საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საკონსულტაციოდ წარმოდგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, ჭერის ფარგლებში და ჭერს ზევით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-05
ბიუროს ნომერი 168
📜 ტექსტი
წერილი
*LA82200026177*
LA 8 22 00026177
31/08/2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
მოგეხსენებათ, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი წესით, სამსახურის
ბიუჯეტის პროექტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბჭოსთან
შეთანხმებით და საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსულტაციოდ წარმოგიდგენთ სამსახურის 2023 წლის
ბიუჯეტის პროექტს, ჭერის ფარგლებში და ჭერს ზევით.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, ჭერის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მიერ განისაზღვრა 8 550 000 ლარით. სსიპ იურიდიული დახმარების საბჭოს 2022 წლის 31
აგვისტოს N103 გადაწყვეტილების შესაბამისად, მითითებული ბიუჯეტი გადანაწილდა
სახელფასო ფონდსა და სამსახურის სხვა საჭიროებებზე.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან (ჭერს ზევით), დაკავშირებით დამატებით მოგახსენებთ,
რომ 2020 წლის შემდგომ იურიდიული დახმარების სამსახურს სხვადასხვა მიმართულებით არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სამოქალაქო და
ადმინისტრაციული საქმეები, ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირები,
გაეზარდა მანდატი, რის შედეგადაც გაიზარდა სამსახურში მომართვიანობაც. შესაბამისად,
გაიზარდა საზოგადოებრივ რეესტრში რეგისტრირებულ ადვოკატებზე საქმეთა გადაცემის
რაოდენობაც. ამასთან, საქმეების რაოდენობიდან და ხარისხიანი მომსახურეობის
მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია რეესტრის ადვოკატების ანაზღაურების
გადახდევა, რისთვისაც საჭიროა დამატებით ფინანსური რესურსი.
გარდა ამისა, სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების
ხელფასების 10%-ით მატება და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
თანამშრომლებისათვის ხელფასების მატება საჭიროებს დამატებით ფინანსურ რესურსს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი
გაიზიარებს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წინაშე არსებული ვალდებულებების
და გამოწვევების მნიშვნელობას და მხარს დაუჭერს სამსახურის 2023 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტში საბიუჯეტო ასიგნებების ჭერს ზევით მოცულობით განსაზღვრას. აქვე
გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, საკითხთან დაკავშირებით
მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია და აქტიურად ჩავერთოთ პარლამენტის შესაბამის
კომიტეტებთან სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში.
პატივისცემით,
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
დირექტორი
კუპრაშვილი რაჟდენი
დანართი
სულ
სულ ხარჯები
შრომის ანაზღაურება
საქონელი და მომსახურება
სოციალური უზრუნველყოფა
სხვა ხარჯები
არაფინანსური აქტივების ზრდა
2023 ჭერის ფარგლებში
2023 ჭერს ზევით
8,550,000.0
8,515,000.0
5,550,000.0
2,920,000.0
25,000.0
20,000.0
35,000.0
10,543,630.0
10,508,630.0
6,193,630.0
4,270,000.0
25,000.0
20,000.0
35,000.0