„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ბარამიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი. ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/235/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 7 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-12
ბიუროს ნომერი 174

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 107-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის ბუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ განიხილავს კანონპროექტს და არ გამოხატავს თავის პოზიციას მასთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას საკითხი, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. 7. თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კანონპროექტის განხილვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, რომელიც პარლამენტის ბიუროს უნდა წარედგინოს წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისათვის პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე, დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ განიხილავს კანონპროექტს და არ გამოხატავს თავის პოზიციას მასთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას საკითხი, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონპროექტის ინიციატორის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის ბიურო კანონპროექტს შეიტანს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში, წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის გარეშე.’’ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (შემდგომ - პარლამენტის რეგლამენტი) თავი X შეიცავს საკანონმდებლო პროცესის მარეგულირებელ ნომრებს (მუხლები: 99-128). აღნიშნულ ნორმათა შინაარსი აშკარად მიუთითებს კანონშემოქმედებით პროცესში საკომიტეტო განხილვების უმნიშვნელოვანეს როლზე. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უზრუნველყოფს როგორც პარლამენტში წარმოდგენილი, ისე პარლამენტს გარეთ მყოფი მრავალი სუბიექტის ჩართულობას კანონშემოქმედებით საქმიანობაში. კერძოდ: - პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და საქართველოს მთავრობა თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით გადასცემენ წამყვან კომიტეტს; წამყვან კომიტეტს ასევე გადაეცემა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი პირის მიერ კომენტარის სახით დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა; კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ შენიშვნებს და გაზიარების შემთხვევაში, ისინი აისახება კომიტეტის დასკვნაში (იხ. პარლამენტის რეგლამენტის: 102-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები; 107-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები). - კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისაგან განსხვავებით, საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის შესაბამისი პროფილის ორგანიზაციის/გაერთიანების წარმომადგენლებს, ცალკეულ სპეციალისტებსა და ექსპერტებს. ამასთანავე, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას კითხვების დასმის და პოზიციის გამოხატვის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული პარლამენტის რეგლამენტით. ზემოხსენებული გარემოებები უზრუნველყოფენ საკომიტეტო განხილვისას კანონპროექტის მრავალმხრივ, სიღრმისეულ და კვალიფიციურ დამუშავებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია წარმატებული შედეგისათვის კანონშემოქმედებით პროცესში. შესაბამისად, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებისათვის რაიმე სახით ხელის შეშლა, მათი გარკვეულწილად შეზღუდვაც კი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საკანონმდებლო პროცესს, რომ აღარაფერი ვთქვათ საკომიტეტო განხილვების სრულად უარყოფაზე, რის საშიშროებასაც შეიცავს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები. კერძოდ: 1 პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულია - „თუ პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენალური სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.’’ ამავე მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულია - „თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.’’ ამავე მუხლის მე-8 პუნქტში კი აღნიშნულია, რომ - „ თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში პარლამენტის ბიუროს წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.’’ ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული ნორმები ითვალისწინებს შემდეგს: ა) თუ წამყვანი კომიტეტი არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში კომიტეტის სხდომაზე არ განიხილავს კანონპროექტს, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით, ან ბიუროს წინაშე დასვას საკითხი წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამეტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შესახებ; და, თუ წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორის მიმართვის შემდეგ თუ ამგვარი მიმართვის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სესიის განმავლობაში არ განიხილავს კანონპროექტს, ხოლო, კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ბიუროს წინაშე არ დასვამს საკითხს წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანის შესახებ, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. ბ) თუ წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებს კანონპროექტის განხილვას, ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავჯდომარის მოტივირებული წინადადებების საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვან კომიტეტი ამ ვადაშიც არ განიხილავს კანონპროექტს, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას საკითხი წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანის შესახებ; და, თუ წამყვანი კომიტეტი, კანონპროექტის ინიციატორის მიმართვის შემდეგ თუ ამგვარი მიმართვის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სესიის განმავლობაში არ განიხილავს კანონპროექტს, ხოლო, კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ბიუროს წინაშე არ 2 დასვამს საკითხს წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანის შესახებ, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. ამგვარად, ორივე შემთხვევაში („ა’’ და „ბ’’), მიუხედავად იმისა პარლამენტის ბიურო გაახანგრძლივებს თუ არა ინიცირებული კანონპროექტის წამყვან კომიტეტზე განხილვის ვადას, პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, თუ შესაბამისი სესიის განმავლობაში წამყვანი კომიტეტი არ შეასრულებს თავის ვალდებულებას - კომიტეტის სხდომაზე არ განიხილავს კანონპროექტს და დასკვნის სახით არ გამოხატავს თავის პოზიციას მასთან დაკავშირებით - კანონპროექტის ინიციატორი იძულებული ხდება უარი თქვას კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე და პარლამენტის ბიუროს მიმართოს წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. გამოდის რომ წამყვანი კომიტეტის მიერ თავის ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო კანონპროექტის ინიციატორი „ისჯება’’, რაც ყოველგვარ ლოგიკას და სამართლიანობას მოკლებულია. რაც მთავარია, „ისჯება’’ საკანონმდებლო პროცესი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღნიშნეთ, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია საკანონმდებლო პროცესის სრულფასოვნად და ეფექტიანად წარმართვისათვის, ხოლო პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული დებულებები შესაძლებლობას იძლევა სრულიად გაუმართლებელი მიზეზით, წამყვანი კომიტეტის მიერ საკუთარ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, უარი ითქვას კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ცუდი შესაძლებლობების გამოყენება შეუძლია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას, ვინაიდან ის არის უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტის კომიტეტებში, კომიტეტის თავჯდომარეც მისი წარმომადგენელია და შესაბამისად, მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება, რომ წამყვანმა კომიტეტმა ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში არ განიხილოს კანონპროექტი, რაც კანონპროექტის ინიციატორს იძულებულს გახდის წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა მოითხოვოს. ამგვარად, წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ პრობლემის გადაჭრას, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებდეს კანონპროექტის ინიციატორის იძულების შესაძლებლობას, საპარლამენტო განხილვიდან კანონპროექტის სრულად მოხსნის შიშით, უარი თქვას მის საკომიტეტო განხილვაზე; და, რომ წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისა და კომიტეტის შესაბამისი დასკვნის გარეშე მისი პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განხილვა შესაძლებელი იყოს მხოლოდ აღნიშნულზე კანონპროექტის ინიციატორის თავისუფალი ნების გამოხატვის და არა მისი იძულების შემთხვევაში. ა.ა.ბ)არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად - „პარლამენტის მუშაობის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, რომელსაც პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის 3 უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.’’ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეგლამენტის პროექტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის წევრი, კომიტეტი ან ფრაქცია. ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა რეგლამენტის პროექტის მიღებას საჭიროებს. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად გაუმჯობესდება საკანონმდებლო პროცესი. კერძოდ, აღმოიფხვრება კანონპროექტის ინიციატორის იძულების შესაძლებლობა, კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვილად გამოცხადების შიშით უარი თქვას წამყვანი კომიტეტის მიერ მის განხილვაზე. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში ნათქვამია, რომ თუ წამყვანი კომიტეტი სათანადო ვადაში „არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით’’ / „ვერ ახერხებს სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას’’, ასეთ შემთხევაში კანონპროექტის ინიციატორს და პარლამენტის ბიუროს შეუძლიათ განახორციელონ გარკვეული მოქმედებები. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია არა ის გარემოება - გამართავს თუ არა სათანადო ვადაში წამყვანი კომიტეტის სხდომას, არამედ საკითხი - განიხილავს თუ არ განიხილავს წამყვანი კომიტეტი სათანადო ვადაში კანონპროექტს; რამდენადაც შესაძლებელია, რომ წამყვანმა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში გამართოს კომიტეტის სხდომა, მაგრამ ამ სხდომაზე არ განიხილოს მოცემული კანონპროექტი - კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში გამოყენებული ტერმინები: „არ გამართავს სხდომას’’ და „ვერ ახერხებს სხდომის გამართვას’’ შესაბამისად შეიცვალოს ტერმინებით: „არ განიხილავს კანონპროექტს’’ და „ვერ ახერხებს კანონპროექტის განხილვას’’. პარლამეტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ თუ წამყვანი კომიტეტი პარლამეტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებს კანონპროექტის განხილვას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია, კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. კანონპროექტით შემოთავაზებულია რეგლამენტის აღნიშნულ ნორმაში იმის დაზუსტება, რომ წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადება კანონპროექტის განსახილველად ახალი ვადის დადგენის შესახებ, პარლამენტის ბიუროს უნდა წარედგინოს თავდაპირველი ვადის ამოწურვამდე. 4 რეგლამენტის პროექტის უმთავრესი და არსებითი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან ამოღებული იქნას ჩანაწერი, რომელიც შესაძლებელს ხდის კანონპროექტის ინიციატორის იძულებას, კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვილად გამოცხადების შიშით, უარი თქვას წამყვანი კომიტეტის მიერ მის განხილვაზე და მიმართოს პარლამენტის ბიუროს, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები გაითვალისწინებენ წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისა და კომიტეტის შესაბამისი დასკვნის გარეშე პლენარულ სხდომაზე მისი წარდგენის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება კანონპროექტის ინიციატორის რეალური სურვილი, მისი თავისუფალი ნების გამოხატვის და არა იძულების შედეგი. საბოლოოდ, შემოთავაზებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შემდეგ რედაქციას: ,,6. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის ბუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ განიხილავს კანონპროექტს და არ გამოხატავს თავის პოზიციას მასთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას საკითხი, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. 7. თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კანონპროექტის განხილვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, რომელიც პარლამენტის ბიუროს უნდა წარედგინოს წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისათვის პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე, დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ განიხილავს კანონპროექტს და არ გამოხატავს თავის პოზიციას მასთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას საკითხი, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონპროექტის ინიციატორის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის ბიურო კანონპროექტს შეიტანს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში, წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის გარეშე.’’ 5 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) ფორმულარის აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან მიმართებაში (რეგლამენტის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ) ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) რეგლამენტის პროექტი დაჩქარებული წესით უნდა იქნას განხილული, შემდეგი მიზეზის გამო: რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული იმ ხარვეზის აღმოფხვრას, რომლითაც შესაძლებელი ხდება კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვილად გამოცხადების შიშით კანონპროექტის ინიციატორის იძულება, უარი თქვას წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვაზე და თავად მოითხოვოს წამყვანი კომიტეტის შესაბამისი დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა; მიზანშეწონილია, მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღმოფხვრილი აღნიშნული ხარვეზი პარლამენტის რეგლამენტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ წინამდებარე რეგლამენტის პროექტის მიღებამდე რომელიმე საკანონმდებლო პროცესი ამ ხარვეზით იქნას დაზიანებული. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 6 რეგლამენტის პროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ამგვარ შედეგებს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება რეგლამენტის პროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტი მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი 7 რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა შავგულიძე და ალექსანდრე ბარამიძე. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი. 8