„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII11 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული
ბანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან,
სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო
კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან
პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“.
2. 2145 და 2146 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2145. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური
დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის,
საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე
კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო
კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ
საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფლის
მიხედვით.
მუხლი 2146. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში)
კომერციული ბანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან,
საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო
კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ
საგადასახადო ორგანომ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, მაგრამ მან აღნიშნული
ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.
2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:
ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის
მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;
ბ) კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო
კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის
დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;
დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.“.
3. 2147 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო
კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ
საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“;
ბ) მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კომერციული ბანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო
კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც
საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;“;
გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება
შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ
კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე –
კომერციულ ბანკს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო
კომპანიას, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორს, აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, ხოლო
მეოთხე რჩება სასამართლოში.“.
4. VII12 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული
ბანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან,
სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო
კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან
პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე“;
5. 2148 და 2149 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2148. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური
დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის,
საინვესტიციო კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი)
ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს
კომპეტენტური
(უფლებამოსილი)
ორგანოს
მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად
კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო
კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ
საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კომერციული ბანკის,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი
სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული
ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების
მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის ადგილსამყოფლის მიხედვით.
მუხლი 2149. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული
ბანკისგან,
საგადახდო
მომსახურების
პროვაიდერისგან,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან,
საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო
კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის (გარდა „ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო
საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით
გათვალისწინებული ინფორმაციისა) გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს
კომპეტენტურმა (უფლებამოსილმა) ორგანომ მოითხოვა ეს ინფორმაცია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.
2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც
ითხოვს საგადასახადო ორგანო;
ბ) კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო
კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის
დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;
დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა;
ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების
მოთხოვნებს.“.
6. 2150 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის
კომერციული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო
კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის მიერ
საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი“;
ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომერციული ბანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საბროკერო
კომპანია, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანია, რომელმაც
საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;“;
გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება
შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს,
საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ
სუბიექტს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, საბროკერო კომპანიას, ლიცენზირებულ
ცენტრალურ დეპოზიტარს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, აქტივების მმართველ
კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც ხორციელდება „ერთის მხრივ,
საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების
(შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) 122-ე და 323-ე მუხლებით გათვალისწინებული
ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის F
ნაწილით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა
დაუახლოვოს 2007 წლის 13 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC
დირექტივას შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ. თუმცა, იქედან
გამომდინარე, რომ ხსენებული დირექტივა ძალადაკარგულია შიდა ბაზარზე საგადახდო
მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU)
2015/2366 (PSD2) დირექტივით, რომელიც ცვლის 2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU
დირექტივებს და (EU) N1093/2010 რეგულაციას, და აუქმებს 2007/64/EC დირექტივას, და
ამასთანავე, საქართველოს აღებული აქვს დინამიური დაახლოების შესახებ ვალდებულება,
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავებულია შიდა
ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა
და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივის შესაბამისად.
გარდა ამისა, წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი დებულებების
დანერგვის და ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. კანონპროექტი ასევე
მიზნად ისახავს საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისაგან კონფიდენციალური
ინფორმაციის გამოთხოვის მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელება
აუცილებელია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული
საერთაშორისო
სტანდარტების
შესაბამისი
განახლებული
მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის, მათ
შორის,
საგადასახადო
ორგანოს
მიერ
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისაგან კონფიდენციალური
ინფორმაციის გამოთხოვის სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების დასადგენად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
შესაბამისობაში მოვა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან,
მათ შორის, განისაზღვრება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალწარმოება
საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებული სუბიექტებისაგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების
თაობაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული
სუბიექტების
საქმიანობის
მარეგულირებელი
სპეციალური
კანონმდებლობით
დადგენილია აღნიშნულ სუბიექტებთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის
დაცვის განსაკუთრებული წესი, რომლის შესაბამისად, კომერციულ ბანკს, საგადახდო
მომსახურების პროვაიდერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ფასიანი ქაღალდების
ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს (ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორი, საბროკერო კომპანია), აქტივების მმართველ კომპანიასა და საინვესტიციო
კომპანიას, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეკრძალება
მასთან დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს შესაბამისი
გადაწყვეტილების გარეშე. თუმცა, საგადასახადო ორგანოსათვის არ არის განსაზღვრული
საჭიროების შემთხვევაში რა წესით მიიღებს სასამართლოს გადაწყვეტილებას
დასახელებული სუბიექტებისაგან (გარდა კომერციული ბანკებისა) კონფიდენციალური
ინფორმაციის მოსაპოვებლად. რაც შეეხება, სესხის გამცემ სუბიექტსა და ვალუტის
გადამცვლელ პუნქტს, ამ სუბიექტების მიმართ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის
ანალოგიური წესი გათვალისწინებულია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის გამომდინარე ორგანული კანონის პროექტით „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოსთვის საქართველოს
ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებთან არსებული
კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის
შესაქმნელად, როგორიცაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული სპეციალური სამართალწარმოება, კანონპროექტით, ცვლილება
შედის კოდექსის იმ შესაბამის ნორმებში, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო ორგანოს
მიერ კომერციული ბანკისგან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე
ადმინისტრაციული
სამართალწარმოების
პროცესში
კომერციული
ბანკების
სამართლებრივ ურთიერთობებს, უფლებებსა და ვალდებულებებს, რათა ანალოგიური
მიდგომა გავრცელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ სუბიექტებზე, კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, სესხის გამცემ სუბიექტზე, ვალუტის გადამცვლელ
პუნქტზე, საბროკერო კომპანიაზე, ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტარზე, ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორზე, აქტივების მმართველ კომპანიაზე და საინვესტიციო
კომპანიაზე. შესაბამისად, ცვლილება შედის კოდექსის VII11 თავში, რომელიც
არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას საგადასახადო ორგანოს მიერ
კომერციული ბანკისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე, მათ
შორის, მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესს კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო
ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე,
საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის წარდგენის საკითხს, საგადასახადო
ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე
მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესს. აღნიშნულ ნორმებში, მითითება ემატება
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
ზედამხედველობისადმი
დაქვემდებარებულ
ზემოხსენებულ სუბიექტებზე. ანალოგიური შინაარსის ცვლილება ხორციელდება
კოდექსის VII12 თავში, რომლითაც
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული
სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკისგან პირის
შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე, საგადასახადო
ორგანოსათვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა
სახელმწიფოს
კომპეტენტური
(უფლებამოსილი)
ორგანოს
მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების
გამოცემისა და საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის წარდგენის წესი, ასევე
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის
საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით,
კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი
ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო
კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია
აღნიშნული, SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ
სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის
სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად
სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის
2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის
საქმიანობა. მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი
უწყებები და კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის
(„ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება
უახლოეს მომავალში SEPA-ში საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ
სივრცეში გაწევრების წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის
მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით
ისარგებლებენ საქართველოს
მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის
ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით,
საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა
შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის რეკომენდაცია N2-5685/22)
დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო
ნაბიჯების გადადგმა.
ვინაიდან სწორედ საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ
დირექტივასთან (PSD2) შესაბამისობა წარმოადგენს გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს
და საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი
კვირების განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვა. აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია
ევროპული გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით.
თუ მიმდინარე წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა
ვერ მოხერხდა, პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან
იქნეს გაშვებული საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია,
რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ
EPC-სთან შეხვედრები უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის
მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.