„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) კლირინგი - „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული კლირინგი;“.
2. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:
„თ2) ნიშნავს ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისიის წევრებს, მათ შორის,
თავმჯდომარეს და განსაზღვრავს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;”.
3. 48-ე მუხლის:
ა) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია თავის
მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;
ბ) 44 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 45 პუნქტი:
„45. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული
სუბიექტი გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს თავის მიერ
დადგენილი ნორმების დაცვისაგან.“;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისათვის მატერიალური
დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეროვნული ბანკის
პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური
დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ
ვრცელდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა
საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან
მე-15 სამუშაო დღეს.“.
4. 482 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 482 . საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
რეგისტრაცია და ზედამხედველობა
1. ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის
ზედამხედველობას
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, დამატებითი
მოთხოვნების დადგენის, საწყისი და მიმდინარე კაპიტალის განსაზღვრის, შეზღუდვებისა და
სანქციების დაწესების გზით.
2. ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი
სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება
ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა
საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
3. ეროვნული ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს
მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი
პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს, მათ შორის, უფლებამოსილია,
თავის მიერ დადგენილი წესით, საგადახდო სისტემას მიანიჭოს სისტემურად მნიშვნელოვანი
საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, ასევე
განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები და მოთხოვნები კაპიტალისა და აქტივების მიმართ.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის
ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს საგადახდო
მომსახურების პროვაიდერის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის
(FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.“.
5. 501 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 502 მუხლი:
„მუხლი 502. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
1.
ვალუტის
გადამცვლელი
პუნქტი
ვალდებულია
დაიცვას
ინფორმაციის
კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო
გადაწყვეტილების და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)
შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
2. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია
(ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის შესახებ) შეიძლება
მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს,
ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურს. სხვა პირებს მომხმარებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მომხმარებლის წინასწარი წერილობითი
თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს
ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის
გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ
ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო
შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“.
6. 522 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სესხის
გამცემი
სუბიექტის
საქმიანობის
კონფიდენციალურობა“;
ზედამხედველობა
და
ინფორმაციის
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6-მე-8 პუნქტები:
„6. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსით
გათვალისწინებული
სასამართლო
გადაწყვეტილების და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)
შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
7. სესხის გამცემ სუბიექტთან მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია
ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის
შესახებ) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებს და მათ უფლებამოსილ
წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ
კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში –
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას
− პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი
ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებელთან
წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.
8. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს
ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის
გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ
ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო
შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.“.
7. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მოუკითხავი ფულადი სახსრები, რომელიც
ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ სუბიექტს ერიცხება და არ იქნა გამოთხოვილი
დადგენილ ვადაში, ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე
გადაირიცხება. თუ ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ფულადი
სახსრების გადარიცხვიდან 10 წლის ვადაში, კრედიტორი არ მიმართავს ეროვნულ ბანკს
აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნით, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის
უფლებას და ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკი
მოუკითხავ ფულად სახსრებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს.“.
8. 641 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 642 მუხლი:
„მუხლი 642. ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურებების სფეროში
1. ამ კანონიდან, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონიდან, ასევე, მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან
წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ, საგადახდო მომსახურების
მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დავებს განიხილავს
ეროვნულ ბანკთან არსებული, დამოუკიდებელი დავების განმხილველი კომისია. დავების
განმხილველი კომისიის მიერ დავის განხილვის დაწყების საფუძველია საგადახდო
მომსახურების მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ
საჩივრის დავების განმხილველ კომისიაში წარდგენა და მისი წარმოებაში მიღება.
2.
დავების
განმხილველი
კომისია
საჩივრის
განხილვისას
ხელმძღვანელობს
შეჯიბრებითობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის,
ასევე, მხარეთა თანასწორობის პრინციპებით.
3. დავების განმხილველი კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ.
4. დავების განმხილველი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, ორგანიზაციული
სტრუქტურა, მხარეებთან ურთიერთობის წესი, ასევე დავის განხილვასა და გადაწყვეტილების
მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და
საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის
სამართლებრივი აქტებით და მოქმედი კანონმდებლობით.
5. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია დავასთან დაკავშირებით
კონსულტაციისთვის ან/და ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის)
მისაღებად მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს/ერთეულებს.
6. დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დავის
მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ შორის,
კონფიდენციალური) წარდგენა. დავების განმხილველ კომისიას ასევე უფლება აქვს თავისი
უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ
შორის, კონფიდენციალური) მოითხოვოს ნებისმიერი ფიზიკური ან/და კერძო სამართლის
იურიდიული პირისგან, ასევე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული
წარმონაქმნისგან.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების
წარუდგენლობის შემთხვევაში დავების განმხილველი კომისია უფლებამოსილია
დააჯარიმოს დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივანისა).“.
9. 66-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი:
„მუხლი 661. ეროვნული გადახდების საბჭო
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
სფეროს განვითარებისთვის შექმნას ეროვნული გადახდების საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს
სფეროს წარმომადგენლებს, მომხმარებლებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა
დაინტერესებულ პირებს შორის დისკუსიას და მჭიდრო თანამშრომლობას. ეროვნული
გადახდების საბჭო უფლებამოსილია კოორდინირება გაუწიოს ბაზრის ინიციატივებს და
ბაზრის განვითარებისთვის საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას, ასევე, ხელი შეუწყოს ამ
სფეროში ინოვაციების დანერგვას.
2. ეროვნული გადახდების საბჭოში შეიძლება მონაწილეობდეს ეროვნული ბანკის
თანამშრომლები, ასევე, მოწვეული და დაინტერსებული სხვა პირები. ეროვნული გადახდების
საბჭოს შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. თუ კრედიტორი, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ეროვნულ ბანკში
გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების დაბრუნების
მოთხოვნით, ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის ვადაში, არ მიმართავს საქართველოს
ეროვნულ ბანკს, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას და ამ მუხლით
გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკი მოუკითხავ ფულად სახსრებს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების გარდა, ამოქმედდეს 2022
წლის 1 ნოემბრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც ხორციელდება „ერთის მხრივ, საქართველოსა
და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების
შეთანხმება) 122-ე და 323-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის F ნაწილით, საქართველოს აღებული აქვს
ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს 2007 წლის 13 ნოემბრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC დირექტივას შიდა ბაზარზე საგადახდო
მომსახურებების შესახებ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ხსენებული დირექტივა
ძალადაკარგულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივით, რომელიც
ცვლის 2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU დირექტივებს და (EU) N1093/2010 რეგულაციას,
და აუქმებს 2007/64/EC დირექტივას, და ამასთანავე, საქართველოს აღებული აქვს დინამიური
დაახლოების შესახებ ვალდებულება, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი შემუშავებულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივის შესაბამისად.
გარდა ამისა, წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს მარეგულირებელი დებულებების
დანერგვის და ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. კანონპროექტი ასევე მიზნად
ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების მეტად
ეფექტიანად განსახორციელებლად, აღნიშნული უფლებამოსილების გაფართოებას,
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი დებულებების განსაზღვრას
და პრაქტიკაში გამოკვეთილი რიგი საკითხების მოწესრიგებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განახლებული
მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად დანერგვისთვის და ასევე,
საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის მეტად ეფექტიანად
განსახორციელებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან. ამასთან, დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
მოწესრიგდება საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების
განხორციელების პროცესში გამოვლენილ რიგი საკითხებისა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, საგადახდო მომსახურების
მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის წარმოშობილი დავების
შემჭიდროვებულ ვადებში და უსასყიდლოდ გადაწყვეტის მიზნით, იქმნება დავის განხილვის
ალტერნატიული მექანიზმი - საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების
განმხილველი კომისია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანული კანონის პროექტით,
დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი დებულებები
აისახება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
შესაბამისად, ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტით
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილება, დანიშნოს
დავების განმხილველი კომისიის წევრები, მათ შორის, თავმჯდომარე და განსაზღვროს
კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, ორგანულ კანონს ემატება 642
მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დავების განმხილველი კომისიის უფლებამოსილებას და
საქმიანობის ძირითად პრინციპებს. ამ მუხლის შესაბამისად, დავების განმხილველი კომისია
განიხილავს ორგანული კანონიდან, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ასევე, მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ,
საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის
დავებს. დავების განმხილველი კომისიის მიერ დავის განხილვის დაწყების საფუძველი იქნება
საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის
წინააღმდეგ საჩივრის დავების განმხილველ კომისიაში წარდგენა და მისი წარმოებაში მიღება.
დავების განმხილველი კომისია საჩივარს განიხილავს უსასყიდლოდ და საჩივრის
განხილვისას იხელმძღვანელებს შეჯიბრებითობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის,
ობიექტურობის, მიუკერძოებლობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპებით. ორგანული
კანონის პროექტით ასევე გათვალისწინებულია დავების განმხილველი კომისიის
უფლებამოსილება, დავასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ან/და ინფორმაციის (მათ
შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) მისაღებად მიმართოს ეროვნული ბანკის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულს/ერთეულებს.
დავების განმხილველი კომისიის უფლებამოსილების და ფუნქციების შეუფერხებლად და
ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რაც ინფორმაციაზე, (მათ შორის,
კონფიდენციალურზე), შეუფერხებელ წვდომას გულისხმობს, ორგანული კანონის პროექტის
შესაბამისად, დავების განმხილველ კომისიას უფლება ექნება, თავისი ინიციატივით დავის
მხარეს/მხარეებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების (მათ შორის,
კონფიდენციალური) წარდგენა, ასევე თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის
საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულება (მათ შორის, კონფიდენციალური) მოითხოვოს
ნებისმიერი ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან, ასევე იურიდიული
პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნისგან, ხოლო აღნიშნული
ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში დააჯარიმოს დამრღვევი,
გარდა მომხმარებლისა (მომჩივანისა).
ორგანული კანონის პროექტის მიხედვით, დავების განმხილველი კომისიის შექმნისა და
საქმიანობის წესი, ორგანიზაციული სტრუქტურა, მხარეებთან ურთიერთობის წესი, ასევე
დავის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები
დარეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“
საქართველოს კანონით, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით და მოქმედი
კანონმდებლობით.
ორგანული კანონის პროექტით, ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 48-ე
მუხლის 42 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, არა
მხოლოდ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის და ფასიანი
ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო დაკისრებული
სანქციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს, არამედ, ზოგადად საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დაკისრებული ყველა სახის სანქციის შესახებ ინფორმაცია თავის მიერ
დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამოღებულ იქნება ორგანული კანონის 48-ე მუხლის 44 პუნქტი.
ორგანული კანონის პროექტით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის
უფლებამოსილების გაფართოება. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია, გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს
განსაზღვრული საზედამხედველო სუბიექტები თავის მიერ დადგენილი ნორმების
დაცვისაგან; ამ კუთხით საზედამხედველო უფლებამოსილების გაფართოება და ყველა
სუბიექტზე გავრცელება, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს ეფექტიანად
იმოქმედოს რეგულირების პროცესში და სრულფასოვნად გამოიყენოს საზედამხედველო
უფლებამოსილება, მათ შორის, რეგულირების ლაბორატორიის შექმნის შესახებ
შემუშავებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც სუბიექტებს საშუალებას
აძლევს რეალურ რეჟიმში, საზედამხედველო ორგანოს კონტროლირებად გარემოში
გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, რისთვისაც გარკვეული ვადით ან/და
გარკვეული პირობებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმების
დაცვისაგან გათავისუფლება არსებით საჭიროებას წარმოადგენს.
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროს რეგულირების განახლებული
სტანდარტიდან გამომდინარე, რაც, მათ შორის, მოიცავს, მნიშვნელოვანი სისტემის
სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის
მინიჭებასთან დაკავშირებული დებულებების დაზუსტებას, იხვეწება და ახალი რედაქციით
ყალიბდება ორგანული კანონის 482 მუხლი, რომელიც არეგულირებს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების
პროვაიდერის რეგულირებისა და ზედამხედველობის ძირითად საკითხებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტების
საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით, მათ შორის, „კომერციული
ბანკების საქმიანობის შესახებ“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონებით, დადგენილია
სუბიექტებთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის განსაკუთრებული წესი,
რომლის შესაბამისად, კომერციული ბანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეები
(ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, საბროკერო კომპანია),
აქტივების მმართველი კომპანია და საინვესტიციო კომპანია ვალდებულია დაიცვას
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესი კონფიდენციალური
ინფორმაციის დაცვასა და გაცემასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ისეთი სუბიექტების
მიმართ, როგორიცაა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და სესხის გამცემის სუბიექტი,
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მოწესრიგებას
მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ შეიცავს. აღნიშნულიდან
გამომდინარე, მომხმარებლებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის
მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით დარეგულირდეს ვალუტის გადამცვლელ პუნქტსა და
სესხის გამცემ სუბიექტთან არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის საკითხი. ამ
მიზნით, ორგანულ კანონს ემატება 502 მუხლი, ხოლო 522 მუხლი ყალიბდება ახალი
რედაქციით. აღნიშნული ნორმები დაარეგულირებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის და
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან
დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, განსაზღვრავს აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის
უფლების მქონე უფლებამოსილ ორგანოებს და კონფიდენციალური ინფორმაციის
გამოთხოვის წესს.
ორგანული კანონის პროექტით, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის შემთხვევაში, საქართველოს
ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე განთავსებული მოუკითხავი
ფულადი სახსრების ეფექტიანად განაწილების მიზნით, განისაზღვრება გონივრული ვადა,
რომლის განმავლობაშიც, კრედიტორს უფლება ექნება მიმართოს საქართველოს ეროვნულ
ბანკს აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნით, ხოლო აღნიშნულ ვადაში
მიმართვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მოუკითხავი ფულადი სახსრები
სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. შესაბამისად, ორგანული კანონის 64-ე მუხლს ემატება
მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მოუკითხავი ფულადი
სახსრები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ სუბიექტს ერიცხება და არ იქნა
გამოთხოვილი დადგენილ ვადაში, ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების
ანგარიშზე გადაირიცხება. თუ ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე
ფულადი სახსრების გადარიცხვიდან 10 წლის ვადაში, კრედიტორი არ მიმართავს ეროვნულ
ბანკს აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნით, კრედიტორი კარგავს
მოთხოვნის უფლებას და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკი მოუკითხავ ფულად
სახსრებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართავს. ორგანული კანონის პროექტით
გათვალისწინებულია გარდამავალი დებულება, რომლის შესაბამისად, კანონის ამოქმედების
მომენტისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე
განთავსებული მოუკითხავი ფულადი სახსრების მიმართ ასევე გავრცელდება მიმართვის 10
წლიანი ვადა.
ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოს
ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
სფეროს განვითარებისთვის, შექმნას ეროვნული გადახდების საბჭო, რომლის მიზანი იქნება
ხელი შეუწყო სფეროს წარმომადგენლებს, მომხმარებლებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ
სხვა დაინტერესებულ პირებს შორის დისკუსიას და მჭიდრო თანამშრომლობას. ეროვნული
გადახდების საბჭო უფლებამოსილი იქნება კოორდინირება გაუწიოს ბაზრის ინიციატივებს
და ბაზრის განვითარებისთვის საერთო მიდგომების ჩამოყალიბებას, ასევე, ხელი შეუწყოს ამ
სფეროში ინოვაციების დანერგვას. ეროვნული გადახდების საბჭოში შეიძლება
მონაწილეობდეს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ასევე, მოწვეული და დაინტერსებული
სხვა პირები. ეროვნული გადახდების საბჭოს შემადგენლობა და მისი საქმიანობის წესი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ამოქმედების ვადების გათვალისწინებით,
კანონპროექტი ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2022 წლის 1 ნოემბრიდან, ხოლო
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიასთან
დაკავშირებული დებულებები - 2023 წლის 1 აგვისტოდან.
ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განპირობებულია ერთიანი ევრო
გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის
დროულად შესრულების აუცილებლობით.
SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის
ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2022 წლის 29 აპრილს, კომიტეტმა
დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს
გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე“. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული,
SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის
გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის
არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა
გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა კომიტეტის 2021
წლის 26 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა.
მასში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის წევრები, შესაბამისი უწყებები და
კომერციული ბანკები. სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის პროექტის („ასოცირების შეთანხმების
მხარდაჭერა“) დახმარებით, შეისწავლა, თუ რა შედეგები ექნება უახლოეს მომავალში SEPA-ში
საქართველოს წევრობას, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს საქართველოს მიერ
ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი ამ სივრცეში გაწევრების
წინაპირობებს და რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის მიერ.
ზემოაღნიშნული კვლევის თანახმად, SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება
მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს
საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო
ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით
ისარგებლებენ საქართველოს
მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან
ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით.
საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და
ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით,
საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა
შესრულებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია (2022 წლის 29 აპრილის რეკომენდაცია N2-5685/22)
დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების
გადადგმა.
ვინაიდან სწორედ საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ
დირექტივასთან (PSD2) შესაბამისობა წარმოადგენს გაწევრიანების ერთ-ერთ კრიტერიუმს და
საქართველო გეგმავს შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის წარდგენას უახლოესი კვირების
განმავლობაში, აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება, თავის მხრივ, გამოწვეულია ევროპული
გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით. თუ მიმდინარე
წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდა,
პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდება და შესაძლოა, ხელიდან იქნეს გაშვებული
საქართველოს ამ სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ გაწევრიანებასთან
დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად ქართულმა მხარემ EPC-სთან შეხვედრები
უკვე გამართა და ევროპული მხარე საქართველოს აპლიკაციის მოლოდინშია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან, თუ ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ფულადი
სახსრების გადარიცხვიდან 10 წლის ვადაში, კრედიტორი არ მიმართავს ეროვნულ ბანკს
აღნიშნული ფულადი სახსრების დაბრუნების მოთხოვნით, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის
უფლებას და ეროვნული ბანკი მოუკითხავ ფულად სახსრებს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში მიმართავს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ეროვნული
ბანკის
უფლებამოსილება
ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი გარკვეული ვადით ან/და
გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან. ამ
უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, რამდენადაც ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი
ნორმების
დაცვა
ხარჯიანი
შეიძლება
იყოს
ზედამხედველობას
დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის, მისგან გათავისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს
ხანმოკლე პოზიტიური ფინანსური შედეგები ამ უკანასკნელთათვის. თუმცა, ეს იქნება
მხოლოდ დროებით ან/და განსაზღვრული პირობებით გამოყენებული უფლებამოსილება,
ხოლო ფინანსური შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხშირად და რა
შემთხვევებში გამოიყენებს მინიჭებულ დისკრეციას ეროვნული ბანკი.
რაც შეეხება გადახდების საბჭოს, მისი ფუნქციონირების ხარჯების გაღება მოხდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. საბჭო იქნება ე.წ. პლატფორმა, სადაც
შესაბამისი სუბიექტები მოიყრიან თავს და იმსჯელებენ, აწარმოებენ დისკუსიებს სფეროს
შემდგომი განვითარების, ინიციატივებისა და ინოვაციების შესახებ. აქედან გამომდინარე, მის
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები ლიმიტირებული იქნება ეროვნული ბანკის
არსებული სამუშაო სივრცის (შეხვედრების ოთახის) პერიოდულად გამოყოფით და
შეხვედრისთვის აუცილებელი ტექნიკური უზრუნველყოფის მიწოდებით. კოორდინატორის
ფუნქციის შესრულება მოიაზრება ეროვნული ბანკის არსებული შესაბამისი თანამშრომლების
მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების
შეთანხმების 122-ე და 323-ე მუხლებიდან. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XV-A დანართის
F ნაწილით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა
დაუახლოვოს 2007 წლის 13 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC დირექტივას
შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ
ხსენებული დირექტივა ძალადაკარგულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების
შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2)
დირექტივით, რომელიც ცვლის 2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU დირექტივებს და (EU)
N1093/2010 რეგულაციას, და აუქმებს 2007/64/EC დირექტივას, და ამასთანავე, საქართველოს
აღებული აქვს დინამიური დაახლოების შესახებ ვალდებულება, კანონის პროექტი
შემუშავებულია შიდა ბაზარზე საგადახდო მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2015/2366 (PSD2) დირექტივის შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
2007 წლის 13 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/64/EC დირექტივა შიდა ბაზარზე
საგადახდო მომსახურებების შესახებ, რომელიც ძალადაკარგულია შიდა ბაზარზე საგადახდო
მომსახურებების შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU)
2015/2366 (PSD2) დირექტივით, რომელიც ცვლის 2002/65/EC, 2009/110/EC და 2013/36/EU
დირექტივებს და (EU) N1093/2010 რეგულაციას, და აუქმებს 2007/64/EC დირექტივას.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.