საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია 2020 წლის 3 დეკემბრის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატებიდან კიდევ 1 მანდატის, ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და, ამავდროულად, საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის არასებობის გამო, გაუქმებულად ჩათვლის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-08
ბიუროს ნომერი 171
📜 ტექსტი
წერილი
864-01-01-2-202209071413
N 01-01/864
07/09/2022
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
თქვენი მიმდინარე წლის 7 სექტემბრის 8110/2-7/22 წერილის (ცესკოში რეგისტრაციის N1476,
07.09.2022წ.) პასუხად, გაცნობებთ, რომ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ბლოკი „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის 2020 წლის 11
დეკემბრის
განცხადების
(ცესკოში
რეგისტრაციის
N7364)
საფუძველზე,
საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 14 დეკემბრის N264/2020
განკარგულებით საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ და მოხსნილ იქნენ საქართველოს
პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო
ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მიერ წარმოდგენილი პარტიული
სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები, პარტიული სიის №37-დან №177ის ჩათვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო რეგისტრაცია და, შესაბამისად, პარლამენტის
წევრობის კანდიდატის სტატუსი გაუუქმდა საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის
წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ამ საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში
დარჩენილ ყველა კანდიდატს.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 130-ე მუხლის
პირველი
პუნქტის თანახმად, თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის
წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი ითვლება გაუქმებულად.
შესაბამისად, გაუქმებულად ითვლება 2020 წლის 3 დეკემბრის საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების
საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო
ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მიერ პროპორციული
საარჩევნო
სისტემით
ვარშალომიძის
სუბიექტების
მიღებული
მანდატებიდან
კიდევ
1
(ერთი)
მანდატი,
ლევან
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და, ამავდროულად, საარჩევნო
პარტიულ
სიებში
ასარჩევი
საქართველოს
პარლამენტის
წევრობის
კანდიდატების არარსებობის გამო.
დანართის სახით, გიგზავნით, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებისა და საარჩევნო
სუბიექტის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი განცხადების ასლებს.
დანართი: 12 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კალანდარიშვილი
კომისიის თავმჯდომარე
.