საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2022 წლის 5-6 სექტემბერს, ქალაქ ბერნში (შვეიცარია) გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მორიგ სხდომაზე ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-09
ბიუროს ნომერი 172 (11:30)
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-13135/22
08-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ მ/წ 5-6 სექტემბერს მონაწილეობას ვიღებდი ქ. ბერნში (შვეიცარია)
გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და
ადამიანის უფლებათა კომიტეტის მორიგ სხდომაში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში
გაცნობებთ, რომ მ/წ 5‐6 სექტემბერს მონაწილეობას ვიღებდი ქ. ბერნში (შვეიცარია)
გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის
უფლებათა კომიტეტის მორიგ სხდომაში.
5 სექტემბერს გაიმართა კომიტეტის სხდომა, რომელზეც წარდგენილ იქნა დროებითი ქვე‐
კომიტეტის ანგარიში უკრაინაში ვიზიტის და ომის შესაძლო დანაშაულის მტკიცებულებების
მოპოვებასთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანგარიშის გასაჯაროების
თაობაზე.
სხდომაზე განხილულ და მხარდაჭერილ იქნა შემდეგი რეზოლუციების პროექტები:
ვაქცინაციის დისკრიმინაციის პრევენცია, კოვიდ ‐ 19‐ის შეზღუდვების გავლენა სამოქალაქო
საზოგადოების საქმიანობაზე, ტრანსნაციონალური რეპრესიები როგორც კანონის
უზენაესობის და ადამიანის უფლებების მიმართ მზარდი საშიშროება, პეგასუსი და
სახელმწიფოს მსგავსი საიდუმლო თვალთვალი და მისი ყურადღება.
ამ უკანასკნელზე
მონაწილეობით.
გადაწყდა
დამატებითი
მოსმენის
ჩატარება
დაზარალებულთა
სხდომაზე სიტყვით წარდგნენ კანტონების საბჭოს პრეზიდენტი ტომას ჰეპტი და შვეიცარიის
იუსტიციისა და პოლიციის მინისტრი კარინ კელერ‐სუტერი.
6 სექტემბერს გაიმართა ადამიანის უფლებათა ქვე‐კომიტეტის სხდომა. სხდომაზე
წარვადგინე ანგარიში რეზოლუციისა და ანგარიშის პროექტის „კოვიდ 19‐ის გავლენა
ევროპის ციხის პატიმრებზე“ მომზადებასთან დაკავშირებით. ჩემი მოწვევით განხილვაში
მონაწილეობა მიიღო სამმა ექსპერტმა: მარსელო აებიმ (ლოზანის უნივერსიტეტის
პროფესორი კრიმინოლოგიის მიმართულებით), ჰანს ვოლფმა (წამების პრევენციის
ევროპული კომიტეტის პირველი ვიცე‐პრეზიდენტი) და ტრიონა ლენიჰანმა (ციხის
საერთაშორისო რეფორმის სათაო ოფისის პოლიტიკისა და საერთაშორისო ადვოკატირების
მენეჯერი). ექსპერტებმა წარადგინეს პრეზენტაციები და სტატისტიკები, აგრეთვე სხვადასხვა
კვლევის შედეგები ევროპის ციხეებში მყოფ პატიმრებსა და ციხის პერსონალზე კოვიდ 19‐ის
გავლენაზე, პრევენციულ და შემზღუდავ ზომებზე გატარებული სხვადასხვა ქვეყანაში და
მათი მაკომპენსირებელი აქტივობები. ქვე‐კომიტეტმა დადებითად შეაფასა ჩემს მიერ
წარმოებული მოსამზადებელი საქმიანობა რეზოლუციისა და ანგარიშის პროექტის
მომზადებასთან დაკავშირებით.
იმავე სხდომაზე განხილულ იქნა რუსეთის უკრაინაში წარმოებულ აგრესიასთან
დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესაძლებლობა. განხილულ იქნა
გადაფარვის რისკები სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართალთან. გამომდინარე
არსებული მომხრე და მოწინააღმდეგე პოზიციებისა, საკითხი ექვემდებარება დამატებით
შესწავლას, ანალიზს და განხილვას გადაწყვეტილების მიღებამდე.