურ საგადახდო მონაცემებზე წვდომას. ამ
მიზნისთვის, საგადახდო ანგარიშის მფლობელის სახელი და საგადახდო ანგარიშის ნომერი
არ წარმოადგენს სენსიტიურ საგადახდო მონაცემს.
ისევე
როგორც
გადახდის
ინიციირების
მომსახურების
შემთხვევაში,
მომხმარებლისთვის ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების უზრუნველყოფა
დამოკიდებული არ იქნება შესაბამის პროვაიდერებს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო
ურთიერთობის არსებობაზე ან მის შინაარსზე. ანგარიშის მომსახურე პროვაიდერი
ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმების გარეშე უზრუნველყოს ანგარიშის
ინფორმაციის წვდომის პროვაიდერის ან გადახდის ინიციირების პროვაიდერის მიერ
მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების საშუალება.
63
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის მომსახურე
პროვაიდერთან კომუნიკაციის ყოველი სესიის წამოწყებისას თვითიდენტიფიცირება
მოახდინოს მასთან და მომხმარებლის უსაფრთხოების პეროსნიფიცირებული
მახასიათებლები გადასცეს უსაფრთხო და ეფექტიანი გზებით.
რაც შეეხება საგადახდო დავალების მიღებასა და შესრულებას, კანონპროექტით
დაზუსტდა დროის პერიოდი, რომლის შემდეგ მიღებული საგადახდო დავალება მომდევნო
სამუშაო დღეს მიღებულად ჩაითვლება. კერძოდ, გადამხდელის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი უფლებამოსილი იყო დაეწესებინა გარკვეული დრო, რომლის შემდგომ
მიღებულ დავალებას ჩათვლიდა მეორე სამუშაო დღეს მიღებულად, თუმცა
კანონპროექტით დაზუსტდა, რომ ეს დრო უნდა იყოს სამუშაო დღის დასასრულთან
მიახლოებული, რაც ცალსახად მისცემს საშუალებას მომხმარებელებს სამუშაო დღის
დასრულებამდე დააინიციროს გადახდის ოპერაცია, რომელიც შესრულდება იმავე დღეს.
გადამხდელის პროვაიდერი უფლებამოსილია უარი თქვას საგადახდო დავალების
შესრულებაზე ან გადახდის ოპერაციის ინიციირებაზე. ამ საკითხთან მიმართებაში,
დამატებულია ცვლილება, რომლის თანახმადაც, პროვაიდერი (შესაძლებლობიდან
გამომდინარე) მომხმარებელს აცნობებს უარის მიზეზს. ასევე, თუ უარი გამომდინარეობს
მომხმარებლის შეცდომიდან, პროვაიდერი მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას მისი
გამოსწორების პროცედურების შესახებ. ასეთი ვალდებულება გამოირიცხება, თუ
საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არის დადგენილი.
იმისთვის, რომ მომხმარებელმა გამოიჩინოს მეტი ყურადღება საგადახდო დავალების
შედგენისას, მხარეებს შორის დადებულმა ჩარჩო ხელშეკრულებამ შეიძლება გარკვეული
შემთხვევებისთვის გაითვალისწინოს მომხმარებლისთვის საკომისიოს დაკისრების
უფლება. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი უშვებს გონივრული ოდენობის
საკომისიოს დაკისრების უფლებას და, ამავდროულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც
ოპერაციის ინიციირებაზე ან შესრულებაზე პროვაიდერის უარი ობიექტურადაა
დასაბუთებული და განპირობებულია მომხმარებლის მიზეზით. თუმცა, აღნიშნულში არ
მოიაზრება ის შემთხვევა, როდესაც შეთანხმებული დღისთვის გადამხდელს არ აქვს
გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, რის გამოც ვერ შესრულდება
საგადახდო დავალება.
კანონის მოქმედი რედაქციით მომხმარებლის მიერ საგადახდო ანგარიშზე ამ ანგარიშის
ვალუტაში ნაღდი თანხის შეტანისას ან მისი ელექტრონულ ფულზე გადაცვლისას,
პროვაიდერი ვალდებულია ეს თანხა მისი მიღებიდან დაუყოვნებლივ დაუკრედიტოს და
ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიშის მფლობელისთვის ან ელექტრონული ფულის
მომხმარებლისთვის. ამ ვალდებულებასთან მიმართებით, კანონპროექტი ითვალისწინებს
განსხვავებულ მიდგომას, როდესაც საინკასაციო მომსახურების ფარგლებში შესაძლოა
ადგილი ჰქონდეს იურიდიული პირის ანგარიშზე დიდი ოდენობით ნაღდი ფულის
განთავსებას, რაც პროვაიდერისგან მოითხოვს დამატებით რესურსს, მათ შორის, დროს.
ამის გათვალისწინებით, აღნიშნულ შემთხვევაში, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
იურიდიული პირისთვის თანხას ხელმისაწვდომს გახდის არაუგვიანეს მისი მიღების
მომდევნო სამუშაო დღეს.
კანონის მოქმედი რედაქცია მოიცავს დებულებებს საგადახდო დავალების
გამოთხოვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ცვლილებებით, პირდაპირი დებეტის
64
შემთხვევაში გადამხდელს უფლება ექნება გამოითხოვოს საგადახდო დავალება
არაუგვიანეს სადებეტო ოპერაციის შესრულებისთვის შეთანხმებული დღის წინა სამუშაო
დღის ბოლომდე. თუ მომხმარებელმა არ ისარგებლა დავალების გამოთხოვის უფლებით, ეს
მას არ ართმევს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. გარდა
ამისა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილი იქნება ჩარჩო
ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს პირობა საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის
საკომისიოს დაკისრების შესახებ.
დამოდიფიცირდა საგადახდო ინსტრუმენტის მომხმარებლის ვალდებულებები და
საგადახდო ინსტრუმენტის გამოშვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პირობების
კრიტერიუმები. კერძოდ ინსტრუმენტის გამომშვები პროვაიდერი ვალდებული იქნება
უზრუნველყოს
ინსტრუმენტის
გამოშვებისა
და
გამოყენების
ობიექტური,
არადისკრიმინაციული
და
პროპორციული
პირობების
შემუშავება.
იმის
გათვალისწინებით, რომ მომხმარებლების უნარები/ცნობიერება ტექნოლოგიური
პროდუქტების მიმართ განსხვავებულია, შესაბამისად, ინსტრუმენტის გამოშვების და
გამოყენების პირობების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებელთა
ინტერესები. ამასთანავე, მომხმარებელს დაევალება საგადახდო ინსტრუმენტის
მიღებისთანავე
გონივრული
ქმედებებით
უზრუნველყოს
ამ
ინსტრუმენტის
უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხოდ შენახვა.
საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან
არაავტორიზებული გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოჩენიდან
გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მომხმარებელმა აღნიშნულის შესახებ უნდა
შეატყობინოს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ან ამ პროვაიდერის მიერ
განსაზღვრულ პირს. საყურადღებოა, რომ კანონის მოქმედი რედაქცია უმოკლეს ვადაში
შეტყობინებას მოითხოვს, რაც არ ითვალისწინებს მომხმარებლის კონკრეტულ მომენტში
შეტყობინების შესაძლებლობის ქონას. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე,
მომხმარებელმა შესაძლოა ვერ შეძლოს პროვაიდერთან კომუნიკაცია უმოკლეს დროში,
ხოლო აღნიშნული გარემოება არ უნდა იქნეს მის წინააღმდეგ გამოყენებული, თუ
შეტყობინების
დაგვიანება
გამოწვეულია
გამართლებული
დაყოვნებით
და
პასუხისმგებლობაც არ დაეკისრება. ამასთანავე, პროვაიდერი ვალდებულია უსასყიდლოდ
უზრუნველყოს შეტყობინების მიღება.
პროვაიდერს უფლება ექნება მოითხოვოს საგადახდო ინსტრუმენტის ჩანაცვლებასთან
მხოლოდ პირდაპირ დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. ეს უფლება არ იზღუდება
დაკარგული ინსტრუმენტის ჩანაცვლების შემთხვევაში.
თავის მხრივ, პროვაიდერი არ იქნება უფლებამოსილი გაუგზავნოს მომხმარებელს
საგადახდო ინსტრუმენტი მისი მოთხოვნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ
მომხმარებლისთვის უკვე გადაცემული ინსტრუმენტი ექვემდებარება ჩანაცვლებას.
კანონპროექტის 30-ე მუხლით გათვალისწინებული მომხმარებლის და პროვაიდერის
ვალდებულებები, ასევე ვრცელდება საგადახდო ანგარიშზე წვდომისთვის გამოსაყენებელი
უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების მიმართაც.
დამატებით, კანონპროექტით განისაზღვრება საგადახდო ინსტუმენტის გამოყენების
და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესახებ დებულებები, რაც გულისხმობს
65
ინსტრუმენტზე ხარჯვის ლიმიტის დაწესებას, მის დაბლოკვას უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული საფუძვლიდან გამომდინარე, ასევე,
საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი გამოყენების შესახებ
ეჭვის არსებობისას. საგადახდო ინსტუმენტის დაბლოკვის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე უნდა
განბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ან ჩაანაცვლოს ის ახლით.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
უფლებამოსილი იქნება უარი განუცხადოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის
პროვაიდერს ან/და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს საგადახდო
ანგარიშზე წვდომაზე ობიექტური მიზეზებით და შესაბამის მტკიცებულებებზე
დაყრდნობით. ისინი დაკავშირებული უნდა იყოს ხსენებული პროვაიდერების მიერ ან
მათი საშუალებით ამ საგადახდო ანგარიშზე არაავტორიზებულ ან თაღლითურ
წვდომასთან ან/და გადახდის ოპერაციის არაავტორიზებულ ან თაღლითურ
ინიციირებასთან.
კანონპროექტის 302 მუხლი განსაზღვრავს დებულებებს საგადახდო დავალების
არასწორი უნიკალური იდენტიფიკატორის მიხედვით შესრულებასთან დაკავშირებით.
უნიკალური იდენტიფიკატორი არის ასოების, ციფრების ან სიმბოლოების უნიკალური
კომბინაცია, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მიწოდებულია
მომხმარებლისთვის.
მისი
საშუალებით
პროვაიდერი
თავის
მომხმარებლებს
ერთმანეთისგან განასხვავებს და უზრუნველყოფს საგადახდო დავალების შესაბამისად
შესრულებას.
საგადახდო დავალების გაცემისას მომხმარებელი უთითებს მიმღების უნიკალურ
იდენტიფიკატორს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია გადახდის
ოპერაცის გადამხდელის მიერ მითითებული იდენტიფიკატორის საფუძველზე
შესრულებისთვის. შესაბამისად, მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ოპერაციის
შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, თუ მომხმარებელმა შეცდომით
მიუთითა არასწორი იდენტიფიკატორი და, შესაბამისად, თანხა ჩაერიცხა სასურველი
მიმღებისგან განსხვავებულ პირს. გარდა ამისა, თუ მომხმარებელმა უნიკალური
იდენტიფიკატორის გარდა სხვა მონაცემებიც მიაწოდა პროვაიდერს, პროვაიდერის
ვალდებულება დავალების შესრულებაზე შემოიფარგლება მხოლოდ უნიკალური
იდენტიფიკატორით. შესაბამისად, პროვაიდერი არ იქნება ვალდებული შეამოწმოს
იდენტიფიკატორისა და სხვა მონაცემების ერთმანეთთან კავშირი.
მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, კანონპროექტით დადგენილია მისი
მიზეზით შეცდომით შესრულებული დავალების შემთხვევაში პროვაიდერის
ვალდებულება, დაეხმაროს მომხმარებელს. პროვაიდერმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო
ზომა ოპერაციის თანხის უკან დაბრუნებისთვის, რისთვისაც ის ითანამშრომლებს მიმღების
პროვაიდერთან. ხოლო, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ვალდებული იქნება მიაწოდოს მას
თანხის დაბრუნებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფორმაცია. თეორიულად
შესაძლებელია, რომ ვერ მოხერხდეს თანხის უკან დაბრუნება. თუმცა, გადამხდელის
პროვაიდერი ვალდებული იქნება მომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, რათა
მან შეძლოს თანხის დაბრუნების მიზნით სამართლებრივი დავის წარმართვა. მეორე მხრივ,
საყურადღებოა ის გარემოება, რომ პროვაიდერის მიერ დამატებითი ქმედებების
66
განხორციელება საჭიროებს დამატებით რესურსს. სწორედ ამიტომ, პროვაიდერმა და
გადამხდელმა
შეიძლება
ჩარჩო
ხელშეკრულებით
გაითვალისწინონ
თანხის
დაბრუნებისთვის გარკვეული საკომისიოს დაკისრების უფლება.
მომხმარებლის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალება შესაძლოა არ შესრულდეს,
შესრულდეს არასწორად ან დაგვიანებით. ასეთი შემთხვევებისთვის, კანონპროექტი
მოიცავს მხარეებს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს.
გადამხდელის პროვაიდერი პასუხისმგებელი იქნება გადამხდელის წინაშე უშუალოდ
გადამხდელის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის.
გადამხდელის პროვაიდერს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ ის გადამხდელს, ასევე
საჭიროების შემთხვევაში, მიმღების პროვაიდერს დაუსაბუთებს, რომ ამ უკანასკნელმა
მიიღო ოპერაციის თანხა. თუ გადამხდელის პროვაიდერი შეძლებს დასაბუთებას, მაშინ
პასუხისმგებლობა გადაინაცვლებს მიმღების პროვაიდერის მხარეს. თუ მიმღების
პროვაიდერს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ის ვალდებული იქნება ოპერაციის თანხა
მიმღებისთვის დაუყოვნებლივ გახადოს ხელმისაწვდომი. ხოლო, საგადახდო ანგარიშის
არსებობის შემთხვევაში, ის ასევე ვალდებული იქნება მიმღების ანგარიშზე ჩარიცხოს
შესაბამისი თანხა.
თუ გადამხდელის პროვაიდერმა ვერ დაასაბუთა თანხის მიმღების პროვაიდერის
ანგარიშზე ჩარიცხვა, ის ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადამხდელს
აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა,
ასევე, საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში, აღადგინოს დადებეტებული
საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა გადახდის ოპერაცია
არასწორად რომ არ შესრულებულიყო.
გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია თავისი მომხმარებლის მოთხოვნის
საფუძველზე ყოველგვარი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე გაატაროს გადახდის
ოპერაციის მოკვლევის ღონისძიებები, რის შედეგებს აცნობებს გადამხდელს. აღნიშნული
ვალდებულება პროვაიდერს დაეკისრება მიუხედავად იმისა, ოპერაციის შეუსრულებლობა
ან არასწორად შესრულება გამოწვეული იყო თუ არა მისი მიზეზით. თუ გადახდის
ოპერაციის შესრულება განხორციელდა უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის
სისტემით, პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელს დაუწესოს გონივრული
საკომისიო.
პროვაიდერის პასუხისმგებლობის შემთხვევაში, ის თავის მომხმარებელს
აუნაზღაურებს ოპერაციის თანხას და მიუღებელ სადეპოზიტო სარგებელს, რომლებიც
გამოწვეულია ოპერაციის დაგვიანებით ან არასწორად შესრულების ან შეუსრულებლობის
შედეგად. კანონპროექტის თანახმად, მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის პროცენტი
უნდა იყოს სულ მცირე რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის იდენტური ან მასზე მეტი,
ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
საგადახდო დავალება შეიძლება ინიციირებული იყოს როგორც გადამხდელის, ასევე
მიმღების მიერ ან მისი საშუალებით. ასეთი დავალებისთვისაც, ზემოხსენებულის მსგავსად,
კანონპროექტი აწესრიგებს მხარეებს შორის პასუხისმგებლობას, თუ ის შესრულდა
არასწორად, დაგვიანებით ან არ შესრულდა.
67
მიმღების მიერ ან მისი საშუალებით საგადახდო დავალების ინიციირების
შემთხვევაში,
მიმღების
პროვაიდერი
პასუხისმგებელი
იქნება
გადამხდელის
პროვაიდერისთვის დავალების კანონით გათვალისწინებულ დროში გადაცემისთვის.
აღნიშნული გულისხმობს მიმღების პროვაიდერსა და მიმღებს შორის ანგარიშსწორების
შეთანხმებულ ვადას, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში - შეთანხმებულ დღეს. თუ
დავალების გადაცემა ვერ განხორციელდება სწორად, მიმღების პროვაიდერი
დაუყოვნებლივ ხელახლა გადასცემს შესაბამის საგადახდო დავალებას გადამხდელის
პროვაიდერს.
მეორე მხრივ, თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვერ
უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის ამ კანონის შესაბამისად შესრულებას, ის
ვალდებული იქნება მიმღების საგადახდო ანგარიში დააკრედიტოს ოპერაციის თანხის
ოდენობით და დაუყოვნებლივ გახადოს ეს თანხა ხელმისაწვდომი.
თუ მიმღების პროვაიდერის პასუხისმგებლობას არ აქვს ადგილი გადახდის ოპერაციის
შეუსრულებლობის ან არასწორად შესრულებისთვის, პასუხისმგებლობა გადამხდელის
წინაშე დაეკისრება გადამხდელის პროვაიდერს. პროვაიდერი ვალდებული იქნება
გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადამხდელს აუნაზღაუროს შეუსრულებელი ან
არასწორად შესრულებული ოპერაციის თანხა და ანგარიში აღადგინოს იმ მდგომარეობაში,
რომელშიც ის იქნებოდა არასწორად შესრულებულ ოპერაციას ადგილი რომ არ ჰქონოდა.
პროვაიდერის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ ის დაასაბუთებს, რომ მიმღების
საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა მიიღო გადახდის ოპერაციის თანხა კანონის
შესაბამისად ან გადახდის ოპერაციის შესრულება შეყოვნდა.
ზემოხსენებულის იდენტურად, როგორც გადამხდელის მიერ ინიციირებული
ოპერაციის შემთხვევაში, გადამხდელის პროვაიდერს დაეკისრება გადამხდელის
უსასყიდლოდ დახმარების ვალდებულება. მიმღების პროვაიდერსაც მიმღების მიერ ან მისი
მეშვეობით ინიციირებული ოპერაციის შემთხვევაში (შეუსრულებლობის ან არასწორად
შესრულებისას) დაევალება მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები. მომხმარებლის მიმართ
ხარჯისა და მიუღებელი სარგებლის ანაზღაურების ვალდებულებაც იდენტურია.
როგორც უკვე აღინიშნა, საგადახდო დავალება შეიძლება ინიციირებული იქნეს
გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებითაც. მიუხედავად ამისა,
გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის ან არასწორად შესრულების შემთხვევაში,
გადამხდელის ძირითადი საკონტაქტო პირი კვლავ თავისი ანგარიშის მომსახურე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერია. მას დაეკისრება თავისი მომხმარებლისთვის
ასეთი გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურების, ასევე საგადახდო ანგარიშზე
შესაბამისი თანხის ოდენობით (მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის ჩათვლით)
დაკრედიტების ვალდებულება.
თავის მხრივ, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებული იქნება
დაამტკიცოს, რომ საგადახდო დავალება გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო
მომსახურების პროვაიდერმა მიიღო კანონის შესაბამისად. გარდა ამისა, მას დაეკისრება
იმის მტკიცების ტვირთი, რომ თავისი ზეგავლენის სფეროში ინიციირებული გადახდის
ოპერაცია ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი იყო და რომ მის საგადახდო
მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა დეფექტს გავლენა არ
მოუხდენია ოპერაციის შეუსრულებლობაზე, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებაზე.
68
თუ გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია გადახდის
ოპერაციის შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის, მას
დაეკისრება ვალდებულება ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს,
ამ
უკანასკნელის
მოთხოვნის
საფუძველზე,
დაუყოვნებლივ
აუნაზღაუროს
გადამხდელისთვის ანაზღაურებული თანხა, ასევე ანაზღაურებასთან დაკავშირებული
ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კანონპროექტის 32-ე მუხლი განსაზღვრავს არაავტორიზებული ან არასწორად
განხორციელებული გადახდის ოპერაციაზე შეტყობინების მიწოდების შესახებ
დებულებებს.
მომხმარებელი უფლებამოსილი იქნება საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის
მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად
შესრულებული ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან არ გასულა 180 დღეზე
მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული
ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა პროვაიდერს
ამგვარი
ოპერაციის
თაობაზე.
შესაბამისად,
კანონის
მოქმედ
რედაქციაში
არაავტორიზებული
ოპერაციის
შესახებ
პროვაიდერისთვის
მიმართვის
უფლებამოსილების ვადა 40 დღიდან გახანგრძლივდება 180 დღემდე. მომხმარებლის
მოთხოვნის უფლება არ შეიზღუდება ზემოხსენებული ვადებით, თუ პროვაიდერმა
შეთანხმებული ფორმით მომხმარებელს არ მიაწოდა გადახდის ოპერაციის შესახებ
ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყო ასეთი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა. ხოლო, თუ ოპერაციის ინიციირება განხორციელდება გადახდის
ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით, ის იქნება ვალდებული ანგარიშის
მომსახურე პროვაიდერის წინაშე დაამტკიცოს, რომ მისი ზეგავლენის სფეროში
ინიციირებული გადახდის ოპერაცია ავთენტიფიცირებული და სწორად ჩაწერილი იყო და,
ასევე, მის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ გაუმართაობას ან სხვა
დეფექტს ოპერაციაზე გავლენა არ მოუხდენია. აქვე აღსანიშანავია, რომ ზემოხსენებული
დებულებები
მოქმედებს
საბარათე
ინსტრუმენტით
განხორციელებული
არაავტორიზებული ტრანსსასაზღვრო გადახდის ოპერაციებთან მიმართაც, თუმცა
განსხვავება საგადახდო მომსაურების პროვაიდერისთვის მტკიცების ტვირთის
განაწილების ნაწილშია. კერძოდ, თუ მომხმარებელი ასეთი ოპერაციის შესახებ
პროვაიდერს მიმართავს ანგარიშის დადებეტებიდან 75 დღის შემდეგ, მაშინ პროვაიდერის
მტკიცების ტვირთი შედარებით მცირდება, ვინაიდან საერთაშორისო სისტემების
წესებიდან
და
მონაწილეებიდან
გამომდინარე,
პროვაიდერი
მოკლებულია
შესაძლებლობას, მოიძიოს სრულყოფილი ინფორმაცია. შესაბამისად, ხსნებეული სახის
ოპერაციის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონპროექტში გათვალისწინებულია
განსხვავებული დებულებები, რითიც ბალანსდება მომხმარებლისა და პროვაიდერის
ინტერესები.
თუ მომხმარებლმა განაცხადა, რომ გადახდის ოპერაცია არაავტორიზებულია,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, მათ შორის, გადახდის ინიციირების
მომსახურების პროვაიდერთან არსებული ინსტრუმენტის გამოყენების ჩანაწერი არ
შეიძლება ჩაითვალოს იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ გადახდის ოპერაცია
გადამხდელის მიერ იყო ავტორიზებული, გადამხდელმა განახორციელა თაღლითური
69
ქმედება ან მან ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი
ვალდებულება დაარღვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. პროვაიდერი
ვალდებული იქნება წარადგინოს მტკიცებულება, რომლითაც ის გაამყარებს მომხმარებლის
მხრიდან დანაშულებრივი ქმედების ან უხეში გაუფრთხილებლობის (ან შესაბამისი
ვალდებულებების განზრახ დარღვევის) ეჭვს.
კანონპროექტით ასევე ცვლილება შედის არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან
დაკავშირებით მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებებთან მიმართებაში და
გათვალისწინებული იქნება გაცილებით ცალსახა და ამომწურავი მოწესრიგება. კერძოდ,
თუ დაცულია არაავტორიზებული ოპერაციის შესახებ შეტყობინების ზემოხსენებული
დებულებები, მათ შორის, პროვაიდერს მომხმარებელმა მიმართა ვადის დაცვით,
პროვაიდერი ვალდებული იქნება გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული
გადახდის ოპერაციის თანხა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო
სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ პროვაიდერისთვის ცნობილი
გახდა ან მიიღო შეტყობინება. საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში,
დადებეტებული საგადახდო ანგარიში უნდა აღდგეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის
იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ შესრულებულიყო. საპირისპიროდ,
მომხმარებლისთვის ანაზღაურება გამოირიცხება, თუ პროვაიდერს აქვს მომხმარებლის
მიერ დანაშულებრივი ქმედების განხორციელების ან ამ კანონის 30-ე მუხლით
განსაზღვრული ერთი ან მეტი ვალდებულების განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით
დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი.
გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით ოპერაციის
ინიციირების შემთხვევაში, მომხმარებლის საკონტაქტო პირი ისევ თავისი ანგარიშის
მომსახურე პროვაიდერი იქნება, რომელიც აუნაზღაურებს თანხას თავის მომხმარებელს,
მაშინაც კი, როდესაც არაავტორიზებულ ოპერაციაზე პასუხისმგებელია გადახდის
ინიციირების მომსახურების პროვაიდერი. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ანგარიშის
მომსახურე პროვაიდერს აუნაზღაურებს გადამხდელისთვის ანაზღაურებულ თანხას, ასევე
ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ზიანს, ასეთის არსებობისას.
კანონპროექტით ოდნავ განსხვავებულად დგინდება არაავტორიზებული ოპერაციის
ფარგლებში მომხმარებლის პასუხისმგებლობის საკითხიც. მოქმედი კანონმდებლობით, მას
ეკისრება პასუხისმგებლობა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული
საგადახდო
ინსტრუმენტის
[სხვა
პირის
მიერ]
გამოყენებით
გამოწვეული,
არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არა უმეტეს 100
ლარისა. თუ მომხმარებელმა შეატყობინა პროვაიდერს საგადახდო ინსტრუმენტის
დაკარგვის შესახებ, ამ მომენტის შემდეგ განხორციელებულ არაავტორიზებულ
ოპერაციებზე მას აღნიშნული ლიმიტირებული პასუხისმგებლობაც არ დაეკისრება.
ლიმიტირებული პასუხისმგებლობის მომხმარებელზე დაკისრება მას წაახალისებს, რომ
პროვაიდერს დროულად შეატყობინოს ინციდენტის შესახებ, რათა პროვაიდერმა გაატაროს
შესაბამისი ღონისძიებები.
მომხმარებელს შეუტყობინებლობის შემთხვევაში არ დაეკისრება ხსენებული
პასუხისმგებლობა, თუ საგადახდო ინსტრუმენტის მოპარვის, დაკარგვის, უკანონო
მითვისების
აღმოჩენა
შეუძლებელი
იყო
არაავტორიზებული
ოპერაციის
70
განხორციელებამდე ან ინსტრუმენტის დაკარგვა გამოწვეული იყო პროვაიდერის, მისი
აგენტის, ან/და აუთსორსინგული კომპანიის მოქმედებით ან უმოქმედობით.
აღსანიშნავია, რომ თუ ზემოხსენებულ კონტექსტში მომხმარებელი მოქმედებდა
თაღლითურად ან დაარღვია ინსტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული თავისი
ვალდებულებები განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, მას არაავტორიზებულ
ოპერაციაზე დაეკისრება სრული პასუხისმგებლობა.
ამასთანავე, გადამხდელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, მათ შორის, 100 ლარის
ოდენობით, თუ მისი პროვაიდერი არ მოითხოვს მომხმარებლის ძლიერ ავთენტიფიკაციას.
ხოლო, თუ მიმღები ან მიმღების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს ძლიერი
ავთენტიფიკაციის მიღებას (შესაბამისად, როდესაც გადამხდელის პროვაიდერი
მოითხოვს), მათ დაეკისრებათ შესაბამისი ოდენობის თანხის გადამხდელის
პროვაიდერისთვის ანაზღაურების ვალდებულება. გადამხდელის თაღლითური ქმედება
გამორიცხავს ზემოხსენებული პირების მიერ ანაზღაურების ვალდებულებას. ამავე
საფუძვლით გამოირიცხება ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
ვალდებულება დაკარგული, მოპარული, უკანონოდ მითვისებული ინსტრუმენტის,
შეტყობინების შემდეგ, გამოყენებით განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის
შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე.
ამასთან, საგადახდო დავალების შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით
შესრულებისთვის და არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის შემთხვევაში, თუ
აღნიშნული გამოწვეული იყო ოპერაციის განხორციელების პროცესში მონაწილე სხვა
საგადახდო მომსახურების პროვიადერ(ებ)ის და სხვა შუამავალი პირების ქმედებით,
პროვაიდერი უფლებამოსილია შესაბამის პირ(ებ)ს მოსთხოვოს მის მიერ გადახდილი თანხა
ან შესაბამისი ზიანი.
მიმღების ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის
თანხის ანაზღაურების საკითხი მოწესრიგებულია კანონპროექტის 34-ე მუხლში, რომელიც
არსებულთან შედარებით დეტალურად განსაზღვრავს დაკავშირებულ საკითხებს.
გადამხდელი უფლებამოსილი იქნება საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან
მიიღოს ანაზღაურება შესრულებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციაზე, რომელიც
ინიციირებული იყო მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით. ამისთვის, პროვაიდერის
მოთხოვნით, გადამხდელმა უნდა დაადასტუროს გარკვეული პირობების არსებობა. თუ
ავტორიზაციის გაცემისას ავტორიზაცია არ განსაზღვრავდა გადახდის ოპერაციის ზუსტ
თანხას და გადახდის ოპერაციის თანხამ გადააჭარბა იმ ოდენობას, რომლის გონივრული
მოლოდინიც გადამხდელს შეეძლო ჰქონოდა წინა ხარჯვითი თავისებურებიდან, ჩარჩო
ხელშეკრულების პირობებიდან და არსებული შემთხვევის შესაბამისი გარემოებებიდან
გამომდინარე, ის უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურება. მუხლი ასევე მოიცავს
დამატებით დებულებებს, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით.
კანონპროექტის 341 მუხლი აწესრიგებს პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული
ბანკისთვის ინციდენტის შესახებ შეტყობინების საკითხებს. მნიშვნელოვანი საოპერაციო
ან/და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღების
შემდეგ, ეროვნული ბანკი ვალდებული იქნება კომპეტენციის ფარგლებში, და საჭიროების
71
შემთხვევაში, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საფინანსო სისტემის უსაფრთხოების
დასაცავად.
კანონპროექტის 411 მუხლით გათვალისწინებულია დებულებები საგადახდო
მომსახურების მომხმარებლის მიერ თავისი პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის
შესახებ. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ჰქონდეს „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან, „საგადახდო სისტემისა
და საგადახდო მომსახურების“ შესახებ საქართველოს კანონიდან ან/და მათ საფუძველზე
მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებთან და
ვალდებულებებთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურების მომხმარებლების
საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის ადეკვატური და ეფექტური
პროცედურები. პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის საჩივრები მიიღოს და
განიხილოს უსასყიდლოდ. კანონპროექტი განსაზღვრავს შესაბამის ვადებს და
პროვაიდერის ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით კანონს ემატება VI2 თავი, რომლითაც იქმნება
საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს
შორის წარმოშობილი დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმი. აღნიშნული
მიზნად ისახავს შემჭიდროვებულ ვადებში და უსასყიდლოდ დავების გადაწყვეტას.
საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილი იქნება საქართველოს ეროვნულ
ბანკთან არსებულ, დამოუკიდებელ, კოლეგიურ ორგანოს - დავების განმხილველ კომისიას
მიმართოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან
არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულის წინაპირობაა პროვაიდერის მიერ
მომხმარებლის საჩივრის დაუკმაყოფილებლობა (მათ შორის, პასუხის გაუცემლობა) ან
ნაწილობრივ დაკმაყოფილება. კანონპროექტი არეგულირებს დავების განმხილველი
კომისიის შემადგელობასთან, საჩივრის განხილვის ვადებთან, მტკიცებულებების
წარდგენასთან, შესაბამისი ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში
პასუხისმგებლობასთან, საჩივრის წარმოებაში მიღებასთან, დავების განმხილველი
კომისიის წევრის აცილებასთან, დავის განხილვის შეწყვეტასთან დაკავშირებულ
საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ დავების განმხილველი კომისია დავებს განიხილავს
უსასყიდლოდ. კომისიის საქმიანობისა და პროცედურების შესახებ დეტალები
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით/აქტებით.
კანონპროექტით გაფართოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო
უფლებამოსილება, გამოსცეს მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საგადახდო
სქემების, საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის
ინსტრუმენტის, ასევე მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ასევე, „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსაზღვრული
საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, გარკვეული ვადით ან/და გარკვეული
პირობებით გაათავისუფლოს სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების
პროვაიდერი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან, განისაზღვრება „საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
გარდა ამისა, საზედამხედველო ფუნქციის გაფართოვება მოიცავს საქართველოს
ეროვნული
ბანკის
უფლებამოსილებას,
განსაზღვროს
საგადახდო
სისტემის
72
ზედამხედველობის წესი, მათ შორის, საგადახდო სისტემის კატეგორიიდან გამომდინარე
სისტემის ოპერატორის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები.
კანონპროექტში გათვალისწინებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხი. კერძოდ,
პროვაიდერის, რომელიც საგადახდო მომსახურებებიდან ახორციელებს მხოლოდ
გადახდის ინიციირების მომსახურებას ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის
მომსახურებას, რეგისტრაციის გაუქმებით არ დაიწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი.
როგორც აღნიშნულია, სხვა საქმიანობაზე დამატებით ამ მომსახურებების განხორცილება
დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული
პირისთვის. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ის სხვა საქმიანობასაც ეწევა, არ არის
მიზანშეწონილი, პროვაიდერად რეგისტრაციის გაუქმებამ გამოიწვიოს ამ სუბიექტის (მაგ.
ე.წ. „ფინტექ“ კომპანიის) ლიკვიდაცია და მას ექნება შესაძლებლობა, განაგრძოს საქმიანობის
სხვა ნაწილის წარმართვა.
კანონპროექტით, ასევე, განისაზღვრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
კომერციულ ბანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნასთან დაკავშირებული
საკითხები. კერძოდ, ის (თუ სააქციო საზოგადოების ფორმით არსებობს) უფლებამოსილი
იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის
მისაღებად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის. პროვაიდერად
რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე გახდება შესაბამისი პირი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2022 წლის 1 ნოემბერს. ასევე
დაინტერესებულ პირთა ინტერესების გათვალისწინებით, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი
დრო
საკანონმდებლო
ცვლილებებით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად, კანონის ცალკეული ნორმები ძალაში შევა კანონის ამოქმედებიდან
გარკვეულ ვადაში, ხოლო რიგი ნორმებისა - კანონის ამოქმედებიდან 12 თვის შემდეგ.
ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო
კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
73
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია
აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში
ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში
ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და
ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციის შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის 2021
წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა.
მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი უწყებები და
კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის („ასოცირების
შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება უახლოეს
მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ
სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის
მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს, კერძოდ, SEPA-ს სივრცეში გადარიცხვები განხორციელდება ისეთივე
პირობებით, როგორც ქვეყნის შიგნით გადახდები, რაც მათ შორის გულისხმობს SEPA-ს
სივრცეში გადარიცხვების გაგზავნისა და მიღების საკომისიოების მნიშვნელოვან
შემცირებას. გარდა ამისა, აღნიშნული მომსახურებით ისარგებლებენ ასევე SEPA-ს სივრცეში
მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის,
ევროკავშირის
ქვეყნებიდან
ფულადი
გზავნილების
მზარდი
ტენდენციის
გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს
და ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით,
საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა
შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის რეკომენდაცია N2-5685/22)
დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო
ნაბიჯების გადადგმა.
ვინაიდან სწორედ საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ
დირექტივასთან
(PSD2)
შესაბამისობა
წარმოადგენს
გაწევრიანების
ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს სავალდებულო კრიტერიუმს და საქართველო გეგმავს შესაბამისი
განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების განმავლობაში, აუცილებელია
წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აპლიკაციის წარდგენის
პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული გადახდების საბჭოს (EPC)
განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის
74
EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა, პროცესი დროში
საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული საქართველოს ამ
სივრცეში
გაწევრიანების
პერსპექტივა.
აღსანიშნავია,
რომ
გაწევრიანებასთან
დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPC-სთან შეხვედრები
უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე იქედან გამომდინარე, რომ დავების განმხილველი კომისიის მიერ მოთხოვნილი
ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში დამრღვევი ჯარიმდება,
ხოლო ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
გავლენის
ზუსტი
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
იმაზე,
თუ
ინფორმაციის
წარუდგენლობის რამდენი შემთხვევა იქნება სახეზე და შესაბამისად, ჯარიმების
დაკისრების თაობაზე კომისია რამდენ აქტს გამოსცემს.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
რესპუბლიკის
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
კანონპროექტით კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში შედის ცვლილება, რომლის
მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მომსახურების
მიმწოდებელი უფლებამოსილია შეზღუდული საგადახდო მომსახურება განახორციელოს
75
ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ეს გულისხმობს, რომ ხსენებული სუბიექტი არ
იქნება ვალდებული, დარეგისტრირდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად.
აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება იმდენად მცირეა, რომ
საკანონმდებლო ცვლილება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის არ
გამოიწვევს მომხმარებლების შემცირებას. შესაბამის ქვეპუნქტში განსაზღვრული საქონლის
საფასურის გადახდა ამჟამად ხორციელდება უმეტესწილად საგადახდო ბარათით.
გადახდის ახალი შესაძლებლობის შემთხვევაში, გადახდების მცირე ნაწილი
გადაინაცვლებს ტელეკომუნიკაციების ოპერატორებთან/პროვაიდერებთან, თუმცა
აღნიშნული არ იქნება ხელშესახები. აღსანიშნავია, რომ ასეთი მომსახურება მომხმარებლებს
მისცემს დამატებით მოქნილობას და მოხერხებულობას, კონკრეტული მცირე ზღვრების
ფარგლებში
შეზღუდული
პროდუქტების
შესაძენად
გადაიხადონ
თავიანთი
ტელეკომუნიკაციების ოპერატორების/პროვაიდერების საშუალებით. ზემოაღნიშნული
ხელს შეუწყობს ასეთი პროდუქტების გაყიდვას.
განსხვავებით კანონის არსებული რედაქციისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უფლება, საგადახდო მომსახურების გარდა
განახორციელოს საინკასაციო მომსახურება (131 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ სხვა მომსახურებებთან ერთად), რაც მათთვის იქნება დადებითი
ფინანსური გავლენის მქონე.
კანონში განისაზღვრება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უფლებამოსილება,
საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, გარკვეულ ინსტრუმენტებზე
(შეზღუდული და სპეციფიკური გამოყენების საგადახდო ინსტრუმენტზე) არ გაავრცელოს
კანონის მოქმედება, თუ ინსტრუმენტის მახასიათებლები და გამოყენების სფერო
დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საგადახდო მომსახურების
პროვაიდერს აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს, გამოუშვას შეზრუდული გამოყენების
იაფი საგადახდო ინსტრუმენტები. ასევე, კონკრეტული ინსტრუმენტი შესაძლოა ხელს
უწყობდეს ადმინისტრაციული ორგანოს სოციალურ მიზნებსაც. ასეთი ინსტრუმენტების
მაგალითია სასაჩუქრე ბარათი და სატრანსპორტო ბარათი (მათ შორის პენსიონერის,
მოსწავლის). კანონში დამატება მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, შეამცირონ
ინსტრუმენტის მომსახურების ხარჯები, ვინაიდან მათ მნიშვნელოვნად ნაკლები რისკები
ახლავს.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ნებადართული საქმიანობების
ჩამონათვალს ემატება ფინანსურ მომსახურებებთან დაკავშირებული პროგრამული
უზრუნველყოფის შემუშავება/განვითარება, გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა და
მხარდაჭერა, საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული ელექტრონულ-ტექნიკური
მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო შესაბამისი
საქმიანობის განხორციელება, თავის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული
რეკლამის განთავსება, ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საგადახდო
მომსახურების მხარდამჭერი ან/და ფინანსური მომსახურებების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემის (სისტემების) დანერგვა/განვითარება,
ასევე მისი (მათი) გასხვისება, სარგებლობაში გადაცემა და მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ
ცვლილება ფინანსურად დადებითი ეფექტის მქონე იქნება. პროვაიდერი, რომელსაც აქვს
შესაბამისი ინტელექტუალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი, რომ შექმნას
76
პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური თვალსაზრისითაც გასწიოს მომსახურება,
შესაძლებლობა ექნება სხვასაც მიაწოდოს აღნიშნული მომსახურება/პროდუქტი, რითიც ის
მიიღებს დამატებით შემოსავალს. ეს წაახალისებს ინოვაციებს და ხელს შეუწყობს
საგადახდო მომსახურებების, მათ შორის, გამოსაყენებელი უზრუნველყოფის კიდევ უფრო
განვითარებას. რაც შეეხება ქონების იჯარით გაცემას, პროვაიდერს შეუძლია ოპტიმიზაცია
გაუწიოს თავის ქონებას და მისგან მიიღოს დამატებითი შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ ეს
უკანასკნელი საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობას, რათა
საზედამხედველო მიზნებისდან გამომდინარე დაბალანსდეს პროვაიდერის განზრახვა და
არ მოხდეს პროვაიდერის მიერ ამ საქმიანობის ძირითადი საქმიანობად განსაზღვრა.
კანონს დაემატება ახალი ტიპის საგადახდო მომსახურებები (გადახდის ინიციირების
მომსახურება და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება) და შესაბამისად
პროვაიდერების დასახელებები (გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი და
ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი). საკანონმდებლო ცვლილებით,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც
წარმართავს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ საქმიანობას, უფლებამოსილება
ექნება დარეგისტრირდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და დამატებით
განახორციელოს
ზემოხსენებული
საგადახდო
მომსახურებებიც.
აღნიშნული
უფლებამოსილება სარგებლის მომტანი იქნება განსაკუთრებით ე.წ. „ფინტექ“
კომპანიებისთვის, ვინაიდან უფრო მრავალფეროვანს გახდის მათ საქმიანობასა და
პროდუქტს, მათ შორის, მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფუნქციური მომსახურების
მიწოდების კუთხით.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით
განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული
ბანკისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ შორის, საგადახდო ანგარიშთან და
საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული პროვაიდერის მიერ დაწესებული
საკომისიოების შესახებ. ხოლო, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
საკომისიოების გამჭვირვალობისა და მათი ერთმანეთთან მარტივად შედარების
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია
პროვაიდერის სახელწოდების მითითებით. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი
კანონმდებლობა
ადგენს
მომხმარებლის
მიერ
გადასახდელი
საკომისიოების
გამჭვირვალობის მოთხოვნას, სტანდარტიზებულად მიწოდება დამატებით სარგებლიანი
იქნება მომხმარებლისთვის, ვინაიდან მას ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა [საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის] მომსახურებები უფრო ცალსახად შეადაროს ერთმანეთს და
მიიღოს უფრო მეტად სასურველი/სარგებლიანი გადაწყვეტილება. კანონპროექტში
წარმოდგენილი ცვლილება წაახალისებს კონკურენციას და გააძლიერებს მომხმარებლების
დაცვას.
ცვლილებები ითვალისწინებს იურიდიული პირის (ასევე, იურიდიული პირის
სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის) და მეწარმე ფიზიკური პირის
ელექტრონული ფულის სქემაში გადამხდელად მონაწილეობის შესაძლებლობას. ამისთვის
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია დააკმაყოფილოს გარკვეული
მოთხოვნები. სქემაში ჩართვა დადებითი, მათ შორის ფინანსური, ეფექტის მომტანი იქნება
როგორც პროვაიდერებისთვის, ასევე ზემოხსენებული პირებისთვის. საგადახდო
მომსახურების პროვაიდერები შეძლებენ საგადახდო ანგარიშებით, კომერციული ბანკების
77
მსგავსად, მოემსახურონ ზემოხსენებულ პირებს. ეს გაზრდის საგადახდო მომსახურების
პროვაიდერების კონკურენტუნარიანობას.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იქნება უფლებამოსილი, მომხმარებელს
დააკისროს საკომისიოს გადახდა ინფორმაციის მიწოდებისათვის ან/და მაკორექტირებელი
ან/და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის, თუ ეს კანონით არ არის
გათვალისწინებული. კანონპროექტის თანახმად, თუ პროვაიდერი გადაწყვეტს საკომისიოს
დაწესებას, საკომისიოს ოდენობა უნდა იყოს გონივრული, რათა მომხმარებელზე არ მოხდეს
გაუმართლებელი ტვირთის დაკისრება. აღნიშნული, ერთი მხრივ, მცირედით შეამცირებს
პროვაიდერის შემოსავალს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გააძლიერებს
მომხმარებლების უფლებების დაცვას.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
განსაზღვროს ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზედა ზღვარი, მათ შორის, მიმღების
საქმიანობის სფეროს და საგადახდო ინსტრუმენტის კატეგორიის მიხედვით.
ურთიერთგაცვლის საკომისიო არის, საგადახდო ბარათის ემიტენტსა და ექვაირერის შორის
ურთიერთობის ნაწილი. ის ექვაირერის მხრიდან გადაიხდება ემიტენტისთვის. თავის
მხრივ, ექვაირერი საკომისიოს გადააკისრებს სავაჭრო/მომსახურების ობიექტს, რაც
ბუნებრივად იწვევს საქონლის/მომსახურების საფასურის ზრდას. ურთიერთგაცვლის
საკომისიოს ზედა ზღვარის დაწესებას სავარაუდოდ მნიშვნელოვანი დადებითი
ფინანსური ეფექტი ექნება სავაჭრო ობიექტებისთვის, ვინაიდან შემცირდება გადასახდელი
საკომისიოს ოდენობა. მიმდინარე ეტაპზე, ურთიერთგაცვლის საკომისიო საკმაოდ მაღალია
და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ზედა ზღვრის დადგენის შემთხვევაში, ზღვარი
ნაკლები იქნება ბაზარზე დამკვიდრებულ ოდენობასთან შედარებით. გარდა ამისა,
აღსანიშნავია, რომ საკითხი არსებითი მნიშვნელობისაა კონკურენციის ჭრილშიც.
საერთაშორისო სქემები ერთმანეთში კონკურირებენ მაღალი ურთიერთგაცვლის
საკომისიოს საშუალებით და მუდმივად ზრდიან საკომისიოს ოდენობას - ემიტენტი
პროვაიდერი დაინტერესებულია გამოუშვას ისეთი საბარათე ინსტრუმენტი, რომლის
გამოყენებისთვისაც ის მეტ შემოსავალს მიიღებს. შესაბამისად, ემიტენტი მოტივირებულია
გამოუშვას ისეთი ინსტრუმენტები, რომლებისთვის გათვალისწინებულია მაღალი
ურთიერთგაცვლის საკომისიო. ეს დამკვიდრებული პრაქტიკა დამაზიანებელია როგორც
სავაჭრო ობიექტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, და დამატებით, საყურადღებოა,
რომ ის აფერხებს ინოვაციური, იაფი და ეფექტიანი საგადახდო ინსტრუმენტების
განვითარებას და, სავარაუდოდ, კონკურენციაზეც შემზღუდველი ეფექტის მქონეა.
კანონპროექტით ცალსახად განისაზღვრა, რომ პროვაიდერი ვალდებულია
მომხმარებლის მიერ შეტყობინება საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის,
უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების შესახებ მიიღოს უსასყიდლოდ.
უმეტესად, პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება უსასყიდლოა, თუმცა
საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება მომხმარებლების უფლებები.
თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა ეკისრება საგადახდო
დავალების არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის, ის ვალდებულია,
მომხმარებელს აუნაზღაუროს ოპერაციის თანხა. კანონპროექტით პროვაიდერს გაუჩნდება
დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ, ის ვალდებული იქნება მომხმარებელს
აუნაზღაუროს არა მხოლოდ უშუალოდ ოპერაციის თანხა და გადახდილი საკომისიო,
78
არამედ გადაუხადოს მიუღებელი სადეპოზიტო სარგებელიც. ეს გულისხმობს, რომ
პროვაიდერმა მომხმარებლის ანგარიში უნდა აღადგინოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის
იქნებოდა არასწორად ან დაგვიანებით შესრულებულ ოპერაციას ადგილი რომ არ ჰქონოდა.
ცვლილების თანახმად, პროვაიდერი ვალდებული იქნება მომხმარებელს აუნაზღაუროს
სადეპოზიტო სარგებელი იმ პერიოდზე, რა პერიოდშიც თანხა არ იყო მომხმარებლის
ანგარიშზე. ეს დადებითი მოტივატორია პროვაიდერისთვის დროულად აღადგინოს
ანგარიში საწყის მდგომარეობაში. კანონის მიზანია მომხმარებლის დაცვა და მისთვის იმ
თანხის დაბრუნება, რომელიც მან დაკარგა. დამატებით, კანონპროექტი ადგენს
დაბრუნების ვადას - არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღის ბოლომდე. მომხმარებელი დაცული
იქნება, უფრო გაიზრდება მისი საგადახდო მომსახურებებისადმი ნდობა და გაუჩნდება
მეტი მოტივაცია ჩაერთოს ფინანსურ სფეროში. ასევე, ბუნებრივი და სამართლიანია,
მომხმარებელმა დროულად მიიღოს ის თანხა, რომლის გამოყენებასაც ის გეგმავდა, რომ არა
პროვაიდერის მხრიდან ოპერაციის არასწორად ან დაგვიანებით შესრულება.
კანონპროექტით მსგავსი მიდგომა განისაზღვრა არაავტორიზებულ ოპერაციებთან
დაკავშირებითაც. კანონის მოქმედი რედაქცია მოიცავს თანხის უმოკლეს ვადაში
დაბრუნების ვალდებულებას. ცვლილებით, დადგინდა ვადა - არაუგვიანეს მეორე სამუშაო
დღის ბოლომდე. ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლის პრინციპიც იდენტურია.
აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით დადებით შედეგს იქონიებს მომხმარებელებზე,
ვინაიდან გაიზრდება ნდობა და დაცულობის განცდა.
ცვლილებების თანახმად, ყველა პროვაიდერი ვალდებული იქნება უზრუნველყოს
მომხმარებლის საჩივრების უსასყიდლოდ განხილვის მექანიზმი, რაც მომხმარებლებზე და
მათი უფლებების დაცვაზე დადებითად აისახება. კანონპროექტი ითვალისწინებს დავების
განმხილველი კომისიისთვის მიმართვის უფლებასაც იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის
საჩივარი პროვადერმა არ დააკმაყოფილა ან დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კანონპროექტი
უზრუნველყოფს
დავების
უსასყიდლოდ
და
სასამართლოსთან
შედარებით
შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის მექანიზმს.
რაც შეეხება დავების განმხილველი კომისიის ფუნქციონირების ფინანსურად
უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს ეროვნული ბანკი მოიაზრებს, რომ მისსავე
საოფისე ტერიტორიაზე მოხდება კომისიისა და მისი აპარატისთვის სამუშაო
ოთახის/ოთახების გამოყოფა. სპეციფიკიდან/საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის
წევრებისთვის და აპარატის შესაბამისი თანამშრომლებისთვის მოხდება პერსონალური
კომპიუტერის/კომპიუტერების და საოფისე ავეჯის/ტექნიკის გამოყოფაც ეროვნული
ბანკის ბალანსზე არსებული რეზერვიდან. კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურება არ
უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები, რაც
გამოითვლება კომისიის დაკომპლექტებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის
თანამშრომლები, რომლებიც ამავდროულად იქნებიან კომისიის წევრები, დამატებით არ
აიღებენ ხელფასს კომისიის წევრობისათვის და შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურება.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის უფლებამოსილება სისტემის
ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გარკვეული ვადით ან/და
გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან.
ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, რამდენადაც ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი ნორმების დაცვა ხარჯიანი შეიძლება იყოს, მისგან გათავისუფლებას შესაძლოა
79
ჰქონდეს ხანმოკლე პოზიტიური ფინანსური შედეგები სისტემის ოპერატორისა და
საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის. თუმცა, ეს იქნება მხოლოდ დროებით
ან/და განსაზღვრული პირობებით გამოყენებული უფლებამოსილება, ხოლო ფინანსური
შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად და რა შემთხვევებში
გამოიყენებს მინიჭებულ დისკრეციას ეროვნული ბანკი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს დავების განმხილველი კომისიის უფლებამოსილებას,
მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში
დააჯარიმოს დამრღვევი, ხოლო ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში მიიმართება. ჯარიმის ოდენობაა 1 000 (ათასი) ლარი, ხოლო იმავე
ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად
ჩადენის შემთხვევაში - 3 000 (სამი ათასი) ლარი, თითოეულ ფაქტზე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. როგორც ზემოთაც აღინიშნა, კანონპროექტის მიღება
გამომდინარეობს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების 122-ე და 323-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად,
„საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე
შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და
საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების
შესაბამისად“. ასოცირების შესახებ შეთანხმების ამავე დანართის F ნაწილით, საქართველოს
აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს 2007 წლის 13
80
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC დირექტივას შიდა ბაზარზე
საგადახდო მომსახურებების შესახებ(PSD). მიუხედავად ამისა, დინამიური აპროქსიმაციის
მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად
ჩათვალა განახლებულ დირექტივაზე მუშაობა. კერძოდ, კანონპროექტი შემუშავებულია
შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივის, რომელიც ცვლის
2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU დირექტივებს და (EU) N1093/2010 რეგულაციას, და
აუქმებს 2007/64/EC დირექტივას, შესაბამისად.
აღნიშნულის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართში ასახვის მიზნით
მიმდინარეობს ევროკავშირთან მოლაპარაკებებიც.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 დირექტივა, რომელიც ცვლის 2002/65/EC,
2009/110/EC და 2013/36/EU დირექტივებს და (EU) N1093/2010 რეგულაციას, და აუქმებს
2007/64/EC დირექტივას.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აპროქსიმაციის
პროცესში
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს
ევროკავშირის
დაძმობილების („თვინინგის“) პროექტის ფარგლებში მხარდაჭერას უწევდა პოლონეთის
რესპუბლიკის
ცენტრალური
ბანკი,
პოლონეთის
რესპუბლიკის
ფინანსური
ზედამხედველობის ორგანო და ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
81
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.