„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ლ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ2) საბანკო დღე − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული საბანკო დღე;“.
2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და
გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს იგი.
კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს და
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
გათვალისწინებულ ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, მათი
კომპეტენციის ფარგლებში.“.
3. 211 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების
გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. კომერციული ბანკი
ვალდებულია კლიენტს გაუხსნას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო
საგადახდო ანგარიში, ასევე, იმავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
ანგარიში, თუ ამ ვალდებულების შესრულება არ იწვევს ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას.“.
4. 3712 მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მოუკითხავი ფულადი სახსრები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე კომერციულ
ბანკს ერიცხება, მათ შორის, მეანაბრის კუთვნილი ფულადი სახსრები, რომელზეც მოთხოვნა
არ იქნა წარდგენილი დადგენილ ვადაში, ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების
ანგარიშზე გადაირიცხება. თუ კრედიტორი ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების
ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვიდან 10 წლის ვადაში არ მიმართავს ეროვნულ
ბანკს აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნით, კრედიტორი კარგავს
მოთხოვნის უფლებას და ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ,
ეროვნული ბანკი მოუკითხავ ფულად სახსრებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
მიმართავს.“;
ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. თუ კრედიტორი, ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ
ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების
დაბრუნების მოთხოვნით, ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის ვადაში, არ მიმართავს
საქართველოს ეროვნულ ბანკს, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას და ამ მუხლით
გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუკითხავ
ფულად სახსრებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს.
მუხლი 3
1. ეს კანონი, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, ამოქმედდეს 2022 წლის 1
ნოემბრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც ხორციელდება „ერთის მხრივ, საქართველოსა
და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების
შეთანხმება) 122-ე და 323-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის F ნაწილით, საქართველოს აღებული აქვს
ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს 2007 წლის 13 ნოემბრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC დირექტივას შიდა ბაზარზე საგადახდო
მომსახურებების შესახებ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ხსენებული დირექტივა
ძალადაკარგულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივით, რომელიც
ცვლის 2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU დირექტივებს და (EU) N1093/2010 რეგულაციას,
და აუქმებს 2007/64/EC დირექტივას, და ამასთანავე, საქართველოს აღებული აქვს დინამიური
დაახლოების შესახებ ვალდებულება, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი შემუშავებულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივის შესაბამისად.
გარდა ამის, წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი დებულებების
დანერგვისა და ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. კანონპროექტი ასევე მიზნად
ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო უფლებამოსილების
განხორციელების პროცესში, პრაქტიკაში გამოკვეთილი რიგი საკითხების მოწესრიგებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განახლებული
მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის და ასევე,
პრაქტიკაში გამოვლენილი რიგი საკითხების მოსაწესრიგებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში მოვა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ამასთან, კანონპროექტით, დარეგულირდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ
მოუკითხავი თანხების ანგარიშზე განთავსებულ მოუკითხავ ფულად სახსრებთან
დაკავშირებული საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება ეხება კანონით განსაზღვრულ ტერმინოლოგიას. კერძოდ, იმის
გათვალისწინებით, რომ საოპერაციო დღისა და საბანკო დღის ცნებები, მათი შინაარსიდან
გამომდინარე, ძირითადად საგადახდო მომსახურების სფეროს, მათ შორის, საგადახდო
დავალებების და გადარიცხვის ოპერაციების შესრულებას უკავშირდება, მართებულია,
აღნიშნული ტერმინები განმარტებული იყოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში. შესაბამისად, კანონპროექტით, ამოღებულ
იქნება კანონის პირველი მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტი (საოპერაციო დღის განმარტება), ხოლო „ლ2“
ქვეპუნქტის - საბანკო დღის - განმარტებისას, მითითება გაკეთდება „საგადახდო სისტემისა და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საბანკო დღეზე.
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს
ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის უფლებამოსილების და
ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რაც მათ შორის,
კონფიდენციალურ ინფორმაციაზე შეუფერხებელ წვდომას გულისხმობს, შესაბამისი
ცვლილება შედის კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში და კომერციულ ბანკში არსებულ
კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება ენიჭება „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს
ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას.
კანონპროექტით, კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას, საქართველოს ეროვნულ ბანკში
გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე განთავსებული მოუკითხავი ფულადი სახსრების
ეფექტიანად განაწილების მიზნით, განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის
განმავლობაშიც, კრედიტორს უფლება ექნება მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს
აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნით, ხოლო განსაზღვრულ ვადაში
მიმართვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოუკითხავი ფულადი სახსრები
სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 3712
მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, მოუკითხავი ფულადი სახსრები, რომელიც
ხელშეკრულების საფუძველზე კომერციულ ბანკს ერიცხება, მათ შორის, მეანაბრის კუთვნილი
ფულადი სახსრები, რომელზეც მოთხოვნა არ იქნა წარდგენილი დადგენილ ვადაში, ეროვნულ
ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე გადაირიცხება. თუ კრედიტორი ეროვნულ
ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვიდან 10
წლის ვადაში არ მიმართავს ეროვნულ ბანკს აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების
მოთხოვნით, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას და ამ პუნქტით გათვალისწინებული
ვადის გასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკი მოუკითხავ ფულად სახსრებს საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს.
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად, კომერციული ბანკი
ვალდებული იქნება საბაზისო საგადახდო ანგარიში გაუხსნას საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ განსაზღვრულ პირებს (მათი მოთხოვნის საფუძველზე), რომლებსაც არ აქვთ
მოქმედი საგადახდო ანგარიში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ
რომელიმე კომერციულ ბანკში, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს კომერციულ ბანკში გახსნას საგადახდო
ანგარიში და ჰქონდეს ამ საგადახდო ანგარიშებით მომსახურებაზე წვდომა ობიექტურ,
არადისკრიმინაციულ და პროპორციულ საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე,
შესაბამისი ცვლილება შედის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტში, სადაც ზუსტდება, რომ კომერციული ბანკი ვალდებულია
კლიენტს გაუხსნას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო
საგადახდო ანგარიში, ასევე, იმავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებულების შესრულება იწვევს ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
კანონმდებლობის დარღვევას.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ასევე გარდამავალი დებულება, რომლის შესაბამისად,
კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი
თანხების ანგარიშზე განთავსებული მოუკითხავი ფულადი სახსრების მიმართ ასევე
გავრცელდება მიმართვის 10 წლიანი ვადა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ამოქმედების ვადების გათვალისწინებით,
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2022 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ
დაკავშირებული დებულებები - 2023 წლის 1 აგვისტოდან.
ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
კომისიასთან
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო
გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის
დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული,
SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის
გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის
არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა
გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის 2021
წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა.
მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი უწყებები და
კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის („ასოცირების შეთანხმების
მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება უახლოეს მომავალში SEPA-ში
საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს საქართველოს მიერ
ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ სივრცეში გაწევრების
წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით
ისარგებლებენ საქართველოს
მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან
ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით,
საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა
შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის რეკომენდაცია N2-5685/22)
დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების
გადადგმა.
ვინაიდან სწორედ საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ
დირექტივასთან (PSD2) შესაბამისობა წარმოადგენს გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს და
საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების
განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული
გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე
წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა,
პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული
საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან
დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPC-სთან შეხვედრები
უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან, თუ ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ფულადი
სახსრების გადარიცხვიდან 10 წლის ვადაში, კრედიტორი არ მიმართავს ეროვნულ ბანკს
აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნით, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის
უფლებას და ეროვნული ბანკი მოუკითხავ ფულად სახსრებს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში მიმართავს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.